ზაფხულის ბოლო დღე

რა შეიძლება წელიწადის ამ დროზე ითქვას?!
უფრო სწორად, რა შეიძლება ცუდი ითქვას?!
მამენტ არც არაფერი, მაგრამ წლევანდელი ზაფხული ცუდი იყო.
მე ზაფხულის დასრულება მხოლოდ და მხოლოდ კალენდარულად ვიგრძენი და არა იმ მხრივ, რა მხრივაც უნდა მეგრძნო.
ადრე თუ ვერთობოდი და ყირაზე გადავდიოდი,წელს ასე არ ყოფილა…
ყველაფერი ისე არ იყო, როგორც თუნდაც შარშან. შარშან არტ–გენიც უკეთესი იყო, ბათუმშიც ვიყავი დასასვენებლად,ომიც არ იყო. წელს კი მთელი ზაფხული თბილისში ვბრძანდებოდი. როდის ვიწყებ სწავლას, ისიც ვერ გავიგე წესიერად, ბარაშკამ 15–შიო. მკიდია. მე მაინც არ ვაპირებ სიარულს. მე–4 კურსზე არავინ დადის მაინც. ხოდა ჩემი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც მუშაობენ, ისინი არ აპირებენ სიარულს და მე რომელი “სკოლნიკი” ვარ???

ჩამირიცხონ ჩემი კუთვნილი სტიპენდია და ვივლი
კიარადა…
მაინც არ ვივლი…
საქმიანი მქვია და იმიტომ…
თუ არ მერქმევა, მაშინ ვივლი, მანამდე ჩემი ფეხი არ იქნება მანდ.

რამდენიმე დღეში “გოეთე”–ში რეგისტრაციაა და რათქმაუნდა დილის 9–ზე, 10–ზე მანდ უნდა ვიყო დარჭობილი…
აუ, როგორ მეზარება…
თან წინა დღეს სამსახურში უნდა გავაფრთხილო უფროსი, რომ მეორე დილით შემაგვიანდება იმის გამო, რომ “გოეთე”–ში მხოლოდ 2 ქალი არეგისტრირებს სტუდენტებს, რომელთა რაოდენობა რეგისტრაციის თითოეულ დღეს არის სადღაც 250 საშუალოდ.
შეიძლება “გოეთე”–ს მოწმობა, პირადობის მოწმობა და ფული ვინმე ყოფილ ჯგუფელს(რომელიც მომავალიც იქნება) დავუტოვო და იმან დამარეგისრტიროს და მე სამსახურში გამოვიქცე.
იქ ყურყუტი რომ მეზარება, ეგეც ხომ არის…
მაგრამ იმ საშინელ აღმართზე ასვლა, აიიიიიი, მესიკვდილებააააა…
სამაგიეროდ ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ ძველი ჯგუფელები მეყოლება. ანუ 2 წინა სეზონის, რაც ძალიან მახარებს. მართლა ძალიან კარგი ხალხი ვართ და მიხარია მაგათი გაცნობა…
მერე დავსხდებით “გოეთე”–ს ეზოში და ფინჯანი ყავითა და ჰამბურგერით ვიჭორავებთ.
კიარადა…
ჰამბურგერს თქვენი მონა–მორჩილი შეექცევა ხოლმე მხოლოდ.

ხოდა ნუ მოკლედ რა…

Advertisements

8 thoughts on “ზაფხულის ბოლო დღე

  1. raaa? შუა დღეეეს? :0შუა დღეს არც მე მაწყობს :((ხვალ მივალ და ვნახოთ აბა :((

  2. @tiko – რა სჭირთ???@CheshireCat – აუ, კიდევ კარგი დილით არ დავდივარ, თორემ საერთოდ გავრეკავდი. საშინელებაა. მსნ–ში დაგამატე და იმ ბოლო კომენტს წავშლი, შენივე კონფიდენციალურობისთვის.@dodka – კარგი აზრია. პროსტა მე ფრანგულთან და საფრანგეთთან დაკავშირებულს ვერაფერს ვერ ვიტან.@ბოღმა ნანა – რა ვქნა, წუწუნა ვარ?!@utvino – მე 9–ში ვარ დაბარებული. მე არ მაწყობს ეგ ჰალბინტენზივი, რადგან დღის შუა მონაკვეთშია და რათმაუნდა არ მცალია. ხოდა მანდ კვირაში 3 დღეა სასიარულო, იგივე მასალაა და წიგნიებიც, პროსტა 3ჯერ დადიხარ კვირაში.ხო, მე ჩვეულებრივზე ვაგრძელებ. :ხელის ჩამორთმევის სმაილიკი: @High Hopes – მე ვერ მოვახერხებ ეგრე.

  3. მეც სტაჟიორი ვიყავი სწავლის დროს, მაგრამ მაინც დავდიოდი …ნუ კი ვაცდენდი, მაგრამ ძირითადად დავდიოდი .ხოდა 3-ში მივდივარ მე გოეთეში, შენ?ჩვენ სამში დაგვიბარეს და ზანდუკელი რომ მახსენდება უსიამოვნოდ ვითრგუნები :((ხოდა რა უნდ მეკითხა იცი, ჰალბ ინთენზივზე ვფიქრობ ჩაწერას და 3 თვეში 2 საფეხურს გავივლიდი, როგორია? დეკემბრის ბოლოსთვის C.1.1. მექნებოდა, ხოდა მაინტერესებს რთულია ნეტა ? და ხომ არ იცი რამდენი დღეა კვირაში???შენ ექსტენსიურზე აგრძელებ?ხო ჩემი ზაფხულიც კოშმარი იყო :((:ხელის ჩამორთმევის სმაილი:

  4. შენ ზანდუკელზე ასვლა გეზარება, ბებიაჩემი კიდე უფრო ზევით ცხოვრობს… ჯერ მაყაშვილს უნდა აუყვე ბოლომდე, მერე გუნიაზე შეუხვიო და კერესელიძეს აუყვე ბოლომდე… ასე რომ ნუ წუწუნებ!

  5. აუ სულ ვფიქრობ, დიუმაში ხომ არ მივიდე და ფრანგულის სწავლა განვაახლო?…

  6. 😀 ოოოოო.. ზანდუკელის ქუჩა.. ბუნდოვნად და საშინლად მახსოვს :)) ნუ მე ვოშეტო ქართულზე დავდიოდი მანდ, მაგრამ ეგ არაფერს ამსუბუქებს.. შაბათს დილით 9.30–ზე იქ ფეხით ასვლა.. ბრრრრრრრ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s