უ–dude-ესი არსება

ჯერ ვერ გავრკვეულვარ, რა მინდა…
ან შეიძლება გავერკვიე, მაგრამ მერე უფრო ღრმად ვუფიქრდები.
და აი ზუსტად მაშინ, როცა უფრო ღრმად ვუფიქრდები, ვხვდები ეს ყველაფერი დიდი სისულელეა…
და აი ზუსტად მაშინ, როცა უფრო ღრმად ვუფიქრდები, ვხდები, რომ ღრმად არ უნდა ჩავუფიქრდე…
ანუ რეალურად საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვარ…
და ალბათ არც არის ამის აუცილებლობა…

მაოცებს ხალხი, ვინ მეუბნება, 100%–ით გიცნობო…
ჰმმ…
საკვირველია არა გიცნობდეს უცნობი, როდესაც ნაცნობი საკუთარი თავი არ გიცნობს?!


არვიცი სხვას თუ ჰქონია მსგავსი რამ, მაგრამ მე მაქვს ხოლმე ხშირად…
ანუ მაშინ, როდესაც მასთან არ მაქვს ურთიერთობა.
ანუ დავუშვათ 2–3 დღე არ ვსაუბრობ…
ამ 2–3 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა მიგროვდება ხოლმე…
ძალიან ბევრი შეკითხვა…
რომელიც მინდა, რომ დავუსვა საყვარელ ადამიანს…
მათი ძირითადი ნაწილი მაინც ცხოვრებისეულია…
სულელური…
უაზრო…
მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან საინტერესო…
მნიშვნელოვანი…

და მერე, როდესაც ვიწყებ მასთან საუბარს, რაღაც მემართება…
მავიწყდება ყველაფერი…
თვალებს ვხუჭავ წამში ხუთასჯერ…
კიარადა ანუ ვახამხამებ…
კიარადა, თავ–გზა მერევა…
რაღა კითხვები???
სიტყვები მერევა ერთმანეთში…
აი ისე, როგორც შემოდგომის ფერად–ფერადი ფოთლები ირევიან ერთმანეთში…
ჩემი მისდამი სათქმელი სიტყვებიც ანალოგიურად ირევიან ერთმანეთში…

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რატომ მიძლებს?
რა დამსახურებისთვის მიძლებს?
რა ასატანი მე მნახა?
მაშინ, როცა ძალიან ბევრ “მეგობარს” შევეზიზღე ჩემი განსხვავებული აზროვნების გამო, რატომ არ შევეზიზღე მას?
ვცდილობ გავერკვე რა დაიჭირა მან ჩემში და აზრზე ვერ მოვდივარ…


მე ყურადღების ცენტრში…
ის – მსმენელი
მე – აგრეთვე მსმენელი…
მაგრამ მასთან საუბრის დროს ალბათობა იმისა, რომ საუბარს მასმენინოს, ნულს უტოლდება…
ლიმესი კი, მაშინ როცა ჩემი სურვილი პლუს უსასრულობისკენ მიისწრაფვის, მიისწრაფვის ნულისკენ…
მაგრამ არასოდეს ხდება რეალურად ნული.
“შენ ილაპარაკე, მე მოგისმენ” – არგუმენტი…
“სულ მე მე ვსაუბრობ” – თავდაცვა…
მაგრამ აზრი არ აქვს, მაინც მე მიწევს საუბრის წარმოება…

და ისევ მე ყურადღების ცენტრში…

მე – წუწუნი მინდა
ის – go ahead
მე – მერიდება შენთან
ის – go go
მე – სანამ დავიწყებდე
მე – „go ahead“–ისა და “go go”-ს გამო მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ…
ის –
მე – ხოდა რაც შეეხება წუწუნს
მე – ყელი მტკივა
მე –თვალები ალაგ–ალაგ მშვიდობაში
მე – ხვალ არ მივდივარ სამსახურში
მე – და ისა
მე – აუუუუუ
მე – ცუდად ვარ რა
ის – ა?
მე – ?
ის – რატო?
მე – „ა“ რას ნიშნავს?
მე – ვცივდები მგონი…
მე – ვერ ვიტან შემოდგომას…არც ზაფხულია, არც ზამთარი… „მინდა ვიყო მაგარი დრო“ არის Kate
მე – კიდევ ბაუნტი მინდა ბევრი, რომ სულ მქონდეს.
ის – კიდო?
მე – დღეს echoes რომ არის ფორუმზე, იმან მომიტანა… თავანი ჩამაბარა :ბოლი
მე – „კიდო“ არა , კიდევ
ის – ნუ მისწორებ plz
მე – რატომ ვითომ?
მე – კაი ხო, აღარ ვიზამ. მაგრამ ტვინში მირტყამს ხოლმე ეს შენი გრამატიკული შეცდომები
ის – არადა
ის – აბსოლუტურად გრამატიკულად ვბაზრობ
ის – პროსტა ვიცი ეს სპეციალურად დაშვება.
მე – ვიცი, აი დას ვფიცავარ ვიცი, რომ სპეციალურად აკეთებ. მაგრამ, აი…კიარადა, ხომ იცი როგორ მიყვარს, როცა შენ გიტრაკებ . აი, ძალიან მიყვარს, როცა შენ გიტრაკებ უბრალოდ სულ მინდება, რომ შენ გიტრაკო. მაპატიე რა მაპატიებ?
ის – კეჰ
მე –არა?
ის – კი
მე – უბრალოდ ისე მიყვარხარ, რომ სულ მინდება რაღაცაზე გიტრაკო და გეჯუჯღუნო
ის – go ahead
მე – ხოდა ვწუწუნებ და ისა…მებრალები. ამ დღეებში სულ ვფიქრობდი რატომმეთქი
მე –რატომ ევასება ჩემთან ურთიერთობამეთქი
მე – აი მართლა აზრზე ვერ მოვედი რატომ
ის – დაიკიდე
მე – არა მართლა
მე – მართლა ვფიქრობ ხოლმე მაგაზე
მე – და ვერ ვპოულობ პასუხს
მე – შენ არასდროს მეუბნები
მე – და მეც იძულებული ვარ
მე –მე თვითონ ჩავიძირო პასუხების მორევში.

მიყვარს ჩემი წუწუნის თმენისთვის…
ჩემი გაძლებისთვის…
ჩემი გაგებისთვის…
ჩემი ატანისთვის…
ჩემი ვინ მოსთვლის კიდევ რისთვის… Kate

Advertisements

2 thoughts on “უ–dude-ესი არსება

  1. გრამატიკული შეცდომები კიარადა :Dსაუბრის სტილი მაინც შეუცვალე ხოლმე იდენტიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s