B4 I M

დღეს საოცრად ბანძი დღე იყო. სამსახურშიც და მის გარეთაც. ზოგჯერ მექმნება ასოციაცია, რომ კარგი და აი ისეთი დღე, როგორიც მე მინდა, არასოდეს იქნება. საოცრად ზედმეტად ვგრძნობდი თავს სამსახურში. მეტყობა მაინც ის ფაქტი, რომ სტაfში არ ვზივარ. არც ის ვიცი, საერთოდ ჩამსვამენ თუ არა. როდემდე მერქმევა სტაჟიორი, კაცმა არ იცის. მე ამ ფაქტს მათზე დამოკიდებულს ვხდი, მოვწონვარ თუ არა იმის მიხედვით. ისინი კი თურმე ამ ფაქტს ჩემზე დამოკიდებულს ხდიან, კიარადა, თურმე დიდი ხანია გაუხდიათ, მომწონს თუ არა მე მათი სიტუაცია და ვითანამშრომლებ თუ არა მე მათთან იმის მიხედვით. მოკლედ, ვერ გავიგე რა. ამ ურთიერთდამოკიდებულებისდა გამო ასეთ საზიზღარ გაურკვევლობაში ვარ აგერ უკვე 2 თვე სრულდება რამდენიმე დღეში.ზოგჯერ ამაზე ბევრს ვფიქრობ, ზოგჯერ უკიდეგანოდ მკიდია… და ზოგჯერ კი მინდა იმაზე უფრო უკიდეგანოდ მეკიდოს, ვიდრე მეორე „ზოგჯერ“–ში მკიდია.

როგორ ვერ ვიტან სიტყვა „მარშუტკა“–ს. ქართულად არ არის ეგ სიტყვა, „სამარშრუტო ტაქსი“ 2 სიტყვაა, ხოლო ერთ სიტყვად არ არსებობს. ისეთი ბანძი გამოგონებაა ეს ტრანსპორტი, რომ არც იმსახურებს, ქართული შესატყვისი ჰქონდეს… ჩამოვედი და თითქოს, პატარა წყლის გუბეში ჩავდგი ფეხი, ისე დამისველდა.არადა წვიმა ყოფილა. გადმოვჭერი და ავტობუსს დავუწყე ლოდინი. წვიმამ უფრო ხშირი ვარდნა იწყო. ხალხი,ზოგი სად შეუყუჟა, ზოგიც – სად. ფეხი არ მომიცვლია! როდის იყო თევზი წყალს ემალებოდა?! და მეც, როგორც ამ ზოდიაქოს ღირსეული წარმომადგენელი, ფეხი არ მომიცვლია. ვიდექი, ყურთსასმენებით სმენის 2 დაღლილ ორგანოში, ცას ავხედე და თვალები დავხუჭე. მომენატრა ჩემი სტიქია… წყალიიიიიი, ბევრი წყალიიიიიიიი… შემომითამაშდა, უკვე თავის კვალს მიტოვებდა ტანსაცმელზე, გაშლილ,გრძელ, ხვეულ თმებში, შიშველ ხელებსა და ფეხებზე,ტანსაცმელზე, გულში, გონებაში… ავტობუსმა იკადრა მოლასლასება და მეც უცბად ავედი. გვერდზე მჯდომი ქალის „სწერვული“ მზერა დავაფიქსირე, „ეს რა უზრდელი გოგოა, უფროსი არ დასვა“–ო რომ მითხრა, მაგრამ იცით რა?! მეც დაღლილი ვარ… კიარადა უკვე დაღლილი მოხუცი და მეც მინდა დაჯდომა 8 საათიანი ტვინის ბურღვის შემდეგ. დაჯდომა ტრანსპორტში, რომელსაც ნახევარი საათი ხან ერთ ფეხზე ჩამოკიდებული ველოდე, ხან მეორეზე. უკან ვიღაც კაცი მეჯდა და ადგომის დროს ისე მოეჭიდა ჩემს სკამს, რომ თმიან–ტანსაცმლიან ყველაფერი მომაგლიჯა. თან, რომ ვერც ამჩნევენ ხოლმე ასეთ უტიფარ საქციელს, ნერვები მეშლება… გვერდზე რუსი ქალი მომიჯდა. ვიცი, რომ რუსია და ისიც ვიცი, რომ ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს. არაერთხელ გვიმგზავრია ერთად. ტიპური რუსული, ერთნაირი ბანძი გარეგნობა რომ აქვთ ყველას: პატარა, სწორი, ოდნაც „კურნოსა“ ცხვირი, მწვანე თვალები, „სწერვა“ წარბები… რუსები ხომ საშინელი „სწერვა“ ხალხია. ა ხო, და უგემოვნოდ წასმული კოსმეტიკა. ნამდვილად რუსია. არა, განა მარტო ამ პუნქტებიდან გამომდინარე ვიცი მისი ეროვნება?! მართლა რუსია, ზუსტად ვიცი. გვერდით მეჯდა და მინდოდა მიმეხრჩო იქვე, წამში. ოღონდ ზუსტად არვიცი, რის გამო… იმის გამო, რომ რუსია, თუ იმის გამო, რომ ჩემი მეზობელია. ნუ, უშუალოდ არა, მაგრამ ჩემს ქუჩაზე ხომ ცხოვრობს?! ხოდა ე. ი. მეზობელია. ხოდა ეს დაუოკებელი აგრესია დავაოკე, რადგან ქართველი ვარ და რუსს არ გავუტოლდები აგრესიაში. მე მას ვჯობივარ მაგაში მაინც!!! რომელიღაც გაჩერებაზე ადგა, მძღოლთან მივიდა და ხურდები მიაწოდა: „აიგეტ…“ …. „აიგეტ“ არა, „აიღეთ“ შე დედამოტ&*&ლო… და ვაფშე, თუ ქართული ენა არ იცი, წაეთრიე შენს მოტ*&*ლ ქვეყანაში… და იქ ბებიაშენს შეხედე „სწერვული“ სახით…

არაფერი აღარ მინდა. Just სიკვდილი. სიცოცხლე მომბეზრდა უკვე. მაგიჟებს ასეთი ყოფა. ერთფეროვნებაა და იმიტომ. არაფერი არ ხდება. უაზრობაა და იმიტომ… სევდაა და იმიტომ… უადამიანობაა და იმიტომ… ხალხი ვერაა… არაადამიანური ქცევებით არიან დაჯილდოებულები. და ბოლოს ის, რომ life sucks!!! არაფერი არ მინდა საერთოდ, Just სიკვდილი. დავიღალე. დავიღალე რა… ასე ყოფნა აღარ მინდა. ამდენი წელია დავიღალე. ყველა მე მიშლის ნერვებს. ყველა ჩემზე სისინებს. მერე სახეში მიყურებენ გაბადრული სახეებით და მეც ჩუმად უნდა ვიყო, რადგან მათ ხომ ვერაფერს ვუმტკიცებ. რადგან ისინი ხომ ზე–მართლები არიან, ისინი ხომ ვერასოდეს ხედავენ საკუთარ დანაშაულს. დავიღალე რა. ამდენი წელია დავიღალე რა. ტირილისგანაც დავიღალე, შველოდეს მაინც. გავიღალე ჩემი სიცილისგანაც, რომლის მიზანიც ჩემივე საკუთარი თავის გახალისებაა…

დავიღალე…

Advertisements

18 thoughts on “B4 I M

  1. @deka136 – ხო, ეგ ძირითადად შეფერების მერე ხდება ხოლმე. :მო:

  2. @deka136 – როგორ მიყვარს მიხვედრილი მამაკაცები, რომ იცოდე?!@CheshireCat – აუ, ნატოშ, რა ჯიგარი ხარ! გაიხარე…:*@ana – რაღა :boli: ??? :mo:@nati kuda – შენც ძალიან საყვარელი ხარ… აი ძალიან!!!

  3. kai, ra, qeT. chagsvaven shtatshi, rom ar gipirebdnen, amden xans ar dagtoveben. coota ufro martivad shexede samyaros, martla : )da shentanac mova gazafxuli : ))

  4. ” ყველა მე მიშლის ნერვებს. ყველა ჩემზე სისინებს. მერე სახეში მიყურებენ გაბადრული სახეებით და მეც ჩუმად უნდა ვიყო, რადგან მათ ხომ ვერაფერს ვუმტკიცებ. რადგან ისინი ხომ ზე–მართლები არიან, ისინი ხომ ვერასოდეს ხედავენ საკუთარ დანაშაულს. დავიღალე რა.”:boli:

  5. დიშიწე გლუბჟე ვი ვზვოლნოვანნი… :დ თორემ მასე მაგალითად საფრანგეთი დახრჩობილი ხალხით უნდა იყოს მიმოფენილი.. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან არაა ღ–ს და ყ–ს თქმას მიჩვეულია, მერე უჭირს…. ამიტომ შეეშვი უაზრო აგრესიას :)რაც შეეხება კიდევ იმას, რომ ყველა შენ გესწერვება და შენ ყველას უნდა გაუღიმო… მასეთ მომენტი ყველას ქონია… გააჩერე ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში და კითხე”გქონიათ თუ არა შეგრძნება ცხოვრებაში, როდესაც გიფიქრიათ რომ ყველა და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგაა?/ თქვენ ყველაზე მარტოსული ხართ?/ყველაზე უბედური ხართ? და ა.შ. ასე რომ, შეეშვი სიკვდილზე ფიქრებს.. სისულელეა და სისუსტეა.. პროსნის’ ი პოი.. და ყველას ჯინაზე კარგად იყავი.

  6. @ჩორვენი¹³ – :user: ახლა მართლა გავიხსენე ყველა ის ტექსტი, რასაც მეუბნები ხოლმე. ხოდა ის… უF…:mo:@პუშკინ – აი, მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. ანუ იმაზე, თუ როგორი ვიქნები სიბერეში. და იმედი მაქვს, ეგეთი არ ვიქნები.აუ, რა ბოროტი ალექსანდრე სერგეის ძე ხარ…:user: მთლა ეგეთიც არ ვარ…@ძეკუშ – ვიცი, რომ ბრუს ლი ხარ:user:ვაა, დაჟე ის შეამჩნიე, რომ 3 ამზაცად დავყავი?!:mo:1)მინდა გითხრა, რომ მკვეთრად ნაკლებად უნდა არმოგწონდეს ჩემი ფილიალი, რადგან ჩვენ ახლა “პოპული”–სკენ გადავინაცვლეთ ძირითადად და შაქროს (ასე ჰქვია მის დირექტორს კიარადა მფლობელს) უკვე იშვიათად ვაწუხებთ. ფულს არა, ოქროს ზოდებს მაძლევენ. სადაა ხელფასი და კარგი ცხოვრება?! არა, თვითონ ბანკი ძალიან მიყვარს მეც. აი, მართლა ძალიან მიყვარს..:love:2)უბრალოდ ძალიან ბევრი ზიზღი დავინახე ამ ქალში და…. უი მართლა მაშვიდებს?! ძალიან კარგი.3)არადა აი ზოგჯერ მეშინია ხოლმე, სიკვდილის მერე სად მოვხვდები.., კიარადა, მე კი ჩამდებს ვინმე მიწაში, მაგრამ ჩემი სული სად მოხვდება მაგაზე ვფიქრობ ხოლმე. ალბათ უეჭველი ჯოჯოხეთში, მაგრამ იქნებ სადმე ცეცხლში და სიბნელეში ვიქნები.სამსახურში “აუ” დამარქვეს, სულ წუწუნის გამო. მეც მინდა მაგ მანქანის სადმე ხილვა…იყავი, რა გეჩქარება:მო:@ჰერ – გეზ:user:

  7. არანაირად არ გინდა შენ სიკვდილი არადა.. ეს ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაა საზოგადოების და საკუთარი თავის მიმართ, როცა რაღაც ისე არ ხდება , როგორც შენ გინდა.. რა დაგიშავა ახლა იმ რუსმა, მის მიმართ გამოვლენილი აგრესიაც ზემოთ აღნიშნული მიზეზის ბრალია..რამდენიმე ახლობელი მყავს რუსი, იმაზეც ვინმემ მსგავსი სიტყვები რომ თქვას, ნამდვილად არ მესიამოვნება, ცოტა wake up..

  8. გამარჯობა, მე ბრუსლი ვარ და შენი გაცნობა მინდა… უი, ბოდიში… ეს სხვაგან უნდა დამეწერა :-sნუ, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, რაღაც დაწერა გადავწყვიტე და ვინაიდან და რადგანაც, შენი პოსტი სამ აბზაცად არის დაყოფილი, მეც აბზაცების მიხედვით გავაკეთებ კომენტარს…1. მიუხედავად იმისა, რომ მაგ ბანკის შენი ფილიალი საშინლად არ მიყვარს (გასაგები და კარგად ცნობილი მიზეზების გამო), მაინც ბევრი კარგი რამე გამიგია ზოგადად მაგ ბანკზე და რახან ორი თვე ითმინე, კიდევ ცოტაც მოითმინე… თან იმედია, სტაჟიორებს ფულს უხდიან. პირადად მე გადამიხადონ და ჯოჯოხეთში დარაჯად მოვეწყობი :D2. წვიმა კარგია, ნერვებს ამშვიდებსო, მაგრამ შენ დღეს ვერ გიშველა :-s ავტობუს ვიღაცის დასმა-არდასმის საკითხი სხვაა, მაგრამ იმ რუსს ქალს რატო დააფარე მკვდარი და ცოცხალი თავზე? :)) სიტყვა არ უთქვამს შენთვის, როგორც მივხვდი… ხოდა, ყველა რუსი ცუდი არაა და არც ყველა ჩინეთია კარატისტი…3. მართალია, ხანდახან ლაიფ საქზ, მაგრამ რა იცი, რომ სიკვდილის მერე უარესი არ იქნება? :)) რა იცი, რომ ვინმე ე.წ. ლუციფერთან ზეთიან ტაფაზე არ მოგიწევს სირბილი? 😀 (ეს უარეს შემთხვევაში…) ასე რომ, დეეტიე ქალო სადაც ხარ და ნაკლები იწუწუნე 😀 აუ, ერთი ისტორია გამახსენდა :)) ორი წლის წინ დაახლოებით ზამთარი იყო და აიიი უსაშინლეს ხასიათზე ვიყავი (როგორც ყოველთვის, ზამთარში). ხოდა, აი, ზუსტად შენი სამსახურის წინ ვიდექი, ოღონდ გზის მეორე მხარეს და ე.წ. მარშუტკას ველოდებოდი დაღვრემილი სახით. ამ დროს კი ჩემს წინ სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელზეც ყვითელი მომღიმარე სმაილი ეხატა და Just Smile ეწერა :)) თან ამ დროს მზემაც გამოანათა (რა ეტაკა, ვერ გავიგე…) ხოდა, ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ცუდი განწყობა თითქოს არც მქონია :)) ერთ წუთში გადამიარა ყველაფერმა (საინტერესოა, რომ იმის მერე ეგ მანქანა არსად მინახავს). ანუ იმის თქვა მინდა, რომ შენც გჭირდება ასეთი ბიძგი და თვითონ უნდა ეცადო პოზიტივი ნახო :Pმგონი, მოვრჩი 😀

  9. რახდება იცით გოგოებო დაბერდებით და თქვენც ეგეთები გახდებით :პისე წარმომიდგენია ეგრე 80 წლის მოხუცი ბებო ამოდის ხელში ჯოხი უკავია და ადგილი არაა ავტობუსში და ამ დროს თქვენ ეს ნორჩი დაღლილი ახალგაზრდობა ფეხიფეხზე გადადებული ზიხართ და არ სვავთ კაი სანახავები იქნებით :დ

  10. ketახლა აი მე რომ გეუბნები ხოლმე ყველა ის ტექსტი წარმოიდგინე აქ რომ ეწეროს და მერე ბოლოს რომ გითხრა კაი ხდება დაიკიდე!სიკვდილი გამოსავალი არაა!აქ დაუსრულებელი საქმეები დაგრჩება და გამოეკიდები სადღაც შუაში!ოდა ასე!!როცა სასიკტილე იქნები არავინ დაგტოვებს აქ ასე რომ ახლა მიხედე ყველას და ყველაფერს და ჩემი რჩევაა ეძიე სიახლეწ!

  11. ჟააააააააკკკ…როგორ მომენატრა შენი კომენტარებიიიიიი….ეჰ, რომ იცოდე როგორ მინდა ველიკა :(მარა გაგთელავენ თბილისში მანქანით…:(მეც მიყვარხარ ძალიან და შენი ნაწერები ხო საერთოდ…

  12. ვა, მართლა???ეგ ფრაზა არ ვიცოდი…აწ მეცოდინება მაინც…აუ რავი, ძაან ცუდად ვარ რა…მადლობა,ნინ!!!ხო რა, ფიქრობენ, რახან ახალგაზრდა ხარ, უნდა დასვა… დებილობაა რა…ხო, რავიცი…ისინი კი დაგვცინინიან ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომაზე…

  13. უიიი, რა გიყო ეხლა მე შენ? ანუ ეს ისეა, ადამიანს ცხოვრებაში ჩორნაია პალასა აქვს და მერე ბელაია პალასა, ან უბრალოდ ელოდება ბელაია პალასას.გონს მოეგე კაწენკა!შენ ჩვენ ყველას ძალიან, ძალიან გვიყვარხარ და გეხუტებით, გერეფებით და გკოცნით ბევრს.ჰოდა, თუ მარშუტკები არ მოგწონს, ველოსიპედი იყიდე ჩემსავით:)))

  14. ერთხელ ერთმა ფორუმელმა მითხრა : გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებსო, მე არ მიცდია და იქნებ შენ სცადო :))ვნახოთ რა გამოვაუარესი აღარ იქნება და რავიცი :))ვერ ვიტან ავტობუსში მსგავს სინაგლეს, ადგილის დათმობასთან დაკავშირებით, თუ მინდა და თუ დაღლილი არ ვარ , დავსვამ, მაგრამ თუ დაღლილი ვარ, აი სულ რომ კვდებოდეს ვიღაც ვერ ავდგები მგონი :((ხო რაც შეეხება რუსებს, მე არ მაქვს გართულება იმაზე, რომ გამართულად ვერ ლაპარაკობენ, მაგაზე ზოგადად სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს …არ უნდათ სწავლა, ან ვერ სწავლობენ და დაავაძალოთ?ამით ხომ ისევ იმათ ვემსგავსებით ვინც ჩვენი მოქალქეები სატვირთო თვითმფრინავით გამოყარა

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s