გოგონა გამოძახებით

მოგესალმებით, მე ვარ გოგონა გამოძახებით…
კიარადა…
რეზერვისტი…
გუშინ სამსახურში მივედი დღის 12 საათზე…
კიარადა…
ყოფილ სამსახურში.
ხოდა ჯერ სანამ უფროსთან შევიდოდი, ჩემს გვერდით რომ იჯდა გოგო, იმან ბევრი საინტერესო რამ მითხრა…
(არადა ეს ზუსტად ის გოგოა, რომელიც ცუდი ტიპი მეგონა)
ხოდა, ნუ მოკლედ ამ გოგომ ისეთი რაღაცეები მითხრა, რასაც საერთოდ არ ველოდი…
ანუ ძალიან გამამხნევა…
ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და ვუთხარი კიდეც.
მე არ მაქვს რამის იმედიმეთქი.
ეს რომ ვუთხარი, ლამის გამლახა…
რა სისულელეაო…
მილიონი ახალი ფილიალი იხსნება და შენნაირი კარგი კადრი რათქმაუნდა, ძალიან საჭირო არისო…
ნუ, მე მაინც რათქმაუნდა, პესიმისტი ვარ…
დაჟე ისიც მითხრა, უფროსმა ასე თქვა, რა ცუდია, აქ მესამესთვის ადგილი არ მაქვს, თორემ ქეთის უეჭველი დავტოვებდიო…
უბრალოდ ამ ეტაპზე რეზერვში ხარ, რადგან ჯერ არ არის შენთვის ადგილიო.
შარშან, მე და რამდენიმე გოგო ერთად მოვედით, მე ეგრევე ჩამსვეს შტატში და ისინი რეზერვში იყვნენ. ახლა კი ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ ამა თუ იმ ფილიალშიო. უბრალოდ დროის ამბავი არის და მეტი არაფერიო.
ხოოოდა, არვიციმეთქი…
გავეშურე უფროსის კაბინეტისჯენ…
ა, მოიცა, აქ ჯერ სამზარეულია…
ხოდა სამზარეულოში კიდევ სხვა გოგო შემხვდა, რომელმაც აგრეთვე ძალიან დამაიმედა და ბევრი ფილიალი იხსნება და შენ მაგაზე არ იფიქროო.
ხოდა…
ნუ მოკლედ მცირეოდენი ლოდინისა და ხალხის მოკითხვის შემდეგ ძლივს უფროსამდეც მივაღწიე…
ძალიან დიდი მადლობები გადამიხადა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში (არვიცი რა იგულისხმა, მაგრამ მგონი რუსეთ–საქართველოს ომი. ან შეიძლება, კიდევ სხვა რამეც) ჩვენთან ერთად იყავიო. ძალიან ჭკვიანი, საზრიანი, მონდომებული ადამიანი ხარო. და კიდევ ისეთი ხარ, რომ საკუთარ თავზე მუშაობო. ანუ, რამე ახალს რომ გებულობ, ითვისებ და ითავისებ. ამას მე ძალიან ვაფასებო.
გავწითლდი …
სულ არ ვიცოდი, ასეთი კარგი თუ ვიყავი…
ხოდა, რაც შეეხება მომავალში რა იქნება, მაგრამ მე მაგაზე ვიზრუნებ. HR-ში მე მხოლოდ კარგს ვიტყვი შენზე და რას გიპირებენ, გაგიგებ. დროებით კი დაისვენე, ცოტა ხანი რეზერვში იქნებიო…
თუ ვინმეს დაჭირდები, გამოგიძახებენო…
ხოდა… ( გოგონა გამოძახებით ვარ ანუ… )
მოდი, ისე დავშორდეთ ერთმანეთს, როგორც შევხვდითო…
ვაა, დაჟე გახსოვს ეგ დღემეთქი
რათქმაუნდა, რატომ არ უნდა მახსოვდესო
ხოდა, ისევე ჩამოვართვით ხელი, როგორც პირველი შეხვედრისას…
მერე დანარჩენებმა სათიათაოდ მკითხეს, რა გითხრაო…
ყველას დაწვრილებით მოვუყევი.
მათ შორის იმ გოგოსაც, ვისაც თავიდან ვესაუბრე..
აი, ხომ გითხარი, საჭირო ხარ და ნუ ხარ ეგრე პესიმისტურადო…
ყველა გადავკოცნე, ყველამ ის მითხრა, სხვა ფილიალში გნახავთო. შემოგვიარე, არ გადვივიწყოო და ასე წამოვედი…

გუშინწინ უფრო ცუდად ვიყავი.
სახლში ძალიან ბევრი ვიტირე. თან, აი ასე უმიზეზოდ რომ გიშვებენ. თორემ, რამე რომ დამეშავებინა ან არასაკმარისად კარგი ვყოფილიყავი, კიდევ გავიგებდი.
განვიცადე უფრო მეტად, ვიდრე გუშინ…
კიარადა…
გუშინ საერთოდ არ აღმიქვია ეს ყველაფერი უარყოფით ტონალობაში…
და ეს ნაწილობრივ უფროსის დამსახურებაც არის, რადგან დამაიმედა…
შეიძლება ფუჭი იმედებია და მხოლოდ იმიტომ მითხრა, რომ ცუდ ხასიათზე არ დავეყენებინე, მაგრამ მაინც…
უფრო ადვილად შევეგუე აქედან წამოსვლას, ვიდრე წინა სამსახურიდან.

კარგად ვარ.
მშვიდად ვარ.
ყველაფერი კარგად იქნება.
მადლობა თქვენ, ყველას გამხნევებისთვის.
მიყვარხართ.

 

Advertisements

12 thoughts on “გოგონა გამოძახებით

  1. @keti – ხო, ემოციებს მოვუხმე. დავმშვიდდი. ახლა პირიქით, ისე აღვიქვამ ამ ყველაფერს, როგორც შვებულებასა და დასვენებას.

  2. @jaco – ახლა მართლა ვისვენებ რა.. მერე მართლა ვიზამ რამეს, არ დავიკარგები. სულ აქ არ ვარ?! 😀

  3. მოდი ჩაგეხუტო!:P ცოტა დაისვენე და მერე ახალ ფილიალშიც გიხილავთ და აქაც შემოგვიარე ხოლმე (ბლოგზე):)

  4. @Keti – ხო, მართალი ხარ. მაგარი თერაპიაა. თუმცა წინა სამსახურში წამოსვლის წინა დღეს ვიყავი შოპინგზე, მაგრამ მაინც. კი, I smile, ღიმილი მართლა ძალიან ბევრ რამეს შველის. აი, ძალიან ბევრს. ხო, საერთოდ არ ვნერვიულობ, პირიქით, მშვიდად ვარ.@indievidi – გოგო, ხო, ძალიან კი დამაიმედეს და ვნახოთ რა.

  5. აააჰ, აი თურმე რა მომხდარა…არაუშავს, აი ემ შუარ რომ დაგიძახებენ, აბა სხვას მეტს ვის უნდა უთხრან??? :* დოუნტ ბი ნერვოზ! 🙂

  6. მართლა ასეა, თავისთავად გინდება შოპინგობა ასეთ დროს:) ნუ, გარკვეული სტრესებისას კარგი თერაპიაა.მალე ყველაფერი მოგვარდება.just smile და სიახლეებზეც იფიქრე, იქნებ უკეთესი რამეც მოძებნო 🙂

  7. @m i r a m a x – მადლობა, მირ…მართლა რეალისტური ვარ, მაგრამ რამდენი ვიძახე, რეალისტური ვარმეთქი, იმდენჯერ ეგ პესიმიზმიაო, მითხრეს. ხოდა ახლა პესიმისტს ვუწოდებ თავს. თორემ გული ს სიღმეში მაინც რეალურად ვაზროვნებ და არა პესიმისტურად.@nati kuda – აი, ზუსტად ეგ მითხრა იმ გოგომ. სანამ მაგათ ასწავლიან, შენ ყველაფერი იცი და დაგირეკავენო. არვიცი, ვნახოთ.

  8. რავი,მთავარია, რომ შენ მშვიდად ხარ. გაგიჭირდება, მარა სამაგიეროდ დილის ძილი აღარ მოგაკლდება : )ჰოდა ახალ კადრებს სანამ ასწავლიან, შენ დაგირეკავენ თუ ცოტა ტვინი მაინც აქვთ კადრებში. და მემგონი აქვთ :*

  9. vs’o kluchemu! :yes: გულს ნუ გაიტეხ, ყველაფერი კარგად იქნება!და კიდე რა ვიფიქრე იცი, არც ისეთი პესიმისტი ხარ როგორც შენ გგონია. რეალისტი უფრო ხარ ვიდრე პესიმისტი.

  10. აუ აბა…:(მაგრამ მგონი შენ ზემოთა პოსტზე აკომენტებდი და შემთხვევით აქ დაწერე. :D(შენ არ მყავდი, დაგამატებ)

  11. …როცა მუშაობას უბრუნდები მერე აფასებ ამ უსაქმურობის დღეებს…..(((( :mo:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s