ხო რა…
რაღაც სასწაულად არ მომდის თავში არაფერი…
იმდენად დაღლილი ვარ, რომ ისიც არ ვიცი რაზე ვწერო…
რავიცი აბა…
მუზები ახლა სად არიან, ნეტავ ვიცოდე?
კიარადა ვიცი….
ისინი ახლა სადღაც სკანდინავიაში ან სულაც ბრიტანეთში არიან…
ნუ სკანდინავია იმიტომ, რომ კარგი თოვლიანობაა ახლა ალბათ იქ…
და ნისლიანი ალბიონი კი იმიტომ, რომ ევროპაში ყველაზე საყვარელი ქვეყანაა (ალავერდი იტალიასა და გერმანიას)…
ხოდა ახლა ჩემი მუზები ნამდვილად იქ არიან…
მათ აქვთ დიდი სახლი.. და არა ბინა…
მათ სახლში არის ჟრიამული განწყობა… და არა დაღლილობა…
მათ სახლში დგას დიდი, მაღალი ნაძვის ხე… და არა კლავიატურადამპალი როიალი…
აი ასეთი ნაძვის ხე
მათ სახლში არის დიდი და გიზგიზა ბუხარი… და არა გამათბობელი “carma”…
მათი ნაძვის ხის ქვეშ, იატაკზე ბევრი საჩუქარი აწყვია… და არა იატაკის მილიონი საპრიალებელი ნაჭერი…
ისინი იქ ლამაზ თოვლს უმზერენ… და არა ტალახსა და მოყინულ გზებს…
ისინი სახლის ფანჯრიდან უსმენენ და უმზერენ საახალწლო სიმღერებსა და გირლანდებით მორთულ არათუ საგნებს, არამედ ხალხსაც კი… და არა უბნელი ნარკომანებისა და ლოთების, ან თუნდაც ნაქეიფარი კაცების მტლაშა–მტლუშსა და დედის გინებას…
@ქეთი – აუ მეც ეგრე მემართება და რა ვქნათ მე და შენ, ხომ არ იცი?
არა, მეწერინება ხოლმე , მაგრამ მაშინ როცა კომპთან არ ვზივარ : )აი ძილის წინ გონებაში ყველაზე კარგი აზრები მიტრიალებს, ვოცნებობ ხოლმე ვინმე იწერდეს და მეორე დღე ვკითხულობდე 🙂
@ქეთი – მოიცა, იმიტომ არ წერ, რომ გეწერინება???მე სულ მეფანტება ნაფიქრი… ყველაზე კარგი მაშინ არის, როცა თან წერ და თან ფიქრობ…ეგ არის ყველაზე კარგი სიტუაცია.
მე კიდო მეწერინება ხოლმე მაგრამ მაგიტომაც ვერ ვწერ :(რომელი ჯობს : ))
@nikoloz – მეც ძალიან მიყვარს ბრიტანული მუსიკა… ხო, აი რაღაც არ მაქვს საერთოდ ეგ საახალწლო განწყობა. @ERM0NIA – ლაააააააშ… აუ როგორ გამიხარდიიიი…ხო აუცილებლად უნდა ჩავუსაფრდე, თორემ სხვა გამოსავალი არ არის. გამიხარდი და მეც ჩაგამატე.@Pink Panthere – ეჰ, ნეტავ…
muzebi arian cudebi :user: wasvla ician da mosvla agar :givi:
გვინდა ერთი ჭიამაია , რომესაც დავისვავთ ხელზე და ვეტყვით ”ჭია ჭია მაია, ჩემი მუზა მაპოვნინე 😛 ” საითაც გაფრინდება შენი მუზა იქითკენ უნდა ეძიო :ჵ
ქეთუს, მუზები აქაც დაფრინავენ, კარგად დააკვირდი და როგორც კი თვალს მოჰკრავ შეიპყარი. ცოტა გაჯინება იციან, მარა ეგ არაფერი. 🙂 კისსP. S. დავბრუნდი რეინკარნაციით. 😀 ჩაამატე ბლოგ–როლში ორივე ჩემი ბლოგი. ეს ერმონიას სასუფეველია: http://ermonia.blogspot.com/ , აქ კი ჩემი ვოლონტიორული ვირტუალური გაზეთი “ანარეკლი” იქნება: http://anarekly.blogspot.com/ჩემს ბლოგროლში უკვე ხარ. 🙂
😀 რამის ტირილი დავიწყე )))) მეც მაგრად მევასება ბრიტანეთი განსაკუთრებით ბრიტანული მუსიკა ისეკი მე პირადად საახალწლო განწყობა ბავშვობის მერე არ მაქვს მარა ეგ სულ სხვა ისტორიაა 😉