just რა

აუ რა მაგრად მაკლია ფორუმი…
ნუ რაღაც საოცრად…
არც კი მეგონა, ასეთი დამოკიდებული თუ ვიყავი მასზე, მაგრამ თურმე ვყოფილვარ…
მენატრება ჩემი ერთერთი საყვარელი თემა…
რომლის სახელიც აგერ ამ პოსტს ჰქვია…
ეს არის თემა, რომლის ფუძემდებელი არის რათქმაუნდა მისი მოდერატორი…
კიარადა მისი ყოველი ეპოქის Fრიკი პირველი პოსტის Fრიკი ავტორი…
არის ეგეთი Fრიკი ადამიანი, რომელიც მთლიანად “უსათაურო” რომ არის განყოფილება, იმას მოდერირებს…
ახლა არ მკითხოთ, ვინ არისო, გცემთ…
არის რა ერთი წიპშა…

ხოდა ამ შემთხვევაში მე თავად ამ თემაზე მინდა საუბარი…
ანუ ვუბრუნდები იმას, რაზეც დავიწყე საუბარი, თორემ დოდკას მერე ავუხსნი სიყვარულს…

ხოდა just რა…
ეს არის თემა, რომელშიც მე დავიწყე პოსტვა შარშან…
ანუ შედარებით ახალი რომ ვიყავი…
ხოდა ჩემნაირი Fრიკი თემა გავჩითე და ძალიან გამიხარდა…
პოსტავ საერთოდ ყველაფერს, რაც გინდა…
არავინ გეუბნება რამეს…
ნუ თუ ვინმემ მოგიკითხა, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ პოსტავ რაც გინდა იმას…
ერთი პერიოდი მე და პიკოლინა პირველი/მეორე ადგილებზე გასული მპოსტველები ვიყავით…
და ანუ ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი მაგ თემაში შემძვრალი და დაჟე ბუქმარქებშიც მეყენა ამ თემის ლინკი, იმდენად სულ მანდ ვიყავი…
ახლა მაქვს ამ თემის საოცარი ნოსტალგია…
მინდა ჩეთაობა…
მაგრამ სადაა ფორუმი…
შსს–მ ჩემი ცოდვა დაიდო იმხელა, რომ მეტი არ შეიძება…
არადა ბლოგებში ხომ არ დავიწყებ ჩეტაობას, მერიდება მაინც რამე რომ იყოს…
ნუ საკუთარშიც დიდად არ მინდა რამდენი მარჯვნივ გავიხედები, იმდენი ახალი სულელური პოსტი გავაკეთო…
ერთადერთი ბლოგი, სადაც თვს ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ, ეს ყვავას ბლოგია…
ვინც არ იცით მისი ბლოგი, ყვავას ან სულაც Bigcrow–ს სახელის ქვეშ არ დაიწყოთ ჩემს ბლოგლისტში მისი ძებნა, რადგან ვერ იპოვით…
უნდა მოძებნოთ სახელით “ძიბილ ნუ…”, ხოდა ყვავას ბალახიც ეგაა…
ბალახი იმიტომ, რომ მუსიკას ვრთავ და აი როგორც ბალახზე, თვალდახუჭული ისვენებ და მშვიდდები, ისე ვმშვიდდები მეც ყვავას ბლოგში…
თან ცვეტში ტიპი არაფერს გეუბნება, არ შლის კომენტარებს, რაც გინდა, ის წერე…
ხოდა ახლაც მაგალითად ომზე დაწერა მთელი “ვეფხისტყაოსანი” და გგონიათ მე წავიკითხე ერთი დაწერილი სიტყვა მაინც?
არა!!!
თვალი არ მიმიკარებია…
აბა შედით ახლა კომენტარებში, ავავსე იქაურობა…
რადგან ჩეთაობა მინდა…
“just რა” მინდა…

Advertisements

23 thoughts on “just რა

  1. ნუ ბოლო პერიოდში აღარ ვხვდებოდი არც ხუთეულში და არც ათეულში, მაგრამ მაინც ძალიან მენატრება…ჰერმი – მაგ საკითხზე შეგიძლია შეიდის ესაუბრო. 🙂

  2. ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც ვხვდები ხოლმე ყოველ ჯერზე..ჩართონ მართლა რა :mo:პიტერის მეშვიდე ყველამ წაიკითხა, როგორც იქნა და მეთქი ვილაპარაკებთ როგორც იქნათქო :mo:ვინ გაცდის

  3. @utvino – ბაზარი არაა, აგყვები, რადგან მართლა ყველას ძალიან გვაკლია…:(@პერწკლი – ხო, აი ეგრე ვუყავი მეც.ანუ არ გამოვდიოდი,რასაც ჰქვია…ლამისაა მარჯვნივ გახედვასაც მანდ ვწერდი, ძალიან მაკლია…კარგი რა, დაიკიდე… არ ღირს მაგის გამო მაგ თემის ათვალწუნება… 🙂

  4. ჯასთერების შეკრებაა? : )))მე ერთი პერიოდი მშობლიურ თემასავით მქონდა, რაც რამე მიხაროდა და მწყინდა მანდ ვპოსტავდი ;)))მერე ერთმა ადამიანმა და[ოსტა და იმდენად შემზიზღდა იქარობა და არაჩემიანი გახდა რომ კაი ხანი არ შემიხედია…..ახლა ისევ ვჯასთერობ და ვიჯასთერებთუ ჩაირთოფორუმი

  5. mec მეც მეც მეცამ ელიტაზე ხო მაგარი ვერაა ხალხი ( თუმცა ხალხი მანდ საერთოდ არაა)დაგვიბრუნეთ ფორუმჯიფო რუმ ჯი ფო რუმ ჯი ფორ უმ ჯიამყევით ხალხო ამყევითსარ კოზსარ კოზფო რუმ ჯი ფორ უმ ჯისალი როგორც იტყოდა ))

  6. @moreira13 – მე ასე ვიცი, რომ მთელი ეს ომიანობა რომ დამთავრდება, ჩართავენო და არვიცი…

  7. @moreira13 – ხო, რაღაც სასწაულად მენატრება ეგ თემა… და ამჟამად მაგარ ლომკაში ვარ შეიძლება ითქვას…@indievidi – ეგ მიზეზი კი ვიცოდი ისედაც, მაგრამ ისა, ეგ თემა რა შუაშია???მე შენ გირჩიე უკვე მაგისთვის რაც უნდა გექნა, ასე რომ ჩემი ნათქვამები გაიხსენე :2kiss: 😀 😀

  8. ოოხხხ, სულ დაგვიწყებია ყველაფერი 😀 მიზეზი მამრებია ქეით, ექს-მამ-რე-ბი :E

  9. @BigCrow – კი, ვნახე და წავიკითხავ მერე…ახლა ცოტა გონებას ვასვენებ…@indievidi – ხო და ახლა ზუსტად ეგ პერიოდი გვაქვს მე და შენ…:)შენ წარმოიდგინე ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ ვიხსენებ მაგ მიზეზებს, გარდა იმისა, რომ ორივე ვმუშაობთ, მაგრამ მგონი ეგ არაფერ შუაშია…:P :Dკომენტარი დატოვებულია დილის 8 საათზე..მთელი ღამე გაათენე???მე კი ახლახანს გავიღვიძე, ანუ საღამოს 6–ის ნახევარზე.

  10. ხოოო, აი ძაალიან ძაალიან არაფერი-საქმე-არ-მაქვს-წავალ-თვს-მოვიკლავ-და-მოვალ პერიოდში ფორუმი მართლაც მაკლია და ისე კიდევ თუ საერთოდ არ ჩაირთვება, ძალიან დამავალებს (არათუ მიზეზი, არამედ მიზეზები შენთვის ცნობილი უნდა იყოს :))). აი ასე, ჩემო სუისაიდ ფრენდო 😛 😀

  11. აჰა, ვყოფილვარ დარეგისტრირებული…ნახე, ბოლო ნაწილი და როცა შეძლებ, წაიკითხე…

  12. ამიტომაც უნდა იყო ბლოგერზე დარეგისტრირებული, როგორც მე ვარ ვორდპრესზე.

  13. Anonymous–ით რატომ მომიპოსტე ვითომ???ძიბილ ნუ…მე წავედი, დავიძინო, თორემ ვაფშე ვითიშები…დილის 6–ის 15 წუთია…შენ არ მოიწყინო…

  14. პ.ს. როგორ მეზარება ყოველ კომენტზე სახელის თავიდან ჩაწერა… რა არაფრენდლია ეს ბლოგსპოტი…

  15. ა, ხო :)მამენტ ვიცი სადაც შემიყვანს…მეხუთე ნაწილს დავდებ ახლა მალევე 🙂

  16. “ძიბილ ნუ…” მოძებნე ლისტში და დააჭირე…ნახავ, სადაც შეგიყვანს…

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s