ჩემი სასწავლებელი

ისე რამე რომ იყოს, წინა პოსტის (“სხვადასხვა”)წერისას ბლოგსპოთმა რაღაც აურია და მხოლოდ ნაწილი დაიპოსტა რეალურად რაც უნდა დაპოსტილიყო, იმის მაგივრად…
იმ დღეს გეპეიში ვიყავი. მუშაობიდან გამომდინარე ფაქტიურად აღარ დავდივარ ლექციებზე. ნუ თუ მივალ, მხოლოდ იმიტომ, რომ ლექტორებს დავენახო, აქაოდა ცოცხალი ვარმეთქი. მაგრამ ზოგჯერ მაგასაც ვერ ვახერხებ.

ხოდა ეს ხელწერილი იმაზეა, თუ როგორ შეიცვალა ხალხი…
კიარადა, როგორ არ შეიცვალა ხალხი…
კიარადა, როგორ შევიცვალე მე გეპეიში არ–სიარულიდან გამომდინარე…
რომ გითხრათ, განსაკუთრებით მიყვარს გეპიემეთქი, ტყუილია…
კიარადა, სავარაუდოდ, ალბათ ტყუილია. მაგრამ რეალურად სტუდენტობა კარგი რამეა.
ოღონდ თუ გყავს კარგი ჯგუფი.

ნუ, ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გათბობაც არის და არც ისეთი საოცრად განადგურებული მერხები, როგორც ადრე იყო, მგონი ზოგისთვის სიახლეა. საგნებიც ასე თუ ისე, ისწავლება…
ნუ, რავიცი, მე გამოცდების პერიოდში პირველი კურსიდან მოყოლებული დღემდე ღამეებს ვათენებ ხოლმე გამოცდების წინ და სხვა რა–რიგ აგვარებს ამ ამბავს, არვიცი. ნუ, მოდი ასე ვიტყვი, ჩემს სპეციალობაზე ნამდვილად არის სწავლა. სხვაგანაც რაღაცას ფაცურობენ ბავშვები. ანუ ვისაც უნდა კარგი ნიშნები, ის მართლა სწავლობს.

ხოოო, მოდი მცირე ექსკურსია…
შედიხართ ყველაზე ნორმალურ კორპუსიდან ერთ–ერთში. გეპეის მრავალ კორპუსთაგან 2 კორპუსი ითვლება ყველაზე “ძერსკად”. ესენია: მე–6 და ადმინისტრაციული. ნუ, ადმინისტრაციული რატომაც, ალბათ მიხვდებოდით და მე–6 იმიტომ, რომ… ნუ მე–6 იმიტომ, რომ აქ ყველაზე “სვეტი” გეპეიშნიკები იჩითებიან. ისე საკუთარი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, მეც დაგემოწმებით იმაში, რომ მანდ მართლა შედარებით ნორმალური ხალხი სწავლობს…
მე–6 კორპუსის 1–ლი სართული. ნუ, პირველი სართული გამორჩეულია 5 თუ 6 ლიფტით. Kateრომელთაგან სტუდენტთა ჯინაზე, აგერ უკვე წლებია მუშაობს მხოლოდ 2 . აქვე უნდა დავსძინო, რომ ერთი ლიფთი ადის მხოლოდ კენთ სართულებზე, მეორე კი – მხოლოდ ლუწებში Kate . ნუ, მე4 და მე–9 სართულზე ორივე ადის, რადგან პირველზე კავკასიის ბიზნეს სკოლა არის განთავსებული, მეორეზე კი…ნუ მეორეზე კი მთელი მე–6 კორპუსის “სვეცკობა”. თქვენი მონა–მორჩილი მე–3 კურსიდან მე–7 სართულზე განათავსეს, მანამდე კი – მე–9 კორპუსში გახლდათ. მე–9 კორპუსს მე მეორენაირად “მტკვრის კორპუსს” ვუწოდებ, მდინარე მტკვართან უკიდურესი სიახლოვის–და გამო.
ხოოოდა, ისევ ე. ი. მე–6 კორპუსის 1–ლი სართული და 2 ლიფტი. კარებში შესვლისთანავე ადვილად შესამჩნევია შოოოოოოორს არსებული გრძელი რიგი. დიახ, ამხანაგო ბატონებო! (:ეროსი მანჯგალაძე: ) ეს ლიფტთან არსებული დიდი (და არა გრძელი) რიგია. და რიგში მდგომთა დევიზია: “მთავარია შევეტენო და ფეხებზე მკიდია, ჩემზე წინ ვინ დგას.” ხოდა ზაფხულში განსაკუთრებით საშინელებაა იქ შესვლა. ნუ ზაფხულში მგონი სტუდენტობას (და არა მარტო) პირადი ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით უძნელდებათ და ამიტომაცაა ჩემს საკუთარ ცხვირს არაერთხელ ვუგინებივარ Kate . სამაგიეროდ, ზამთარია, იცოცხლე, ჭაღარა ქალს (სახელი არ ვიცი) პატარა ელ. გამათბობელი აქვს ჩართული და ვთბებით. თან ამდენი უადგილობისგან სუნთქვაშეკრული ადამიანი ერთმანეთს რომ ვეხუტებით, ძალაუნებურად ვთბებით. ნუ, მაშინაც არ იცავენ ჰიგიენას, მაგრამ მაშინ ცხონებული გრიბოედოვის სიტყვებია ჩვენი დევიზი: И дым отечества нам сладок и приятен… კიარადა, მშობლიურ დაუბანელ სოციუმსაც მოვითმენთ, როდესაც გვეჩქარება და გვცივა.. “ლიფტის ბებო” მუდამ სახლის საზაფხულო ჩუსტებით ზის, ძალიან სქელი წინდებითა და ელასტიკებით. “დუტ”–ის ჟილეტი მთავარი გამათბობელია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მონო/ბალი/ასტრა/ლაი–ლაი ბარათები. ნუ ფასები არვიცი, რადგან პირადად არასდროს შემიძენია, მაგრამ თუ განსხვავდება საბაზრო ფასისგან, 20–50 თეთრი რა სალაპარაკოა. ადრე ეს ზევით–ქვევით მგზავრობა 5 თეთრი ღირდა, მაგრამ მერე არვიცი ვინ იაქტიურა და რა იაქტიურა, მაგრამ ეს წარსულის გადმონაშთი მოისპო. ნუ, სავარაუდოდ, ახალმა რექტორმა მოაშთო ეს მართლაც–და გადმონაშთი. თანაც ხშირი იყო სიტუაციები – “აუ, ბებო არ მაქვს და უფასოდ ამიყვანე რა” ან “აუ, შემდეგში მოგცემ რა, ბებო”. რაღათქმაუნდა ეს “შემდეგი” არასოდეს დგებოდა და რაღათქმაუნდა ეს ჩვენი “ბებო” (ზემოთ “ლიფტის ბებო–”დ წოდებული) ლანძვას გზაში აწევდა იმ სტუდენტს. ხშირი იყო ლიფტში დაპატიჟებები, მაგ.: “მოიცა, მე გადაგიხდი”, “აუ, კარგი რა, რა სისულელეა, აგერ მაქვს ხურდები”, “აუ, კარგი, ძააააააააან გთხოვ” etc. “ძაააააააან”–ში “ა”–ს რაოდენობა განისაზღვრებოდა “თაკუჩო”–სა და კისრის ზედა ორგანოზე მაკიაჟის რაოდენობის მიხედვით.
მეორე ლიფტის ქალი გაცილებით ახალგაზრდაა. ელასტიკები აქაც მოდაშია, ძირითადად იასამნისფერი. და მთავარი ატრიბუტი აქ უკვე თავშალია, კიარადა თავშალი რა მოსატანია და “კასინკა”. ზამთარია, ზაფხულია, “კასინკა rules Kate “… აქ მონოები მგონი არ არის, ვერ გეტყვით, არვიცი. მაგრამ ზატო აქ “სვეცკური” პონტია . აქ ყავის სმა არის . ხოდა, როგორც ყველა “სვეცკი” ადამიანს შეეფერება, აქაც ხალტურთან გვაქვს საქმე. მაშინ, როდესაც “ლიფტის ბებო” დღეში ძალიან ბევრ წრეს აკეთებს ასვლა–ჩასვლაზე, “ლიფტის სვეტი” თავს იზოგავს და ჟურნალ “სარკეს” ეცნობა დიდი ინტერესით . ორივე ლიფტში იხილავთ ლექსენის დიდ პოსტერს ჯაკუზიში გოგონებთან ერთად, სტივენ სიგალისა თუ სილვესტერ სტალონეს, ბრიტნი სპირსისა და სხვა “ვარსკვლავთ” დიდ სურათებს. ეს ფაქტი ადრე იყო გასაკვირი. “ვაა, ბებო ლექსენის სურათი?! ე, რა ნაშებთან ერთად წევს?! ” etc. ახლა თუ არ ვცდები, ამ სურათებს მე მომიტევეთ და მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლო თუ არ ამჩნევია, ეს ბებოს დამსახურებაა. რადგან “ხელი არ ახლო, თორემ წამოვა ხელი” კარგად მუშაობს.

……….

ახლა ყელი მტკივა …. ცხელი ჩაის ვსვამ, ადრე დავწვები და ამ პოსტის გაგრძელებას აუცილებლად დავწერ..

Advertisements

9 thoughts on “ჩემი სასწავლებელი

  1. @bigcrow – ხო რა, ეგაა გეპეი….აი, შენ ხომ გგონია, რომ მე რაღაც სპეციალურად ვწერ მაგ “კიარადა”–ს.არადა არა!!!მართლა არა. აზრებს რომ ვერ გადმოვცემ სათანადოდ, მაშინ ვწერ ხოლმე. ანუ ხშირად ზუსტად ვერ გადმოვცემ სათქმელს…თორემ სპეციალურად მართლა არ ვაკეთებ…

  2. ჟისტოკა, ნო გუმანნო :)შენადა, ”კიარადა”-ს არ ეშვები ხომ მაინც? 😀

  3. @kexi – ჩვეულებრივად როგორც იშიფრება, კი გეცოდინება.სხვანაირად კი აგერ დაგიწერეს უკვე…:D@Pink Panthere – არა, რა მეწყინა. :)@Tiko – მეორე ნაწილსაც დავდებ ახლა…

  4. kate შენ არ გეწყინოს და ვუპასუხებ ზემოთ Kexi-ის მიერ დასმულ კითხვასг.п.и. – Государственный Питомник Идиотов 😀 😀 შენ რამე სხვა ვარიანტი გაქვს??

  5. ისე დაწერე, რომ თვალნათლივ წარმოვიდგინე ყველაფერი 🙂

  6. მევასები მე ვიყო სილვიო ბერლუსკონი :))ისა და, г.п.и. როგორ იშიფრება თუ იცი? 🙂

  7. @Pink Panthere – რაც არის, ის მიწერია მართლა…@utvino – ხო, მაგრამ ლიფტის გადაგდების ინსტიტუტიც მოსული პონტი იყო….ნუ ეხა, ღმერთო ჩემო რა…:ბოლი: :9 სართულიანია და ….

  8. ლოლლიფტში დაპატიჟების ინსტიტუტზე მაგრად ვიცინე : ))დაილოცოს ჩემი პირველი კორპუსირა ლიფტი რის ლიფტიყველაფერი ფეხის ერთ გაწვდენაზეაკი არა გადადგმაზე :))როგორ მიყვარს, ჩემი : ))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s