Breathing…

მგონი ჯერ ცოცხალი ვარ…
და ვსუნთქავ…
მე მაპატიეთ მარო და პუშკინ..
წინა პოსტით თუ იმედი გაგიცრუეთ, უბრალოდ ძალიან შემეშინდა…
გუშინ დაგვირეკეს და რაც გვირჩიეს, ის დავწერე მეც ბლოგში რჩევის სახით…
რეალურად სად უნდა გავქცეულიყავით, აზრზე არ ვარ…
და ახლა რომ ვუყურებ, მართლა არალოგიკური მოწოდება თუ რჩევა იყო ჩემი მხრიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ პატიებას გთხოვთ.
უბრალოდ მართლა ძალიან შემეშინდა.
და გუშინვე ტირილი ამივარდა საკუთარი უსუსურობა რომ დავინახე.
ტირილს, ისტერიკასა და პანიკას მაშინ მივმართავთ ხოლმე, როცა გამოსავალს ვერ ვპოულობთ. ხოდა მეც ეგრე დამემართა.
გუშინვე პურის ყიდვის მიზნით გარეთ გავედი, 4 ახლომდებარე მაღაზიიდან 3 დაკეტილი იყო და ერთში პური საერთოდ არ იყო, სამაგიეროდ ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ ვერც შევეტიე. ყიდულობდნენ ყველაფერს, რასაც საჭმელი ეწოდება: ჩიფსები (ანაყრებდეს მაინც),წვენები, შაქარი, ფუნთუშეული…
ამან უფრო პანიკაშ ჩამაგდო, ამოვედი სახლში.
მერე დედაჩემის თანამშრომელმა დარეკა, ბენზინზე ძალიან დიდი რიგებიაო.
არვიცი, უბრალოდ მოიმარაგეს თუ მართლა წავიდნენ სადმე…
კიარადა, გარეთ რომ გავედი დღეს, აშკარად დაცარიელებულია ქალაქი…
აზრზე არ ვარ სად წავიდნენ, სად შეაფარეს თავი…
და თუ რეალურად არსებობს ადგილი, სადაც უსაფრთხოდ არიან, ღმერთმა კარგად ამყოფოს.

დღეს უკვე სარკოზისა და მედვედევის ერთობლივ გამოსვლას ვუყურე და მართლა გამიჩნდა იმედი, რომ ხავსი არსებობს, რომელსაც შევძლებთ, რომ ჩავეჭიდოთ.
6 პუნქტი ჩამოთვალა რუსეთის პრეზიდენტმა და თუ 6–ვე შესრულდება, იმედია გვეშველება…
არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ საქციელს?
ჩემი მოკლე ჭკუით, ამხელა ქვეყანა რომ კიდევ გიფრთხილდება,დასაფასებელია ალბათ. თორემ ასეთი ზიზღის პირობებში გაგთელავდა ერთი ბეწო ქვეყანას. სააკაშვილს კი მიეცა შანსი დაფიქრდეს რა გონივრულად მოიქცეს და ამხელა ქვეყანას ულტიმატუმებით ნუ ესაუბრება…

თბილისის ცენტრში ხალხი შეკრიბა სააკაშვილმა, მთელი ესტრადის recycle bin მღერის და ერთობა…
ის ხალხიც, რომელმაც თავის დროზე მიშას მისცა ხმა, დროშებითა და შემართებით გამოვიდა და მხარს უბამენ მიმდინარე ღონისძიებას…
ამაზე საერთოდ გული ამერია.
რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი დაჭრილია, რამდენი ნანგრევში მოყოლილი, რამდენი უსახლკაროდ დარჩენილი და ესენი მღერიან და პატრიოტიზმზე დებენ თავს…
თუ ესაა პატრიოტიზმი, მე მაპატიეთ, არ ვარ…

ფორუმი გათიშულია.
ზოგი მირკით ცდილობს შესვლას, თუმცა მე მირკელი არასოდეს ვყოფილვარ, და აქედან გამომდინარე ვერ შვედი…
სამაგიეროდ ივერიელის ფორუმზე დავრეგისტრირდი და როგორღაც იქიდან ვეკონტაქტები ხალხს.

Advertisements

15 thoughts on “Breathing…

  1. ახლა ვიყავი კაკრაზ შენთან და მოგიკომენტე…მშვიდობიანი ჩასვლა…

  2. ქეით, მე ნელნელა გამოვდივარ! სხვა რა გზაა:(წავედი მე და ბევრი წერე რომ იქიდან წაკითხვა ვერ მოვასწროო:)))

  3. @dreamer – მადლობა…მე უკვე მომბეზრდა და გამოცვლა მინდა…ვნახოთ, ხალხი როგორც იტყვის, ისე ვიზამ მამენტ…ხო, იმედია ყველაფერი დალაგდება და საქართველო ფეხზე წამოდგება…

  4. ძააან მაგარი თემფლეითი გაქვს!!!წინა პოსტის მზგავსი პანიკა მქონდა მეც(((((

  5. ანა, ერთად შეკრება ცუდი არ არის. მაგრამ ამ შეკრებებზე თავი ღირსეულად უნდა წარმოადგინონ მონაწილეებმა. სულ ეს არის.ოკ. ახლა ერთი რამ დაგვრჩა – მაინც იმედიანად ვიყოთ და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს.

  6. ქეთი, გეთანხმები, ეგ ცირკი არ უნდა გამართულიყო, მაგრამ შენ გინახავს თბილისი 3 დღის წინ? შენ ნახე რა ხდებოდა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ? არც ერთი ტაქსი არ იყო ცარიელი, ხალხი ერთმანეთს ხელს კრავდა და ისე აჩერებნენ თუ სადმე რამე ტრანსპორტს დაინახავნენ, ტიროდნენ ,კიოდნენ, გაგიჟეულები დარბოდნენ – დაწყებული იყო მასობრივი პანიკა და მისი რამენაირად ჩახშობა იყო აუცილებელი, მართალია, ასეთი წარმოდგენა არ უნდა გამართულიყო,მაგრამ რა ხალხი ბრბოა,მილიონობით ადამიანი მივიდა მიტინგზე,მსოფლიოს უნდა დაენახა,რომ ქვეყანა თავის სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებს,ცოტა გადაამლაშეს, მაგრამ გარკვეულწილად საჭირო იყო

  7. @utvinoჰო, მაგრამ იმდენ ხალხს ერთნაირი მძიმე ემოციურ – ფსიოლოგიურ მდგომარეობა არ შეიძლება ჰქონოდა.თბილისელებს ისეთი შოკი არ მიუღიათ, რომ რაციონალურად ვერ ემსჯელათ. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, შეგნებისა და პასუხისმგებლობის რა მაჩვენებელი აქვს უმრავლესობას. და რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავი გააიგივონ ვიღაცის ადგილზე და მიხვდნენ, როგორ უმძიმს იმას, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა და არა მხოლოდ ტელევიზორში ნახა და ამის საფუძველზე მოემატა პატრიოტული შეგრძნებები (ოღონდ მხოლოდ მოემატა – ახლობლებთან სალაყბოდ და საჭორაოდ).

  8. qeT ჩემი არც ახლობელი და არც მეგობარი დაკარგულა მაგ ომში, მაგრამ არც გუშინ მიმღერია და ეს დღეები არც კი გამიღიმია …ეგაა ჩვენი უბედურება მასე რომ დგას საკითხი, შენიანი რომ დაღუპულიყო …როგორ ის ასობით ქართველი ვაჟკაცი არაა ჩემიანი?თუ გვარი უნდა გვქონდეს მაინცდამაინც ერთი, ან ჩემს საიდუმლო სასიყარულო ისტორიებს ვუყვებოდე, რომ მისი ტკივილი მე შემეხოს …გიერთდები,რომ მატრაკვეცობა და საზიზღრობა იყო იმ მოვლენების უმეტესობა,რაც გუშინ ხდებოდა …მე მივესალმებოდი ისეთ გამოსვლას, სადაც ქვეყნის 2-3 უმაღლესი პირი გამოვიდოდა და თავის მოსახლეობას სულიერად გაამხნევებდა , სიტყვით გაუკეთებდა გულს, დაამშვიდებდა, ბოდიშსაც მოუხდიდა, აუხსნიდა ვითარებას და მერე ლოცვით და საქართველოს ჰიმნით დაიშლებოდა …აი ის სიმღერები უკვე ზედმეტი იყო, მაგრამ რა არის იცი? მოდი რა შოკურ და მძიმე ემოციურ – ფსიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ნუ მოვთხოვთ საღ აზროვნებას …ამ ომში ყველამ რაღაც დავკარგეთ და ყველას ძალიან გვიჭირს და გვიმძიმს …ახლა ძალიან ძნელია რაციონალურად აზროვნება …ვიღაცას იქ ცეკვით უნდოდა ეჩვენებინა , რომ ქართველს ვერ გატეხავ …ალბათ სულ ესააა …

  9. ანასსაქართველოს მოსახლეობა ახლა:ნახევარი – რომელსაც შეეშინდა/ეშინია/ნერვიულობს და ა.შ. და ეს ბუნებრივია (თუმცა გაქცევას არანაირად არ ვამართლებ!)მეორე ნახევარი – რომელმაც დაკარგა ახლობელი, საკუთარი მამული და + გაურკვეველ მდგომარეობაშია. მისი მდგომარეობა ჩემთვის ახლა შეუფასებელია..ორივე ნახევარი იგრძნობდა მხარდაჭერას თუნდაც მდუმარე აქციიდან. აქ მთავარი ერთიანობის გამოხატვა და დანახვა იყო.და იმ ტინგიცობას არანაირი გამართლება არ აქვს. მე აქ პრეტენზიები პირველ რიგში იმ ხალხის მიმართ გამიჩნდა, ვინც იქ იყო და ვისაც ადამიანობა უდაბლეს ნიშნულზე აღმოაჩნდა.კაკულია, თითქოს ღამის შოუს სტუდიაში იყო მიწვეული, ისე იქცეოდა.ხალხი ხარხარებდა.. სამჯერ გამოვრთე ტელევიზორი და მაინც ჩავრთე, რომ ბოლომდე მეცქირა, სადამდე დავეცით.მაშინ სიმღერით გავამხნევოთ ხოლმე ადამიანები პანაშვიდებზე, ასე დავამტკიცოთ ხოლმე სიკვდილის წინაშე ჩვენი გაუტეხელობა..

  10. @ანა – შენ რომ ეს პოსტიც ისეთივე ყურადღებით წაგეკითხა, როგორი ყურადღებითაც წინა წაიკითხე, ამას არ მეტყოდი…ამ პოსტში ზუსტადაც რომ ბოდიშს ვიხდი იმ წუთიერი თუ ნახევარსაათიანი პანიკისთვის, რომელმაც ამიტანა…რეალურად ახლაც რომ იგივე სიტუაციაში ვიყო, როგორ ფიქრობ ეგ კონცერტი დამაწყნარებდა???მე არცერთი წამით არ მიფიქრია იმაზე, რომ ვარდისფერი სათვალეებით შევხედავ რეალურ ამბებს და კონცერტზე მივალ ან ტელევიზორში ვუყურებდა დავწყნარდებიმეთქი…და ხალხი, რომელიც ატარებს ვარდისფერ სათვალეს და ემალება სიმართლეს, ჩემგან შორს…თუ შენი ხალხის გამხნევება გინდა, არ არის აუცილებელი კონცერტი და მასკარადი გამართო…საქართველოში მუდამ იმართებოდა მიტინგები, მაგრამ კონცერტებით არა…

  11. ეს მიტინგი საჭირო იყო სწორედ თქვენს მიერ დაპანიკებული ხალხის დასაწყნარებლად.დაპანიკების ნიმუში იხილე შენს ბოლოს წინა პოსტში 😉

  12. @utvinoერთ რამეს გკითხავ. შენიანი რომ შეწიროდა ამ ომს, სიმღერით გამოხატავდი?!მაინც და მაინც ჩვენი ოჯახის წევრი უნდა მოკვდეს, ჩვენი სახლი უნდა დაინგრეს, რომ გამომეტყველება შეგვეცვალოს?!იმას რა ქვია, როცა გამოდის საღარაძე და სარკოს ყვირილში ავარჯიშებს ამ ცხვრებს!!რა არის პატრიოტიზმი, როცა ჩვენს ცხედრებს ბუზი ეხვევა და ვერ გამოგვყავს და ვტლინკაობთ?!ამის მერე ყველაფრის ღირსები ვართ!არაფერი მომხდარა ასე აღსანიშნი.ამდენი თუ ვართ, რატომ გვიტევს რუსი! დაიძრან ტრასისკენ. დადგნენ ტრასაზე და არ შემოვა თბილისში ჯარი. არ შევა გორის სოფლებში. გააშუქებს ამას ყველა და ამდენ ხალხს, რაც რუსთაველზე იდგა არავინ არ ესვრის.ამის ნაცვლად თაგვებივით მოიქცნენ ქართველები. მრცხვენია, რომ ასეთი მეზობლები დავინახე. ასე მოუსვეს მანქანებით. 300-მდე მანქანა მიადგა საზღვარს იმ ღამით. ვის უტოვებენ ქალაქს. მაგრამ ეს იცი სად გვეტყობა , რომ ასეთები ვართ?!როცა სახლს ვასუფთავებთ და სადარბაზო ნაგავს მიაქვს. ყველა მხოლოდ საკუთარ ცხვირს ხედავს.”ჩემიანი არ მოკვდა? – ვიმღერებ” – აი,ასეთია უმეტესობა. ეს მარტო ჩვენ არ ვიცით.მტერმაც იცის და ამიტომ გადაგვიარეს.ამის ნაცვლად

  13. @ჩორვენი¹³ – შენს ბლოგში ვნახე და წავიკითხე ორივე პოსტი და გული შემეკუმშა რასაც ჰქვია…@utvino – ხო, ალბათ მართლა ეგრე ესმის ხალხს პატრიოტიზმი… არვიცი, მაგრამ კონცერტი ეს უკვე ნამეტანია მგონი…

  14. პუშკინ )) ))) )))ხოდა არაფერიაგუშინდელი პანიკა ბუნებრივია და არაფერია ამაში გასაკვირი, ძალიან მარტივი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ძალიან პატარა პრიმიტიულ ცხოველსაც კი აქვს, ასე რომ დაიკიდე ეგ ))და საერთოდ რაც მიტინგს შეეხებააი ძალიან ბევრგან წავიკითხე, რომ აი გული მერევა ვინც იქ დგას და რა უხარიათ და ეგეთები, რა თქმა უნდა ზოგადად ასე დგას საკითხი, რა გვიხარია? მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ხალხი იქ მთელი დღე გულანთებული დგას იმის დასაფისირებლად რისიც სწამს, რისიც სჯერა, პატრიოტიზმი ყველას თავისებურად ესმის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანური გრძნობა, თუნდაც სიყვარული, ყველას სხვადასხვანაირად ესმის და შეუძლია, ასევეა ესეც, შენთვის არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარული დღევანდელ დღეს როცა ბევრი ქართველი ბრძოლის დროს დაეცა? აი იმ ათასობით ადამიანს სჯერა …მათ ასე უნდათ გამოხატონ საკუთარი სიყვარული ქვეყნისადმი , სულ ესაა …

  15. 1) გადაიკითხე ცემი ბლოგის ბოლო პოსტი გაიგებ რა ხდებოდა გუშინ ღამე თბილისში2)იცი რატოა ის ხალხი იქ? იმიტომ რომ : მობეზრდა ტვ-სთან ნერვების შლა და პანიკა. მობეზრდა მისი უმოქმედობა და ამჳტ (სისულელეა მარა მაინც) აკომპენსირებს . მობეზრდა რომ მათი არავის ესმის და ხოწ ერთმანეთს უგებენ არადა ყლეები ვართ მარტო სიკვდილ სიცოცხლის გზაგასაყარზე რომ ვერთაინდებით3)ნეჩავო ყველა იყო პანიკაში უბრალოდ ვინ ადრე მოეგო გონს ვინ გვიან იმედი მაქვს სარეთოდ ვინც ვერ მოეგო გონს ეგეთები არ არიან, ან ძალიან ცოტა.ასე რომ ახლა მინდა გთხრა რომ კი არადა თუ ძალიან გინდა შემოიხედე ჩემთან მსნში და განახებ ფოტოებს. რა ხდებოდ აროგორ ხდებოდა და ამბავი , მარა მერწმუნე თუ ნაღდად არ ხარ მზად სიმართლისათვის ფოტოები არ მთხოვო.ვოტ!!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s