Let It Snow, Let It Snow, Let It Snow

თოვლი…
ნუ, რა თქმა უნდა თოვლი…
ჯერ არავის ბლოგში არ შევსულვარ, რადგან ჯერ ჩემი ემოციები უნდა დავწერო ამ ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით…
მერე სხვა ბლოგებისკენ გავეშურები, რადგან ვიცი ბევრი აღწერს თავის სიყვარულს თეთრი, ატმოსფერული ნალექის მიმართ.
არ არსებობს ჩემთვის საგანი (თოვლი საგანია???), რომელიც არის მსგავსი
საყვარელი…
ვნებიანი…
მიმზიდველი…
ლამაზი…
სექსუალური…
იდუმალი…
ჯადოსნური…
იმედის მომცემი…
ოცნებებით აღსავსე…

დიახ…
ეს თოვლია…
ეს ჩემი დესკტოპია, სადაც Coldplay–ის ბიჭებს “ათოვთ”…

გუშინ ჩემი მობილურის მეხსიერებაში ვინც კი წერია, იმათ 75%–ს მესიჯის სახით…
წარმოიდგინეთ, გამოვედი კომპიუტერის ოთახიდან…
გავედი დიდ ოთახში, გამათბობელს დავუდექი წინ…
გავიკეთე სათვალე და რას ვხედააააააააააააააავ…
“აააა, გარეთ გაიხედე, რა მაგარიააააა…რა დროს ცუდად ყოფნაა, თოვლიიიიიი… თოვლის მოსვლას გილოცავ…”

ეს იყო ჩემს მიერ სადღაც 60–70 კაცთან გაგზავნილი სმს…
ნუ, იასნია როგორ გოგოები კაიფობენ ხოლმე ჩემზე… ქეითმა All Message გამოუშვა…
და ეს იყო ყველაზე All Message რაც კი ოდესმე გამიშვია…

ხო…
ახლა პასუხები…
ა, უი ხო..
პასუხებბამდე უნდა აღვნიშნო, რომ ბევრმა არ მიპასუხა. ნუ სავარაუდოდ ან ეძინათ, ან ანგარიშზე არ ჰქონდათ…
1)ნუ ვისაც ანგარიშზე ჰქონდა, მაგრამ ეძინა ანუ შაკომ ანუ იგივე MOLA–მ არც დილით იკადრა მესიჯის მოწერა… დაეზარა, როგორც დღეს მითხრა… კიარადა, არასასიამოვნო ტონით მკითხა, რამდენი წლის ხარო?!
2) Mr-President – მადლობა და რომელი ხარ?
მე – კარგი რა დავით…Kate789 ვარ ბიჭო…
Mr-President – რა გიხარია მერე, თოვლი? ვაფშე რატო არ გძინავს და საერთოდ. მეზიზღება ზამთარი Kate
მე – ნუ ხარ დესპოტი :შენისმაილი: (ანუ ეს>>> Kate)ზამთარი ახალი წლისა და თოვლის მოსვლის ბედნიერებაა. გადაბრუნდი, დაიძინე. ხვალ სამუშაო დღეა მაცადე სიხარული.
3)მარიამი/ლილიანი – ცუდად სულაც არ ვარ, ისე მადლობა, მაგრამ ახლა ჩემთან სასწაული სიმშრალეა და შენ ნაღდად ამ პლანეტაზე ხარ???
მე – ჰაჰა, კი ამ პლანეტაზე ვარ ჩემთან სასწაულად თოვს… ააა, რომ იცოდე, როგორ მიხარია თოვლიიიი…
მარიამი რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ – ააა, ახლა აქაც დაიწყო!
მე – ხომ ვთქვიიიიი… მაგარიაააა…სოფოსაც მივწერე, სხვა ვარო, მაგრამ ეგ არაფერი. ვინც არ უნდა იყოთ მობილურებს იქით, ყველას გილოცავთ. მიხარია, მარ. :*
(პრინციპში ერთადერთი ადამიანი მარიამი იყო, ვინც მთელი დატვირთვით ამყვა თოვლის მიერ გამოწვეულ სიხარულში…)
4)ჩემი და მარიამის საერთო მეგობარი, სოფო – მეც გილოცავ, მაგრამ არც ცუდად ვარ და არც კარგად და ეს სმს არ იყო ჩემთვის Kate ნომერი აგერია, მაგრამ თოვლმა ძალიან გამახარა
მე – მე სოფო მგონიხარ და შენ ვინც გინდა, ის იყავი. მაგარია თოვლიიიი, გილოცავ, ვინც არ უნდა იყო…
5) ჩემი ძმა – აბა თოვლი???
მე – თოვლია, აბა რა არის?! დეგენერატო…
6) ჩემი მეგობარი გოჩა – ნეტავ ლამაზი იყოს…
მე – კი, საოცარი სილამაზეა. და ხვალ რა მაგარი სილამაზე იქნება…
გოჩა – ნეტავ ლამაად დადოს…
მე – ხო, მეც მაგის იმედი მაქვს… ძალიან მაგარია… Alles ist mit Schnee bedeckt..
7) ნუცა – მადლობა გოგო, მეც გილოცავ don’t groooze! (არ დაიგრუზოო ანუ.)
8) მეგობარი ირაკლი – ააა, რა მაგარია, თოვლი ჩემს დაბადების დღის სიურპრიზი…
მე – უიიი, რა დებილი ვარ.. გილოცავ, პატარა…
ირაკლი – Danke meine Süssi… du bist sehr liebling…
9) hexe დილით ადრე – სწორად ახლა გავიხედე Kate შენც გილოცავ საყვარელო. ახლა მივდივარ ლექციაზე და იმდენად გამახარა თოვლმა და შენმა მესიჯმა, რომ გადავწყვიტე ახლავე მომეწერა. მაპატიე, თუ გაგაღვიძე. ბედნიერი დღე შენ.

სამსახურში მივედი და იმხელა ნაძვის ხე დგას დარბაზში…
ულამაზესი…
და თაკას მესიჯი…
გოგო იმენა მახარბებს გუნდაობით, რა დროს მუშაობა არის, საგუნდაოდ გავვარდიო…
ბოროტო, გეზიზღები…

ეს სიმღერა თქვენ…
Sarah McLachlan – Song For A Winters Night

Advertisements

11 thoughts on “Let It Snow, Let It Snow, Let It Snow

  1. ისე ლამაზად დაახასიათე თოვლი, რომ მომერიდა, არც ისე რომ არ მიყვარს :))

  2. @ dodka – შენ სუ მინუსებში ხარ. :D@m i r a m a x – ნუ, რომ დაფიქრდეს კაცი ხო, მაგრამ მაინც გამიხარდა…

  3. ui mec momivida da ver mivxvdi rom all iyo, metqi ashkarad ar var cudad, saidan moitanatqo 😀 ise sheni mesijit gavige, rom tovda.xoda angarishze minusebi maqvs axlac 😀

  4. @cheshirskaia – შენი ნომერი არ ვიცოდი, თორემ შენც მიიღებდი ჩემგან.

  5. მე სულ ორი მესიჯი გავუშვი 🙂 ერთი მარიკასთან, მეორე ჩემს ძალიან ძველ მეგობართან. 🙂 ტრადიციაა.

  6. @hexe – ჰაჰა, მაგარი იყო….ხოდა გაიხარე…@utvino – ეგ არაფერი…@Pink Panthere – უი, მართლა???პირველად მესმის…

  7. მეც მიყვაეს თოვლირაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს თქვენთვის ლილიისფერი თოვლი მაქვს ნანახი. ასევე ღია ცისფერი 🙂

  8. მეც დილით ვნახე და ანგარიშზე არ მქონდა და მერე დამავიწყდა : ((ისე ვერ ვიტან ზამთარს : ((

  9. ნეტა იმ დროს თუ მოვესწრები როცა პრეზიდენტს მესიჯს მივწერ და ის არ იკითხავს რომელი ხარო 🙄 :lol:ხოდა საყვარელი ხარ შენ კიდე ძალიან….. 🙂 :2kiss:მე დილით ვნახე , ღამე მეძინა :user: ძალიან გამახარე :love:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s