ღიმილის ბიჭი ვიყავი… (ნომერი 13)

***
ვისაც არ ახსოვს 60-70–იანი წლების თბილისი, დღევანდელი გადასახედიდან ძნელია დააჯერო იმაში, რომ ათი ათასი გულშემატკივრით გადავსებული სპორტის სასახლე მხურვალედ ქომაგობდა იმ დროისათვის გულშემატკივრებისთვის საყვარელ სახეობას – ხელბურთს. არაერთი სახელიანი გუნდი გაუწბილებიათ ჯემალ ცერცვაძეს, “ფარჩო” ანთაძეს, იმედო ფხაკაძეს, ჯემალ აბაიშვილს, ჯანო ბაგრატიონს, ლერი კარტოზიას, “კექსიკა” ექსეულიძეს და სხვებს. მათ მაგალითზე ქართული ხელბურთის მომდევნო თაობა გაიზარდა – გია ნარიმანიძის თაობა…
***


მიჭირს მოვუყარო სიტყვებს თავი და მეგობარზე, საოცრად კარგ პიროვნებასა და სპორტსმენზე, მუდამ ღიმილიან გია ნარიმანიძეზე წარსულ დროში მოგიყვეთ…
თამაშის დაწყებიდან უკვე რამდენიმე წუთში ყველზე სველი მაისური გია ნარიმანიძისა იყო, რადგან სხვანაირად არ შეეძლო: ყველაზე ადრე, ყველაზე მეტად, ყოველ ეპიზოდში უნდა ბოლომდე დახარჯულიყო, ყველაფერი ჩაედო თამაშში… მწვრთნელები დაცვაში თამაშისას ხშირად ასვენებდნენ, ვინაიდან გია შეტევაში შეუცვლელი იყო და ხანდახან, სკამზე რომ არ დაესვათ, ანთებული კვარივით დაიწვებოდა მოედანზე… სამაგალითო და გადამდები იყო მისი შემართება და გულიანობა, უაღრესად ლამაზად და ტექნიკურად თამაშობდა, მოწინააღმდეგეს თავგზას აუბნევდა ცრუმოძრაობებით, მისი გატანილი გოლები გამორჩეულად ლამაზი იყო და ამიტომაც უყვარდათ გულშემატკივრებს და განა მარტო გულშემატკივრებს… თანაგუნდელებისთვის გია ხომ ჯილა იყო და იყო, მეტოქეებიც გამორჩეულად პატივს მიაგებდნენ, რადგან უკადრებელს არ იკადრებდა, თავისი თამაშით კი ნამდვილად პატივისცემას იმსახურებდა.
მეგობრებმა რაღა თქვან… გიას ღიმილიანი სახე, მისი სიკეთე,თანადგომა, სილაღე, გულიანობა როგორი დასაკარგია…იცოდა, რომ მოურჩენელი სენი სჭირდა, თავისი ტკივილით სხვას არ აწუხებდა, თითქოს ისევ ისეთი ღიმილიანი გია იყო, ოღონდ თვალებში სევდაჩამდგარი…
მათ, ვისაც გიას თამაში არ უნახავს, დღეს ძნელია მოუყვე, რადგან მოყოლით თამაშის გადმოცემა უმადური საქმეა. იმ თაობას კი, ვისაც ქართული ხელბურთის სადაგი დღეები ახსოვს, ალბათ დღესაც ყურებში უდგას სპორტის სასახლის ათიათასიანი ტრიბუნების სიხარულის გუგუნი მაშინ, როცა მოედანზე პატარა ბურთით დიდ სიხარულებს გვჩუქნიდა გია ნარიმანიძე.

© გიორგი გორგოძე
სპორტული ჟურნალი “დათო ყიფიანი
ოქტომბერი, 2008 წელი

img

 

ეს კი უკვე მწვრთნელობისას (თეთრ პერანგში)

საოცარია, ინტერნეტში სხვა სურათები ვერ ვიპოვე…
მე კი არც ციფრული კამერა მაქვს და არც ჩემი მობილური არის ულტრათანამდეროვე კაბელით აღჭურვილი…
ჰმმ…
ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო ეს ამბავი…
NO COMMENTS AND NO SURPRISES, PLEASE…

Advertisements

4 thoughts on “ღიმილის ბიჭი ვიყავი… (ნომერი 13)

  1. Pingback: 64 | Universe

  2. Pingback: Childhood Ending of May | Universe

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s