me without myself ////// 26.11.2008

რატომღაც ასეთი სათაური მინდოდა ამ პოსტისთვის დამერქმია…
კიარადა…
ბაზარი არაა.ვიცი რატომაც..
მაგრამ ვერ ვხსნი იმ ძირითად და ყველა მნიშვნელოვან მიზეზს.
ხოდა სანამ ამ მიზეზების ძებნასა და ძიებაში ზედმეტი დრო დამიკარგავს, ბარემ დავარქვამ და ჩუმად წავალ.
ისევე ჩუმად, როგორ ჩუმადაც სულ მივიპარები ხოლმე.

თამოს პოსტი ვნახე ჩემზე დაწერილი.

წერილი ქეთის, მე და თქვენ..

ხანდახან მაოცებს ჩემი ძალა..
მაოცებს იმდენად ძლიერი შემიძლია ვიყო..
იმდენად შემიძლია ადამიანებს გვერდით დაუდგე..
ან დაუჯდე და ვესაუბრო..
აი დაუსრულებლად ვესაუბრო და საკუთარ თავში ძალის ძიებაში დავეხმარო..

გუშინაც მასე მოხდა..
თითქოს არაფრით დაიწყო და ბოლოს იმდენად შევიჭერი როლში რომ..
მთელი საღამო ვფიქრობდი საიდან ან სად ვპოულობ ამ ძალას, ამ სიტყვებს..

არარსებობს ადამიანი..
არ არსებობს ადამიანი რომელშიც არაა ძალა..
რომელშიც არაა გამბედაობა..
რომლმაც თუ გულით მოინდომა არარსებობს რამე ვერ გააკეთოს..
დიდი ძალა აქვს ადამიანის გულს..
ძალიან დიდი..

აი ზოგჯერ ვზივართ და გვგონია..
გვეჩვენება რომ პირდაპირი რეისით უფსკრულისკენ მივექანებით..
ვეპოტინებით ყველას და ყველაფერს..
საოცარი, შველის, მუდარით აღსავსე თვალებით შევყურებთ სამყაროს..
და გვეჩვენება რომ სამყარო ჩვენი წინააღმდეგია..
რომ სრულიად მარტონი ვართ..

ვერ ვიტყვი რომ მასე არაა..
სისულელე იქნება ამის თქმა..
მაგრამ..
მაგრამ თვალები სწორი მიმართულებით უნდა მივმართოთ ..

სარკისკენ..
ან ჩვენი სულისკენ..
ჰო,სწორედ..

ერთადერთი არსება რომელიც არასოდეს გვტოვებს..
არასოდეს ვბეზრდებით..
მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტ ძალას გვმატებს ..
ყველაზე მეტად მას შეუძლია გვაგრძნობინოს ის რომ ბედნიერები ვართ..
დიახაც..
ჩვენ..
ჩვენი თავი..
ჩვენი მეორე მე..
სულიერი..
იქ სადღაც გულის კუნჭულში არსებული მე..
რომელსაც თითქმის არასოდეს ვუსმენთ..

და კითხვა რატომ?
რატომ არ გვინდა ჩვენ ადამიანებს დავინახოთ ის თუ რამხელა ძალა გვაქ..
თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ თავს გავუღიმოთ და გავთბეთ..
თუ როგორი კარგები ვართ..
ან პირიქით ცუდებიც კი..
რატომ არ შეგვიძლია იმდენად კარგად გავიცნოთ საკუთარი თავი რომ მარტო დარჩენილებიც არ ვიყოთ მარტო..
მასეა ეს..
თუ მოვინდომეთ..
თუ ვიგრძენით..
თუ შევძელით ემოციების სწორად მართვა..
თვალების სწორი მიმართულებით გახელა..
არ არსებობს..
აღარ არსებობს არაფერი შეუძლებელი..

და ჩვენ სამყაროს ძალას..
ხალხის ძალას კიარა..
ჩვენივე ძალას დავინახავთ და დავაფასებთ..
და როცა ცუდათ ვიქნებით ადამიანების ძებნას კი არ დავიწყებთ..
პირიქით შორს გავიქცევით ადამიანებისგან რომ საკუთარი თავის იმედად დავრჩეთ..
რომ ჩვენში მიძინებული ძლიერი პიროვნება გავაღვიძოთ..
რომ ჩვენში ვიპოვოთ ის ყველაფერი რასაც სხვაში ვეძებთ და ვერ ვპოულობთ..
მასეა ეს..

არ არსებობს..
არავინ არ შემეწინააღმდეგოს ამაში..
აი სულ არავინ რა..
იმიტომ რომ დანამდვილებით ვიცი..

არ არსებობს ჩვენივე თავზე ძლიერი მტერი თუკი ჩვენ ჩვენი თავი გვკიდია..
ზუსტად მაშინ გვთელავს და გვანადგურებს ცხოვრება როცა საკუთარ თავს ვიკიდებთ..
ეს ერთგვარი თვითგანადგურების ინსტინქტია..
ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ..

მაგრამ საკმარისია შევიყვაროთ..
საკმარისია საკუთარ თავთან გულახდილად, ნიღბის გარეშე ვიურთიერთოდ და..
ვსო..
მანდ მთავრდება ტრაგედიები, თვითგვემები, გამოუვალი სიტუაციები..
საკუთარ თავისკენ მიმავალი გზა ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობის გზაა..
სწორედ იმ ბედნიერების რომელსაც ამდენ ხანს ასე ველოდით..
ასე ვეძებდით..
მაგრამ არასწორი მიმართულებებით..
ეგაა რა..

მე ამას შევძლებ..
მე ეს უკვე დავიწყე..

ახლა წავიკითხე…
ხოდა ეგ დღე გამახსენდა.
ცუდი დღე იყო.
კარგად მივედი და ცუდად წამოვედი.
საშინლად ვიგრძენი თავი…
ვეცე–ში შევარდნები და იქ ტირილები…
და აქეთ გამოსვლები და “არა, კაცო, რა ტირილი, რის ტირილი, ლინზა გამოძრავდა თვალში”…
ისე ტირილის შემდგომ იმდენად ხშირად ვამბობ ამ უკანასკნელ ფრაზას, რომ მგონი მეც ვიჯერებ ნელ–ნელა, რომ ლინზამ “მატკინა”, “თვალში დამეკარგა”, “გამოძრავდა”…
საუკეთესო გამოსავალია, როცა არ მინდა ვინმემ გაიგოს, რომ ნამტირალები ვარ.
რჩევას ვითხოვდი…
დახმარებას…
ვინ შემომხედა?!
ვინ რა მირჩია?!
საუბარი არ დამაცადეს…
ერთმანეთს არ აცლიდნენ თქმას, არათუ მე – ახსნას, გადმოლაგებას იმ ყველაფრისა, რაც აშკარად უნდა გადმომელაგებინა…
ყველაფერში დამნაშავე რა თქმა უნდა მე ვიყავი!!!
[offtopic]გუშინ გავიგე, რომ თურმე “რათქმაუნდა” კი არა, “რა თქმა უნდა” ყოფილა სწორი ვერსია”[/offtopic]
ყველაფერი ცუდი მე გამიკეთებია თურმე…
ერთი თამო იჯდა ჩუმად…
ხმა არ ამოუღია…
ხმა…
ჩუმად იჯდა და მიყურებდა…
თავისი თავი დაინახა ჩემში…
გიყურებდი და ჩემს თავი მეგონეო…
ალბათ ეგრეც იყო…
კიარადა რაღა “ალბათ”…
ეგრე იყო.
მერე, წამოსვლისას მითხრა შენ ბოლოს უნდა გაკოცო და გაგაცილოო…
ხოდა რაღა კოცნა?! ბავშვები რომ გავიდნენ,კარი მიკეტა, შემომიტრიალდა და ისე ავღრიალდიიიი…
როგორც პატარა, უმწეო ბავშვი…
ვიდექი უკვე გასასვლელად გამზადებული და ვტიროდი…
მოვიდა, გულში ჩამიკრა… პატარა ბავშვებს როგორც იკრავენ ხოლმე…
მკოცნა…მეფერა…. არ გამიშვა…
ცუდად ვიყავი… ძალიან ცუდად…
მერე შემიყვანა, დამსვა, მანუგეშა, მესაუბრა…
ჩემს თავს ვუყურებდი და არ შემეძლო რამე მეთქვა შენთვის ისეთი, რომ გული მეტკინებია შენთვისო…
რჩევები მომცა… რჩევები…
დამამშვიდა…დამაწყნარა…
რასაც ვითხოვდი თავიდანვე…
დრო არ გვქონდა, გოგოები გარეთ იდგნენ და მელოდნენ…
მერე დარეკეს, ჩვენ გავედითო…
ვიფიქრე, დავეწევიმეთქი, მაგრამ აღარ იყვნენ.
თურმე იქვე ყოფილან.
რომ დამირეკეს, უკვე გზაში ვიყავი.
ასე სჯობდა…
სამარშრუტო ტაქსით ჩავუარე მათ ავტობუსს… ჩაგიარეთმეთქი, მივწერე და მეტი არაფერი…
მართლა ასე სჯობდა.
მარტო უნდა ვყოფილიყავი, რომ გამეანალაზებინა რამე მაინც.
არვიცი რამდენად მოხერხდა, მე რამდენად მოვახერხე, მაგრამ მაინც საჭირო იყო რამდენიმე ხნით დაშორება, რომ რამეზე დავფიქრებულიყავი…
ახლა, უკვე არა 26 ნოემბერს, არამედ 3 დეკემბერს ისევ ისე კარგად
კიარადა ძალიან კარგად ვარ მათთან…
მას შემდეგ არაერთხელ ვნახე ყველა და არც გავიხსენე 26 ნოემბერი…

ესეც მე ჩემი თავის გარეშე…
არ შემეძლო აქ ყოფნა…
კიარადა…
უფრო სწორად ვიყავი, მაგრამ ვიღებდი ამ სურათებს და ამიტომაც არ ვარ მათში…
არადა რამდენი მეხვეწნენ 5–ვე, მოდი ჩვენთანო…
ვერ მივედი… არ შემეძლო.
ძალიან ცუდად ვიყავი და უბრალოდ არ შემეძლო გაღიმება…

მიყვარხართ სულელებო…Kate

Advertisements

3 thoughts on “me without myself ////// 26.11.2008

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s