Mე Mაინც Mაგრად Mკიდია (a.k.a. 4M)

კარგად ვარ ამ ბოლო დროს…
ძალიან კარგად…
კიარადა…
მთლად კარგად არა, მაგრამ
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…


ამ ბოლო დროს იმდენი ტანსაცმელი ვიყიდე
3 საყვარელ მაღაზიაში,
რომ გარდერობსა და კარადაში ლამისაა,
მეც შევეტენო, რომ ისინი დავატიო…
მერე რა..
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

რამდენიმე დღის წინ უნი–ში მივედი,
იმის დასტურად, რომ ცოცხალი ვარ,
უბრალოდ ვერ ვახერხებ სიარულსმეთქი…
საყვარელმა კურატორმა ქალბატონო რუსიკომ მითხრა…
არ არის არანაირი პრობლემა,
მთავარია გამოცდებზე მოხვიდეო.
მერე კი ვუთხარი, შეძლებისდაგვარად ვივლიმეთქი,
მაგრამ მაგასაც ვერ ვახერხებ მგონი…
კიარადა…
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

გამუქებულ ფრაზაში შეცდომაა…
ქართულ ენაში, ისევე როგორც ინგლისურში
არ შეიძლება 2 უარყოფა,
მაგრამ, მიუხედავად ქართული (და არამარტო ქართული) გრამატიკის
უდიდესი სიყვარულისა, მაინც ვერ ვასწორებ ამ შეცდომას,
რადგან არვიცი სად ვუშვებ მას.
ასე რომ
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

ვიღაცას თურმე დავუბლოკივარ ფორუმში,
მსნ–ში, ბლოგიდანაც ამოვუშლივარ,
4 წლიანი მეხსიერებიდან წავუშლივარ…
რადგან თურმე მე “ვისლევე რაღაც დაბალი ფასეულობებისთვის” ( აი ძალიან დიიიიიიდი )
ერთხელ დოდიმ დაწერა თავის ბლოგში
როდესაც საერთოდ არ ვიცნობდი მას, მაშინ:
“მიყვარს, როდესაც ვგებულობ, რომ ვიღაცას ვეზიზღები,
ეს მე მაძლიერებს და ვრწმუნდები, რომ მაგარი ადამიანი ვარ”–ო…
ხოდა 100%–ით გავიაზრე, შევისისხლხორცე ეს აზრი…
ის, რომ იმ ვიღაცას ვეზიზღები
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

დღეს სამსახურში ჩემი windows, მეილი და პროგრამა დამიყენეს…
რამაც უზომოდ გამახარა…
თუმცა მიუხედავად ამისა,
ხელს ვერაფერზე ვაწერ, მაგრამ
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია

ვინაიდან მე და ჩემი და,
ორივე ვაკეში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ,
სამსახურს რომ მოვრჩი, ავტობუსის გაჩერებასთან მდგარა.
დიდ ჯიპს ამოეფარა, რომ შევეშინებინე, მაგრამ ვერ მოახერხა…
არ შემშინებია…
კიარადა…
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

მერე ძალით გამოვიყოლე “Mango”-ში,
ქუდის ყიდვა მინდოდა, მაგრამ გაყიდულა
და მომავალში ან იქნება, ან არა.
არაუშავს, სამაგიეროდ მზის სათვალე მომეწონა უზომოდ
და მას ვიყიდი ამ დღეებში.
ასე რომ ქუდი
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

ერთი მეგობრის დაკარგვით
მეორე შევიძინე.
ეს ადამიანია ფორუმელი Mr. President
მთელი არსებით გვძულდა ერთმანეთი
მთელი შარშანდელი წელი და
განსაკუთრებით 2008 წლის თებერვალში,
მაგრამ ახლა ფორუმელობის მაგალითზე
ძალიან კარგად ვართ ერთმანეთთან.
ადრე რომ გვძაგდა ერთმანეთი
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

დღეს მე და ჩემი და
სახლში მოვდიოდით
და პეკინზე ისეთი საცობი იყო საღამოს 8–ის ნახევარზე,
რომ სახლში 9–ის ნახევარზე მოვედით.
თუმცა ეგ არაფერი, საცობი
მკიდია, მე მაინც მაგრად მკიდია…

ვიცინიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!

Advertisements

19 thoughts on “Mე Mაინც Mაგრად Mკიდია (a.k.a. 4M)

  1. შენი კომენტარი საერთოდ არ ყოფილა.თორემ მე არ ვშლი კომენტარებს.ნუ, თუ სპამი არ არის…

  2. @Summer – გაიხარე… ხო, ეგ განსაკუთრებით უნდა დავიკიდო, კიარადა მკიდია ძალიან მაგრად..:D :D@utvino – ხო, ძალიან საყვარელია…@პერწკლი – გადამდებ სიცილს რა სჯობს მერე?! :)@m i r a m a x – გაიხარეეეეე.. ძალიან მიყვარხარ!!! ხო, ახლა აშკარად უკეთესად ვარ, თან ბევრად.@ana – ვერ მივხვდი?!@Pink Panthere – უნდა შეეცადო:)@მთვარეული – შენ საყვარელი და ლამაზი ხარ…

  3. მეთქი როდის მერე შეუყვარდა პრეზიდენტა თქო მართლა სასაცილოა

  4. აი ძალიან მაგარი სურათია და ვაბშე ეს პოსტია მაგარი და შენც ძალიან მაგარი ხარდა მაგარია კიდე ყველაფერი რომ გკიდია :ყეს:ბევრი ფიქრით იგრუზება ადამიანი და მერე დეპრესიები და 1000 ხრენი ჩნდება. ტაკ შტო … ისა, მე ალბათ დიდი ხანია ვერ ვადევნებდი ყველაფერს თვალს და გილოცავ სამსახურიის დაწყებას, ძალიან გამეხარდა! :* და გკოცნი კიდე ბეეეეევრს! :*

  5. რა კარგია ეგეთი განწყობა 🙂 ტაკ დერჟატ!!! :2კისს: ჰოდა უნდაა დაიკიდოოოოოო ”ის ჩვენ რომ ვილაპარაკეთ ” განსაკუთრებით 😉

  6. @Keti – მადლობა ქეთ…ხო, ამ პოსტით მეც რაღაც ძალა ვიგრძენი თითქოს…საჭიროა მიწიდან მაღლა ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლები და აფრენები…ხო, ეგ ფოტო, ჩორვენის ქოფირაითა, მაგრად გადამიღო მაგ დღეს…

  7. ჰეიი!!მაგარია, რომ გკიდია :)აი, ისეთი ენერგეტიკაა შენს პოსტში ქეთ.მაგარია, რომ ასე.მიყვარს ასე.მიყვარს, როცა – მიწიდან ერთი ნაბიჯით მაღლა… 🙂

  8. @ჩორვენი¹³ – უბრალოდ კარგად ვარ, საკმაოდ კარგად!!! მიხარია ცხოვრება!@ana – “აი, ვიცოდი რა პონტიც გაიჩითებოდა და მაგიტომაც არ წამოვედი.”@misherson – კი კი, ნამდვილად ის უნდა წერო, რასაც გრძნობ და განიცდი. მე სულ ეგრე ვაკეთებ. ხოდა, შენც ეგრე მოიქეცი ხოლმე. ხო, სიცივე მართლა ცუდია, თან მომავალში უფრო აცივდება. მაგრამ რა საამურია სიცივის შემდეგ ჩაღუნღულებაააა…@jaco – მე ის ვარ, ვისაც შენი კომენტარები მოენატრა. მეც მომენატრე, სულელ…ხო ვიცი, რომ შენ არ გკიდია ის, რომ მე მკიდია. მაგრამ ახლა მართლა კარგად ვარ, მართლა. @nino – მადლობა და დაგამატე.

  9. ვინ ხარ შენ?:Pმომენატრე:)მე არ მკიდია შენ რომ გკიდია, მაგრამ უნდა გეკიდოს თუ ასე ჯობია… ჰოდა სიცილს, რომ მორჩები გაიღიმე… ჩემთვის:)

  10. როცა წერ ის უნდა დაწერო რასაც გრძნობ =)ეხლა ვგრძნობ რო მცივა ხოდა .. მთავარია არ ჩეგცივდეს დაანრჩენი შეგიძლია დაიკიდო =)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s