ჩემი სასწავლებელი vol.2

ისევ და ისევ ვაგრძელებ წერას გპიზე.
ხოდა ლიფტის ამბავი ასეა თუ ისე, აღვწერე. ახლა გავავიდეთ უშუალოდ სტუდენტებსა და ლექტორებზე.
თავიდან ვიფიქრე, აუდიტორიებზე დავწერმეთქი, მაგრამ აქ საინტერესო დიდად არაფერია. ტიპური ქართული აუდიტორიებია. ნუ მე–6 კორპუსში გათბობაა დამონტაჟებული და მე–9 რა ხდება, აღარ ვიცი. ზოგადად, წინა წლებთან შედარებით, ტემპერატურას არაუშავს.
ხოდა, ანუ, გადავალ ე. ი. სტუდენტობასა და ლექტორებს.
მაგრამ მანამდე მინდა ეს 9 სართული გაკვრით მაინც ავიაროთ “ფეხით”.
ხო, ნუ, ანუ მომხდარა ისეც, რომ ლიფტთან ძალიან ბევრი ადამიანი მდგარა რიგში და მიფიქრია, სანამ ეს ყველა შეეტენება და ჩემი რიგი დადგება (მე ის არა–ნაგლი სტუდენტი ვარ და ვიყავი, რომელიც მაინც რიგს ველოდები პატიოსნად და ამის გამო მუდამ ვზარალობ ), მოდი ამასობაში ფეხით ავალ. ხოდა მოდით ვითომ ახლაც ფეხით ავდივარ.
შევედით.
<<>>
შესასვლელში მეტროში რომ არის, ჟეტონს რომ ვაგდებთ, ისეთი მოწყობილობა არის დამონტაჟებული. ვერ გავიგე მიზანი. ალბათ იმისთვის, რომ სტუდენტები ერთმანეთს არ შეაკდნენ.

ხოდა, ნუ ლიფთან მიკარება არ ღირს და ავუყევით კიბეებს. ფთხილად, პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული საფეხურები დატეხილია. თუ სხვა სართულებისას არაუშავთ, აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან წაბორძიკების ალბათობა ერთი–ორად მეტია. ლიფტთან ერთად კიბეებიც მუდამ გადატვირთულია, განსაკუთრებით კი პირველი სართულის. რადგან მთელი 9 სართულის ხალხი პირველზე ჩადის.
ხოოო, მე–2 სართული….ყველაზე ბანძი სართული ჩემის აზრით. არა, მოიცადეთ. ყველაზე ბანძი სართულებია მე–2 და მე–6. ფიზიკის კათედრაა ერთზე და მათემატიკის მეორეზე. ორივე სართულზე რაღაც მართლა დაპროგრამებული ხალხი იჩითება ხოლმე. მსგავსი ჩაჟამებული სართული არცერთი არაა. ხო, ნუ მესამეც თითქმის ანალოგიური. და აი!!! მე–4 სართული. რომ ადიხარ და ქვევიდანვე რომ გრძნობ რაღაც სხვა ჰაერს. ლურჯი კედლები… აშკარად დონის სიმაღლე შეიმჩნევა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს სართული ეკუთვნის კავკასიის ბიზნეს სკოლას. ისე, დაკვირვებული ვარ, რომ ამ სართულზე მუდამ ბუღი დგას. ყველაზე მეტს ამ სართულზე ეწევა სტუდენტობა. არვიცი, შეიძლება ყველაზე მწეველი სოციუმი დადის CSB–ში, ან აი ისეთი ხალხი, ტიპობის გამო რომ ეწევიან. ეგეთი კი არათუ CSB–ში, არამედ საქართველოშია უზომო რაოდენობის. ჯერ, როგორც არამწეველი, ისედაც მეზიზღება სიგარეტის ბოლი, სულ იმას გავიძახი, ნუ მაბოლებთმეთქი და ამ სართულზე ისეთი ბოლი და ბუღია, რომ “ნისლისფერი სართული” შევარქვი. ლურჯი კედლები კი აქტიურად ცდილობენ ამ სართულის გაფერადებას. ხო, კიდევ რა?! აა, ხო, აქ “ძაან” ხალხი იჩითება, ეს ახლა შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს ასე პირდაპირ, რადგან ყველას გვინახავს მარიაჟი და “მე მაგარი ვარ” ხალხი თბილისის ქუჩებსა შინა, მაგრამ აქ ისეთი კონტრასტული სხვაობაა გეპეისა და CSB–ის სტუდენტებს შორის, როგორც ცასა და დედამიწას შორის. ციტატა რიგითი CSB–ელის ცხოვრებიდან: “აუ, დღეს ქვიზი მაქვს და იმედი მაქვს A–ს მივიღებ, B ან C რომ მივიღო, მაგრად არ მინდა”. თუ სიტყვა “ქვიზი” გაიგონეთ, ის უდაოდ CSB–ელია ამასთანავე დავსძენ იმასაც, რომ არ მინდა ეს ისე მიიღოს ვინმემ, თითქოს მშურს მათი და ა. შ. ნამდვილად არა. ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი, საერთოდ არ ჩამიწერია CSB. არ მინდოდა და იმიტომ. და, რაც აგრეთვე აღსანიშნავია, ზ/ა ამბები ყველა CSB–ელს არ ეხება , მაგრამ უმეტესობას ნამდვილად ეხება. ხო სასადილო “ტაბელმანი” კიდევ ცალკე თემაა, ყველაფერი ცივი, ძვირი და უგემური.
ნუ, მე–5 სართული სართული რითიც გამოირჩევა, ესაა სასადილო. მეტი დიდად არაფერი მახსენდება.
მე–6 სართული. ჟურნალისტიკის კათედრა… აქ სულ გადარბენაზე არის ხალხი. აი, როგორც ტელევიზიაში. “აუ, გადაღებას უნდა დავეწრო” და ა. შ. ფრაზები აქ ხშირია. მე–7 ანუ ეკონომიკის კათედრა და ანუ ჩემი კათედრა. ყველაზე დანდობილი ჩემგან . არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ზუსტად იმიტომ ვინდობ, რომ ჩემია. თორემ სხვა შემთხვევაში ალბათ მართლა დავიკიდებდი. მიყვარს ეს სართული. სიწყნარე, თეთრი, მეტალო–პლასტმასის ფანჯრები, და რაღაცნაირად მართლა თბილი სართული. მართლა სენტიმენტალური გრძნობები იღვიძებენ ჩემში მე–7 სართულზე ასვლისას.
ნუ მე–8 ეს სართული იმისთვისაა, რომ მე–9ზე ავიდეს ადამიანი.
და მე–9 სართული. სართული, სადაც ადის ორივე ლიფტი. Kate
სადაც მოძრაობს მთელი მე–6 კორპუსის “ელიტა”. Kate
ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთს ეჯახება დერეფანში.Kate
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ხალხია.Kate
დერეფანში მზესუმზირის ჭამა და იქვე დაყრა აქტუალურია.Kate
ისევე, როგორც სიგარეტის მოწევა და იქვე დაგდება Kate

აქ არის განთავსებული დეკანატი და სტუდკავშირი…
და ალბათ ესეც განაპირობებს ამ სართულის ასეთ პოპულარობას. Kate

გეპეის ეზო კი მიჩნეულია წითელ ხალიჩად, სადაც შეგიძლიათ იდგეთ მთელი დღე და აწარმოოთ იმის დემონსტრაცია, თუ რაოდენ მაგარი ჩაცმულები ვართ. Kate
ყინვაა, პაპანაქებაა, კატაკლიზმებია, მაინც ეზოში დგომა და მარიაჟობა არის სტუდენტების მთავარი საფიქრალი. ნუ ჭორაობასთან ერთად, რათქმაუნდა. Kate

Advertisements

6 thoughts on “ჩემი სასწავლებელი vol.2

  1. კი, ყველას…და ყველა მათგანში არიან სტუდენტები, რომლებიც არიან არა–ჩვეულებრივები…

  2. როგორ გავს ქართული უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთს. ყველას აქვს თავისი “მე–2”, “მე–9” სართულები და წითელხალიჩიანი ეზოები :)))

  3. ნუ შენ ქვევით იყავი, გმირთა მოედნისკენ რომ მიდიხარ….და ესენი აქეთაა. სააკაძეზე.

  4. ბოდიში,რომ ჩვენთან ტესტებს ქვიზები ქვია :დ და შეფასების სისტემა A B C D E F ით განისაზღვრება :დ

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s