Friday Night Fever

Friday Night Fever…
დიახაც, რომ Friday.
ეს ის მომენტია, როდესაც ყველაფერი ცუდი შენგან ძალიან შორსაა. თუმცა “შორს” არ ნიშნავს იმას, რომ ეს “ცუდი” არ დაგიბრუნდება. რათქმაუნდა დაგიბრუნდება, მაგრამ დღეს ამაზე არ მაქვს საუბარი.
ამ პოსტის დაწერას კი ვაპირებდი პარასკევის მომდევნო დღეებში, მაგრამ ვცდილობდი მუზები სათანადოდ გამეღვიძებინა.
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი…
ხუთშაბათი…
პარასკევი…
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი
ხო ოთხშაბათი…
არვიცი, დღეს რამდენად დროულია ამის დაწერა… თითქმის 2 კვირა არის გასული უკვე.
დროული ყველა იმ ემოციის გამოხატვა, რასაც განვიცდიდით 5 გოგო…
კიარადა 6…
მაგრამ სალომე პირველად ვნახე და ამიტომაც სალომეზე ვერ ვისაუბრებ.

მე…
ნუცა
თაკა…
მეგუნა…
მარი…

რა ადვილია იყო ბედნიერი…
რა ადვილია აჰყვე რიტმს…
რა სასიამოვნოა მთლიანად იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო…
ღამე, რომელიც არ დამავიწყდება…
ღამე, როდესაც ყველა მეკიდა ზევით ჩამოთვლილი ადამიანების გარდა…
ღამე, როდესაც “ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნოდა”…
ღამე, როდესაც მეკიდა ყველა ჩემი პრობლემა…
ღამე, როდესაც არ ვფიქრობდი ბოროტ მარწუხებზე…

თითოეული beat–ი, რომელიც აღწევდა ჩემამდე…
ჩემს სულამდე.. ეს მეტი არის ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მუსიკა… ეს მეტია, ვიდრე ალკოჰოლის მიერ გამოწვეული საკუთარი თავის უკონტროლობა… ეს მეტია, ვიდრე ნარკოტიკის მიერ გამოწვეული აღმაფრენა… ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არვიცი რაოდენ უსაფრთხოა სულიერებისთვის… ეს არის ცეკვა… ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie….
ახალი სიმღერის გაცნობა და შეთავისება…
ძველი სიმღერის გახსენება და შესისხლხორცება…
ეს ისაა, რაც მაშინ ხდება, როდესაც დისკოტეკაზე ვარ…
ეს მაშინ ხდება, როდესაც მუსიკა ჩემშია და მმართავს მე…
ეს მაშინ ხდება, როცა ვარ უბედნიერესი…
ვინმე არ მეცეკვება???
მკიდია!
ძალიან მაგრად თან…
თვალებს ვხუჭავ და გავდივარ “მომსახურების ზონიდან”…
გავდივარ იმ უხილავ სამყაროში, რასაც ელექტრონული მუსიკის Universe ეწოდება…
ვარ მხოლოდ იმ ნარჩევ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც თავს ზე–არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

რამდენიმე ფრაზას დავაკოპირებ მარაზმას(ანუ თაკას) ბლოგიდან ამ პოსტიდან
“ჯუსტ ისუნთქეთ შემოდგომის გრილი ჰაერით..
გათბით შემოდგომის მზის ყვითელი სხივებით..
იცეკვეთ და იფარფატეთ ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად..
ჩვენ თავისუფლება გვჭირდება..
თავის უფლება..
ჩვენ ვართ ჩვენივე თავების უფალი..
ჩვენზე ძლიერ და კარგად ვერავინ მოახერხებს ჩვენს მართვას..”

ეს ერთ–ერთი იქ დაკრულთა სიმღერათაგანი…
ნუ, რათქმაუნდა გამიქსული იყო უმაგრესად….

“ჩემი ოცნების გემი გასცდება ამ ჭუჭყიან ნაპირებს…
და გაუყვება გზას, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს…
გაარღვევს იმ ზღვის ტალღებს, რომელიც მე ცხოვრების ამღვეულ გუბეს მაგონებს…
დატოვებს იმ ნაპირებს, რომელიც მე თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს მაგონებს…
გაყინულ ხელებს, გაყინულ თვალებს და გაყინულ ტუჩებზე კოცნას მაგონებს…
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა…
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა…..
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ….”

მაგარი სიმღერაა….

სურათების ხარისხი მაპატიეთ…
მობილურებით არის გადაღებული…

Advertisements

5 thoughts on “Friday Night Fever

  1. @Mary – კი, ნამდვილად უმაგრესი დრო გავატარეთ. მართლა საყვარელი სიმღერაა.ბაზარი არაა, წავიდეთ….@მეგუნა – ჩვენც ძალიან გვიყვარხარ. კიდევ წავიდეთ, აი თუნდაც აგორაში.@marazma – 😀 წამო, თუ სადმე წავედით. თავს ნუ იფასებ!!!@jaco – “აგორა”–ში არ ვარ ნამყოფი და იმედია მართლა კარგი პონტია. ხო, ეგ სიმღერა გამახსენდა მეც.

  2. გააჯაზე გენც.?:Pეგრე უნდა აბა?:)))აგორაში წადით აუცილებლად! მიყვარს აგორააააა! მაგრამ მე ნიაზის ბიჭები რომ უკრავენ ის მიყვარს ხოლმე (სპარტაკა, რამაზა, იკა…) და “ელექტრონული აგორა” ჯერ არ გამომიცდია…და ამ პოსტს მოუხდებოდა ჯგუფი cure-ს სიმღერა Friday I’m in love:)

  3. ქეთ, მარ, მეც ძალიან კარგი დრო გავატარე იმ დღეს და სიამოვნებით გავიმეორებდი :ბის:და საერთოდ, მე თქვენ მიყვარხართ 🙂

  4. აუ ქეთ,რა ძალიან დავიგრუზე აჰლა..მართლა რა ძალიან კარგი იყო,მიუჰედავად იმისა,რომ უძალიანესად დაგრუზული ვიყავი მაგ საღამოს.აჰლა მომინდა ისევ ის ემოციებიდაგრძნოობები,რაც მაგ ღამეს მქონდა : (აუ აუ აუ როგორ მინდა..’ის კუნძული რომელიც ერთად ვცჰოვრობდით ჩვენაჰლაზ რატომღაც მჰოლოდ გეკუთვნის შენ,ცჰოვრობ მარტო,არავინ გიშლის ჰელს ვერავინ არღვევს შენსტეიტორიულ წრეს..’უუუუ : (აგორაში ვიქნებიო მთავარმა’ვიტამინმა’ამ კვირასოდა იქნებ გაგვემეორებინა : D

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s