ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ მაინც…

ე. ი. რაშია ახლა საქმე…
ვისაც კი ვუთხარი, ყველამ ცხვირი აიბზუა…
“არ გკიდია?! “–ო მიპასუხა და ა. შ.
მაგრამ მე არ მკიდია…
უფრო სწორად, მამენტ მართლა უნდა მეკიდოს და არც არაფერს უნდა ვგრძნობდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება.
მაგრამ მაინც მიხარია…
კიარადა, გამიხარდა…
ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ მაინც…

მოკლედ რამდენიმე დღის წინ ამერიკის არვიცი მერამდენე პრეზიდენტი გახდა ფერადკანიანი ბარაკ ობამა…
კიარადა, მოიცადეთ, ასე არა…
ინგა გრიგოლიასავით უნდა გამოვაცხადო…
კიარადა დავწერო…
პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე პრეზიდენტი გახდა ფერადკანიანი ადამიანი!!!
გადაცემაში რეკლამის დროა, არ გადართოთ!!!!

ნუ, აქ ჩნდება ჯერ გადაცემის სპონსორების რეკლამები..
თუ გადაცემას ჰყავს 500 სპონსორი და 1–იც გენერალური, მაშინ 500 რეკლამა დატრიალდება, შემდეგ 200 სხვა რეკლამა და ამ 700 რეკლამას შორის, 1000–ჯერ გაუშვებენ გენერალური სპონსორის ქება–დიდებას… კიარადა… რეკლამას…

***

ხო, ეს ისე გადავუხვიე ახლა მე…
რეალურად რომ ვთქვა, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ მიყურებია ინგა გრიგოლიას რომელიმე პოლიტიკური გადაცემისთვის. ბოლოს უდიდესი ინტერესით პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ ვუყურებდი, რადგან PR–ის ლექტორი გვაძლევდა დავალების სახით. მერე ეს ყველაფერი უნდა დაგვეწერა და განგვეხილა. არა, ნუ, მას მერეც და მანამდეც დიდი სიამოვნებითა და ყურადღებით ვადევნებდი ინგას გადაცემებს თვალყურს, მაგრამ მაინც.

***

ხოდა, მოკლედ ბარაკ ობამა გახდა პრეზიდენტი…
ამერიკაში კი კარგა ხნით ადრე შეინიშნებოდა ობამამანია…
თუნდაც მინიშნება მათ, ვისაც Bruce Almighty აქვს ნანახი. ღმერთის როლში ფერადკანიანი მორგან ფრიმენი გვევლინება. ეს უკვე რაღაც სახის მინიშნება იყო ამერიკული საზოგადოებისთვის. არაერთი მსახიობი იყო ჩაბმული ბარაკის პიარ კამპანიაში.
აგრეთვე გასათვალისწინებელი ის მნიშვნელოვანი მომენტი, თუ ვისი გუნდის წევრია ახალი პრეზიდენტის. ამან რათქმაუნდა დიდი როლი შეასრულა ობამას გაპრეზიდენტებაში.

რაღა დავმალო და თავად მეც უზომოდ გამიხარდა ობამას გაპრეზიდენტება. რატომ?
ახლა რომ დავფიქრდე, ალბათ უაზრო პასუხებს ჩამოვწერ აქ.
ნუ თუმცა მაინც ვიზამ.
1) იმიტომ, რომ ფერადკანიანია.
ნუ არგუმენტად იმას ვიტყვი, რომ მის ერთერთ გამოსვლაში მან თქვა, რომ ამერიკა არ არის მხოლოდ თეთრკანიანი, მხოლოდ ფერადკანიანი, მხოლოდ ლათინოამერიკელი და ა. შ. და ა. შ. ხალხი. ამერიკა არის ყველა ეს ხალხი ერთად აღებული.
ამერიკას, რომელიც აქაოდა თავს სდებს დემოკრატიაზე, მაინც არ სურდა ფერადკანიანი პრეზიდენტი. “ზანგია და რა პონტში”–ს პონტში.
2) იმიტომ, რომ ახალგაზრდაა.
ახალი ცოცხი უკეთესად გვისო. ხოდა ხანშიშესულ მაკკეინს მე პირადად ბევრად მირჩევნია. ბევრი საინტერესო იდეა გააჩნია. რაც ყველაზე მთავარია, თავის გამოსვლებში იგი ყურადღებას ამახვილებდა არა კონკურენტის ნაკლზე (როგორც ამას მაკკეინი აკეთებდა), არამედ მომავალზე დაბეჯითებითა და გააზრებით საუბრობდა.

ხო, მეტი რა…
ა, ხო, ეს ტექსტი ერთი ამერიკელის ბლოგიდან დავაკოპირე…

“Not since the Reagans, have I seen a political couple that seems so in love. Say what you will about Ronald Reagan, but he was in love with his wife. Well, I have found a new couple that has that same energy, at least in picture they do… Michelle and Barack Obama. They are constantly kissing and embracing, unlike Billary who look more like best buds than husband and wife. Anyway I found this picture, and my immediate thought was, damn…what is Barack whispering in Michelle’s ear?

“I never worry about things I can’t affect, and with fidelity . . . that is between Barack and me, and if somebody can come between us, we didn’t have much to begin with.”

I just couldn’t find that same passion with the Clintons or Billary as they are now known. In the first picture I can’t tell if they are huggin or if Hillary is trying to brush some lint off his suit. In the second, Hillary looks like she wants to pull away. I’m sure they’ve had that spark, but I can’t find a picture that captures it. They don’t hug and kiss like Barack and Michelle.

ჩვენ რა გვეშველება, თორემ ისინი ხან რესპუბლიკელს აირჩევენ და ხანაც დემოკრატს….

Advertisements

4 thoughts on “ჩვენ რა შუაში ვართ, მაგრამ მაინც…

  1. @Keti – გეთანხმები. ეს ბევრად წყნარი ადამიანი სჩანს და რაც შეეხება საქართველოს, რა უნდა აქ ჩამოსვლას?!

  2. ქეთ, მეც მიხარია ობამას გაპრეზიდენტება. ფაქტი მიხარია, რადგან ეს – ამ შემთხვევაში დემოკრატიას ნიშნავს და კანის ფერზე გამოთქმული აზრები კი მაღიზიანებს. რაც შეეხება დამოკიდებულებას, რომ მაკკეინმა სვანეთში იცეკვა და მეგობრებს გვეძახის… აი, ეს არ მესმის. სულ ვიღაცაზე როგორ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თუმცა ეს მენტალიტეტში გვაქვს – როცა ბიძაშვილობა–ახლობლობის გარეშე გვგონია, რომ უბრალო სამსახურსაც ვერ ვიპოვით…დროა, ვინმე მოთაფლულის გარეშე დავდგეთ ფეხზე. ობამა, რაკი ჯერ არ ყოფილა საქართველოში, ჩვენი მტერი არ არის :)პ.ს. ამას წინათ მოვისმინე ექსპერტების აზრი, მაკკეინმა სწორედ ამიტომ წააგო არჩევნები, აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოზე ამდენს რომ ლაპარაკობდაო. როგორც ჩანს, დალაგებულ ქვეყანაში არ სურთ სხვისი ომით ასე აჟიტირებული პრეზიდენტი.

  3. @jaco – და ესეც ჩამოვა, რა პრობლემაა?!ამანაც დიდი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ…

  4. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ (შენი თქმისა არ იყოს) ჩვენ რა? ანუ საქართველოს რა? მე მაკეინი სწორედ იმიტომ მერჩივნა, რომ რამდენჯერმეა საქართველოში ნამყოფი, საქართველოს მხარდაჭერაც ჰქონდა (რაც მნიშვნელოვანია), წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი ხმამაღლა აცხადებდა საქართველოს მხარდასაჭერ მოწოდებებს რუსეთთან მიმართებაში, დაჟე ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ დღეს ჩვენ ყველა (ამერიკელები) საქართველო ვართო…ამ ყველაფრის ფონზე ობამას სად ვკიდივართ?ნუუ, ეხლა პასუხს არ ვითხოვ, მაგრამ მაინც დავსვი კითხვა:)თუმცა ვინ იცის, იქნებ და ჩვენც გვაწოყობდეს:)

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s