გულმავიწყი

არა რა…
ჩემი საშველი არ არის.
საოცრად გულმავიწყი ადამიანი ვარ რა.
მინდა ბევრ რამეს ვიმახსოვრებდე, მაგრამ იშვიათად გამომდის.
ვიმახსოვრებ საოცრად კარგად ტელეფონის ნომრებს, დაბადების დღეებს, კიდევ არვიცი რას, მაგრამ მგონი კიდევ არც თუ ისე ცოტა რამეს.
ნუ ტექნიკური აზროვნება რომ მაქვს, იმაში გამოიხატება, რომ რიცხვებთან მართლა კარგად ვარ…
ყველა დაბადების დღე, რაც კი ვიცი, ჯერ გონებაში მიწერია და მერე ტელეფონსა თუ ბლოკნოტში.
კიარადა…
ანუ, ამ მხრივ, იდეალურიც კი არის ჩემი მეხსიერება.
მაგრამ აი, დავუშვათ, ვინმე რამეს მავალებს, ოოოო, რომ იცოდეთ, როგორ შარში ვვარდები ხოლმე ამ შემთხვევაში.
ვიტყვი: “კი, კი, აუცილებლად გავაკეთებ”.
მაგრამ მეორე წუთში საერთოდ აღარ მახსოვს…
ამ შედეგის არაერთხელ დაფიქსირების შედეგად დედაჩემმა შეტყვიტა ჩემთვის რაიმეს დავალება.
მაინც აზრი არ აქვსო. მიხვდა, რომ მართლა არ ჰქონდა აზრი. ნუ, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმეჯერ მიმეორებს ხოლმე.
საქმე ალბათ იმაშია, რომ იმდენად პოხუისტურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რასაც მავალებს, რომ ეგრევე ვიკიდებ ი ვსო.
მაგრამ ხომ არის, როცა სერიოზულ რაღაცას გავალებენ და ის აუცილებლად უნდა შეასრულო?
მაგალითად, სამსახურში მქონდა ასეთი შემთხვევები, რომ ნათქვამი მავიწყდებოდა.
და მეორეჯერ მიმეორებდნენ.
არადა, ეს ხომ ნამდვილად არ ხდებოდა პოხუიზმის გამო.
მართლა არა.
პირიქით, სულ ვცდილობდი, რომ ეგრევე გამეკეთებინა.
მაგრამ როგორც კი სხვა საგანსა თუ ნივთხე გადამაქვს ყურადღება, პირველი მავიწყდება.
ზოგჯერ ამ საკითხზე რომ ვფიქრობ, ნერვები მეშლება და ვიგრუზები.
ზოგჯერ ფეხებზე მკიდია.

რამდენი ღამე გამიტარებია გარეთ, ქუჩაში.
კიარადა…
ანუ
როცა ჩემს ტრანსპორტს ველოდებოდი და რამდენი რაღაც გამიფიქრებია.
ისედაც სულ რაღცაზე ვფიქრობ ხოლმე და თუ მარტო ვარ, მითუმეტეს.
ფაქტიურად, თუ ადამიანი არ მესაუბრება, ეგრევე ავტომატურად “ფიქრის რეჟიმი” მერთვება ხოლმე.
ა, თუნდაც, ღამე, 10 საათზე,გოეთედან გამოსული ვდგავარ და ჩემს ავობუსს ველოდები.
ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე.
ვფიქრობ, რომ მივალ სახლში, ამ ნაფიქრებს ბლოგში დავწერ და ა. შ.
მაგრამ შედეგად, მოვდივარ სახლში და აუხსნელი რამ მემართება. აქაოდა, სადილიო, ოჯახიო და კი, ბაზარი არაა, ვჯდები კომპიუტერთან, მაგრამ ფიქრებით დატვირთული აღარ ვარ. მიწყდება ყველა ის ძაფი, რომელიც ასე ერთ გორგალად მიხლართავენ ტვინს. ცუდია რა.

აი, მთელი მაისი ბლოკნოტი დამქონდა. რადგან online ჩანაწერებს ვაკეთებდი.
და აი, ეგ იყო მაგარი კაიფი.
გაჩერებებზე, ტრანსპორტში, ლექციებზე… ყველგან ბლოკნოტი მქონდა გადაშლილი და ვწერდი.
თან ფანქრით…
ხალხი შტერდებოდა ჩემი ყურებისას.
აი, წვერჩასადები ფანქრები მევასება მე და მაგით ვწერდი.
ცის ფერიდან დაწყებული, მიწაზე მოსიარულე ჭიანჭველით დასრულებული, ყველანაირ უაზრობაზე ვწერდი. “აი, ახლა აქ ვარ და ამას ვაკეთებ” –ის ტიპის ჩანაწერებით იყო გაძეძგილი. თან არ ვკითხულობდი, უბრალოდ ვწერდი. მერე, უკვე სულ ბოლოს რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვაიმე სულ გამირეკიამეთქი. მაგრამ არანაირი რედაქტირება და დაედიტება არ შეხებია ამ ჩანაწერებს. ეს იყო ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები და ანუ, ყოველდღიური ფიქრები თუ აზრები. მერე ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ მწერალს გავუგზავნე, რომლისგანაც შექება დავუმსახურე ძალიან კარგად წერო. ჩემი წერის რა მოგახსენოთ და მე კი მაინც დებილობად მიმაჩნია ის ჩანაწერები.
ხოდა, იმდენად გულმავიწყი ვარ, რომ ისევ უნდა ვატარო ბლოკნოტი რა… სხვა საშველი ჩემი აზრებისა თუ ფიქრების დამახსოვრების არვიცი მე…

Advertisements

8 thoughts on “გულმავიწყი

  1. @Keti – აუ ზუსტად. დედაჩემიც ყველაფერს კომპიუტერს აბრალებს…მგონი მე შენი კლონი ვარ 😀 😀 😀

  2. შენ რა ჩემსავით ყოფილხარ – ციფრები მახსოვს, დავალებები არა :)და სულ გათიშული დავდივარ, სულ :)დედაჩემი ამასაც კომპს აბრალებს, როგორც სხვა ყველაფერს 🙂

  3. @jaco – შენ გენაცვალე ლეპტოპი გაქვს და მე სად ვატარო ამხელა???

  4. აუ ბლოკნოტი მეც მქონდა, მაგრამ ეს ძააალიან ადრე იყო, სამი წლის წინ მგონი, მაშინ გიჟური გრაფიკი მქონდა სამუშაოს, იმას უნდა დავურეკო, იმას მეილი, იქიდან რაღაცა უნდა წამოვიღო და ასე შემდეგ. ამჟამად არ მჭირდება, კომპში ვწერ ყველაფერს.

  5. @m i r a m a x – ხო, იცი, როცა ვერ ვიმახსოვრებ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. :მო:@ნინა –მეც ვხატავდი ბავშვობაში და ყველა მათგანი სკოლას დავუტოვე. რა უქნეს, წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ნახატი მაქვს ჩემი და ძალიან მიყვარს. თუმცა ისიც კარგად არის სადღაც ღრმად შენახული. ხო, მართალი ხარ, მერე რა, რომ პროფესიონალი არ ვარ?! აუ, მე კი კლასელებისაც კი მახსოვს.

  6. ჩანაწერებზე გამახსენდა რატომღაც,ბავშვობაში რაღაც იდიოტობის გამო ყველა ნახატი დავწვი..მას მერე ხელში არ ამიღია არც ფუნჯი და არც ფანქარი.მიმაჩნდა რომ ვჯღაბნიდი,ასე რომ დააფასე ის რაც გაგიკეთებია..აი დაბადების დღეებს კი ვერ ვიმახსოვრებ და ყველამ უნდა მაპატიოს ეს :ბის:

  7. ბლო(გ)კნოტი კაი იდეაა ისე!ადრე მეც ვფიქრობდი ეგრე მექნა მარა დავიკიდე.არადა რამდენს დავდიოდი ფეხით… მოკლედ მიაწექი მაგ ჩვენებას! 😉

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s