ხელების გაშლით დაწერილი

ხოდა ახლა 1:12 AM არის, ანუ ღამის 1 საათს გადასცდა თორმეთიოდე წუთით. ფრიად კარგ ხასიათზე მყოფი მე, დავსვი საკუთარი თავი ჩემს კუთვნილ სკამზე (კუთვნილი იმიტომ, რომ ძირითადად მე ვზივარ კომპიუტერთან) და ფრიად წარბებ–აზიდული (მგონი ტირე არ უნდა. თუ ვინმემ იცით ზუსტად, იქნებ შემატყობინოთ) და თვალებ–მომარჯვებული (ნუ აქაც) ვუყურებ კომპიუტერს. უფრო სწორად რომ გამოვხატო საკუთარი აზრი, ვიყურები კომპიუტერში. გუგლი 9 ახალ პოსტს მაუწყებს. თუმცა ჯერ არ შევსულვარ მათ წასაკითხად, რადგან მერე საკუთარში წერა გადამივა მეორე ხარისხში, ეს კი ამ შემთხვევაში არ მინდა. რაზე შემიძლია ახლა ვწერო მე??? ნუ, მე როგორც ყოველთვის, ახლაც სპონტანურად ვწერ, კიარადა, ანუ დაფიქრების გარეშე, პრე–ვერსია ვორდის ფაილში არ ინახება არასოდეს და რათქმაუნდა (ეს ვერ გავიგე, ერთად იწერება, თუ არა) არც ახლა. ასე რომ, თუ რამე სისულელე დაიწერა, ეგეც ჩემი მოკლე ჭკუის ამბავი იქნება. label–ის ერთერთი სახელწოდება გახლავთ “უცბად გაკეთებული note–ები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირდაპირ, დაუფიქრებლად კლავიატურაზე ვაჩხაკუნებ.

დღევანდელი დღე რომ აღვწერო მოკლედ, ამას დავწერ…
გუშინწინ დედაჩემმა ცალი თვალით უყურა ფილმს “you’ve got mail“. ყველამ იცით ალბათ მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის ცნობილი ტანდემი. ხოდა გადმოგიწერ ინტერნეტიდან და გაყურებინებმეთქი. ხოდა, დღეს დავსხედით და ერთად ვუყურეთ. ძალიან მოეწონა. აღვნიშნეთ, როგორც მსახიობების ნიჭი, აგრეთვე ისიც რომ ტომ ჰენკსი მის შორეულ ბიძაშვილს წააგავს, ხოლო მეგ რაიანს კი საშინელი მამაკაცური აღნაგობა აქვს. სეანსი მშვიდობიანად დასრულდა. ძალიან ვისიამოვნეო. მეც ვისიამოვნე 10 წლის წინანდელი ფილმის კიდევ ერთხელ ნახვით, რადგან მართლა მიყვარს ეს კომედია. ამის შემდეგ გავავედით მკერავთან, რომელიც მე პერანგს მიკერავს. ეს იქნება საიუბილეო მე–10 პერანგი ჩემს გარდერობში KateKateKateKate დიდი მადლობა პატრ…კიარადა სამსახურს აღნიშნული ფაქტის გამო. 40 გრადუს ყინვაშიც რომ პერანგი მაცვია. მოვედით ძლივს და აქტიურად, გაერთიანებული ძალებით დავიწყეთ ჩინური ტორტის გაკეთება. უფრო სწორად, ტორტების. რადგან სულ 4 გავაკეთეთ და კიდევ მე–5–საც , ოღონდ ხვალ ან ზეგ. აქედან პირველი ჩქარა გავაკეთეთ და მკერავს გადავუტანეთ, დანარჩენი 3 კი მაცივარშ აწყვია. კი მითხრა, ხვალ სამსახურში წავ… მაგრამ არ ვაცალე და ეს ტორტები ყველა სახლში დარჩებამეთქი. თან ეს ბევრჯერ გავიმეორე და რომ ვეღარ მოითმინა, შენ რაღაც გადაიმტერე ჩემი სამსახურიო. არაფერიც, უბრალოდ წელიწადში ერთხელ მზადდება ჩინური ტორტი. და თან უზომოდ მიყვარს..უზომოდ. კრემიანი რომ არის იმიტომ. ნუ ხილიც გემრიელად არის დაჭრილი და ნუ მოკლედ. თან ბოლო–ბოლო კრემის ხარშვის პროცესზე დავიტანჯე. მე ვხარშე და ახლა კიდევ სხვასთან მიჰქონდა. ხო, ნუ ეს საკითხი ჩემ–და დადებითად გადავჭერით და გავაგრძელეთ ცხოვრება. მერე შხაპი მივიღე და მოვედი აქ. ახლა უკვე 2:25 AM არის და გიკვირთ ხო, კომპიუტერთან რომ ვზივარ? საქმე იმაშია, რომ ქალბატონი მეგობარ ირინასთან ბრძანდება. როგორც დედაჩემი ამბობს, ახლა ჩაცხოვრდება ამ ირინასთანო. ძალიანაც კარგი. და ვინაიდან ერთი მეორეს არ ელაპარაკება ახალი წლიდან მოყოლებული, ისევ მე გავხდი იძულებული პოსტალიონობა და კურიერობა მეკისრა, ხოდა გადავეცი დედაჩემს ქალბატონის ჩემთვის სასიხარულო ამბავი. რაც უნდა ის ქნასო და გავაგრძელეთ ცხოვრება. ისე, რომ ვუკვირდები, ჩემი და როცა არ არის, სახლში სრული ნაკლები კონფლიქტია. თუმცა ჩემი დაც ასე ამბობს; შენ როცა არ ხარ, მშვიდად ვართო. თუმცა ისიც ვიცით მე და ქალბატონმა, რომ როცა დედაჩემი არ არის სახლში, მაშინაც მშვიდად ვართ. არვიცი, არვიცი, ვინ უფრო ამრევია სიტუაციის, მაგრამ ის კი ვიცი,რომ ერთად ყოფნა ძალიან რთულია. ხოდა რავიცი, იმედია ეშველება ოდესმე რომელიმეს ნერვებს.

Advertisements

4 thoughts on “ხელების გაშლით დაწერილი

  1. ჩინურ ტორტზე ხომ ცუდად ვხდები და რომ იცოდე “you’ve got mail” როგორ მიყვარს, ამ ფილმს რომ ვუყურებ ძალიან მთბილა ყოველთვის

  2. @თორნიკე – ღამე მშვიდობისა :)რა მეგობრული? პირიქით, გამისწორე, თუ ზუსტად იცი. მეც ვუსწორებ ხალხს და მინდა, მეც სწორად ვწერდე. დიდი მადლობა, აწი მეცოდინება. კომენტარებში ვერ დაწერ სიცილაკს. პოსტში კი ნებისმიერი საიტის html კოდი გამოგადგება. მაგ: http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm და მერე HTMLკოდი მონიშნე და ლინკს რომ ამოგიგდებს, ეგ ჩასვი პოსტში.

  3. საღამო კი არა და ღამე მშვიდობის!(საათის მიხედვით უკვე დილა მშვიდობის იქნება)წერილის გრამატიკულ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას,მაგრამ ვფიქრობ ტირეებიც უხდება წერილს.ხოდა ”წარბებაზიდული”,”თვალებმომარჯვებული”ერთი სიტყვაა(მეგობრული შესწორებები).ეს ფილმი მეც ძალიან მიყვარს.საერთოდ მელოდრამებს შემიძლია მილიონჯერ ვუყურო.ოჯახის წევრებთან კონფლიქტური სიტუაცია ჩემთვისაც ნაცნობია,მაგრამ რას ვიზამთ დედას,დას და ნათესავებს არ ვირჩევთ(არც არის საჭირო).ჩხუბი გადამეტებული სიყვარულიდან გამომდინარე ხდება.(უმეტეს შემთხვევაში).ეხლა უნდა გავიდე თორემ 03:13 ამის გამო ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან ”ჩხუბი”არ ამცდება(ღიმილიანი სიცილაკი).ისე სიცილაკებს ვერადავერ მივაკვლიე ბლოგერულ სივრცეში.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s