wish list –ის მაგიერ

დღე იგი ორშაბათი…
ვზივარ აგერ კომპიუტერთან და ვუსმენ playlist–ს.
მეგობარ ბლოგებში გადავედი და რამდენიმესთან ამოვიკითხე საახალწლო სურვილების ნუსხა.
ფორუმზეც თემა გაიხსნა.
მეც მინდოდა სურვილების სია ჩამომეწერა, მაგრამ რა აზრი აქვს???
არა, მართლა რა აზრი აქვს, თორემ ჰა, დავწერ, წაიკითხავს ვინმე და რა???
ამისრულდება თუ რა???
არ აქვს რა აზრი. სასწაულების კი კარგა ხანია, არ მჯერა.

სამსახურიდან გამოვედი. იქვე სიახლოვეს “პარნასი”–ა, ცდუნებას ვერ გავუძელი. ისე დაკვირვებული ვარ, რაც მუშაობა დავიწყე, მას მერე წიგნი არ მიყიდია. მატერიალისტი გავხდი თუ რა მეტაკა, არვიცი. არადა, იყო დრო სახიდან მხოლოდ იმისთვის გამოვდიოდი, რომ წიგნები მეყიდა. ეს რამდენიმე თვის წინ იყო. ახლა, დავჩლუნგდი. შევედი და რათქმაუნდა ეგრევე აკა მორჩილაძის წიგნები სად დევსმეთქი. გუშინ წავიკითხე, რომ თურმე გამოსულა ახალი წიგნი და ვიფიქრე, თვალს შევავლებმეთქი. საბოლოო ჯამში Maid In Tiflis ვიყიდე, რადგან ზევით აღნიშნული წიგნი რაღაცნაირად გაგრძელებაა “სანტა–ესპერანსა”–სა და ” მისის დიქსლის მდუმარე ყუთი”–ს. და ვინაიდან მე არცერთი მაქვს და არც მეორე, ამის წაკითხვასაც მუღამი არ ექნებოდა. ხოდა ის ვიყიდე, რაც ამ დროიდან მოყოლებული მინდა გარდა ამისა, კიდევ 3 წიგნი შევიძინე. მათ შორის კი “სამი მეგობარი” გერმანულად. გადავშალე, არ მეძნელა და რატომაც არა… სმს მომივიდა ამასობაში ჩემი დისგან. ა, ხო, საჩუქარი. შევიაურე იქვე ჩემს დას სამსახურში და “ისი პარი”–ში დედაჩემს საახალწლოთ სუნამო ვუყიდე. ამასთანავე გათამაშების ერთ–ერთი მონაწილე გავხდი KateKateKate როგორც ჰელჰამერა იტყოდა ხოლმე: “აწი რაღა მოგკლავს KateKate

მალე მოვიდეს 5 იანვარი, ჩაგვირიცხონ პრემიები…

ხოდა საბოლოო ჯამში საკუთარ თავს ვაჩუქე:
4 წიგნი (ერთ–ერთი საყვარელი მწერლის)
ლინზები
ლინზების სითხე “renu” ( ჩემო “renu”, ხომ იცი არ გღალატობ Kate
ფრჩხილების ლაქი (არადა არ ვაპირებდი, უბრალოდ “ისი პარი”–ში შევედი და…)
ლამაზი სვიტერი “მანგო”–ს მაღაზიაში (პერანგის ზემოდან ჩასაცმელი)
და ვიკერავ პერანგს (სამსახურში ჩასაცმელად და ამის ჩათვლით მექნება საიუბილეო მე–10 პერანგი სამსახურისთვის Kate
სუნამო be delicious (კარგა ხანია მინდა და ნამდვილი შევიძინე და არა “ისი პარი”–ს ტუალეტის წყალი)

ხო, ისევ შევედი ფორუმში იმ თემაში, სადაც დასმულია კითხვა რა საჩუქარი გინდათ საახალწლო….
ამწეკრანი დავწერე…
ამწეკრანზე მეტად რამე თუ მინდოდეს, უსინდისო ვიყო…

Advertisements

5 thoughts on “wish list –ის მაგიერ

  1. @fe_male – არანაირი გეგმა არ მაქვს, ხოდა ვინაიდან და რადგანაც არანაირი გეგმა არ მაქვს, ვეგდები სახლში…@Pink Panthere – მეც საკმაოდ მეოცნებე ვარ, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრდები ხოლმე, რა აზრი აქვს. ტყუილად მერე გული მწყდება ხოლმე ორმაგად.

  2. კარგი რა.მოიუხედავად იმისა რომ ვიცი ბევრი რამ არ ამიხდება მაინც ვოცნებობ :)აბა ისე რა გამაჩერებს 🙂

  3. რას აპირებ ახალ წელს??? აპირებ რამეს, თუ სახლში ხვდები ოჯახთან ერთად?

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s