ჰაერო შემოდი!!!

გახსენი რა…
გეხვეწები, ირაკლი, გახსენი…
ფანჯრები გახსენი სასწრაფოდ…
ჰაერი მინდა…
გააღე რა…
დროზე, დროზე…
ნუთუ ასე ძნელია ჰაერის ჩუქება???

არა, ეგ რა შუაშია?
უბრალოდ შენ ის არ ხარ, მცივაო, სულ რომ გაიძახი???

ეგ ხო, მაგრამ ახლა მინდა…
ახლა ეგ არ ვარ..
ახლა ფანჯრის გახსნა მინდა…
მე თვითონ ვერ ვხსნი…
მაგრად არის ჩაკეტილი.

ისეთი მომენტია, რომ ისევ ნინოს ვეჩხუბე… მამენტ შენს ცოლსაც ვეკამათე, მამენტ შენს ძმაკაცსაც…

ვის, გიორგის???

ხო, გიორგის…

ამჯერად რაზე???

რავი. იმაზე, რომ ცუდად შემომხედა….

?

აუუუუუ, ირაკლი, ნუ შემჭამე. უბრალოდ ისე შემომხედა. რაღაც ისე, რომ არ მომეწონა. კიარადა… რაღაც ისეთი თვალებით. არა, ბოროტი კი არა, უბრალოდ უცნაური.

შენ სხვას რომ გაუტრაკებ უცნაურად შეხედვაზე…

და აი ისიც, ყოვლისმომცველი სიჩუმე. რაღა ყოვლის, მე და ის მაინც ვხმაურობთ. ჩუმად ვართ და მაინც ვხმაურობთ. გონებაში ვხმაურობთ. თან ეს ქარი არ გვაცდის არაფერს. საშინელი ქარია. არადა უკვე იანვარია…კიარადა… უკვე ახალი წელია და რაღა დროს ქარებია…

აუუუ, რამე თქვი რა…

რამე

არ მეზიზღები რავიცი, რამე რა. რა უნდა ვთქვა, არვიცი. ქარია, ინგრევა ქალაქი.

ხო რა, არადა რაღა დროს ეგ იყო. იანვარია უკვე.

ეგ რა შუაშია???
რავიცი, ახალი წელია და რამე ხომ უნდა შეიცვალოს. ბოლო–ბოლო 2009 გახდა.

ისე, რა მაგარია, ერთად რომ ვცხოვრობთ… Kate

აჰა…

მე, შენ, შენი უღელი ირინა, შენი სამი შვილი: დუკა,ზიზუნები, გიორგი. ნინო და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დამლაგებელი ირა.

აუ, მართლა რამდენი ვართ რა… პრინციპში შენ, ნინო და ირა თუ წახვალთ, ჩვენ ჯიგრულად დავრჩებით, რას იტყვი??

არა იყოს . შეგიძლია შენ გადახვიდე მთელი შენი 4–წევრიანი ამალით. მართალია, ჯერ თქვენს ბინაში რემონტია, მაგრამ მაინც. ეგ რემონტი მას მერე მიმდინარეობს, რაც დაქორწინდი. დუკას ცოლს მოესწრება რა…

სიჩუმე…მერე ისევ ხმაური…მე ვითომ სიჩუმე და მერე მბორგავი ხმაური…

უი…
რომ გეუბნებოდი, თითები მაქვს გაშეშებულიმეთქი…გუშინ დედაჩემმა იკითხა და მგონი იდაყვის ნერვის ანთება მაქვს…Kate აბა რამდენიმე კვირაა, ეგრე მაქვს… ხოდა Kate

რა “ბის” ??? სად მოახერხე???

აზრზე არ ვარ, მგრძნობელობაც წართმეული მაქვს და მარცხენა ხელით რაიმე საგნის დაჭერა უკიდურებად მეძნელება… Kate

ეეე, რა პონტში ტო??? და ზუსტად იცი, რომ ანთებაა???

არა, ეს მხოლოდ ნევროპათოლოგის ვარაუდია. მაგრამ ისე ვარ, თითქოს, უკვე მჭირდეს.Kate
მოიცა რა…

გუშინ სალომე იყო მოსული… იყვირა, იწივლა, ჩემი ტყავის “კურტკა” სად არისო?! ერთი ამბები ჩაატარა აქ, ირინას ეჩხუბა და მერე წაეთრა. თავის რომელიღაცა დაქალთან დარჩენია.

რომელ ირინას ეჩხუბა? ჩემსას???
არა, დიდს, დამლაგებელს…

ეგ საწყალი რა შუაში იყო???

რავი, ხომ იცი რამე რომ იკარგება ან არ იკარგება, მაგრამ მომავალში უნდა დაიკარგოს, ყველა ირას უტრაკებს… კიარადა მე და შენმა ირინამ ლამის ვიფრინეთ ეგ გოგო აქედან… ნუ უფრო მე, ირინა მაინც ხომ იცი, როგორი უკონფლიქტოა…

რა დღეში გაქვს ნერვები?!

რაღა რა დღეში? ანთებულები არიან..Kate

ბატონო???

ნერვის ანთება მაქვს და…Kate ნათურებად არიან ქცეულები. Kate და როცა შუქი არ იქნება, ჩემი ნერვები გაანათებენ. Kate წარმოიდგინე, ბავშვობაში რომ მჭირდა წითურა, იმის მერე არაფერი გადამიტანია და ახლა ნერვის ანთება. შოკირებული ვარ, თორემ კარგი, ამასაც გადავიტან და ბაზარი არაა, ჩვეულებრივად ვიქნები. ან არც გადავიტან და მოვკვდები. Kate

აუ, რა მწარედ გაკლია…

ბიჭო, პიზძეც… უბრალოდ არვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.

მზერა, საცემრად მომზადებული… და მერე ისევ მე, გამათბობელს ლურსმნით მიმაგრებული. და მერე ისევ ის, სიგარეტით თითებს შორის.

მე წავალ…

სად მიდიხარ???

ნათლულს დავხედავ…ჩემს პატალა სიხალულს დავხედავ, სუნთქვას მოვუსმენ და მერე მეც დავიძინებ, თუ რამეა.

რას ვერჩოდი ბავშვს, ვის ვანათლინებდი???

ვინ გაძალებდა მერე?!

აუ, თან წყალსაც დავლევ… ძალიან მწყურია.

similar post: საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

Advertisements

13 thoughts on “ჰაერო შემოდი!!!

  1. და ეს ყველაფერი ერთი ისტორიაა? :მომენატრაშენიკითხვა:ჰოდა შემოვიჭყიტე ისევ. გიტარა ვიყიდეეეე! წავალ დავუკრავ:)

  2. ხო, ცვეტში…მაგრამ მე მართლა მეტი ხნით მქონდა დახურული. ხო რა, არ უნდა დახურო და წაშალო…

  3. : ) shennairad momivida ise kakraz exla 😀 ogondac shen cota didxans gqonda mixurulivit blogi 😛 me ramodenime saatshi davbrundi 😀 ar girs blogis daxurva arafris gamo :love:

  4. ქეთ, რა კარგია!!ბევრი რამ მოხდება კიდევ, ჰოდა წერე 🙂

  5. ntvare anaარადა მოხდა რაღაცეები, რამაც გადამაწყვეტინა ბლოგის გახსნა, თორემ ისე არ ვაპირებდი. ხოდა, რაც შეეხება ლექსოს, მე ფორუმზე არ გამიხსნია თემა.

  6. linkis demonstraciuli casvla forumidan? albat :Dxoda mec imas vambobdi ro welcome backyofili narkomani da yofili blogeri ar arsebobs :no:

  7. მადლობა, ხალხნო…დიდი მადლობა…@ana – რა ლინკი? ვერ მივხვდი.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s