საზიზღარი ორგანოიდები

“პინგვინებში” ხორცი ცუდად გამეჩხირა კბილებში…
არა, საჭმლის გაჩხერა ასეა თუ ისე, ჭამის თანმდევი ეტაპია…
მაგრამ ნუ, ეს რაღაც ძალიან უსიამოვნო მომენტი იყო…
ლოყაზე ცუდად მხვდებოდა…
ნუ, მე რათქმაუნდა საჭმელს დავაბრალე ეს ყველაფერი, მაგრამ თურმე სადა ვბანაობ?!
მთელი ღამე ვერ დავიძინე…
ლოყა მტკიოდა.. ყბასთან…
თურმე სიბრძნის კბილი ამომივიდა…
ღმერთო, ვინა სთქვა ჩემი დაბრძენება და დაჭკვიანება?!
ეს მინდოდა ახლა მე???
როგორ მტკივა, რომ იცოდეთ.
პირდაპირ ლოყაზე მხვდება და თითქოს მიხვრიტავსო, ისეთი შეგრძნება მაქვს…
მორჩა!!!
გადაწყვეტილია!!!
როგორც კი ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკაში რემონტი დამთავრდება, ეგრევე მივალ და ამოვაღებინებ my lovely სტომატოლოგს.
ახლაც კი, როდესაც საუბრის მერე პირს ვხურავ, ლოყას იყოლებს და ითრევს.
საწყალი ლოყა…
ერთი დღის ამოსულიც არ არის ეს საზიზღარი და რა დღეში აგდებს?!

გაციებული ვარ…
გრიპია თუ არა, ვერ ვხვდები…
სიცხეს არ ვიზომავ შეგნებულად…
მაინც ვსვამ პარაცეტამოლს.
ვიტამინ ცე–ს…
კიდევ რაღაცას მასმევს დედაჩემი…
მთელი ღამე , გარდა იმისა, რომ ლოყას მიხვრიტავდა ახალი კბილი…
ცხვირი გასული იყო მომსახურების ზონიდან.
და პირით ვსუნთქავდი.
კიდევ კარგი, ყელის ტკივილში არ გადამივიდა ეს გაციება.
თორემ აი მაშინ საბოლოოდ გავნაცარდებოდი. თითქოს მინდა ამ ოხერი გლანდების ამოღება, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის…

ჩემს დას გუშინ ღამე ბრმანაწლავი ატკივდა…
ბიძაჩემი გადმოვიდა, გასინჯა, ხვალ ანალიზები გაიკეთეო.
რომ წავიდა, ჩემმა დამ მალევე ტირილი დაიწყო…
მე, ვერ მივხვდი რა, რის გამო წამოუცვივდა ცრემლები (მომავალი სათუო ოპერაციის თუ აუტანელი ტკივილის გამო), დავიწყე დამშვიდება.
დავიწყე 2 ნაცნობი მაგალითის მოყვანა. ერთი ჩემი კლასელის მაკას მაგალითი დავუსახელე, რომელმაც მე–6 თუ მე–7 კლასში ამოიჭრა ეს “ორგანოიდი”. მერე ნატოშას მაგალითი მოვიყვანე. ბოლოს როდის ვიყავი მისთვის და და მეგობარი არვიცი და გუშინ ღამით რომ ვიყავი, ეგ ვიცი.
და თუ სხვა დღეებში მაგდებს ხოლმე კომპიუტერიდან, ახლა მეხვეწებოდა, არ გახვიდე, მარტო არ დამტოვოო… ცეეეემი ძიბილკა ეტყობა მართლა აუტანელი ტკივილი იწვნია.
დღეს ანალიზებსა და ექოსკოპიაზე ტატიშვილის კლინიკაში იყო. პასუხები 2–3 დღეში იქნება.
დღეს მივაკითხე სამსახურში და ისეთი წყლიანი თვალებით შემომხედა. ნერვიულობს, მაგრამ ცდილობს არ გამოხატოს. ჩემთან გამოხატავს მხოლოდ, ან შეიძლება სხვასთანაც. მაგრამ როცა ავად არის, ან რამე ფიზიკურ ტკივილს განიცდის, პატარა ბავშვივით არის ხოლმე. ეტირება, ისეთი საბრალო ხდება, რომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მასზე ვიზრუნო. არვიცი, რაღაც მისი ცუდად ყოფნისას მეც და ისიც სხვანაირები ვართ ხოლმე.

ხოდა…
ისა…
ეს ყველაფერი ასეა და რა საჭიროა ადამიანს ჰქონდეს გლანდები, სიბრძნის კბილები და ბრმანაწლავი???
“ალბათ საჭიროა” არ გამაგონოთ…
ყველა ორგანოს რაღაც ფუნქცია აკისრია და ამათ რა უნდათ, რას ითხოვენ, საიდან მოვიდნენ ვაფშე???

Advertisements

9 thoughts on “საზიზღარი ორგანოიდები

  1. @fe_male – ლოლ, გამეცინა შენს კომენტარზე. 😀 😀 😀 :D@jaco – აჰა, მეც ეგეთი ვარ ზუსტად. 😀

  2. ხოოო, ეგრეა, მეც საოცრად თბილი და მზრუნველი ვიყავი დედიკო რომ ავად იყო მაგ პერიოდში, თორემ ისე ზოგადად საზიზღარი და დიდი აუტანელი ნაგავი ვარ!:D

  3. kate, ჩემო კარგო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ :)))) უნდა დაბრძენდე… სინამდვილეში საქმე კბილში კი არ არის… ეს უბრალოდ ნამიოკი იყო… უკვე დიდი გოგო ხარო გეუბნება….)))) :2kiss: p.s. ნუ გეშინია გრიპებია ეხლა მაგრამ ძალიან საშიში არ არის… სიცხეც არ გექნება, უბრალოდ ყელს გაუფრთხილდი… ლიმონი ჭამე, ან თუ არ გიყვარს, ჩაი სვი დიდი ოდენობით…..))))

  4. რავი არ ამომსვლია და ჩორტ ზნნაეტ, ან შეილება ამომივიდა მარა არ ვიცი რო ეგენი არიან 😀

  5. “ნუ სიბრძნის კბილები, ქალიშვილობასავით არის :დ ჯობდა არ ყოფილიყო, მაგრამ არის და გვიწევს ატანა :დ”აჰააჰა 😀 😀 გეტყობა დედალმამლის მოდერობა რა მძიმედ გაწევს კისერზე 😀

  6. @kexi – მოიცა, სიბრძნის კბილები არ ამოგსვლია??? საღოლ!!!!ხო, მეც მაგ პრინციპით არ ვიღებ გლანდებს. იქნება და გამიაროს. კიარადა, არ გამიპათოლოგონ.@CheshireCat – პირველ რიგში, მეც 2კისს, ასეთი ოპერატიული და სამედიცინო პასუხისთვის. ხო, აი ანალიზების პასუხს ველოდებით და ვნახოთ რა. კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ შენ რა ოპერაციაც გაიკეთე, მგონი იგივე მოუწევს ამასაც. ხო, აი სიბრძნის კბილებს რომ უეჭველი ამოვიღებ, ეგ ვიცი. განაწამა ეს 2 დღეა.

  7. ნუ პირველ რიგში :2კისს: )) (ისე, ზოგადად)მეორე რიგში )))გლანდებს ხელი უშვი ) გლანდები საჭიროა, იმიტომ რომ გლანდები რომ არა, ყველა ის უბედურებები რაც მაგათ ემართება, ბრონქებს დაემართებოდა.. ფაქტიურად სადარაჯოზე დგანან, ასე რომ სანამ მართლა ამოსაჭრელები არაა, არ უნდა ამოიჭრას.ბრმა ნაწლავი ყველა ადამიანს ჭირდება და ჩემს მტერს ამოაჭრან:)) ეგ მეც არ მაქვს ამოჭრილი. ის კიდევ, რასაც “ბრმა ნაწლავის ამოჭრას” ეძახიან, არის მისი დანამატის, ჭია ნაწლავის ამოკვეთა.. მაგის ფუნქციაზე ბოლომდე არავინ იცის, თუმცა ვარაუდობენ რომ გარკვეული სახის საჭირო ნივთიერებებს გამოყოფენო.. ვოტ..ნუ სიბრძნის კბილები, ქალიშვილობასავით არის :დ ჯობდა არ ყოფილიყო, მაგრამ არის და გვიწევს ატანა :დ

  8. სიბრძნის კბილები არც არასდროს მქონია და ეჭვი მაქვს აწი აღარც მექნება :დბრმანაწლავს რაც შეეხება, ცხოვრებაში არ შEვუჭუხებივარ …..აი გკანდებზე ცუდად მაქვს საქმე ამოსაჭრელი მაქვს მარა ვერა და ვერ მივედი, ექიმამდე, იმიტო კი არა რო მეშინია ან რამე, რავი აი ვერ მივედი და ვსო, ვერ გადავწყვიტე, ვაიდა არ დაჭირდეს, იქნებ გაუაროს და არ დაჭირდეს ამოჭრა ხოდა იყოს რას მიშლის 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s