Gsurt moigot axaltaxali Mersedes-i? scadet bedi, dareket 5959! Gisurvebt mogebas
ტვინი წაიღეს უკვე რა…
უკვე აღარ შემიძლია…
წარმოიდგინეთ, დილით გძინავს თბილად და ტკბილად და ამ დროს მესიჯის ზარი…
ნუ მე ძირითადად ჩაწეული მაქვს ხოლმე ტელეფონის ზარი და და ვიბრაციაც ავტომატურად გათიშული აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ღამით ვტენი ხოლმე. და დატენვის განმავლობაში ავტომატურად ითიშება ვიბრაცია.
კიარადა…
ანუ არც ხმა არ აქვს ხოლმე ტელეფონს და არც ვიბრაცია (მე ისსეთი ფხიზელი ძილი მაქვს, რომ ვიბრაციაზეც მეღვიძება), მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ჩართული უნდა დავტოვო, რადგან დილით მირეკავენ სამსახურიდან…
ხოდა მოკლედ რა…
ტვინი წაიღეს რა…
ვიდეო ჩართეთ და ისე წაიკითხეთ დანარჩენი
14 იანვარი…
რა უნდა ვთქვა???
კიარადა…
დავწერო…
ძირითადად ქეიფებს მონატრებული ხალხისთვის ნეტარებაა მგონი…

ნუ მონატრებული იმიტომ, რომ 7–დან მოყოლებული 14–მდე არაფერია აღსანიშნავი და საქეიფო…
ხოდა…აჰა… უვარდება ხალხს მომენტი კიდევ ერთხელ გამოთრობისა…

კიარადა…
გამოტყვრომისა…

მეზიზღება ეს ზღვარსგადასული ქეიფები…





ხოდა ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული…
და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ არაფრით.
და ზუსტად ეს არაფერი იყო ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერზე მეტი. არც მინდოდა 14 იანვარს ხმაურიანად შევხვედროდი, რადგან წყნარ ხასიათზე ვიყავი.
ვსვამდი ჩემს საყვარელ სასმელს…
უფრო სწორად სნობურად ვწრუპავდი ლიქიორს…
ყველაზე სნობური სასმელია, დამეთანხმებით, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მშვიდი ყველა იმ სასმელთა შორის, რაც კი არსებობს. ხოდა ამიტომაც მიყვარს. კიარადა, ვგიჟდები. პირველად დაქალის (და ახლა ახლო მეგობრის) 13 თუ 14 წლის იუბილეზე გავსინჯე ქოქოსის ლიქიორი…თეთრი, თეთრი, ქათქათა. მეც 13 თუ 14 წლის მოზარდი გახლდით. იმის მერე მივხვდი, რომ ლიქიორი ჩემი სასმელია. ისევე როგორ ლუდი, მაგრამ ლუდის ისტორია სულ სხვაა და ამიტომ მასზე მერე იყოს ხელწერილი.
ამ ლირიულ გადახვევას თუ არ ჩავთვლით დიდ ბედენად, მაშინ ისევ გავიმეორებ იმას, რომ ძალიან მიყვარს ლიქიორი.
მივირთმევდი ჩემს საყვარელ საჭმელს, დედის გამომცხვარ უგემრიელეს ხაჭაპურს…
გოზინაყი, ჩურჩხელა და მეტი არაფერი…საერთოდ არაფერი. ეს იყო ყველაზე წყნარი და მშვიდი ახალი წელი, რაც კი ოდესმე აღმინიშნავს და ვიყავი უზომოდ მშვიდად…მე და დედაჩემმა კიდევ ერთხელ მივულოცეთ ერთმანეთს სამყაროს ქრისტეს შობიდან 2009-ე არსებობა, მივეფერე, ვაკოცე 5–6–ჯერ. შემდეგ ის ტელევიზორის საყურებლად წამოწვა, მე კი ჩემი ლიქიორი ავიღე და კომპიუტერისკენ გამოვეშურე… დავჯექი და ეგრევე ეს სიმღერა ჩავრთე. როგორ შეიძლებოდა, ეს სიმღერა არ ყოფილიყო განწყობის სიმღერა??? ვიჯექი, ვწრუპავდი მარწყვის ლიქიორს და მეასე წრეზე ვუსმენდი დევიდს. ნეტავ ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიყავი???
ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვარ, მართლა არა. უბრალოდ რაღაც საოცარი სიმშვიდის უდაბნოა, რომელიც რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო იკარგები ამ უდაბნოში. თან სრულიად მარტო.
@hexe – ხო, მაგაზე ვამბობ, ტვინი წაიღეს უკვე…@ntvare – საშინელებაა, თან ყველაზე ცუდ დროს რომ მოდის ხოლმე.
mec ver vitan am magtis spamebs 😡
კაწ რომელ სპამზე ამბობ?დარეკეთ და მოიგეთ მერსედესი?კიდევ კაი მაგთი არ მაქვსსამაგიეროდ ნაცნობ-მეგობრები ოჯახის წევრებუ არიან უკვე გაგიჟებულითუ ძალიან უნდათ მერსედესი რომ გვყავდეს ისე გვაჩუქონ , თორე ჩვენ მანდ დამრეკი არ ვართო 😀
უგემრიელესია… ქოქოსის…… მნიამ…
ეე…თეთრი ლიქიორი არ მინახავს და მაინტერესებს :უსერ: