დამთავრდა თუ არა, საკითხავი აი ეს არის…(vol.1)

რაღაც აზრების დალაგება მიჭირს ეს სამი დღეა და თანაც ძალიან კი არა, “უძალიანმაგრესად”…
მინდა გამოვხატო საკუთარი გრძნობები…
კიარადა გამოვიხატო მე თვითონ…
კიარადა…
ანუ გამოვხატო საკუთარი თავი…
სათქმელი მართლაც ბევრი დამიგროვდა უკვე, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დიდი სათქმელი და გამოსახატავი ემოციის მეასედია…
ვნერვიულობ ახლაც…
არვიცი როგორ დავიწყო…
მინდა სათქმელი სწორად მივიდეს თითოეულ იმ ადამიანამდე, ვინც შემოვა და წაიკითხავს…
და ადრე თუ მეკიდა ვინ რომელ ჩემს ნაწერს როგორ გაიგებდა და როგორ შეაფასებდა, ეს ამ პოსტს არ შეეხება, რადგან ეს მართლა ძალიან დიდი ემოციების ქვეშ დაწერილი ნაწერი იქნება…
კიარადა…
თუ იქნება…
კიარადა…
თუ გამომივიდა…

ვითომ დამთავრდაო ომი…
არადა საშინელებები ხდება…
თითქოს ომის დასრულება არც კი გამოუცხადებიათო…
ისევ საშინელებებს შვრებიან გორში, სენაკში….
საშინელებები ქნეს ძალიან ბევრ ქართულ სოფელსა თუ ქალაქში…
მთელი გუშინწინდელი და გუშინდელი დღე ძალიან ცუდად ვიყავი…
ცუდად მორალურად ანუ…
მთელი დღე თვალწინ მედგა მარი+ლიანისა და ჯაკოს ბლოგებში დადებული ამაზრზენი სანახაობის სურათები…
მერე სამსახურში ყოველკვირეული თუ ყოველდღიური ინგლისურენოვანი “Financial”-ი გადავშალე და იგივე სურათები რომ დავინახე, უკვე ოფიციალურად ემოციები მომადგა თვალებში…
კიარადა…
ანუ არ მიტირია, და იმიტომ, რომ სამსახურში ვიყავი…

ვნერვიულობ ძალიან ბევრ ადამიანზე…
მებრალება ძალიან ბევრი…
მათი უმეტესობა დღეს თბილისის სკოლებსა და ბაგა–ბაღებში ბინადრობს,ერთმანეთზე მიდგმულ მერხებსა და სკამებზე წევს და იმავე ტანსაცმლით არიან გორიდან წამოსულები, რაც მაშინ ეცვათ…
დღეს, სამსახურში ერთი იურიდიული პირი ორი წრმომადგენელი იყო მოსული, რომლებსაც თავიანთ იურიდიული პირის სახელით საკმაოდ სოლიდური თანხა გადაურიცხავთ სამაჩაბლოს ომში დაზარალებული ადამიანების საკეთილდღეოდ…
ძალიან ვაფასებ ადამიანების ასეთ მონდომებას…
ღმერთი მათ იმაზე მეტს მისცემს, თითოეული თეთრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია…
მათ ყველაფერი ესაჭიროებათ, რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის…
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს ისეთი რაღაც, რასაც ვერასოდეს ვერ აღიდგენენ…
ვერასოდეს იყიდიან…
არასოდეს დაავიწყდებათ…
ეს ის დიდი დანაკარგია, რასაც “აწმყო” ეწოდება…
მალე თუ გვიან ამ ყველაფერს “წარსული” დაერქმევა…
ხოლო კიდევ უფრო შემდეგ ხანებში კი – “ისტორია”…
მაგრამ, ახლა სანამ ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია, ის “აწმყო”–ს სახელს არის ამოფარებული…
ეს არის მათი სულიერი ტკივილი…
ეს არის მათი სულიერი დარდი…
ეს არის მათი დაუშრობელი ცრემლი…

მთელი 2 დღე საგალობლებს ვუსმენდი…
ამდენწლიანი ცხოვრების შემდეგ ძალიან შემიყვარდა საგალობლები…
ადრე თუ ვთვლიდი, რომ საგალობელი მოსაწყენი სიმღერაა, ახლა უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საგალობელი არის ყველაზე დამამშვიდებელი სიმღერა, რაც კი საერთოდ არსებულა…
“ავემარია”–ც იგულისხმება, რადგან ისიც საგალობლად მიმაჩნია მე პირადად…
ვუსმენდი და ვმშვიდდებოდი ეს 2 დღე…
იცით, როგორ კარგად ამშვიდებს?!

სამსახურიდან გამოვდიოდი შესვენებაზე, ვიყიდდი რამე ცომეულს და ჩემი სამსახურის გვერდით, პატარა სკვერში ვჯდებოდი…
ვჭამდი… (ცხელ ამინდში (ან არც ისე ცხელში)ცხელი ლობიანი მხოლოდ ჩემთვისაა მგონი ნეტარება)
მზეს ვუყურებდი… (ვცდილობდი მზისთვის მიმეცა შანსი და საშუალება გავეთბე, გავეცხელებინე, სითბოს მონიჭების საშუალება მიმეცა მისთვის)
სკვერში საკუთარი თავების გამრთობ ხალხს ვუყურებდი… (ყველა თავისებურად: ბავშვები – საქანელებით, ახალგაზრდები – ჭორაობა/ლაზღანდარობით, ხანშიშესული ქალები – ჭორაობით/ეგზომ საჭირბოროტო თემების გარჩევა/განხილვით, ხანშიშესული მამაკაცები – დომინოს/ნარდის/ჭადრაკის თამაშით; ერთმანეთის ქილიკით)
საგალობლებს ვუსმენდი (ვინაიდან ეს სამი დღე გლოვის დღე იყო, რადიოში მეტი არც არაფერი იყო და მობილურის გამორთვის მაგივრად ხმას ავუწიე ყურთსასმენებში)
გონებრივად და მორალურად ვმშვიდდებოდი… (ვცდილობდი ემოციების მოთოკვას, რაც მოგეხსენებათ (და თუ არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ )ძალიან მიჭირს ხოლმე ნებისმიერ გულისამაჩუყებელ მომენტში…) (ვცდილობდი გონებრივადაც დამესვენა, საქმის კეთებისას ფიქრი მიწევს და ვცდილობ დაუდევარი თავიდან ავიცილო)

თანამშრომელმა მკითხა, სად მიდიხარ ხოლმეო…
რა ამის საქმეა,არ მესმის. 1 საათი ყველას შეგვიძლია დავისვენოთ…
საჭმელს ვყიდულობ და გვერდით ბაღშიმეთქი…
მარტო ჯდებიო?
(მარტო რა, უღრან ტყეში ვარ და მგელი შემჭამს???)
ხო, მარტო ვზივარმეთქი…
უიმე, მარტო რა გაჯენს, რა იყო, მედიტაციას მიმართავ ხოლმე???
მინდოდა ამ ვითომდა საყვარელი გოგოსთვის თავში ჩამელეწა რამე ისეთი, რაც მას ცოტა მეტ ტვინსა და ზრდილობას მისცემდა, ხოლო უზრდელობასა და თავხედობას კი ერთი–ორად დაუქვეითებდა…
მაგრამ, სამწუხაროდ ყოველდღე მიწევს მისი თმენა…
რა ამის საქმეა ჩემი კუთვნილი ერთი საათის განმავლობაში რას ვიზამ?
მინდა შევჭამ, მინდა რადიოს მოვუსმენ, მინდა მედიტაციას მივმართავ, მინდა ყირაზე დავდგები, მინდა ბავშვბთან ერთად ვისრიალებ სასრიალოზე…
არ მესმის რა…
რატომ ცდილობს ადამიანი ასე “იავნად” მეორე ადამიანს “ესწერვოს”???
ალბათ გულის სიღრმეში ყველა ჩემმა ნაცნობმა სწერვებმა იციან, რომ მე ვერ ვიტან სწერვა ადამიანებს და “ნა ზლო” მიკეთებენ ამას, რომ გამოაჩინოს თავისი “აი, მე რა ჭკვიანი და “პრადვინუტი” ვარ”…
მაგრამ როგორც ჩვენი წამებული შუშანიკი იტყოდა: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“…
კიარადა ანუ, როდის ყოფილა, რომ მე “სწერვა” ადამიანი მომწონებია და დადებითად ვყოფილვარ მის მიმართ განწყობილი???
და როდის იქნება ერთი ვიცოდე რა…
ასეთი ადამიანები მუდამ სიბრალულსა და მამენტ სიბრალულზე მეტად ზიზღს იმსახურებენ ხოლმე ჩემგან…
ნუ სიბრალულს იმიტომ, რომ ვხედავ მათში კომპლექსების სიმდიდრეს და მებრალებიან…
და ზიზღს იმიტომ, რომ აქტიურად ცდილობენ სხვებს ხასიათი და განწყობა მოუშხამონ…
ნუ, ქალები და მამაკაცები ახლა უკვე ერთად უპრობლემოდ სხდებიან და მიირთმევენ საკვებს, მაგრამ მე რომ “სწერვა” მომეწონოს???
შანსი ზერო!

ნელნელა გამოვდივარ ამ ცუდი მდგომარეობიდან…
ვიცლები ემოციებისგან…
გული მწყდება, რომ ამ ომმა მიმახვედრა ბევრი რაღაცას…
ნუთუ ომი იყო აუცილებელი, რომ მივმხვდარიყავი, თუ რაოდენ ძვირფასია ყველა მეგობარი და ახლობელი…

(2 B Continued)

Advertisements

2 thoughts on “დამთავრდა თუ არა, საკითხავი აი ეს არის…(vol.1)

  1. ხო რა.უკვე ძალიან გამანადგურებელია ეს ყველაფერი…:((თუ ვინმეს ბლოგში ომზე არის პოსტი, უკვე აღარ ვკითხულობ :(აღარ შემიძლია.ნერვიული, წუწუნა,დეპრესიული, სენტიმენტალური და ემოციური ისედაც ვიყავი და ახლა საერთოდ გამიასმაგდა ეს ყველაფერი…აუუუუ, იმენა აუტანელი გოგოა…სამსახურში არავის არ ევასება.გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და დღეს ყველამ ისე უღიმღამოდ მიულოცა, რომ არ ველოდი…თან ხუმრობა–ხუმრობაში ყველა ისეთ რაღაცას ამბობს ხოლმე ამ გოგოზე, რომ საბოლოოდ წაგიხდება წარმოდგენა.აუტანელი ვინმეა.სამაგიეროდ ოთხშაბათს მეორე თანამშრომელს აქვს დაბადების დღე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მთელი მონდომებით მივულოცავთ…

  2. ქეთ, ისე კარგად მესმის შენი..გუშინ პრაქტიკულად მკვდარი ვიყავი, ძალიან განვიცდი იმას, რაც ამ “დამთავრებული” ომის მერე ხდება ჩვენს თავს.ნერვიულიც კი გავხდი მგონი..და მიუხედავად ამისა, ვცდილობ გამოვიდე. ამისთვის ჩემს თავს ომზე დისკუსიებში ჩაბმა ავუკრძალე (რა გამომივა არვიცი:( ) შენს თანამშრომელზე კი გავბრაზდი – რა მისი საქმეა. შესვენებაზე მარტო, მშვიდად სადმე გავლა მეც მიყვარს. ხან ეს უბრალოდ გჭირდება კიდეც ადამიანს …

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s