08 OcT 2008 BuS nOtE

წეღან ვიყავი ჩემს ყოფილ სამსახურში, უფრო სწორად სათაო ოფისში. ვეღარ გავიგე. სავარაუდოდ მტოვებენ. ან შეიძლება არც. ტესტირებაო, გასაუბრებაო ესაო, ისაო. არვიცი, მეზარება ამდენი ტვინის ბურღვა. ერთხელაც იქნება, ეს ყველაფერი მომბეზრდება. ან შეიძლება, არც. ზოგადად შეიძლება ყველაფერი მომბეზრდეს. იქითობისას ვერ ვასწრებდი და ტაქსით მომიწია მოსვლა. ტაქსის მძღოლი რატომღაც ძალიან კომუნიკაბელური შემხვდა. ზედმეტადაც კი. ერთი–ორი გაღიმების შემდეგ მიიჩნევს, რომ შეუძლია, კიარადა, უფლება აქვს პირად საკითხებზე მესაუბროს.

*საერთოდ მე ძალიან კომუნიკაბელური ვარ, აი მართლა ძალიან, მაგრამ რრრავი, მორიდებულობა და თავშეკავებაც მაქვს, რამე რომ იყოს და ასე პირველად ნანახ ადამიანთან არ ვკონტაქტობ ხოლმე. მითუმეტეს, მანქანით ძალიან იშვიათად ვმოძრაობ, ძირითადად ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით. ხოდა მანქანაში მიყვარს ჩუმად ჯდომა და მუსიკის სმენა. ვტკბები სიმყუდროვით, რასაც “მანქანაში ჯდომა” ეწოდება. *

საუბარი იწყება ჩემი საცხოვრებელი უბნის გარკვევით, ვერ ვხსნი რა, ვაკეში ზუსტად რა ადგილას მივდივარ…
– შენ აქაური ხარ თუ ვაკელი?
– აქაური.
ვიმედოვნებ, რომ საუბარი შეწყდება, რადგან ზუსტად ქუჩას ვუსახელებ, სადაც მიმეჩქარება. მაგრამ ვინ მახარებს?!
– რა კარგი გოგო ხარ?
– (მორიდებული ღიმილი)
– გათხოვილი ხარ?
– (სიცილი)უი!!! არა, არც ვფიქრობ.
უკვე კოსტავაზე ჩავედით, ტელევიზიასთან. ვთხოვ, უფრო ჩქარა იაროს. კიდევ მაქვს იმედი, რომ მორჩება ეს ჩემთვის უსიამოვნო, მისთვის – კი გასართობი დიალოგი.
– კი, მაგრამ რატომ? ასეთი კარგი გოგო ხარ?! მუშაობ?
– დაახლოებით.
– სწავლობ?
– კი.
– მერე რა გინდა? ქმარი რატომ არ გინდა? ასეთი ლამაზი გოგო? რამდენი წლის ხარ? ალბათ 20–ის ხო?
– 21.
– აჰა, რა გინდა, ხომ გამოვიცანი.
– თითქმის. (იხტიბარს არ ვიტეხ და ისევ ღიმილი, ამჯერად ნაძალადევი)
– არა როგორ თქვი “არც ვფიქრობ”–ო. ასეთი კარგი გოგო რატომ არ უნდა ფიქრობდეს გათხოვებაზე?
– (არგუმენტი არ მაქვს)
– აი, ერთ ამბავს მოგიყვები რა. ამას წინათ გოგონა ჩამიჯდა დედამისთან ერთად. გოგო იქნებოდა შენი ხნის. და მე ვკითხე, თქვენ დები ხართმეთქი. გაეცინა ორივეს. დედა–შვილი იყვნენ. და ისეთი ლამაზები. აი შენ არ გინდა, რომ ახალგაზრდა დედა იყო და ლამაზი ისედაც ხარ? არ გინდა?
– (წადი შენი…)
– აი, დედაშენი რამდენი წლისაა?
– (ღმერთო შენ მიშველე… )
– არ გიფიქრია იმაზე, რომ დედაშენი უფრო ნაკლების იყოს, უკეთესად გაუგებდით ერთმანეთს?
– ისედაც კარგად ვუგებთ. (გველი ვარ, გიგესლები)
– აი კიდევ, ამასწინათ, გოგოები მიმყავდა. ეგ გოგოები ხშირად მიმყავს ხოლმე. მიძახებენ ხოლმე. ხოდა რომ ვუთხარი, რატომ არ თხოვდებითმეთქი, ასე მითხრეს სად არიან კარგი ბიჭები. უმეტესობა ნარკომანი არისო. მერე რამდენიმე დღეში 2 ბიჭი ჩამიჯდა, დიდი ჩანთებით, ვკითხე, ეს თბილისელი ბიჭები რატომ ხართ ასეთი დატვირთულებიმეთქი და თურმე სპორტსმენები ყოფილან და ვერის ის რომ არის, რა ჰქვია, დამავიწყდა. ა, ხო, ბასეინი, იქ ვართ და ვვარჯოშობთ და ვცურავთო. მერე იმ გოგოებს მივასწავლე ეს ბასეინი და მართლა მისულან, გაუცნიათ იქაური ბიჭები და ორივე გათხოვილია ახლა. მეზობელმა მითხრა, რა დაუსწრებელი მაჭანკალი გამოდექიო. ხოდა ისა, შენც ქენი რა რამე.
–(ძლიიიიიიიიიივს, ვაკეეე )
ჩამოვედი. 2 წუთში შეხვედრა მეწყებოდა.
ღმერთო, რა საშინელებაა, როცა ტვინს არავინ მიტყნავს პირად ცხოვრებაზე საუბრით. არ მინდა ეს ქმარი და ვალდებულებაა?!
როგორ ვერ ვიტან, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში ერევიან?

*
მეტყობა ხო, რომ ავტობუსში გაკეთებული ჩანაწერია?!
ხო რა, არ მავიწყდება მაინც სათქმელი…
კიარადა…
ბლოგში დასაწერი…

Advertisements

6 thoughts on “08 OcT 2008 BuS nOtE

  1. @Summermg – ხო, მეც ვცდილობდი იუმორში გადამეტანა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ, ეს იყო რაღაც. @ჩორვენი – ბიჭო, მეც იდი ნა ხუი მეწერა, მაგრამ ალბათ ჩემმა ღიმილმა გაათამამა.არადა, ღიმილი მუდამ კეთილგანწყობას როდი ნიშნავს?! @ana – შენ ნუ ხარ ჩორტავშიკი. გათხოვება არა ხახვი. :წონდ: <<< ეს სმაილი აზრზე ვერ მოვდივარ, რომელია.

  2. როგორ არ გინდა ქმარი, კაცო, ადრე ხო მითხარი, მინდაო :წონდ:

  3. მაგარი ვიცინე ამ პოსტზე, თან ძალიან მეცნობა ეგ სიტუაცია. ზოგს მართლა ზედმეტი მოსდის 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s