insomnia / სასაცილოა ფაქტიურად

ოო, ცისფერი მთები ანუ ტიანშანი???
კი, მაგრამ რა საჭიროა ეს ორი სათაური…
მელოდიას არ ავტვირთავ, რადგან სავარაუდოდ გაქვთ…
მაგრამ თუ არ გაქვთ, ხომ იცით მაინც…
“ცისფერი მთები”–ს გენიალური მუსიკალური ფონი…
გია ყანჩელის, ჩემი საყვარელი კომპოზიტორის ნაწარმოები…
ისე მეორენაირად “საუნდტრეკი”, მაგრამ ქართულ ფილმს “მუსიკალური ფონი” უფრო უხდება…
სინატიფეს ანიჭებს…

დღეს სავსე ვარ…
ირონიით, სარკაზმითა და ცინიზმით სავსე ვარ…
ხოდა, თუ ძალიან შეწუხდა ვინმე, როგორც ჩემი კომენტარების ყუთის პროლოგად წერია: “თუ თავს ცუდად გრძნობთ ჩემს ბლოგში, მსოფლიოში მილიონი სხვა ბლოგი არსებობს.”
ხოდა…
რა შუაში იყო ახლა ეს, ისიც არვიცი..
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვწერ…
კიარადა, მუზა დავიჭირე ერთ–ერთი…
და სანამ სადმე გაქცეულა…
სანამ ლამის მთელ საბლოგერო სამყაროს აღუწერია, თუ როგორი მაგარი და “cool” ფილმი იყო “ის, რაც შენ გიყვარს”…
სანამ Mr-President–ს თავისი მეოციათასე პოსტი დაუდია თავის საყვარელი სამსახურის თემაში…და მე დავუდანაშაულებივარ ინტრიგნობაში TBC bank–ის თემაში შეცდომების აღმოჩენისთვის…

სანამ უძილობას საბოლოოდ ბოლო მოუღია ჩემთვის…
მანამ ჩემს ყოველდღიურ ბლოკნოტში ჩამიწერია რაღაცეები.

დღე იგი შაბათი…
დილით 10–ზე უკვე სამსახურში ვიყავი.სამუშაო დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მობილურმა დამირეკა სამსახურში…
და ჩემი მოსწრებული პასუხი…
მე – ქეთი გისმენთ.
ტელეფონი – დათუკა შენ ხარ?
მე – სხვაგან მოხვდით…

ხო…
მომილოცეთ!!!!
ძლივს დავაყენე საშველი!!!
ვიყიდე ლინზები და შორს, უკიდეგანო სივრცეში გადავაგდე ჩემი ტანჯვა, რასაც “სათვალით ყურება” ეწოდება…
მოიხსენი, გაიკეთე, მოიხსენი, გაიკეთე…
“პიზძეცი” მქონდა უკიდეგანო მაგის გამო აკიდებული…თან ყურებზე და ცხვირზე ისე მაწვებოდა, მეგონა სკაფანდრი მეკეთა. ეს 2 კვირა როგორ გავძელი, ის მიკვირს. მაგრამ ლინზა, რომ ვიკეთებდი, თვალში დამეკარგა, ზევით ავიდა, და რომ ჩამოვიდა და გამოვიღე, გახეული დამხვდა. 2 თვის მანძილზე ეს უკვე მე–3–ჯერ გახეული ლინზაა, სულ ახალი. გარდა იმისა, რომ ეს ხარჯიცაა, ნერვების მოშლაცაა. ხომ მეკარგებოდა ადრეც, მაგრამ ვიღებდი, ვასწორებდი და სწორად ვიდებდი. ახლა კიდევ სულ მეხევა. გუშინ “რონიკო”–ში რომ დამინახეს სათვალით, დაჯიმ შენი ნერვები მე აღარ მაქვსო და ჯაბადარში გამიშვა. ხოდა შევიძინე 2 ცალი მინუს 5 მხედველობის ლინზა, სითხე “renu”, რომლის ახლანდელი დიდი მარაგი მალე დამიმთავრდება და სათვალის ლამაზი ჩამოსაკიდებელი, რომ სათვალე ადვილად მოძებნადი გახდეს. KateKateKate
სათვალით ხალხი რომ მხედავდა, ყველამ რატომღაც იმიჯის შეცვლა ღიმილით მომილოცა. ვერ ვიტან, როცა მიწევს იმის ახსნა, რომ “იცით, სათვალე იმისთვის კი არ მიკეთია, რომ “პაგანი” იმიჯი შევიცვალო, არამედ იმიტომ, რომ თვალში მაკლია და არც თუ ისე ცოტა. რამდენიმე დღის წინ ლილიანი და მაო მოვიდნენ ჩემთან სამსახურში და გამიარდა. არა, მათი მოსვლა კი გამიხარდა, რათქმაუნდა. მაგრამ მაგაზე უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ მათაც არ მითხრეს: “უი, ახალი იმიჯი” Kate მათგან ნაღდად ვერ გადავიტანდი მსგავს ფრაზას. თუმცა მამენტ მარო არც მეტყოდა, თვითონ მეუბნებოდა მე–10 კლასში თვალებს აწვრილებ და სათვალე გჭირდებაო. ხოდა ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ზედმეტი ემოციის, რეპლიკის თუ “სწერვობის” გარეშე შემომხედა თვალებში ოპტიკური ხელსაწყოს მიღმა.
ხშირად ვიხსნიდი, ნერვები მეშლებოდა და მოთმინება აღარ მყოფნიდა და იმიტომ. გარდა ამისა, ტრანსპოტში ვიხსნიდი, რომ არ მენახა ქუჩები, რომლების გავლაც მიწევს ყოველდღე.
რომ ამ მანძილის გავლისას ყურებაზე კი არა, სუნთქვაზე ვიყო ორიენტირებული. ვიჯექი და უბრალოდ ვსუნთქავდი სახლიდან სამსახურამდე ან პირიქით. ეს იყო ერთგვარი შვება.
ახლა მართლა ბედნიერი ვარ, მართლა. დავისვენე, ამოვისუნთქე. მართლა დაღლილი და ბედნიერი ვარ.

ხო, ეს იმას მოვაყოლე, რომ შაბათს სამსახურის მერე “რონიკო”–ში ვიყავი თამარ მეფეზე. იქიდან ბარემ სადგურზე ავედი და სახლში მომავალ სამარშრუტო ტაქსში დავჯექი. “რონიკო”–სთანაც გამოივლიდა, მაგრამ არ გამიჩერებდა.
აი აქ უკვე ჩემს ჩანაწერს დავდებ…

“27.12.2008 დღის 5 საათი
ხოდა, მე იმ ჩანაწერს ვაკეთებ, რომელსაც სავარაუდოდ საღამოს ბლოგში დავდებ. ვზივარ სახლში მომავალ სამარშრუტო ტაქსში და სიმართლე ვთქვა, თავ–ბედს ვიწყევლი, მეტროთი რატომ არ წამოვედიმეთქი. რკინიგზის სადგურიდან მივდივარ. მინი–ავტობუსი ხალხით რომ სავსეა,ნუ კარგი. მაგრამ ჩანთა რომ პატრონზე მეტია, ეგაა აქ აღსანიშნავი. გასაგებია პრინციპში, ახალი წელია და მისი ყოველწლიური ამბავი…
კიარადა…
ყოველი წლის დეკემბრის ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი “საახალწლოს პროდუქტები უნდა მოვიმარაგო”‘ სიტუაცია. ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი. ამასაც ავიტანდით, რადგან ეს სამარშრუტო ხაზი მიჩვეულია ამ სიტუაციებს, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვწერ ამ შემთხვევაში…
საცობი – და ეს საცობია, რომელიც არანაირ კავშირშია შამპანურთან. მე საზოგადო ჭირზედ მოგახსენებთ” – როგორც დიდმა ილიამ გვაუწყა “კაცია–ადამიანი?!”–ს პროლოგში. ხოდა, პრინციპში მეც საზოგადოებრივ ჭირზე მაქვს საუბარი. ეს უკანასკნელი კი ქუჩაში არსებული საცობია. რა მსგავსებაა ამ ორ ომონიმს შორის? საქმეც იმაშია, რომ ეს ორი ვითომდა სხვადასხვა სიტყვა უკვე სცდება ომონიმის არსსა და ცნებას. ეს კი იმიტომ, რომ ორივე აფერხებს დინებას, მოძრაობას, ერთი – ალკოჰოლური სასმლისა, მეორე კი – ტრანსპორტისა. და ვინაიდან და რადგანაც სიტყვა უკვე ომონიმ–სინონიმია. იმისთვის, რომ დავკონკრეტდე, ვიტყვი, რომ მე მეორეზე ვიწერები.
1 საათი სრულდება უკვე, რაც საცობში ვარ… ა, უი, ჯერ 5 წუთი აკლია 1 საათის შესრულებას. მაგარი მომენტია. ტელეფონი მაქვს დამჯდარ/გათიშული და რადიოსაც ვერ ვუსმენ აღნიშნული მიზეზის–და გამო. ასე რომ, იძულებული ვარ მისმინო და ვუყურო მიმდინარე მოვლენებს.
აქვე უნდა გავითვალისწინო, რომ მჯდომარე მდგომარეობაში რამდენიმეჯერ ჩამეძინა. ეს კი იმ საშინელი უძილობის გამო, რაც წინა ღამეს ვიწვნიე. ხოდა იმდენად ხშირად ჩვყვინე, რომ ყოველი გამოღვიძებისას აქეთ–იქით ვიყურებოდი, ხომ არ გავცდი სახლსმეთქი. რა დროს სახლია??? ჯერ ხიდამდე ვერ მიმიღწევია. საშინლად მეძინება, მართლა საშინლად. თავი ნარკომანი მგონია, რომელიც “ლომკაშია” და თვალების გახელა ძალიან უჭირს, თუ ეგ მთვრალ ხალხს ემართება anyway, ვისაც არ უნდა ემართებოდეს, მეც ძალიან მეძინება. რამდენჯერმე თავი დავხარე, “ჩოლკა” ჩამოვიყარე წინ, რომ ვერ შემამჩნიონ და მიდიიი… ისე, მართლა ეფექტურად გამომივიდა, კაციშვილს არ შემოუხედავს. ან კაცმა რომ თქვას, ვის ეცალა?! ყველა ხომ საცობზე საუბრით იყო გართული. ამიტომაც ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და ვწერ ახლა, რომ ისევ არ ჩამომექინდროს. img src=”http://forum.ge/html/emoticons/-_-.gif”/>
ხოდა, აზრზე ხარ, ბლოკნოტო, რა მწარედ მეძინება და რაც მეძინა, რა ღრმად მეძინა, რომ საერთოდ არ ჩამესმოდა წინ მჯდომი ხალხის ვიშვიში. განსაკუთრებით ერთი ქალი არ ცხრება. ლანძღავს ყველას, ვისაც მანქანა ჰყავს… მაგრად ვკაიფობ ხოლმე მსგავს სიტუაციებზე. სასაცილოა ფაქტიურად, სატირალი რომ არ იყოს. სხვა სხვის ომში ბრძენიაო და აჰა, გავიდა დიადი რიტორიკოსი ქალბატონი… კიარადა, სახელი არ ვიცი… კიარადა რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთი რიგითი მგზავრის სახელს, რომელიც სავარაუდოდ არ შემხვდება და შემხვდება და ყურადღებას არ მივაქცევ. მაგრამ ეს ის მომენტია, კიარადა ტიპაჟი, რომელიც არ ჩერდება. დედაააააა… დავიტანჯე, მთელი მანქანა აიყოლია
– აი შეხედე, შეხედე, სად ეჩხირება?!
– გაუკეთებია სათვალე მანქანაში და ჰგონია, რომ კარგად იცის ტარება..
– არა, აი იმას შეხედეთ ერთი რა..

სერიოზული “პიზძეცია”…
ან შეიძლება, სულაც არ არის სერიოზული “პიზძეცი” და უბრალოდ მე მიდგას ხანა, წოდებული “პიზძეცად”… KateKate
რაც და როგორც არ უნდა იყოს, აშკარად დავიღალე. ფიზიკურად რომ დაღლილი ვარ, ეგ ვიცი;ვკვდები, ისე მეძინება.
მაგრამ მორალურადაც დავიღალე…
გურჯისტანული სიტუაციისგან დავიღალე… როდის მივხვდებით, რომ არ არის ჩვენი საქმე, როგორ ვატარებთ მანქანას, unless ჩვენ არ ვზარალობთ… რატომ უნდა იყოს ამ ქალის განსახილველი, ვიღაც გოგო მზის სათვალეებით რატომ მართავს საჭეს? დარწმუნებული ვარ, მისი მეუღლე/შვილი რომ იყოს რომელიმე ამ მძღოლთაგანი, ჩუმად იჯდებოდა და ხმას არ ამოიღებდა. რადგან საკუთარზე ცუდის თქმა კაი ბოჭობაში არმოსული პონტია… კიარადა… ამ შემთხვევაში, “ქართველობა”–ში არმოსული… დავიღალე… მართლა დავიღალე. თან ისეთი ზიზღით შეხედა ამ გოგოს, რომ გულში ცოტაღა უკლია, რომ მეძავს გაუტოლოს. აი რატომ??? რატომ??? და თუ იმიტომ,, მაშინ როდემდე??? როდემდე??? მართლა დავიღალე, რეალურად დავიღალე. თან იმდენ ადგილას ვხვდები ასეთ სიტუაციას, რომ უბრალოდ უსუსური ვხდები. ამასთან ბრძოლისთვის საჭირო ნერვები და გამძლეობა მეფანტება, და უკვე გაღიზიანების თავიც აღარ მაქვს.”

დღე იგი კვირა…
ისევ სამსახური დილის 10 საათზე…
არ მოგჩვენებიათ
სწორად ამოიკითხეთ.
ვინაიდან დასვენების დღეები მოდის, ამიტომაც კვირასაც სამსახურში მივედი. შაბათს უფროსმა ისეთი საბრალო თვალებით შემომხედა ხვალ ვინ მოდისო, რომ ბევრი არც მიფიქრია, მემეთქი. სხვებისგან განსხვავებით, არ ვარ ის ტიპი, რომ უარი მეთქვა. ჯერ ეს 1, უფროსია და უფლება აქვს მომთხოვოს. მეორეც, არ ვარ მე ის ტიპი, რომ ნაგლობასა და სიჯიხვეზე გავიქაჩო. არადა საკმაოდ ჯიხვი ვარ, მთიული ჯიხვი, მაგრამ გააჩნია ვისთან. სამაგიეროდ 1,2,3,4 დავისვენებ. 1,2 დასვენებაა (უცნაურია არა, ამ ორ დღეს დასვენების დღეებად რომ მოვიხსენიებ და არა ახალი წლის დღეებად. ) 3 შაბათია და 4 კვირა. თუმცა 3–ში ვმუშაობთ, მაგრამ არვიცი მე მომიწევს თუ არა. წინა შაბათს ვიყავი, გუშინაც ვიყავი, დღესაც ვიყავი და 3–შიც რომ მომიწიოს, მართლა გული დამწყდება. რა პონტია??? თუმცა მერე რომ ვფიქრდები, გულის წყვეტას გულშივე ვიტოვებ და ვთვლი, რომ თუ დამიბარებს, მივალ. და არც არაფერს მოვიმიზეზებ იმისათვის, რომ არ წავიდე. არ ვარ რა მე აფერისტი და საჩკაობის მოყვარული ადამიანი. გადავიტან მაგას რამენაირად.
ხოდა, მივედი და სულ 3–4 კაცი მოგვადგა. არ იცოდნენ, რომ ვმუშაობდით. ადრე გამომიშვეს. წამოვედი, სახლში დავიძინე.

Advertisements

4 thoughts on “insomnia / სასაცილოა ფაქტიურად

  1. @tindatin – შენ ბოლომდე წაიკითხე???გაიხარე…რავიცი, კაციშვილმა არ შემატყობინა.

  2. ნიჩეგო, იყოს დიდი, მიდის ლიწინით მაინც 😀 უიჰ,ცუდია 😦 მერე ვერ გითხრა ვინმემ? უჰჰ…

  3. აუ მართალი ხარ, ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა…:უსერ:მინდოდა დაპატარავება, მაგრამ არ გამომივიდა..არ ვიცოდი მე მაგ ფილმის ამბავი და მაგიტომ.რამდენიმე დღე არ შემოვსულვარ ინტერნეტში…

  4. რამსიგრძე პოსტია o.O : )და ისა კიდე.. შენ რატომ არ წამოხვედი ფილმზე ეგ ერთი , მეორე კიდე რატომ არ მოგწონს ეგ მოვლენა ვერ გავიგე 😀

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s