ჩემი დიადი მაღვიძარა


ვაყენებ ყოველ ღამე…
რომ მომდევნო დილით გამაღვიძოს 7:00 AM–ზე…
მაგრამ…
კიარადა რაღა მაგრამ…
დეეეეეედა…
რა საშინლად მიჭირს გაღვიძება…
ყოველ დილით 7 საათსა და 00 წუთზე ირთვება Coldplay – Beautiful World…
და როგორც ნორმალურ ადამიანს, უნდა ავწიო ტორსი და უჭკუო თავი…
მაგრამ, ვაი, ქეთუნა, შენს სწორედ რომ უჭკუო თავს….
თან ეს Snooze–ის პერიოდი მაქვს 10 წუთზე დაყენებული და ესეც 7 საათიდან ყოველ მომდევნო 10 წუთში რეკავს…
კიარადა მღერის…
კიარადა…
ასე და ამგვარად.
ამ Snooze–ებით მივდივარ…
კიარადა მივლასლასებ 8 საათამდე…
ამასაც თუ ძილი ჰქვია რა…
მაგრამ ისე ღრმად მძინავს ხოლმე…
წარმოიდგინეთ ის 1 საათი, ანუ 7–დან 8–მდე ხომ არის 60 წუთი?
და ამ 60 წუთის განმავლობაში Snooze–ი 6–ჯერ რომ გაგაღვიძებს და მე მაინცდამაინც მანამ რომ არ ვწევ ტორსსა და უჭკუო თავს, სანამ დედაჩემის ყვირილის ხმა არ მესმის…
იმ საბრალომ მაინც რა დააშავა, რომ ყველა ჩემს Snooze–ზე იღვიძებს…
ბოლო–ბოლო დგება 8 საათი.
დედაჩემის უკვე ყვირილზე კი არა, არამედ ლანძღვასა და ჩხუბზე ვდგები.
ხოდა, ვდგები.
შევდივარ აბაზანაში.
“ერთი საათი” პირად ჰიგიენას ვემსახურები.
“ერთი საათი” ჩაცმას.
“ერთი საათი” თმის დავარცხნასა და მაკიაჟის გაკეთებას.
ეს ყველაფერი აბაზანაში.
ამის გამო მერე ჩემი და ჩხუბობს, დროზე გამოდიო…
ჯერ კიდევ სად იყო ჩემი სრულწლოვანება, როცა ოჯახმა ოფიციალურად “წელიწადა” შემარქვა.
ხოდა ვფიქრობ, რომ არის 9–ის 20 წუთი და ნახევარ საათში ერთხელ მიმავალ ავტობუსს მივუსწრებ…
მაგრამ სადაა?!
უკვე 9 საათია..
და ანუ 9 საათიან ავტობუსსაც ვერ ვუსწრებ…
საუზმეზე უკვე აღარ მაქვს საუბარი…
მერე სამსახურში, სადღაც 1–2 სთ–ზე ვიტენები იმ ცოლეულით, რომლის გარდა სხვა პრასვეტი არ მაქვს და რომელიც ასე უყვარს ძეკას… და რომელზეც მე უკვე გული მერევა

ნუ აი, ხომ შეიძლება 40 წუთით ადრე მოვშორდე იმ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც თქვენ ახლა ეს ნაწერი წაიკითხეთ???

Advertisements

16 thoughts on “ჩემი დიადი მაღვიძარა

  1. სნუზი მაგარი რამე მეც 10 წუთზე მაქვს და მეც ერთი საათი მაღვიძებს ორონდ ჰეფი დრიმერს მიმღერის … მოკლედ საშინლად კარგად მესმის შენი 🙂

  2. @ Spieler – ბიჭო, ეს “პოპული” კი ბაზარი არაა, გადავდივარ ხოლმე და რაღაც, მაგრამ მეზარება ხოლმე იმ სიშორეზე გასვლა…აი სბ–ის ნამდვილად არ მივიჩნევ კონკურენტად, რადგან ჩემი სუბიექტური აზრით არის უბანძესი ბანკი.”ხო, ვანის ქუჩიდან შედით ხოლმე და თუ რამე გკითხეს დაცვის თანამშრომლებმა, უბრალოდ უთხარი რომ სამოქალაქო რეესტრიდან ხარ და სასადილოში მიდიხარ… გაგატარებენ :)” ხო აი ეს მაინტერესებდა… ანუ ვანის ქუჩიდან რომ შევიდე, პრობლემა არ იქნება??? და ვაფშე ეგ ვანის ქუჩა რომელია???

  3. მოკლედ, ახლა რა მაინერესებს? რატო იკვებები ცომეულით, რომელიც დეკას უყვარს? ან მაგ ადამიანს რას ერჩი, საჭმელს რო არ უტოვებთ და ან თქვენ რატო ივსებთ კუჭს ცომით? :)ჯერ ერთი: საქართველოს ბანკთან გახსნეს პოპული. შეგიძლია მზა საჭმელი იყიდო. თუ, რა თქმა უნდა, სბ-ს სასტავი არ გაშინებთ, როგორც კონკურენტი ბანკის თანამშრომლებს.მეორე: ვინაიდან და რადგანაც პოპულში საკმაოდ ძვირი ჯდება კვება, მე აღმოვაჩინე თელასის სასადილო. ო იეს… სასადილო არის ძალიან სუფთა და ასე 12 საათისთვის თჲ მიხვალ, დიდი შანსია რო საჭმელი იქნება, ნიკალას ტიპის თვითმომსახურებაზე დამყარებული სერვისია… წვნიანი საჭმელიც აქვთ და სალათებიც. ნუ მე სალათები არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ რაც გავსინჯე ყველაფერი ძალიან გემრიელი აქვთ. თან მაქსიმუმი რაც შეიძება დახარჯო არის 2-3 ლარი. მაგალითისთვის კერძი, რომელიც “კოკა-კოლაში” 7 ლარი ღირს მანდ აქვთ სამ ლარად 🙂 თან გემრიელი კამპოტი აქვთ ძალიან… :)ხო, ვანის ქუჩიდან შედით ხოლმე და თუ რამე გკითხეს დაცვის თანამშრომლებმა, უბრალოდ უთხარი რომ სამოქალაქო რეესტრიდან ხარ და სასადილოში მიდიხარ… გაგატარებენ :)მოკლედ, მე ვარ წერეთელზე არსებული საკვები დაესებულებების გიდი 😦 ყველაფერი შემოვლილი მაქვს ამ წლინახევრის განმავლობაში 🙂

  4. @jaco – “და საერთოდ! რა დროს ძილია ახალგაზრდა გოგო ხარ:)))”ამმმ… ოკ… გავითვალისწინებ აუცილებლად.

  5. ვერ ვიტან ვერანაირ მაღვიძარას და ჩემს ნერვოზს ეგ უნდა ეხლა რომ მაღვიძარამ გამაღვიძოს? ადრე თუ ვაყენებდი, მაინც მე ვასრებდი გაღვიძებას იმის შიშით რომ იმას არ გავეძვიძებინე და საერთოდ! რა დროს ძილია ახალგაზრდა გოგო ხარ:)))

  6. @busuna – ხო რა, ეგეთი კურიოზია (სატირალი რომ არ იყოს)ჩემი დილით ადგომა.@პერწკლი – ხელის ჩამორთმევის სმაილიკი.@CheshireCat – ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ მე და შენ.@nati kuda – აუ, აი, ამ ერთ კომენტარშ რამდენი რაღაც დამახარბე, დაითვალე ხო??? 😀 😀 😀 😀 :mo:@dodka – აი, მეც ეგრე ფიქრობ ზუსტად, ოღონდ რათქმაუნდა მეც ვერ ვხვდები, კარგი თუ ცუდი გამოგონება. @mtvareuli – აუ, შენ საღოლ…თეთრი შურით მშურს.@utvino – ხო, აწი ეგრე ვიზამ, თორემ ჩემი საშველი არ არის.

  7. გოგო სნუზი 3 წთ-ზე დააყენე და უფრო ადვილად გაიღვიძებ და გამოფხიზლდები, მე ეგრე ვშვრები, თუმცა ეს ხელს არ მიშლია ყველგან დავიგვიანო და ყოველთვის :))ხოდა ის 3 წთ იცი რა ტკბილია და რა ხელშესახები?ჩაყლაპავ :ჩუპს:

  8. 29 სექტემბრამდე 1-2 საათზე ადრე არ ვიღვიძებ ოფიციალურადსაღოლ შენ თუ 9 საათიანი ავრობუსით დადიხარ სამსახურში და 7 საათზე აყენებ მაღვიძარას :Dმე როცა 9-ის ნახევარზე უნდა გავიდე ხოლმე, 8-ზე მაქვს მაღვიძარა დაყენებული და 9-ის 20 წუთზე ვდგები 😀

  9. სნუზი არის ესე იგი, დიადი გამოგონება, ოღონდ კარგი თუ ცუდი -ჯერ ვერ დავასკვენი :Dანუ ის ერთის აათი რომ ნორმალურად გეძინოს – ხომ სჯობსმარა მეორე მხრივ – რა ტკბილია ის ძილის პატარა მონაკვეთები…

  10. მე კიდევ 2საათზე ვდგები ხოლმე :ჩუპს:და სულ რაღაც 4საათნახევარი ვმუშაობ :ჩუპს:და მერე ბიძია ტაქსისტ მოვყავარ სოსიეტეს ხარჯზე :ჩუპს:და თვის ბოლოს ხელფასსაც ავიღებ :ჩუპს:და დღეგამოშვებით ვმუშაობ :ჩუპს:მარა შაბათს დილის ათის ნახევრიდან 6ის ნახევრამდე ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ და აღარც ბიძია ტაქსის მძღოლი მაკითხავს :მო:

  11. დიახ, მე მესმის თვენი.. :S (c) დეიდა კოლდრექსის რეკლამიდან.კიარადა, გამახსენდა რომ ორ კვირაში სწავლა მეწყება …. და დაიწყება ისევ ყოველ დილა..ისე სნუზზე მეც ერთი საათი “მძინავს” დაახლოებით :)) აი ზუსტად ისე, სანამ დედაჩემის ყვირილი გამაღვიძებს ” ან წადი სადაც მიდიხარ, ან მაგ მაღვიძარას მაინც ნუ აყენებ”–ო :)))))) ააააა.. არ მინდააააააა

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s