ბარემ მეც დავწერ ახალ წელზე

ხოდა ბარემ მეც დავწერ…
მაქსიმალურად შეეცდები, რომ პოსტი არ იყოს სევდიანი და ირონიული…
თუმცა ამას ვერ დავპირდები ვერავის, რადგან რაც არ უნდა იყოს, ახალი წელია…
რა ირონიული რაღაც დავწერე არა უკვე…
მაგრამ ყოველი ახლის დადგომა ძველის გაცილებაა…
ძველის მიმოხილვა…
გაანალიზება…
შეჯამება…
დაფიქრება იმაზე, თუ როგორი იყო ძველი…
ბევრმა ბლოგერმა გააკეთა ეს, მეც თითქოს მინდა, მაგრამ მაინც მეზარება რაღაცნაირად…

აღარც ვიცი ბოლოს როდის გამიხარდა ახალი წელი…
მაშინ, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა და საჩუქრებს ვღებულობდი…
მაშინ, როცა უკვე აღარ მჯეროდა და მაინც ვღბულობდი მშობლებისგან საჩუქრებს…
თუ მაშინ, როცა მამაჩემმა ბოლოჯერ მოგვილოცა???

არვიცი…
მართლა არვიცი…
ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო ხოლმე…
აი ახლაც მამაჩემის გაცინებული საახალწლო სახე რომ მიგდება თვალწინ, თვალები მისველდება…
წეღანაც, წერის დაწყებიდან 5 წამში დამიდგა მისი სახე, სათვალე მოვიხსენი, ხელები ავიფარე სახეზე და ჩუმად და თავისით ტირილი ამივარდა… მერე მომეჩვენა, რომ დედაჩემი ოთახებში დადიოდა და სასწრაფოდ შევიმშრალე.
არ მინდა ამაზე ვფიქრობდე, მართლა არ მინდა. კიდევ ისიც არ მინდა, რომ სხვას ან თუნდაც საკუთარ თავს ვებრალებოდე ამის გამო. ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვებრალები. მეც ვცდილობ არავინ შევიბრალო. პირიქით, როცა ვინმე ცუდად არის, ვცდილობ რჩევები მივცე, გავამხნევო. და ვცდილობ ისეთი რამეები არ წამოვროშო, რისი გაგონებაც მე არ მესიამოვნება, რომ მითხრან. ყველანაირად ვცდილობ, რომ ამასთან დაკავშირებული ემოციები ჩუმად ჩავკლა და ჩავმარხო ჩემში. ბლოგშიც მხოლოდ სამჯერ ვახსენე მამაჩემი გაკვრით თუ მკაფიოდ… ბიტლზების პოსტში, , 13 ნომერშიდა სულ პირველ პოსტში
საერთოდ 6 ჩემი რიცხვია, იქიდან გამომდინარე, რომ 6 მარტს ვარ დაბადებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მე–6 წელი დადგა, რაც მამაჩემი აღარ არის ცოცხალი, მაშინ არ მიყვარს ეს რიცხვი. თან, პრინციპში რომ დავფიქრდე, 6 მარტი არც ისეთი საყვარელია, როგორც ბავშვობაში მეგონა. ზოგჯერ საერთოდ წელიწადის ყველაზე ცუდი დღე მგონია.

გუშინ კი, როდესაც ჩვენზე რატომღაც გაბრზებული ჩემი და რამდენიმე საათით ადრე სადღაც წავიდა ახალი წლის შესახვედრად, სრულიად უალკოჰოლოდ შევხვდით მე და დედაჩემი ახალ წელს… შამპანურის გახსნაზე ჩალიჩი დაგვეზარა. უფრო სწორად, თუ შეგიძლია, გახსენიო. კიმეთქი, არადა არასოდეს გამიხსნია.ხოდა, ვიფიქრე, რამე უბედურება დამემართებამეთქი და არ გავხსენით. ისედაც ჩემი საყვარელი სასმელია Pepsi და “კაკრაზ” ეგ იყო ჩვენი სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი. მეკვლე საერთოდ არ გვყოლია. უფრო სწორად, ჩემი და არის ხოლმე ბოლო წლებია, მაგრამ გუშინ სადღაც ღამის 3 საათზე მოვიდა, ჩვეულებრივად შემოვიდა, შევიდა თავის ოთახში, დაწვა და დაიძინა.(აქ იდეაში ჩემი სიდებილის გამომხატველი ღიმილია ასახული, უბრალოდ არ ჩანს, smile anyway–ს პონტში.)

ხოო, მეტი რა…
ა, ხო, ასე ვისხედით მე და დედაჩემი და ვუყურებდით ტელე–გადაცემებს. ვერაფრით ვერ ავიცდინეთ სააკაშვილის გამოსვლა. (აქვე ჩემი <<<< ამ სმაილური გამოხატულება, ტექსტით, ამ კაცმა ახალ წელს მაინც დაგვანებოს თავი და შეგვარგოს.) სხვათაშორის,სიმპათიურად გამოიყურებოდა სხვა დროსთან შედარებით, ეტყობა "ისი პარი"–მ თავისი საქმე კარგად შეასრულა. ეს მენტორული ტონი მუდმივი ატრიბუტია რათქმა უნდა Kate პატრიარქის დალოცვა, როგორც არასდროს, ისე მეამა. რაღაც უხილავი, მაგრამ დიდი ძალა ვიგრძენი მისგან. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვმარხულობ და ეკლესიაშიც არ დავდივარ, უნეტარესის დანახვა საოცარ მალამოდ მომედო გულზე. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანი ასეთი მშვიდი და შემწყნარებელია.

საჩუქარი არავისგან მიმიღია, მეგუნას გარდა. გერმანიიდან ლამაზი სარკე გერმანული წარწერით ჩამომიტანა სპეციალურად მე. რომ გადმომცა, მე “გერმანული ვიცი და რა მაგარი როჟა ვარ ” <<< ასეთი გავიჩითე… მეტი არავისგან. ეგ კი არა, სამსახურში ჩვენს უფროსებს იდეა მოუვიდათ, რომ პატარა ფურცლებზე ყველას სახელი დაწერილიყო და ყუთში ჩაგვეგდო. ასეც მოვიქეცით. ერთმა ყველას ჩვენთაგანის სახელი ჩამოწერა, დაკუჭა და ყუთში ჩაყარა. ვისაც ვისი სახელი და გვარი ამოუვიდა, იმისთვის საშობაოდ საჩუქარი უნდა იყიდოს. მე ისეთი თანამშრომლის ამომივიდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. სასწრაფოდ შევედი ინტრანეტში, ჩავწერე მისი გვარი და ამომიგდო ის ადამიანი. სახეზე მაინც ხომ უნდა ვიცოდე, საჩუქარს ვის ვჩუქნი. მე მემგონი არავის “ამოვუვედი” Kate, ანუ საჩუქარს არავინ მაჩუქებს Kate ნუ, ვინაიდან და რადგანაც ყუთში კიდევ დარჩა დაკუჭული ფურცლები და 31–ში ყველა არ ყოფილა, არაა გამორიცხული, რომ ორშაბათს “ამოვუვიდე” ვინმეს. თუარადა, ვიტყვი, ეგ ყოფილა ბედი ჩემიმეთქი და გავაგრძელებ ცხოვრებას.
სამსახურში ალა–ფურშეტითა და დიიიიიდი ტორტით(ჩვენი ლოგოთი) გავაცილეთ ძველი წელი. ნებისმიერ შემოსწრებულ ადამიანს შეეძლო მიერთმია ღვინოსთან ერთად 5–ში პრემიები იქნება და ძალიან მიხარია.
საჩუქრებს ვუყიდი საყვარელ ადამიანებს.. ოღონდ ვის რა ვუყიდო, არვიცი…
ხოო, რა საჩუქარი, მილოცვა მივიღე მხოლოდ ჩემი ჯგუფელისგან, ზურასგან, რომელთანაც ჯგუფში ყველაზე ახლოს ვარ. მიხარია, რომ მას მაინც გავახსენდი პირველი. ომის დროს, როდესაც ის მშობლიურ ფოთში იყო და ამ ქალაქში ბომბებს ყრიდნენ, მირეკავდა და საათობით ვსაუბრობდით ომის შესახებ. მაგარი რაღაცნაირი შეგრძნება იყო, ორივეს გვეშინოდა, რომ მოვკვდებოდით, მაგრამ მაინც სიცილ–სიცილით ვუყვებოდით ის – ფოთის, მე კი – თბილისის ამბებს. მაგრად მწარედ დავცინოდით რუსებს და ჩვენს ბედს. თან მაშინ მაგთის ანძებსაც დედა უტირეს რუსებმა და უფასო იყო საუბრები. ხოდა მე და ზურამ გავიგდეთ მობილურები
ისე, პასუხის პონტში კი მართლა ყველამ (ნუ უმეტესობამ მაინც) მომილოცა. განსაკუთრებით მომეწონა ლილიანის ანუ ჩორვენის მოლოცვა: შენც გილოცავ ძვირფასო, გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!”. ყველაზე მაგარი მილოცვაა, მას შემდეგ ვცდოლობ მოვეშვა (არადა, დიდი ხანია ვცდილობ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ) ამ შაბლონურ და ტრაფარეტულ ფრაზებს “გისურვებ ამას, ამას, ამას, ამას და ამას” არა, ბაზარი არაა, ამ ყველაფერსაც ვუსურვებ ყველას, შაბლონური არ ნიშნავს ცუდს. ჯანმრთელობასაც და სიხარულ/ბედნიერებაც არ მენანება სხვისთვის, რა სისულელეა. მაგრამ “გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!” არის ყველაზე მაგარი სურვილი, რადგან რეალურად არავინ იცის მეორე ადამიანს რა უნდა, გარდა საკუთარი თავისა. მას მერე ყველას მაგას ვწერ…მადლობა, მარ.. მე სულ ვამბობ, რომ 2გინალური იყავი, ხარ და იქნები.

ხო, კიდევ რა….
ოოო, გურჯისთან ღამის გათევა ყველაზე პრიკოლი იყო…
მეგუნამ მომწერა, მივდივარ და წამოდიო.
ყველაზე მაგარი ის იყო, რომ სტუმრები აქეთ ვსაუბრობდით, ვერთობოდით…
ამ დროს კი მასპინძელს ძალიან თბილად და ღრმად ეძინა თავის ოთახში. იმავე ოთახში კომპიუტერი ღრიალებდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე ღრმად ეძინა,რომ სპილოს შემოსვლაც ვერ გააღვიძებდა…მალი–მალი და ნიკა ისე მოვიდნენ და წავიდნენ, რომ გურჯს საერთოდ არ უნახავს.
ბევრნი ვიყავით, ძირითადი სასაუბრო თემა – რათქმაუნდა ფორუმი… Kate куда мы без него მეგუნას კალთაში რა საამური ყოფილა დაძინება. ჩემი პოზიტიური ადამიანი დავიძინე და სადღაც ღრმად წავედი. შიგადაშიგ ჩამესმოდა ხმები, მაგრამ მაინც ღრმად ვიყავი წასული… მერე გამოვფხიზლდი და რაღაცნაირად მომერიდა. მერიდება ხოლმე, როდესაც ვინმე მძინარეს მიყურებს… მე რომ სხვის ძილს ვუყურებ, მაგრად მიყვარს… რა მაგარი რამეა სხვის სუნთქვას რომ უსმენ…Kate განსაკუთრებით პატარა, თოთო ბავშვების
დილის 10 საათი იყო, რომ გამოვედით მე და მეგუნა. ღმერთო, რა სიცარიელე…. ის ფილმი გამახსენდა, The Virgin Suicides კირსტენის გმირი გამთეენიისას რომ ბრუნდება სახლში და ეს მელოდია… რაღაც საოცარი სიცარიელე… საშინელი ცივი ქარი და ყინულსა და თოვლს შორის რაღაც ფეხებქვეშ. საშინელი სიცივე. ავტობუსები, პატრული მანქანები და რა??? მხოლოდ რამდენიმე ჩვეულებრივი დანიშნულების მანქანა. სხვა არაფერი… გაჩერებაზე ვიღაც უცნობი მამაკაცი, რომელიც ახალ წელს მილოცავს და კანფეტს მიწოდებს. მე ესეც მიკვირს… მერე რომელიღაც ავტობუსი და იგივე მამაკაცი: მე ამით მივდივარ და თქვენ არ მოდიხართ??? დიღომში მიდის თუ რამეა… ზრდილობიანად ვემშვიდობები და კიდევ ერთხელ ვულოცავ.
ქუჩაში აქა–იქ ჩემნაირი ღამისმთეველი, მოხეტიალე ახალგაზრდები. ძირითადად ჩემზე 4–5 წლით უმცროსები. (აქ ისევ მეღიმება )
სახლი…
ფეხაკრეფით შესული მე…
სხეულის ჯერ გალღვობა, შემდეგ გათბობა, შემდეგ გაცხელება…
უკვე 11–ის ნახევარი…
და ძილი…ჩემს ცივ ლოგინში…საღამოს 8 საათამდე…
ბედობასაც გილოცავთ ყველას… ღმერთს ებარებოდეთ და იმას გისურვებთ, რაც თავად გსურთ…

ნახვამდის 2008–ვ…
ქვეყნისთვის საკმაოდ მტკივნეული იყავი, მეტი არ გვინდა. საკმარისი იყო…და ზედმეტიც….
ნეიტრალური ჩემთვის… მორიგი კარგებითა და მორიგი ცუდებით…
თუმცაღა როგორც ვიღაცამ თქვა…
ყოველი დილა ახალი სიხარულისთვის რომ არ გვაღვიძებდეს და ყოველი საღამო ახალ იმედგაცრუებებს რომ არ გვიტოვებდეს, განა ღირდა ეს ცხოვრება ეს ცხოვრება გახდად და ჩაცმად?!

ეს თქვენ განწყობისთვის..

Advertisements

10 thoughts on “ბარემ მეც დავწერ ახალ წელზე

  1. @Pink Panthere – ხო, დამეზარა და სამაგიეროდ არანაკლები პოსტი დავწერე 😀

  2. ქეთოო, სხვირი მაღლა. სევდიანი ხარ ნამეტანი, მასეც არ შეიძლება, კაცო, ვაჰ.ჰეფე ჰეფი

  3. @Katiee… (aka ეკა.ტერინე) – დიდი მადლობა. შენც გილოცავ და ყველაფერ იმას გისურვებ, რაც შენ გინდა.@Keti – გაიხარე, ქეთ. ღმერთს ებარებოდე…@თორნიკე –მეც გილოცავ, თორნიკე. მე უკვე კარგა ხანია მყავხარ ბლოგში.@jaco – ძალიან მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი მეკვლე…ეეეე, რა მაგარიააა, მეც ძალიან გამიხარდება შენი ჩამოსვლაა.. აუ რა მაგარიაა…

  4. როგორ ვიზამდი ისე რომ არ დაგბედებოდი?:)))კარგია შენთან…უკეთესი წელი იქნება ვიცი. რომ გნახავ გამიხარდება ძალიან და წელს იქნება ეს:)

  5. გამარჯობა!გილოცათ ახალ წელს!ეხლახან გავხსენი ლიტერატურული ბლოგი.ამიტომ თუ სურვილი გაქვთ გავცვალოთ მისამართები.გისურვებთ წარმატებებს!http://mcerloba.blogspot.com/

  6. ქეთ, საერთო ტკივილი გვქონია..მაგრამ ამაზე არ მინდაგილოცავ ახალ წელს!მინდა, ამ ახალი წლის ბოლოს უამრავი, საოცრად კარგი გასახსენებელი გქონდეს:)ბედნიერი იყავი,მრავალს დაესწარი! :):2kiss:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s