პინგვინები

ხოდა ე. ი. ორშაბათს…
მე…
შეიდი…
ჰექსე
ანტონა პაპა…
Cruel Intentions
ჯონჯოლი…
გეგა… ( ეს ის გეგაა, მაკში რომ იყო უბლოგო დამატება )
ძეკა
ჰანი…
ვიყავით პინგვინებში…

ნუ, ეს იყო რაღაც კომედია…
დაუწერელი და აღუწერელი კომედია…

ნუ, თავიდან რათქმაუნდა ყველაფერი ჩემი დაგვიანებით დაიწყო…
როგორც მოგეხსენებათ, დავიგვიანე..
და თუ არ მოგეხსენებათ, გეტყვით, რომ ძალიან არაპუნქტუალური ვარ.
ხოდა ჰექსემ 100–ჯერ დამირეკა მობილურზე და შეიდიმ 500–ჯერ.
მაგრამ ეგ არაფერი, ნელნელა შეეგუებიან ჩემს ამ ჩვევას…
კიარადა, შევაჩვევ…
ხოდა მივედით.

დედააააა…
ეს იყო რაღაც…
ეს არის ანაგის ქუჩაზე… მიყრუებულში… ნუ მოკლედ, შევედით თუ არა, ხალხის ნაწილი იქ დაგვხვდა. აქ ვიხილე მუშათა კლასის არაერთი წარმომადგენელი. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ აი ქართულ სუფრებს რომ ახასიათებთ ხოლმე, ღიპიანი კაცები. აი ზუსტად ეგ სიტუაცია იყო. მე და ჰექსუსამ გადავწყვიტეთ ხელების დაბანა. ამისთვის მეორე დარბაზში გავედით. კაცები რატომღაც გაოგნებულები გვიყურებდნენ. ალბათ გაუკვირდათ ჩვენი დანახვა. ნუ, რათქმაუნდა, საპონს არც მივეკარეთ. ინფექციის წყარო იქნებოდა და იმიტომ. წყალი ძლივს მოწანწკარებდა. უკან გავიხედე, ვიღაც ღიპიანი კაცი გვიყურებდა და გველოდებოდა. ვითომ ხელები დავიბანეთ, გამოვედით. ჩვენების უმრავლესობამ “ოსტრი” შეუკვეთა. მე და ჯონჯოლმა – კატლეტი და პიურე. და განსხვავება რაში იყო, ოღონდ არვიცი. რადგან ზუსტად იგივე საჭმელი მოგვიტანეს. ა, უი, განსხვავება იყო: ამ “ოსტრში” იყო პიურე და კატლეტი. არ იფიქროთ, რომ იგვიანებენ, არა. ყველაფერი მოაქვთ წუთებში, რაც ერთხელ კიდევ მიანიშნებს, თუ რა პოპულარულია ეს დაწესებულება ღიპიან ბიძიებში. ყველაფერი მოაქვთ ცალ–ცალკე რატომღაც. ჯერ მარტო თეფშები, მერე მარტო ჭიქები. მარტო ჩანგლები რომ მოიტანეს, მე დანაც მოვითხოვე. ამაზე ყველამ დამცინა. თუ ზიხარ ბომჟურ დაწესებულებაში, უნდა ჭამო ბომჟურად. არავითარი დანა–ჩანგალი. ნუ, დეკამ ეგრევე იშუსტრა და ჩემს დანა–ჩანგალს სურათი გადაუღო. ისეთ სახეებით უყურებდა ყველა ჩემს დანა–ჩანგალს, თითქოს პირველი ადამიანი ვიყავი, ვინც მათი გამოყენებით აპირებდა ჭამას. ვჭამე, ვჭამე და კიარადა…
ისა, კარტოფილის პიურე აღმოჩნდა მოუხარშავი…
კიარადა… თვითონ კარტოფილი…
წარმოიდგინეთ მე, ამ პიურეს დანით რომ ვეჩალიჩები…რომ ჯანდაბას, პიურედ არ ვარგა, მოხარშულ კარტოფილად მაინც ივარგოს, მაგრამ არა, აშკარად მოუხარშავია. ნუ, პიურე და კატლეტი რაც იყო, ამოვჭამე და დანარჩენი დავტოვე… არც კი ვიცი ამ დანარჩენს რა ერქვა. ვაფშეტა “ოსტრი” მაგრამ ისე საზიზღრად და ამაზრზენად მომეჩვენა, რომ პირი ვეღარ დავაკარე მეტი. არ მევასება “ჩაღლა–ბუღლა” საჭმელები. და ახლა ეს საჭმელი ზუსტადაც, რომ “ჩაღლა–ბუღლა” იყო. მოიტანეს ლუდი. ნუ მე, როგორც ლუდის მოყვარულმა ვიფიქრე, დავლევმეთქი. ფუ, ეს რა იყო. ერთი ყლუპი მოვსვი და ეგრევე ანტონას გადავულოცე. კიდევ კარგი ლიმონათს არაუშავდა. თორემ ასეთ ცხარე საჭმელს რა მომანელებინებდა?!
ჭამისა და საუბრის პარალელურად ვუსმენდით გვერდითა მაგიდებთან მსხდომი ხალხის საუბრებს. უნდა აღვნიშნო მათ მიერ წარმოთქმული ქართული სადღეგრძელოები. ნუთუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის ქართველობა? ღიპიანი ბიძიები პირზე კოცნით რომ ეფიცებიან ერთმანეთს სიყვარულს? ო, არა. ეს ყველაფერი ასე ტკბილად და საამურად რომ იყოს, მაშინ რა ქართველები ვიქნებით? აგერ ბატონო, გაიხედეთ პირდაპირ და დაინახავთ, კიარადა, გაიგებთ და მოისმენთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ბილწი სიტყვებისა და ფრაზების ცოდნას?!…

* ჯერ ისედაც, ადამიანი რომ იგინება, ის უკვე რაღაც გარკვეული რაოდენობის ქულებს კარგავს ჩემს თვალში. *

კიარადა….
ისე კარგად მე მაპატიეთ და აგინა, ლანძღა თავისი თანამეინახე, რომ სულ ვერ იფიქრებდა კაცი, რომ ერთ სუფრასთან ისხდნენ…ამ უკანასკნელმა ასე არ უნდა გინებაო და გასვლისას ისეთი ჩასცხო მაგინებელს, რომ თითქოს ძვლების ხმა მომესმა…
მამაკაცის გზა რომ კუჭიდან გადის, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. ოფოციანტ ქალს ასჯერ დაუძახეს. “ეს ასეთი მინდა, ეს – ისეთი, ეს – ცივია. და ლუდიც გამოაყოლე, შენი ჭირიმე რა”.

ჩემს დიდ “სიყვარულს” ქართული ქეიფების მიმართ სხვა დროს გამოვხატავ.
ხოდა ისა, რა ჰქვია…

კაროჩე რა…

Advertisements

20 thoughts on “პინგვინები

  1. ვნახე აშკარად რაღაცაპინგვინებზერა მეშველებახოდას ისა მუზებმა დარეკეს მალე მოვალთოდა რომ მოვლენ დავწერ:2კისს;

  2. @hexe – არადა, ვნახეო. მომატყეუე???:spy:ნუ, ეხა მართლა 100–ჯერ რომ არ დამირეკე, მიხვდებოდა ხალხი. მაგრამ მეტი არაფერი დამიმახინჯებია.დაწერე, მიდი. ოღონდ ისა, ფაქტების დამახინჯებას არ მიეცეს გასაქანი. მეც მაგრად მევასები ნინუსიკა.

  3. უი უი უი ეხლა ვნახე ეს პოსტიწინაზე რა წავიკიტხე ნეტარა საინტერესოადედა რა მეშველება :ლოლ:ხომოკლედე.ი.საჯაროდ მინდა განავაცხადო რომ სულ რაღაც 5-ჯერ დავურეკენუ შეიდიმ კი დარეკა მართლა 50-ჯერ მარა ეგ არაფერიხოდა ისა ფაქტების დამახინჯებას აქვს ადგილიამ პოსტმა შთამაგონამეც უნდა დავწერო პინგვინებზე წავედი დავწერსრულ სიმართლეს :boli: p.s. მაგარი ხარ კაწია მევასები

  4. @hellcaster – კი, მე მყავხარ. ვაიმე დედა, მართლა? ვინები? უეჭველი შეიდი, დეკა, ჯონჯოლი და ანტონა ხო? 😀

  5. რატომღაც Fრენდებში არ მყავდი აქამდე :სფაი:შენ უნდა გენახა, მერე პინგვინების წინ დასხდნენ და ნამიოკობანას თამაშობდნენ :გივი:

  6. @ana – გეზიზღები რა :მო:რატომ არ დამხვდება? დამხვდება! ფუ, კარგი რა, საზიზღრობა იყო.

  7. ჯერ ერთი, მაგ დაგვიანების გამო ერთხელ იქნება და მისულს ადგილზე არავინ დაგხვდება :ბოლი:და მეორე, ფანტასტიურ ოსტრს აკეთებენ პინგვინებში, თან შეგიძლია 5 ლარად იმდენი გემრიელობა ხეთქო, რომ 2 კვირა აღარ მოგინდეს

  8. ra gesmis shen gogo :Dazrze ar xar ra :Dostri iyo ragac mamoba 😀 magari damevasa :Dxoda, aq ratomgac is ar giceria, rom gacvalebdit :"> 😀

  9. სიტუაცია ჰო მე გემრიელი საჭმელები მხიბლავდა 🙂 ისე დანა ჩანგლით ჭამაზე მეც სულ მეკაიფებიან 😦

  10. ხო, აბა რა…მე შენ დაჟე გითხარი კიდევაც, ცუდი სიტუაცია არისმეთქი და რავიცი.

  11. კიდევ კაი არ წავედი. 🙂 ჯერ მანდ რა საშინელი სიტუაციაა და მერე კიდევ უგემური საჭმელი 🙂

  12. @Summermg – ვაიმე, ვინ გითხრა???რავი, მე არ მომეწონა. ისიც შიმშილის დაძლევის მიზნით ვჭამე.

  13. @kexi – ტყუილად კი არ ათენ–აღამებს ჰელჰამერა მანდ?? :ლოლ: :ლოლ:ხოდა, მეც აღარ…თან მაგის მეტი საჭმელი არც არაფერი აქვთ…დაილოცოს ხინკალი რა…”ოსტრი” არა ხახვი.

  14. მეც ვიცოდი, რომ მაგარი გემრიელი საჭმელები ქონდათ, მომატყუეს? :მო:

  15. უი დედა არადა ვაპირებდი ერთხელ შესვლას და ნახვა, რახდება ყველა რო მაგაზე ლაპარაკობს, მარა ჰა, ამის მერე იქ რაღა შემიყვანს, ბომჟი კი ვარ მარა მეც მაქვს თავმოყვარეობა 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s