დღეს გავიღვიძე და ბედნიერი ვიყავი, რომ გავიღვიძე…
ანუ რაღაც მარაზმი მესიზმრებოდა, როგორც ვატყობ.
კიარადა…
სავარაუდოდ ეგრე იყო, რადგან რაღაც ბურუსში ვიყავი. არ მახსოვს, მაგრამ რომ გამაღვიძა მობილურის მაღვიძარამ, რაღაც საოცარი გაოცების მომენტი მქონდა. უცებ ავიღე ხელში მობილური და ყურება დავუწყე. აზრზე ვერ მოვედი, ვიწექი და ვუყურებდი.
მერე ირგვლივ მიმოვიხედე…
საწოლი…
ოთახი…
ფარდები…

ყველაფერი მეუცხოვა. ვერ მივხვდი სად ვიყავი…
რა მინდოდა და ამ გარემოში საერთოდ რას ვაკეთებდი…
მაგარ გაურკვევლობაში ვიყავი.
მერე დავიწყე იმის გაანალიზება, რომ ვცხოვრობ… ვსუნთქავ… ვარსებობ… სადღაც ბურუსში არ ვარ, რეალურ სამყაროში ვარ. ეგრევე ბარაშკას სმს გავუგზავნე, გილოცავ ახალი დღის გათენებასმეთქი. ნუ, ჩენგან მსგავსი შინაარსის მესიჯი არ გაუკვირდებოდა, რადგან იცის, რომ ასეთი შინაარსის სმსები დილით, გაღვიძებისას მახასიათებს ხოლმე. თუმცა, დღევანდელი დილა მართლა გამორჩეული იყო. შთაბეჭდილება მქონდა თითქოს მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი. კარგა ხანს არ მჯეროდა, რომ ცოცხალი ვარ. მიკვირდა, როგორ მოხდა ეს ამბავიმეთქი.ავდექი, აქეთ ოთახში გამოვედი და აზროვნება დავიწყე. მერე თითქოს ნელნელა მოვედი აზრზე, მაგრამ მაინც რაღაც უცნაურად ვიყავი. ახლაც ეგრე ვარ. მერე გავაანალიზე, რომ სამსახურში უნდა წავიდე. მერე ამომიტივდა, რომ თურმე ვმუშაობ. ნელნელა აბაზანაში შევედი, პირზე წყალი შევისხი. ნელნელა მოვედი თითქოს აზრზე, მაგრამ მაინც რაღაც უცნაურად ვიყავი. ვისაუზმე და სამსახურში წავედი.


თითქოს საერთოდ სხვა სამყაროში ვიყავი. სამსახურშიც ვითომ კი, ყველას მივესალმე და საქმეც ვაკეთე, მაგრამ მაინც რაღაც ისე ვიყავი. მერე საჭირო ოთახში შევედი და სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომ მოვსულიყავი წესიერად აზრზე, მაგრამ რაღაც ვერ. ახლაც რაღაც უცნაურად ვარ. მერე, სამსახურიდან რომ მოვედი, ცუდ ხასიათზე ვიყავი რაღაცის გამო (სამსახურში მომხდარი უსიამოვნო დეტალის გამო), ეგრევე ჩემი დის ლოგინზე პირქვე დავემხე და ტირილი დავიწყე მთელი გამეტებით as always, მერე ამ ტირილ-ტირილში ჩამეძინა. აი ასე ტანსაცმლიანად ჩამეძინა. რამდენჯერმე დედაჩემის ხმამ შემღვიძა – საჭმელი ხომ გინდაო, ვერ ვიტან ჩემს ისედაც ხანმოკლე ძილს საჭმლის მსგავსი იდიოტობებით რომ მიწყვეტენ ხოლმე. რაღაც წავილუღლუღე და ისევ გავაგრძელე. ხოდა ასე მეძინა 10 საათამდე ანუ საღამოს 10 საათამდე. ისიც მეგობრის სმს-მა გამაღვიძა. მამენტ ეგეც არ მესიამოვნა თითქოს, მაგრამ მეორეს მხრივ, კიდევ კარგი გამაღვიძა. ხოდა ავდექი, მობილურის შუქით გზა გავიკვლიე, ოთახიდან გავედი. მაგრამ თურმე შუქი არ არის. უცბად თავი ისევ იმ ბურუსში მეგონა… ახალგაღვიძებული ვიყავი და ვერ მივხვდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. მერე კიდევ კარგი დედაჩემმა გაიგო ჩემი ფეხის ხმა და გამომძახა , შუქი არ არისო. შევედი სამზარეულოში, სანთელი ავანთე და მაგიდაზე ჯერ კიდევ ბოლომდე არგაციებული ღომის მირთმევას შევუდექი. ასე ვჭამდი სანთლის სინათლეზე. ვიფიქრე ესეც სიზმრის გაგრძელება არის ალბათმეთქი, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა მაინც აუღელვებლად ვაგრძელებდი ჭამას მერე ჩემი ქუჩიდან ყვირილის ხმა შემომესმა და მივხვდი, რომ ეს ყვირილი შუქის მოსვლის მიზეზით უნდა ყოფილიყო.
ასეც იყო!
შუქი მოვიდა!
მერე შემოვედი ამ ოთახში და ეგრევე კომპიუტერი ჩავრთე. ახლა ამ ყველაფერს აქ ვწერ და რაღაც უცნაურად ვარ ახლაც, მაგრამ ახლა კიდევ არა მიშავს… კიდევ კარგად ვარ საბოლოო ჯამში მოვედი რა ცოტა აზრზე…

Advertisements

13 thoughts on “

  1. ვაფშეტა ახლა უკვე იშვიათობაა შუქის წასვლა, მაგრამ მაინც უხარიათ ჩემებს…კიარადა ჩემს მეზობლებს.

  2. @მარი– ხო გოგო, აშკარად მართლა ამ სამყაროში ვერ ვიყავი.

  3. @ ბოღმა ნანა – კი, ნან, ყვირიან. და არა მარტო შუქზე, ფეხბურთზეც.@Keti – ხო, მეც მაგიტომ ვიტირე მამენტ, მაგრამ + მაგას სამსახურში მოხდა მცირე უსიამოვნება და ნუ მოკლედ.ხო ზუსტად, დედაჩემიც ეგრეა. “ყველაფერი კომპიუტერის ბრალია” 😀

  4. მე ჩემი სიზმარი გამახსენდა, რამაც დილის 5-ზე გამაღვიძა და მატირა კიდეც. არადა ასეთები სიზმრის გამო არ მჩვევია.. აი, იმაზე კი გამეცინა მაგრად – კომპის ბრალიაო. დედაჩემს მსგავსი რაც არ უნდა შევჩივლო, პასუხი ერთი აქვს – კომპიუტერთან იჯექი დიდხანსო… :დ:დ:დ

  5. @tiko – რაღა უარვყო და მართალი ხარ…გამიტყდა ასეთი რაღაც რომ დამემართა.@ჩორვენი¹ – აბა?! :user:მადლობა, მარ…

  6. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომამ იცის გადაღლა ანუ აქედან ლოგიკური დასკვნა სხვა სამყაროებში გადასვლის მიზეზი არის კომპიუტერი.ფუცკ ცომპუტერ

  7. გოგო, ხო.დედაჩემს რომ ვუთხარი, ეგრევე მეტაკა, გვიან რომ იძინებ, იმის ბრალიაო.მაგრამ ეს იმდენად უცნაური და გაურკვეველი მოვლენა იყო.მგონი საერთოდ პირველად დამემართა.

  8. მეც მჭირს ხოლმე ხანდახან სხვა სამყაროში გადასვლები და მერე აქეთ დაბრუნების დროს უცნაური შეგრძნებები :)გადაღლამ იცის 😉

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s