უბლოგერობის შემდეგ

მთელი ეს კვირა…
კიარადა ორშაბათიდან დღეის ჩათვლით თავს ცუდად ვგრძნობდი, რომ ბლოგი გათიშული იყო…
კიარადა…
ანუ ბლოგერი, თორემ ვორდფრესი მგონი ჩვეულებრივად განაგრძობდა ფუნქციონირებას…
ხოოოოოდა, ე. ი. რა მინდოდა მეთქვა…
მთელი ეს 6 დღე საშინლად ცუდად ვგრძნობდი თავს…
ბევრი რაღაცის დაწერა მინდოდა…
ბევრი “მე”–ს დაწერა მინდოდა…
კიარადა, ანუ ბევრი ემოციის…
დადებითი ემოციის…

მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი…
მივხვდი, რომ უკეთესი იყო, რომ ბლოგი გაჩუმებული იყო სადღაც სივრცეში…
თორემ ბევრ ისეთ რამეს დავწერდი, რასაც უკვე ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ვინანებდი…
ხოდა, რომ არ ვინანო…
ამიტომაც მადლობა, რომ მე პირადად ბლოგი გამითიშეთ…
დიდი მადლობა კავკასუსს…
თუ რავიცი რას…

ხოოო…
რაც შეეხება იმას, რომ ვარ თუ არა შეყვარებული…
გეტყვით იმას, რომ არ ვარ…
არ შემიძლია მე ჩემი საუკეთესო მეგობრების მიტოვება და მიგდება ყავის სახლში…
და მის მეგობრებთან მისვლა საბილიარდოში, თითქოს ისინი ჩემები იყვნენ…
და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის შეწუხებული სახით იჯდა ჩემებთან…
და გაღიმებულით თავისებთან…
მე კი ორივეგან გაღიმებული ვიჯექი…
თუმცა გიგი (Starfucker)რომ დავინახე, ვთხოვე, ძალიან მაგრად ჩამხუტებოდა…
მიყვარს ეს ბავშვი…
იმანაც ლამის წელში გამწყვიტა…
გენათალეეე…

ზარი…
სადარბაზოში შესვლამდე 4 წამით ადრე…
და ფრაზა: “სად ხარ?” – შეწუხებული ხმით…
ეს იყო რაღაც კატასტროფულად მიუღებელი…
არ შემიძლია ეჭვიანობის მოთმენა…
კონტროლი…
ბორკილების დადება…
მართლა ცუდად გავხდი…
ძალიან ცუდად…
ღრიალი მინდოდა…

თავისუფალი მინდა ვიყო…
და თუ სიყვარული თავისუფლების შეზღუდვაა, არ მინდა საერთოდ…
საერთოდ არ მინდა სიყვარული…
გავგიჟდები…
ისედაც გიჟი, საბოლოოდ გავგიჯდები…
არ შემიძლია იმაზე ვთქვა უარი, რაც ისედაც ძლივს გამაჩნია..
რაც ისედაც ძლივს მოვიპოვე…

არ შემიძლია ასეთ კარგ ადამიანთან ყოფნა…
რადგან ის ზედმეტად კარგია ჩემთვის…
საოცრად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან…
საოცრააააად…
ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით …
ის მიწაა…
მე – ცა…
მე სადღაც ღრუბლებში დავფრინავ და მინდა ვარსკვლავებს ვეთამაშებოდე…
არ შემიძლია მის გამო ფრთების მოჭრა…
უბრალოდ არ შემიძლია ჩემს ცხოვრებას ვუღალატო…
უბრალოდ არ შემიძლია…
ჩემი პრინციპების ღალატი…
იმას სიმშვიდე უყვარს…
მე – სიგიჟე…
იმას არ უყვარს დისკოთეკა…
მე შემიძლია მთელი კვირა არ გამოვიდე კლუბიდან…
მთელი ეს 3 დღე არვიცი რა ხდებოდა…
თითქოს კარგად ვიყავი მასთან, მაგრამ დღეს ორმაგად კარგად ვარ, როცა ისევ ისე მარტო ვარ…
როგორც წინა კვირას…
წინის წინა კვირას…
კიდევ იმის წინა კვირას…

არვიცი ეს რა შუაშია, მაგრამ…
გუშინ მარაზმასთან მიმავალ 149–ში ერთი გოგო ისე მომეწონა და მინდოდა მეთქვა, რა ლამაზი ხარმეთქი, მაგრამ ჩუმად ვუყურებდი… შემიყვარდა გოგო…
დღეს, პეკინზე, ყურთსასმენებგარჭობილი, გერმანული ნაგაზი მომიახლოვდა გიჟურად…
პატრონი კი არსად იყო…
შევცბი უცებ…
შემეშინდა იმ ძაღლის, რომელზეც ჭკუა მეკეტება, ისე მიყვარს…
მერე გამოჩნდა ძალიან სიმპატიური ბიჭი საბელით (“აშეინიკი”)…
შევხედე და მე მიცინოდა…
მეც სიცილი ამიტყდა…
ასე ჩუმად ვუცინოდით ერთმანეთს…
არაფერი…
ჩაიარა თავის გერმანულ ნაგაზთან ერთად…
აი ხო, თითქოს არაფერი…
მაგრამ ეს ბიჭიც შემიყვარდა თავისი გერმანული ნაგაზით…
ხო, ეს ორი რაღაც რა შუაში იყო, არვიცი მართლა…

ხოდა, სანამ ჩემი და მისი ურთიერთობის მე–3 დღე იყო გუშინ და არა მე–17, გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა მერე უფრო ცუდად და მტკივნეულად გამოსულიყო ყველაფერი…
ხოდა ამიტომაც დღეს დავამთავრე ეს ურთიერთობა…
მისთვის (და მამენტ ჩემთვისაც) ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო…

წავედი ახლა…
ნუცა მელოდება…
დისკოთეკაზე მივდივართ, შარდენზე…
აი დღეს იმდენი უნდა ვიცეკვო, რომ გადავიხსნა ვენები…
ფეხებიდან სისხლი მდიოდეს…
რომ სხვა სამყაროში გადავიდე…
იმ სამყაროში, სადაც რეალურად ვცხოვრობ…
Party Fever არის ერთ–ერთი ტეგი ამ პოსტის…
წავედი…

Advertisements

14 thoughts on “უბლოგერობის შემდეგ

  1. @kaxelo – წარმოდგენა არ მაქვს, რა ჰქვია, მაგრამ რომ მეშინია, ეგ ვიცი…და კიდევ არვიცი რა…მაგრამ…კიარადა…საერთოდ აზრზე არ ვარ რა ხდება…

  2. და სად ხარ ისეთი უწყინარი შეკითხვაა, არაფრისმთქმელი, ელემენტარული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაარ გამოგიცდია შენ ეტყობა ეჭვიანობის გამომხატველი ნამდვილი სიტყვები მაგალითად რა გინდა მაგ სლე სასტავშივისთან ერთად ხარ და რატომშენც იქ აღარასოდეს წახვალ, იმიტომ რომ შენც ისევე გაბოზდები, როგორც ეგენი გაბოზდნენღმერთმა ყველას გაშოროთ 😦

  3. @Chaotic – მართალი ხარ.@პერწკლი – აი, ზუსტად.@ Chill_Out – საყვარელი ხარ.@busuna – გადაფასებას რომ აკეთებ, რომელი უფრო ძვირფასიცაა, იმას იტოვებ.@ ana – ხოდა, არ ყოფილა ეგ სიყვარული.@marazma – მე ვერ გავუძელი ამას.@MaRiaM – ხო, კარგია რაც მოხდა.@ jaco – აუ, აი მართლა არ ვთვლი, რომ ეჭვიანობით და “სად ხარ”–ებით უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი. წარმოდგინე, სამსახურიდან გამოვედი და დავურეკე, მარაზმასთან ავდივარ და შენც იქ ამოდიმეთქი. და გზაში მოვუნდი დიდი ხანი. მივედი, სადარბაზოში შევდივარ და დამირეკავს სად ხარო. აი ნუ არვიცი რა. შეიძლება მეშინია კიდეც. თუმცა რავიცი.@2kija – რა ვქნათ, არ შეგვიძლია ყველას მუსიკალური ამბების წერა.

  4. რითი დავიწყო არ ვიცი. ალბათ მაინც ყველაფერს ჩემი საზომით ვზომავ. შენს მეგობრად ვთვლი თავს და ალბათ რჩევა უნდა მოგცე თუ შევძლებ? საქმეც იმაშია, რომ ყველა განსხვავებული ადამიანია და შენ და მეც ბევრ რაღაცეებში განვსხვავდებით ალბათ. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ შენ ასე გადაწყვიტე ესე იგი ასე აჯობებდა შენთვის. თუმცა იმასაც ვეთანხმები რომ ალბათ სიყვარულის შეგეშინდა.კარგი, ჩემი გადმოსახედიდან ასეა: მე და მარი რომ განსხვავებულები ვართ ისეთი განსხვავებულები არ იქნებით შენ და შენი მეგობარი. საოცრად სხვადასხვა ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა საერთოც გვაქვს ბევრი. დისკოთეკაზე, ღამის კლუბში თუ რაც გინდა დაარქვი, ანუ ღამის ცხოვრება და გართობა ორივეს გვიყვარს…აი ტელეფონმა დაიბზღუილა, დარწმუნებული ვარ მარის ესემესია:))) მოვალ:)გენაცვალე:))) აქ უნდა იყოვო, ასე მინდა მეო:))) საყვარელი:)მოკლედ, აი თვითონ მივედი კონტროლის თემაზე. ყველა ურთიერთობის საწყისი არის (სიყვარულისაც) სურვილი იმისა რომ გაუგო და მაქედან გამომდინარე ურთიერთგაგება (ძალიან ქართულად და ლოთიანად გამომივიდა?:D)…მოიცა, კიდევ ესემესი:Pგენაცვალე:) რა მომწერა ამას აღარ დავწერ:)))ჰოდა, თუ ყველაფერს თავიდანვე წინააღმდეგობრივად ხვდები, ეჭვით უყურებ, რომ თავისუფლება შეგეზღუდება, მაშინ როცა ადამიანს უნდა რომ ყურადღება მოგაქციოს, შენს გვერდზე იყოს, გაგრძნობინოს რომ უფრო მეტი ხარ მისთვის ვიდრე შენ ფიქრობ… მოკლედ მაშინ ვერ გადალახავ ამას სხვა დროსაც. თუმცა გეთანხმები, რომ ზოგს ადრევე მოსდის ხოლმე “კონტროლის” სურვილის გამოხტომები:))) თუ არ გინდა რომ უფრო თავის ნებაზე მიუშვა ურთიერთობა და უბრალოდ ისიამოვნო, თუ დისკომფორტს გრძნობ, მაშინ არ ყოფილა შენი, მაგრამ ხანდახან შეიძლება გარიკსო ხოლმე და მერე შეიძლება ისე მოიქცე როგორც დღეს მარი მოიქცა (სხვათაშორის პირველად)…ანუ პირველი ნაბიჯი მოდიოდა ჩემგან… ჩვენ გვაქვს თავისუფალი ურთიერთობა თავიდანვე და ერთმანეთს არ ვზღუდავთ არაფერში, იმიტომ რომ ვენდობით ერთმანეთს და გვიხარია რომ ვენდობით, რაღაცნაირად პირადად მე მაძლიერებს ეს ნდობა, თუმცა არ ვიცი როგორ…ჰოდა როგორ დაიწყო ყველაფერი “კონტროლის” დარგში:ჩემმა აქაურმა მეგობარმა ოლამ (დიახაც, მდედრმა:D) დამპატიჟა საშობაოდ თავისთან ოჯახში პოლონეთში იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სახლში მიდის, ოჯახებში თავისთან შობის შესახვედრად და მე არ მივდიოდი და წამოდი ჩემთან, ჩემებს გაუხარდებათო… ნუუ, მე ჯერ უარი ვუთხარი, ანუ არ ვიცი თქო, ჯერ სხვა გეგმები მაქვს თქო, მერე ის გეგმები გადაიდო და დავაპირე თანხმობის თქმა, მაგრამ ჯერ მარის ვთხოვე ნებართვა (!) და აი აქ დაიწყო რაც დაიწყო:საოცრად გაუკვირდა მარის მე რატომ მეკითხები ეგეთ რამეებსო და ძალიან ეუცნაურა, მე ვუთხარი, რომ მე გაძლევ თქო უფლებას ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში მაგ დონემდე თქო და თუ შენ არ გესიამოვნება, რომ მე ოლასთან წავიდე დავიკიდებ და არ წავალ თქო. არ არის ეგ ჩემი საქმეო, მე ვერ აგიკრძალავო და რა თქმა უნდა წადიო თუ გინდაო… მოკლედ ძალიან გაუკვირდა რომ “ნებართვა” ვთხოვე. თუმცა მეორე დღეს ბოდიში მომიხადა არაადეკვატურად მოვიქეციო და მადლობა რომ ამდენის უფლებას მაძლევო…გუშინ კიდევ რაღაცეები მოხდა, რაღაც მეწყინასავით:))) არ მინდა მოვყვე, პირადია, თუმცა მარისგან არ მწყენია, მაგრამ პირველად რაღაცა “დავუშალე” და როგორც შენ გინდა ისე მოვიქცევიო.ჰოდა რა ქნა თქო მარიმ დღეს პირველად: ნებართვა მთხოვა მეც პირველად დღეს: მომწერა წავკისში დამპატიჟეს (სახელიც დააკონკრეტა ვინ დაპატიჟა) და წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ წავიდეო. 100% იცოდა რომ ვეტყოდი წადი თქო, მაგრამ მაინც მომწერა, იცოდა რომ გამიხარდებოდა რაღაცნაირად… აბა ათასობით კილომეტრები გვაშორებს და რა აუცილებლობაა რომ წინასწარ ნება დავრთო იქ წადი და აქ არა თქო…ანუ ყველაფერი ორი ადამიანის სურვილზეა ერთმანეთს გაუგოს…თუ გარისკავ ვერ გეტყვი ინანებ თუ პირიქით ბედნიერი იქნები… შენი გადასაწყვეტია ეს:)))და არ ვეთანხმები ამ იმის მეგობრებში და ამის მეგობრებში ყოფნის დადებით და უარყოფით მხარეებს, იმიტომ რომ თავიდან ეს ყოველთვის ასე იწყება, ბუნებრივია და მერე უკვე საერთო ხდება ეს მეგობრების წრე და არანაირი დისკომფორტი არ არის არც ერთი მხრიდან…ანუ შენი ლოგიკიდან გამომდინარე ისე გამოდის სულაც არ გინდა რომ გყავდეს მეგობარი ბიჭი… მაგრამ ალბათ უფრო ჯერ არ ხარ მზად? გეშინია ქეით?;)

  5. no comment…martla ar vici ra davcero magram rogorc amboben “to chto proisxodit, proisxodit k luchshemu…”sayvareliiiiiiiiiiiiiiii :*

  6. zogjer adamianebs namdvili sikvarulis eshiniat..zogjer ubralod pasuhismgeblobis eshiniat tundac justeris cinashe..mtavaria sakutar tavtan bolomde gaarkvio ra ginda da shemdgom ukve chamoklabide..iqneb bevri ramis datmobac gigirs am urtiertobis gamo..iqneb aqet shenc chatvalo rom is scorad echvianobs da gakontrolebs..da es borkilebad kiara kuradgebis gamomhatvelad mogechvenos

  7. სიყვარული თავისუფლების დაკარგვა ნამდვილად არაა 🙂

  8. gigieg shen ggonia rom tavisuflebas gizgudaven arda medals kaak minimum 2 mxare aqvs magram zigjer metic!!!!ase rom ar dakargo is rac namdvilad ginda imis gamo rac ukve gaqvs!!!!!

  9. თავისუფლებაზე კარგი არაფერია….და არაფერია იმაზე საშინელი , როცა რამეს აკეთებ და “იმას ეწყინება ალბათ”…

  10. ზედმეტად კარგი შენთვის????bullshit!!!!Just, get it, till U can…და კონტროლFრიკობა და ეჭვიანობები ყველა ურთიერთობას ამიწებს… 😦

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s