ეს ასე იქნება

გუშინ ღამის 3–4 საათზე ვიჯექი დიდ ოთახში და ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. სასაცილოა არა, წესით უნდა დამეძინა, მაგრამ არ მეძინებოდა. ავიღე მობილური და სმს–ები გავუშვი ხალხთან…
მარაზმა…
მარიამი
ბარაშკა…
ანა…
მეგუნა…
მარი…

ყველა ამ ადამიანთა შორის მხოლოდ მარიმ მიპასუხა… კიარადა საუბარიც კი გამიგრძელა…
რამდენიმე სმს–ის შემდეგ მითხრა, მერე დაგელაპარაკები, ახლა მამაჩემთან მივდივარ, რიგი უნდა დავიკავოო. რაღაც გულზე ლოდი დამაწვა… ისე, როგორც არასდროს მომინდა მისთვის ლოყაზე მეკოცნა, ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ ამაზე უარესი ამბებიც ხდება. მინდოდა, მთელი ძალით ჩავხუტებოდი, მთელი, მთელი… ძალიან მიყვარს, უსაყვარლესი ადამიანია.


ხო…
ყველა ამ ადამიანთა შორის მხოლოდ მარიმ მიპასუხა.. სხვა ყველას ეძინა.
კიარადა…
მარიამმა მომწერა: “ეს კიდე all მესიჯი იყო არა?
ტოჟე მნე yahoo messenger–ის all მესიჯები

გადავშალე ჩემი დღიური და…

” 14 ნოემბერი 2008

თავხედი ვარ? შენ წარმოიდგინე, უშენოდაც ვიცი. მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში სულ რაღაცეები ხდება (ნუ ძირითადად ცუდი, მაგრამ მაინც), აქ მინიმუმ 4 ან 5 ჩანაწერი უნდა კეთდებოდეს დღეში, მაგრამ სითავხედეს + სიზარმაცე + კომპიუტერს მიჯაჭვულობა + მოუცლელობა + დაღლილობა. და მიიღება ის, რომ შენზე ხშირად ჩემს ონლაინ დღიურში ვწერ. შენში რომ ვაკეთებ ჩანაწერებს, შენი სახელი კიწი მგონია, ჩემი – ანა. თუმცა მერე აზრზე მოვდივარ და რეალურ სამყაროს ვუბრუნდები.
სხვათაშორის, რამდენჯერ ანა ფრანკი მახსენდება, იმდენჯერ ჩემი გერმანულის კერძო მასწავლებელი მაგონდება. იმიტომ, რომ მან მათხოვა გერმანულად ეს წიგნი, რომელიც დღემდე წაუკითხავია ჩემს მიერ და უჯრაში კარგად და ლაზათიანად მაქვს შენახული. თავს ვიკავებ უფრო მეტად არა იმიტომ, რომ ძნელი და გაუგებარი იქნება, რა უნდა იყოს პატარა გოგოს გერმანული, თან ლექსიკონის გვერდით დადება არ იქნება დიდი პრობლემა. არამედ იმიტომ, რომ რაღაც მაკლია. არვიცი, ეს რაღაც რა არის. ალბათ ის, რაც ზოგადად წიგნის წასაკითხად მაკლია. საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ წავიკითხავ ანა ფრანკს გერმანულად. კიარადა…მეტიც. წავიკითხავ ყველა იმ წიგნს, რომელიც წელს შევიძინე. მართლა, ბევრი შევიძინე და თითოეული მათგანი ისე მიყვარს, თითქოს რომელიმე გადაშლილი მქონდეს ყიდვის შემდეგ. არადა, აი ზუსტად, ივნისის ბოლო დღეს, 30 ივნისს, წიგნის ფესტივალიდან წიგნებით დახუნძლული მივედი გასაუბრებაზე. სერთოდ, არ მეტყობოდა, რომ მუშაობის დაწყება მინდოდა. მკრთალზე მკრთალი მაკიაჟი (ზაფხულში ვერ ვიტან მაკიაჟს), ჩვეულებრივი ტანსაცმელი, უბრალოდ შეკრული თმები, 10 წუთით დაგვიანება. ისე მადარდებდა მე გასაუბრება, როგორც შენ გადარდებს, რომელ ადგილას დაგმალავ. მაგრამ შენ უფრო გადარდებს შენი მომავალი ადგილსამყოფელი, რადგან სულ იმის შიში მაქვს, რომ ვინმე აგიღებს, გადაგშლის და შენც ძალით გაუმხელ ყველაფერს, რაც მე შენ გაგანდე. კარგა ხნის მანძილზე მრავალი წლის გამოუყენებელ და დაკეცილ ხალიჩაში შეგტენე, მერე მაღალი კარადის თავზე. ახლა ამ ნაწერის მერე სად დაგდებ, ჯერ არვიცი. მაგრამ პრინციპი არ უნდა დაირღვეს. მთავარია არავინ გიპოვოს. ხოდადამტოვეს 2 ივლისიდან დღემდე სულ ვმუშაობ და წიგნი არ ამიღია ხელში. რამდენიმე დღის წინ მორეირამ მკითხა შენი მარაგი როგორ არისო. მომერიდა, პასუხი არ გავეცი. არ მინდა, ისევ ისეთივე ზარმაცი გავხდე, როგორიც ადრე ვიყავი, მინდა შენს და წიგნებსაც ერთნაირად გაქცევდეთ ყურადღებას. ამ მუშაობამ კი გეგმები შემიცვალა.
წელს ბათუმში არ ვყოფილვარ…
ზღვა არ მინახავს წელს…
ზაფხულის ცა არ მინახავს…
ჩემს საყვარელ კაფეში ჩემი საყვარელი ცეზარი არ მიმირთმევია…
ქვების შხუილისთვის არ მისმენია…
ღამის კლუბებში არ მიცეკვია..
ღამეში არ მივლია ბათუმის საყვარელ ქუჩებში, როცა ცეკვიდან დაღლილი სახლში მივდიოდი…
მზისთვის არ მიმინდვია ჩემი სხეულის შეფერადება…
დაისისთვის არ მიმზერია… მზის წყალში ჩაძინებისთვის არ მიყურებია…
დღისით უაზროდ არ მიბოდიალია მაღაზიებით აჭრელებულ ქუჩებში…

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შიში გამიჩნდა, მატერიალისტი არ გავხდე. არ მინდა “სამსახურის ვირთხა” გავხდე. არ მინდა “ხელფასიდან ხელფასამდე” გავხდე. მე ხომ ეს არასოდეს მინდოდა.

პირობას ვდებ, მივხედავ მე ამ ყველაფერს. გავერთობი კიდეც, წიგნებსაც წავიკითხავ კიდევ და შენს ხის თხელ ფირფიტებსაც გავჩხაპნი საწერი კალმით.

04:17 am “

ტექსტი READ-MORE-ს შემდეგ

Advertisements

9 thoughts on “ეს ასე იქნება

  1. @jaco – გენაცვალე…არა, მობილურის გამორთვა არასოდეს მიყვარდა, რადგან მიყვარს ღამით სმს–ების გზავნა…თავზესაბანგადაფარებული ვწევარ და ვმესიჯობ 😀 :Dხო, ვცდილობ არ გავხდე.

  2. მე ძირითადად გამორთული მაქვს (ყოველ შემთხვევაში ადრე სულ ვრთავდი) მობილური, მაგრამ ახლა ხანდახან არ გამოვრთავ ხოლმე მარის გულისთვის, ისიც ჩემნაირი დეგენერატია (კარგი გაგებით რა თქმა უნდა ) რა იცი როდის გაახსენდები და დაჭირდები:)))მაგრამ მაინც ყველას გირჩევთ, რომ გძინავთ გამორთოთ მობილურებიი, არ მიყვარს რომ მაღვიძებენ (მარის გარდა რა თქმა უნდა:P)…ჰოდა მაგ დროს მეც მექნებოდა ჩართული მობილი, იმიტომ რომ სამი საათით წინ ხართ თქვენ და ჩემთან ადრე იქნებოდა:)და საერთოდ რისი თქმა მინდოდა ვერ გავიგე:Dნუუუ, იმის რომ ვერ ვახერხებ ხშირად შემოსვლას, მაპატიე ქეით, ძალიან მაპატიე…ჰოდა, არ გახდები სამსახურზე დაშტამპული, ნუ გეშინია და უნდა გაერთო ხოლმე რა თქმა უნდა;):*

  3. მაგ მესიჯზე ადრე მე უკვე გაგეცი პასუხი, თან არაერთხელ და უშედეგოდ 🙂

  4. @Mary – აი ახლა რომ მოგწერო, დამელაპარაკები, ძამიკო??? :boli:

  5. მარტო მე როცა მოომწერ,მაშIნ ბევრს დაგელაპარაკები ჰოლმე,დაიკო :boli:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s