happy bday to the universe

თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც…
თითქოს უაზროდ გავიდა ეს ერთი წელი…
თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც…
თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო, მაგრამ მაინც…
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი პოსტი დავწერე ამ ბლოგში…
თითქოს ეგეც არაფერი, მაგრამ მაინც…
ხო რა…
მაგრამ მაინც…
მაინც მინდოდა აღმენიშნა 27 ოქტომბერი. 
ხოდა ეგრე…
ხშირად ვკითხულობ ხოლმე ჩემს ძველ პოსტებს.
თვეების წინანდელებს…
ღმერთო!!!
რა დებილობები დამიწერია ზოგ შემთხვევაში!!!!!
ნუთუ ასეთი დებილი ვიყავი ადრე?
ნუთუ ამ 1 წლის განმავლობაში იმდენად შევიცვალე, რომ იმას, რაც დავწერე, ახლა “სიდებილე” ეწოდა ჩემს მიერ?!
ნუ მოკლედ.
რაც არ უნდა იყო, ვიტყვი, რომ ვპოსტავდი ნებისმიერ პირობაში.
გახარებული…
გაბრაზებული…
მომტირალი…
მთვრალი… (იმ დონეზე, რომ კლავიშები ერთმანეთში მერეოდა…ვასწორებდი… წინ ვაგრძელებდი გზას, რომ გამომეხატა ყველაფერი)
სათვალეებიანი…
ლინზებიანი…
ომში…
მშვიდობაში…
ახალ წლის დღეებში…
დეპრესიული…
პესიმისტური…
დაბნეული…
ინკოჰერენტული…
დამიპოსტავს მხოლოდ ჩემთვის…
ვიცოდი რა, რომ არავინ იცოდა ჩემი ბლოგის მისამართი…
ან შეიძლება იცოდა ვინმემ, მაგრამ თავს არ იღლიდა…
თუმცა ამას ჩემთვის სტიმული არ დაუკლია…
ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდი და ვცდილობდი ამ “ფურცლებზე” გადმომეცა სათქმელი და აფორიაქება…
ეს მართლაც რომ საიუბილეო პოსტია.
მე–100!!!
მთელი ამ დროის განმავლობაშ ბევრი თანა–ბლოგერი შევიძინე.
ხშირად ხდება ისე, რომ მათთან იმაზე უფრო ხშირად შევდივარ, ვიდრე ჩემს საკუთარში.
მათი უმრავლესობა ფორუმელია და ბლოგერობამდე ვიცნობდი, ზოგი – ბლოგერების შეხვედრაზე გავიცანი, ზოგს კი – საერთოდ არ ვიცნობ. მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ყველა მათგანის ბლოგი ჩემთვის ძალიან საყვარელია. მსიამოვნებს მათთან შესვლა და მათი აზრებისა თუ ისტორიების კითხვა. ამით იმ კონკრეტულ ადამიანს ვეცნობი უკეთესად. ვერ ვიტან, როდესაც გუგლ–რიდერი ითიშება, რადგან ბევრი პოსტი რჩება ჩემი ყურადღების მიღმა. თუმცა, რათქმაუნდა, გუგლის გამოფხიზლების მერე მხვდება ყველა ის წაუკითხავი ბლოგი, მაგრამ 200 პოსტის წაკითხვა ძნელიც არის ხოლმე.

მაშ ასე…
ერთი წლის თავზე ნაწილობრივ მიმოხილვას გავაკეთებ ჩემს მიერ დაწერილი პოსტებისა…
ისე, მთლიანი მიმოხილვა მინდოდა, მაგრამ ბლოგერზე პროქსის საშუალებით შევდივარ და ძალიან ვიტანჯები.

ამ ხნის განმავლობაში ჩემს მიერ შეიქმნა სარჩევი 14 ასოციაციური სიტყვა თუ სიტყვათა შეთანხმება…
ესენია:
1)ფუცკ ფუცკ
2)ყველა ეს პატარა შპუნწიკი
3)Weird
4)just…
5)My Artificial Culture
6)მელომანია
7)Cinematography
8)smile anyway
9)Hot Chocolate
10)მუზები
11)ფორუმი
12)ჩემი დაღლილი მუზები
13)Party Fever
14)უცბად გაკეთებული note-ები

არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დროდადრო გაიზარდოს მათი რიცხვი…

დავიწყე ფეხაკრეფით…პროლოგისეული ბევრი წერტილით
მივესიყვარულე ჩემს ერთ–ერთ უსაყვარლეს ჯგუფს… The “ხოჭოები”
არაერთხელ ვიყავი ცუდ ხასიათზე.. , ფუცკ ფუცკ ფუცკ, 2ათას8-ის 11%, I Hate You, I Hate You All…(c) გიი, უბრალოდ ცუდად ვარ, :mo:, :mo: N2, same things…, უბრალოდ ეს სურათი… მეტი არაფერი…, Happy, happy…, B4 I M

გამოვხატე სიძულვილი, ძალიან დიდი სიძულვილი 63 რაღაცის მიმართ… Ich Hasse!!!, მერე კი მივხვდი, რომ აქედან გამომდინარე ბევრი საერთო გვქონდა მე და გვანცის… I M U

ვესაუბრე ადამიანებს ეკრანის აქეთა მხრიდან… ჩემს ღუღას!!!, ჩემს ბლოგროლში რომ არის ძიბილი, იმას…., The biggest secret, …
გამოვხატე ღრმა ტკივილი კლასელის გარდაცვალების გამო… ლევან!!!., მედლის მხარეები, და არამარტო კლასელის ღიმილის ბიჭი ვიყავი… (ნომერი 13)

დავინტერესდი წიგნებით და კიდევ ბევრის წაკითხვას ვაპირებ… missing connectivity, BSBF (Black Sea Book Festival), Onze Minutes, საბა

ვნახე ფილმები… All That Trash, Sex & The City, Juno, My Sassy Girl, Definately, Maybe

დავიწყე “ცხელი შოკოლადის” კითხვა… თბილისის ძვირფასი ჯიხურები

გავიკეთე სვირინგი, რომელიც, დღემდე ვგიჟდები, ისე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ ის მუდამ ჩემთან არის. პიზძეეეეეეეეეეეც!!!!

დავიწყე, მერე შევაჩერე და ახლა ისევ თავიდან დავიწყე მუშაობა… Summer In TB,

ბევრი რამ დავწერე უბრალოდ, დავაკვირდი და ისე. ან გამიკვირდა და მაგიტომ… ხო, რავიცი აბა…….

ძალიან მიყვარს თვითოეული ბლოგერი

Advertisements

6 thoughts on “happy bday to the universe

  1. Pingback: Kate’s Lucky Number: 7even | Universe

  2. @marazma – :)@OTO – მადლობა, ოთ. :)@ Summer – ხო, ერთი წელია ვწერ.@ ana – შენ ე. ი .კავკასუსი არ გაქვს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s