გოეთე

არა, ეს მთლა ჩვენი პატივცემული არ გახლავთ…
ანუ პოსტი არ გახლავთ მასზე…
მასზე მაშინ დავწერ, “ფაუსტს” რომ შევეჭიდები გერმანულად…
ნუ კარგი, ჯანდაბას, ქართულად მაინც…
ხოდა დავიწყე გოეთეს მორიგ კურსზე სიარული…
ჯგუფელებიდან ბევრი ძველი ჯგუფელი მყავს, რაც ერთი–ორად გასახარებელია…
იმიტომ კი არა, რომ ახლები არ მევასება რა რაღაც, უბრალოდ…
მე, როგორც ყველაფერში და მათ შორის ახალ ურთიერთობებში მშიშარა ადამიანი, მაინც ძველი მეგობრები მირჩევნია ახლებს…
ხოდა მეც დიდად რომ მეკიდა ფეხებზე, ისეთი პოხუისტური და თან პლუს დაღლილი გავექანე სამსახურიდან…
ჩემს უსაზღვრო პოხუიზმს ისიც ადასტურებს, რომ დავიგვიანე…
ცოტა სინდისიანი ადამიანი მთლა პირველ ლექციაზე მაინც არ დაიგვიანებდა, მაგრამ სადაა სინდისი და კარგი ცხოვრება?! ხალხი ერთმანეთის ჭამაზეა გადასული…
ხოდა 6–ის ნახევარზე მიმთავრდება სამსახური, მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მომიწია დაყოვნება… მომავალი ექსკურსიის დეტალებს ვაგვარებდით… თან, ეგეც რომ არ იყოს, შანსი არაა, რომ ზუსტად მაგ დროს მოახერხო გამოსვლა. ისეთი პონტია ხოლმე, რომ რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გამოჩნდება. ხოდა სადღაც 6–თვის გამოვედი. ხოდა ჩავჯექი ვაკეში მიმავალ ავტობუსში… სად ერეკლე მეორე და სად ბებიაჩემიო, იმის არ იყოს და რა უნდა გოეთეს ინსტიტუტს ვაკეში, შენობა შოთიკოს ძეგლის ასახვევშია, მოგეხსენებათ. მაგრამ მე ნაგლად წავედი ვაკეში, მივედი “Tbilisi Business Centre”-ის ვაკის ერთ–ერთ ფილიალში, გაუვიდა ჩემს ანაბარს ვადა და გამოტანა მინდოდა… ანაბარი რა… მდიდარი გეგონებით ახლა თქვენ ალბათ. სტიპენდია “თიბისი”–ში მერიცხება და არიქაო და დამირეკეს, ტელეფონით ანაბარი გამიხსნეს. ხოდა ყოველთვე 8 ლარი უნდა გადარიცხულიყო ანაბარზე, დაგროვებაც ამ თანხით დავიწყე… ხოდა მოკლედ 6 თვიან ანაბარზე 2ჯერ სტიპენდიიდან გადაირიცხა, 2ჯერ მე თვითონ შევიტანე. სასწავლებლის იმედზე როგორ ვიყომეთქი და სანამ ესენი მაღირსებენ ფულს, ხელშეკრულება დაირღვევამეთქი. მაგრამ მე სულელს, გამომრჩა 2 თვე… ხოდა ამის ის % არ დაერიცხა, რაც უნდა დარიცხვოდა.. 4*8=32 ხოდა ჯამში ავიღე 34 ლარი… 1,97 დაერიცხა და 3 თეთრი მაჩუქა ბანკმა. დიდი მადლობა მას!!! მაგრამ კაი, ჯანდაბას… დავიკიდე, ხოდა წამოვედი, უკვე 7–ს აკლდა 20 თუ რაღაც. ლექცია უკვე 10 წუთის დაწყებულია. მივდივარ ისევ ავტობუსით. გამოვიხედე, კორვინა ვიღაც ტიპთან ერთად დგას და ჩემს უკან მომავალ ავტობუსში ადის. გამიხარდა მისი დანახვა,მალე იმედი მაქვს, შევხვდები კიდეც. ისე მოულოდნელად ჩამოვიდა, არ მინდა ასევე უცაბედად წავიდეს ნისლიან ალბიონში.
ხოდა ამოვედი ძლივს…
ისე რამდენიმე ხანია დავამუღამე უკვე…
და ამას ნინკას გასაგონად ვწერ, რომ ბელინსკიდან თუ აუყვები, ბევრად უფრო ადვილი ასასვლელია.
ხოდა ზანდუკელი არის საშინელი,თან გზაც ქვაფენილია, ტროტუარიც ცუდი, თან დაუსრულებელი აღმართია რა. ხოდა ბელინკით იარე ხოლმე, უფრო მალე ახვალ და უფრო ნაკლებად დაიღლები. გამოცდილი და აპრობირებულია ჩემს მიერ.
ნუ ბევრი რაღა გავაგრძელო და შევედი…
დედააააა…
ასეთი ნელი და ზანუდა ლექტორი წინაც კი არ იყო…
მე ისედაც დაღლილი ვიყავი და ამ ქალის ხელში ხომ საერთოდ იავნანა მომინდა…
დისფორიული ხმითა და ტონით რომ ამბობდა…
ალზოო, გეენ ვირ ვაითერ…
მე იმენა ასეთი გავიჩითე კინაღამ…
ვიფიქრე,ფუ ამის დედაც, ესეც ბანძი ლექტორიმეთქი და გაწბილებული გავატარე ლექცია…

ეხა დღეს, ანუ 22 სექტემბერს, მესიკვდილებოდა მისვლა. მივედი, ვიფიქრე, მთლა წყალში ხომ არ გადავყარე ფულიმეთქი და ახლა მე რომ ამ ქალს ლექციები ვუცდინო, ჩემთვისვეა ცუდი, თორემ ამას რამეთქი?! ხოდა მივედი. დღეს, შედარება არ იყო, ბევრად ცოცხალი ლექცია გვქონდა… ბურთი გვათამაშა, გვახატინა(ძველი დრო გავიხსენე, ხატვაზე რომ დავდიოდი) გვაფერადებინა. უფრო ხალისიანი და საინტერესო ლექცია იყო… ნეტავ აწიც ასე გააგრძელოს ხოლმე რა… ვინმემ მაინც გამახალისოს ხოლმე, ბლინ.

ხოდა, რავიცი… საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ არაუშავს რა… წინა ლექტორს კი სჯობს.

ხოდა ეგრე რა…
რახან ვაკეში ვიყავი, პირველ ლექციაზე ნასწავლს ვაკურ–გერმანულ ფრაზას მოგახსენებთ…
Das darf doch wohl michts wahr sein – არ არსებოოობს…

Advertisements

3 thoughts on “გოეთე

  1. @utvino – ნუ თუ ეგრეა ხო, მაგრამ აი ბევრად მოსახერხებელია ბელინსკიდან ასვლა. მასწ–ს მანანა ჰქვია და რავიცი აბა. მეორე ლექცია უფრო კარგი იყო, ვიდრე პირველი და ვნახოთ რა…@m i r a m a x – აუ, აბა შენ ეგა თქვი…ან როცა ეგრე ვგრძნობ თავს, ის მინდა, რომ ვინმემ გამომაცოცხლოს ხოლმე.

  2. შოთიკო : ))სახელი რა ჰქვია მასწ-ს?მე ისე შემიყვარდა ჩვენი ივა …მის ლექციებს რა გამაცდენინებს :წითლ:გოგო ჩემი ტრანსპორტი ეგრევე შოთიკოსთან მიდის და მაგიტომ დავდივარ ზანდუკელით :((

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s