დიდე

არ მესმის ადამიანების, რომლებიც თვლიან რომ თუ ადამიანი მოხუცებულია და ანუ ე. ი. რომ გარდაიცვალოს, ამით დიდი არაფერი დანაკლისია. ხშირად გამიგია საკუთარ ბებია–ბაბუებზე ფრიად დამცინავი ტონითა და განწყობით ნათქვამი: “ნეტავ მალე მოკვდეს” ან თუნდაც “ხო, მოკვდა, რამდენი წლის იყო, აღარ იყო სიკვდილის დრო?!” და დასცინიან სხვების თანდასწრებითაც და თითქოს, ეთაკილებათ რომ ახალგაზრდა ბებია არ ჰყავთ. ასეთი ადამიანების მიმართ შეცოდებისა და შებრალების გრძნობა მეუფლება. თითქოს კომპლექსებს მალავენ, სინამდვილეში კი პირიქით ხდება. ზოგადად იმდენად მიყვარს მოხუცები, რომ არასოდეს არცერთ მათგანზე არ მითქვამს, ამ ქვეყნიდან წასვლის დრო იყო უკვე, არათუ საკუთარ ბებიებსა და ბაბუებზე. საბოლოოდ ახლა მხოლოდ ერთადერთიღა შემომრჩა. ის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს მთელი ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების განმავლობაში.

და ეს არის ჩემი დიდედა…
ანუ დიდი დედა
ანუ დედის დედა. მთელი ცხოვრება ასე ვეძახი..
ეს არის ადამიანი, რომელმაც სპეციალურად იმორიგევა სამშობიაროში, რომ ჩემს დაბადებას დასწრებოდა.
ადამიანი, რომელიც არის ჩემი პირველი ექიმი, ჩემი მიკროპედიატრი. რამდენიმე დღის წინ მითხრა ყველა ექიმს შორის მე ყველაზე საყვარელი პაციენტები მყავსო და მართლაც ასეა. რამდენჯერ სამშობიაროში მივდიოდი ბავშვობაში, ექიმები და ექთნები შემიყვანდნენ ბავშვთა პალატაში და ხელში მაჭერინებდნენ დღეების, საათების წინ მოვლენილ პირმშოებს. პირველად თოთო ბავშვი რომ დავიჭირე, 6–7 წლის ვიქნებოდი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო იმ წუთებში. მეჭირა სრულიად უცხო ადამიანების შვილი და სულ ფეხებზე მეკიდა ეს ფაქტორი. წელზე ლენტი აქვთ ხოლმე შემოხვეული და აწერიათ ჩემდეგი რეკვიზიტები: წონა, დაბადების თარიღი და საათი, დედისა და მამის გვარი და სქესი. ამას მე ვინ გამაბედინებდა, რომ არა დიდე. თუმცა თვითონ სულ ფრთხილად იყო, არ დაგივარდესო. ამიტომაც ჩემი ბავშვზე მოხვეული ხელების ირგვლივ ყოველთვის იყო ჰაერში გამაგრებული ხელები, იმ შემთხვევაში, თუ მართლა ბავშვი ხელიდან გამივარდებოდა. მის სამსახურში საოცრად მიყვარდა მისვლა. ვიცოდი, რომ რომელიმეს დავიჭერდი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბებიაჩემი იქ მუშაობს.

დიახ, დიდე ისევ სამშობიაროში მუშაობს და ისევ მიკროპედიატრი არის. დღეს რა ხდება? დღეს უბრალოდ მორიგი 28 თებერვალია. დიდე 80 წლის გახდა. ეს ისე, ხალხში გავრცელებული რაც არის, ის თარიღია, თორემ რეალურად არავინ იცის ბებიაჩემის დაბადების დღე როდისაა. რატომ? იმიტომ, რომ მისი დედა მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. ბებიაჩემი მაშინ 3 წლის იყო. ხოდა ბიძასთან გაიზარდნენ დიდე და მისი უმცროსი ძმა. დღეს მისი პირადობის მოწმობით დავინტერესდი აღნიშნული მიზეზის გამო, 30/12/1928 უწერია.
– არ დაიჯერო დიდე, არ ვარ მე 28 წლის 30 დეკემბერს დაბადებული. ეს იმიტომ დაწერეს, რომ პირადობა ამეღო. არავინ არ იცის როდის დავიბადე. უდედოდ გავიზარდე და არვიცი…

ახსოვს ყოველი ჩემი მასთან გატარებული წუთი, ყოველი სიხარული, ყოველი ტირილი, ყველაფერი….
რომ ვიცი, რომ ჩემგან კილომეტრების დაშორებით ცხოვრობს, მენატრება. დღეს დილით მატარებლით გაემართა მშობლიური ქალაქისკენ.

კიდევ ძალიან ბევრი რამე მინდა დავწერო, მაგრამ ვიცი ემოციურად გამიჭირდება და იყოს, ასე დავტოვებ.
ალბათ იმას ვიტყვი, რომ მის წასვლას ვერასოდეს გადავიტან… მოვკვდები, მას რამე რომ დაემართოს. დედასავით მიყვარს.

კოშმარი

აი ნუ აი….
ნუ აი იცი…
აი, აი ისე…
მაგრამ თან ასე…
მაგრამ მერე მაინც არანაირად არც…
უბრალოდ აი უცაბედად…
მერე თითქოს არაფერი…
მერე ისევ ისეა ყველაფერი, როგორც ადრე იყო…
და მეც ისევე მკიდია ყველაფერი…
და იმას ორმაგად ჰკიდია…
და მე სამმაგად მკიდია…
და იმას ოთხმაგად ჰკიდია…
და მე კი ხუთმაგად დავიკიდებ…
მერე ისევ მე, ნერვებმოშლილი…
და მერე ისევ ის, გაღიზიანებული, სევდიანი, დადარდიანებული …


მერე ისევ ის, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე რაღაც მოპარული, სულიდან ამოღებული და შორს, ძალიან შორს წაღებული…
მერე ისევ მე, “ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, სევდიანი, იმედგაცრუებული, ნაღველით აღსავსე…
მერე ისევ მე, “ამასაც გადავიტან და მე ძალიან ძლიერი ვარ” ტიპი…

და ის, ანუ შენ…

მერე თითქოს შენ, ჩემთან მოსული, მოცინარი.
ვსხედვართ შენს სამეგობროში და ბევრს ვიცინით.
მერე ჩემი გაღვიძება და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება, სადაც შენ უკვე აღარ ხარ…
და რომც იყო, უკვე ადგილი დაკარგე ჩემს ცხოვრებაში, თითქოს არასოდეს ყოფილხარ.

მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემთან.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დაივიწყე ეს ყველაფერი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გამიცრუე იმედები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დამემუქრე.
მერე ამბავი იმისა, როგორ შეგეშინდა ამდენ უცხო ხალხში გაბანძების და იძულებული გამხადე მოვსულიყავი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ გიფიქრია იმაზე, თუ რას ვფიქრობდი მე.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორი დიდი მონდომებით გაითქვიფე უმეცართა შორის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გაქრი და აორთქლდი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა შენი ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა ჩემი ნივთები.
საბნები, ჭიქები, ვაზა, სამურაბე, პატარა და სიმბოლური ნივთები…
ნუთუ ქოხში მიდიოდი საცხოვრებლად???
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ხდება ნელნელა იმის აღმოჩენა, რომ გამქრალია სხვა ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ საერთოდ უკრიტიკო გახდი უმეცრების მიმართ მაშინ, როცა ადრე……..
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ვიქეცი “პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ თამამი გავხდი “გაპოხუისტობის” შედეგად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ინდიფერენტულად შემიძლია ყოველდღე ფეხით ჩავუარო შენს სამსახურს.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები შენი სამსახურის ვიტრინაში.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები ამ ვიტრინაში, რომ შენ არ მოგკრა თვალი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვარსებობთ ჩვენ ერთმანეთისთვის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს.

კოშმარი იყო ეს ყველაფერი.
ახლა ფხიზელი ვარ.
ახლა ძლიერი ვარ.
ახლა კარგად ვარ.
ახლა კარგად ვიქნები.

more than words

რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს, ინგლისურ ენაში ძალიან მიყვარს სიტყვა “cemetery”. ეს რომ დაახლოებით 7–8 წლის წინ ინგლისურის კერძო მასწავლებელს ვუთხარი, კაცმა გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა და ენა ჩაუვარდა. ნუ იმან, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას მიაქცია ყურადღება და არა თავად სიტყვას.
დაკვირვებული ვარ ანუ იმას, რომ ინგლისურში ძირითადად მიყვარს ისეთი, სიტყვები, რომლებიც შეიცავენ “T” და “R” ასოებს.. თუ “S”–იც იქვეა, მთლად უკეთესი.
cemetery
tutor (tutorial)
translation
inspiration
strangulation
და ა. შ.

გერმანულ ენაში მიყვარს იმ სიტყვების უმეტესობა, სადაც არის “შ”. ნუ გერმანულში ეს ასო სამნაირად მიიღება.
1) და ყველაზე ხშირი არის “S”–ს, “C”-სა “H”–ის შეჯვარებით მიღებული “sch”.
2)”S”სა და “P”–ის კომბინაციით მიღებული “sp”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შპ”.
3)”S”სა და “T”–ის კომბინაციით მიღებული “st”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შტ”.
და ეს რატომ ავხსენი…
იმიტომ, რომ მიყვარს ის სიტყვები, სადაც არის “შ”.
Spass (ჩემი უსაყვარლესი სიტყვა ყველაზე მრავალი და უნივერსალური მნიშვნელობით)
spazieren
stehen
stellen
sprechen
schmerzen
schlagen
schlaffen
და ა. შ.
რუსულში ასე უცებ ვერ გავიხსენე საყვარელი სიტყვები.
ქართულში – “აღსანიშნავი”, “გასაოცარი”, “შთამბეჭდავი” და ა. შ.
სიტყვა, რომლებიც მიყვარს არაერთ ენაში:
ღირსშესანიშნაობა – достопримечательность – Sehenswürdigkeit…
შთაგონება – вдохновение – inspiration…

ფრაზები:
ღმერთო ჩემო (ყველა დანარჩენ ენაზეც)
გამოიყენება წარბის აწევით, ძირითადად ირონიის თანხლებით. და ანუ სმაილის თანხლებით, რაც სახეზე გამოიხატება წარბის აწევით.
это меня забавляет.
it’s driving me insane.
Das macht mir Spass (ან წარსულ დროში Das hat mir viel Spass gemacht)

p.s. რა თქმა უნდა ამათ გარდა კიდევ ბევრი სიტყვა თუ ფრაზა შეიძლება მომწონდეს, უბრალოდ ახლა არ მახსენდება მეტი და რომ მახსენდებოდეს, ჯერ არ მაქვს გააზრებული,რომ ისინი მომწონს.

Der Ratschlag

მას შემდეგ რაც ღრმადპატივცემულმა და ვეტერანმა ბლოგერებმა თქვეს და გამოხატეს თუ როგორი არ უნდა იყოს ბლოგი, ვცდილობ მეც გავითვალისწინო აღნიშნული შენიშვნები. ვისაც არ უნახავს სანახავი, არ მოუსმენია მოსასმენი, აგერ ინებეთhttp://bigcrow.wordpress.com/2009/02/23/blogs_and_army/ თუ კითხვა გირჩევნიათ და მირიანისა და პრიკოლინოს ხმა არ მოგწონთ, მაშინ ინებეთ ხელწერილი ამის თაობაზე აგერ http://iasamani.wordpress.com/2009/02/23/რჩევები-და-კრიტიკა-ბლოგე/ მავანმა და მავანმა სხვადასხვანაირად მიიღეს აღნიშნული რჩევები. ზოგმა რატომ არ გკიდიათო, ზოგმა ვისი რა საქმეა როგორ და რანაირად დავწერო, ზოგმა კი (ამ შემთხვევაში მე)ეს ამბავი აბსოლუტურად მშვიდად მივიღე და ხელი მივყავი მის შესრულებას…
კიარადა…
რაც ვიდეოში ითქვა, იმის შესრულებას.ნუ, მე ვასრულებ და ვითვალისწინებ და სხვა რას შვრება, არ მანაღვლებს. ვისაც რა უნდა, ის უყოს თავის ბლოგს. უპირველესად კი ვასრულებ იმას, რომ ჩემი პოსტები უმეტესობას 3 წერტილი ადევს სათაურად. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაკლებობას მაუწყებდა, უპირველეს ყოვლისა, თავად მე. ხოდა ამიერიდან, I say NO to 3 dots. ნუ დეპრესიულ პოსტებსაც რომ NO ვუთხარი, ეს ალბათ შესამჩნევი გახდა უკანასკნელ პოსტებში. თუმცა აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ “მე რა ბედნიერი ვარ” პოსტები არ იქნება აქ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ბლოგზე მხოლოდ მაშინ არ შემოვალ, როცა ცუდად ვიქნები ან როცა კარგად ვიქნები. შემოვალ, როცა გამისწორდება. პრინციპში, შემოსვლით ხშირად შემოვდივარ, ყოველდღე, მაგრამ წერის რა მოგახსენოთ. კიდევ ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ უფრო მეტი დასაწერი მიჩნდება ქუჩაში, სიარულისას, და სანამ სახლში მოვდივარ, ის აზრები ქრება და მავიწყდება… ეს შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა ჩემი მეხსიერების. ამიტომაც რაც თავი მახსოვს, სულ თან დამაქვს ბლოკნოტი, აქაოდა საჭირო ინფორმაციის ჩასანიშნად ლექციებსა თუ სემინარებზე, მაგრამ რეალურად ეს ისევ მორიგი ბლოკნოტია, რომელიც ჩანაწერებისთვის არის ჩანთაში მოკალათებული.

P.S. ახლა გამახსენდა უცებ და შემთხვევით “კვალდაკვალ” როგორ იწერება ხომ არ იცის ვინმემ???

არაფერი განსაკუთრებული (aka friday the 13th)

უბრალოდ გუშინ 13 რიცხვი იყო და თან პარასკევი….
კვირის დღე, როდესაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას…
რიცხვი სხვა არის, მაგრამ დღე იგი იყო პარასკევი…
მიყვარს პარასკევი…
“ჩემი” დღეა..

მეტი არაფერი…
გარდა იმისა, რომ სამსახურში კაგი დღე მქონდა. მერე გოეთეში წავედი და იქიდან ბიძაშვილთან. მის შვილს პატალა ძინსის სარვალუკა მივუტანე. მამიდა ვარ რა ფაქტიურად. გვარს მიგრძელებს ნიკუშა თან ყველაზე “პრიკოლი” ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილი მამაჩემს ჰგავს ძალიან, და ნიკუშა კი ბიძაჩემს (ანუ ბაბუამისს) ანუ მამას არცერთი ჰგავს. გოეთედან თითქმის ყოველთვის მათთან ჩავდივარ ხოლმე. მერე მეგუნამ დამირეკა, ჩვენთან მოდიო და მეც წამოვედი. უკვე იშლებოდნენ. თუმცა მეგუნამ მაინც დაგელოდები, შენთან საუბარი მინდაო…

მეგუნა – ადამიანი პოზიტივი. მის ბლოგსაც ასე ეწოდება ჩემთან. ალბათ მე სიტყვები არასოდეს მეყოფა იმის გადმოსაცემად, თუ როგორი სათნო და თბილი ადამიანია ის. საკმარისია ერთხელ შევხედო და ეგრევე გული მითბება. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ვიყო, შეხედვით ვმშვიდდები.
ბუზღუნისა და წუწუნის მიუხედავად, მაინც წავყევი “Теремок”-ში. ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ, მერე ჩემი კლიენტიც გავჩითეთ, რომელმაც ყველაფერზე დაგვპატიჟა. მერე (და მანამდეც) პეკინის ქუჩაზე არსებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც ვათვალიერეთ (რამდენი ყოფილან, გავგიჟდი Kate )მერე ვიღაც ტიპები. ასეთ ისტორიას უყვებოდა ერთი მეორეს: კაროჩე, სიმონ გლდანში რომ არის ახალი ზავეძენია, იქ ერთი ქალი ვნახე და ასე ვუთხარი, ქუჩაში რომ მენახე, უეჭველი გაგიცნობდი და შემიყვარდებოდიო… იმდენი ვიცინეთ მე და მეგუნამ, იმდენი, მოვკვდით…
მერე ვიდექით და ბარემ ავტობუსი არ მოდიოდა, ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ…
დედაააააააა…
მერე კი ფრიად ნასიამოვნები სიცილისგან
კიარადა…
ძალიან ბევრი სიცილისგან, მე და ერთი პატრული ბიძია ტაქსით ამოვედით 50-50 თეთრად.
ღამის 12 საათზე ტაქსით 50 თეთრად!!!!
არა რა… ხომ ვამბობდი გენიალური ამბები ხდება პარასკევის 13 რიცხვშიმეთქი…
ვგიჟდები მეგუნაზე…Kate
და რა თქმა უნდა PRIMA EMPORIO PRIMA EMPORIOPRIMA EMPORIO KateKate


ხომ ვიცოდი და ვამბობდი, რომ პარასკევი და თან 13 რიცხვი უმაგრესი იქნებოდა….

ვალენტინობა არა ხახვი

ყველა ვინც ჩემს ირგვლივ არის, ფაციფუცში არის შემჩნეული…
“ვაიმე ვალენტინობა, დედაააა”

რა სჭირს ამ ხალხს ერთი ვიცოდე რა????

არა, ნუ გასაგებია სიყვარული და უწი–პუწი, მაგრამ მე მგონი სხვა პლანეტაზე ვარ…

არა, ახლა არ დამიწყოთ რომელიმემ
“ეს იმიტომ, რომ შენ თვითონ არ გყავს შეყვარებული” და მსგავსი ხახვობები….
რა სისულელეა… მე რომ არავინ მყავს, მაგაში ნამდვილად არ არის საქმე.
ბევრმა იცის თუ როგორი რომანტიული ადამიანი ვარ.
უბრალოდ როდესაც ადამიანი გიყვარს, რატომ უნდა ელოდო 14 თებერვალს???
რატომ არ უნდა იყოს ყოველი დღე მისთვის ვალენტინობა???

მოკლედ რა….
ნა ხუი ახლა ეს საკითხი….
მაგარი თამაში გავჩითე ვალენტინობაზე და მთავარია გული არ დამეცეს (ეს ბოლო ფრაზა როგორც გინდათ ისე გაიგეთ)

აჰა თქვენ ჩემგან ვალენტინობის დღე….

მაგარი სასაცილო თამაშია
http://jimpix.co.uk/ecards/ecard.asp?e=4375

დამიბრუნეთ ჩემი სმაილი

ფორუმზე ხუთად ხუთი სიცილაკია (ეგრეთ წოდებული სმაილი), რომელიც უზომოდ მიყვარს…
ნუ თითქმის არ არსებობს ჩემი პოსტი, რომ ამ სამიდან რომელიმე (ან სამივე ერთად) არ დავსვა.
თითქოს ეს უკვე ჩვევის მაგვარია. იმდენად არიან ისინი ჩემს ხასიათში ჩამჯდრები, რომ ცხოვრებაშიც ძალიან ხშირად გამოვხატავ იმას, რაც ამ სმაილით გამოიხატება.

ეს სმაილებია.
ანუ :ბოლი:
ანუ :მო: (ჩემის აზრით :მოწყენილი:)
ანუ 🙄
ანუ :chups:
და სმაილი, რომელიც რამდენიმე კვირაა, რაც არ ფუნქციონირებს გამართულად.
ესაა ანუ :ბის:
როგორც თაკამ კითხვაზე “ბის სმაილს რა დაემართა?” მიპასუხა, – “ბის სმაილს შიდის აიკიდა”

ხოდა :ბისსმაილი,რომელმაცშიდსიაიკიდა:

after long-term thinking

შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანები თვითონ, ძალით ეძებენ პრობლემებს.
და ამის ნათელი მაგალითი ვარ მე Kate
ხოდა დავიღალე რა სულ ცუდად ყოფნით და თან,გარდა ამისა არის ის ფაქტორი, რომ ცხოვრება მიხარია.
რაღაც პოზიტივები დავინახე, ცხოვრებისეული.
თუნდაც ის, რომ სამსახურში შტატში ჩამსვეს, მართალია ხელფასის მატება ივლისამდე არ იქნება, მაგრამ ამასაც მწარე, თუმცა მაინც ღიმილით შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეძენა აღნიშნული ფაქტორის გამო გადაიდო, მაგრამ ვცდილობ გავიღიმო. სამაგიეროდ, უკვე თანამშრომელი ვარ და უკვე თავაწეული დავდივარ. ადრეც არ ვიყავი დაჩაგრული, მაგრამ ახლა უფრო სხა სიტუაციაა. დღითიდღე მიყვარდება ყველა, ვისაც ჩემს ცხოვრებაში სტატუსი “თანამშრომელი” აწერია იარლიყად. თან აი მიყვარდება ისე, პირდაპირ. იმიტომ, კი არა, რომ “უი ეს თანამშრომელია და ასე და ასე”, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომელია. ვესალმები ყველას, ვიცნობ/არვიცნობ. დღეს ისეთი ადამიანის მიმართ ვიგრძენი საკუთარი თავისგან სიმპათია, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. ადრე სხვანაირი რეაქცია მეუფლებოდა მის დანახვაზე, დღეს კი, ეს ცუდი გრძნობა სადღაც გამიქრა. არვიცი, ალბათ თვითონაც სხვანაირად მიყურებს იმის გამო, რომ შტატში ვარ. ან შეიძლება მე მქონდა რაღაც ფუჭი და ყოვლად უსაფუძვლო შიშები. ყველა უკვე ისე მიყურებს, როგორც ტოლს და სწორს. “ზევიდან ყურების” მომენტი არავისგან მიგრძვნია. და ვისგანაც მიგრძვნია, დღეიდან უკვე აღარ ვგრძნობ.

კარგად ვარ.

“პროსტა” ის არის, რომ ფული არ მყოფნის. Kate დედაჩემის ვალებიდან ვერ ამოვდივარ. ტანსაცმელსა ფეხსაცმელს მყიდულობს და მეც ნუ типа ბედნიერი აზრით, რომ “უი, ესეც მიყიდე??? ” და მაღაზიიდან სახლში მოსვლის შემდეგ მეუბნება: “ხელფასს რომ აიღებ, ამის, ამის, ამის და ამის ფული მომეცი Kate ” და მეც ვრჩები ხახამშრალი Kate Kate მაგრამ მართლა კარგი რაღაცეები ვიყიდე და მიხარია რა…

მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარგად ვარ. საერთოდ აღარ ვარ მოწყენილი… Kate Kate Kate Kate

1,2,3,4 და

და რა???
და ის, რომ
ვკარგავ ხალხს…
თვალის დახამხამებაში…
კიარადა უკვე დავკარგე მგონი…
და ეს მე საერთოდ არ მაშფოთებს ისე, როგორც შემაშფოთებდა რამდენიმე წლის ან თუნდაც თვის წინ.
მე, ადამიანი, რომელიც მუდმივ ყ..–ებად მივიჩნევ პოხუისტებს, ვადანაშაულებ და და ვამხელ რა მათ უგრძნობობასა და ეგოიზმში, მე თვითონ ვხდები პოხუისტი. ოღონდ საკუთარ თავს ყ..–დ არ მივიჩნევ იმ მიზეზის გამო, რომ მე ბევრი ხერხი ვცადე მათთან მიმართებაში და როცა დავინახე, თუ რაოდენ უაზრობაა ამდენი ცდა, მეც ისევე გავპოხუსტდი და ფეხებზე დავიკიდე ისინი.
ეს პერიოდი აღსანიშნავია არა მხოლოდ იმით ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოცდები მაქვს, არამედ იმითაც, რომ ზუსტად ამ გამოცდების გამო საერთოდ არ ვეკარები კომპიუტერს. და რაღა დავმალო და არ მაქვს ისეთი საშინელი “ლომკა”, როგორიც მექნებოდა რამდენიმე წლის ან თუნდაც თვის წინ.

მაქვს რაღაც პანიკური სიმშვიდე. უფრო სწორად испытываю… პირველად ეს მაშინ ვიწვნიე, როდესაც 08/08 იდგა ჩვენს ქალაქში და ომი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. მე, ადამიანი, რომელიც ხშირად ცუდად არის და სიკვდილი არაერთხელ მინატრია, როდესაც უცბად სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ შემეშინდა სიკვდილის. და განვიცადე პანიკური სიმშვიდე. ახლა კი ეს გრძნობა მეორეჯერ მეწვია. ნეტავ შემეძლოს იმის გადმოცემა, თუ რა არის ეს. ეს არის, როდესაც ლავიწის ძვალი უსაშველოდ დიდი და გრძელი მგონია. ხელს ვიდებ ლავიწზე, ღრმად ვსუნთქავ და … და რა? უდიდეს სიმშვიდეს ვგრძნობ. არვიცი, ალბათ ასეც უნდა იყოს. და ამ ყველაფერს ისე წყნარად ვეკიდები, თითქოს არც არაფერი ხდება დამაფიქრებელი.
სხვა შემთხვევაში ვიბრძოლებდი რამისთვის, დავიხარჯებოდი მორალურად, მაგრამ მეც სხვისი არ იყოს, გავპოხუისტდი. მთელი იანვარი ამაზე ვიფიქრე და მივხვდი იმას, რომ ვისაც უნდა ჩემთან ყოფნა, ის ისედაც იქნება და არის. და ვისაც არ უნდა, კარგად იყოს . არ ვაპირებ, რომ ვინმეს გავეკიდო. საკმარისად ვსდიე.

ზოგადად დავიღალე ახსნა–განმარტებებისგან Kate типа “ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ რაღაცა და რაღაცა” “მე ასეთი და ასეთი ვარ” აი ამან დამღალა ყველაზე მეტად. არ მიცნობს ხალხი და რაღაცას “აწვებიან”. ცდილობ ხალხს დაეხმარო, გვერდით დაუდგე, ისინი კი მიზეზებს ეძებენ, რომ არ მოგისმინოს და ყველაფერი უკუღმა გააკეთონ. და აი რა? მე რა?? მაკლდება განა რამე??? Kate არც არაფერი Kate ხოდა, ვისაც რა უნდა, ის უქნას თავის ცხოვრებას. მერე მაინც ეს ხალხია “დაგრუზული” და ისევ ისე ცუდად, ან უარესად ცუდად. Kate სულ იქით ვინტერესდებოდი ხალხის მდგომარეობით და არასოდეს დაფიქრებულა ეს ხალხი, მე რა მიჭირს. ხოდა ვსო რა… მეც გავხდები ეგოისტი Kate Kate Kate Kate Kate

დილით…

დილის 7 საათზე ავდექი, ანუ იმ წამშივე, როგორც კი მაღვიძარამ დარეკა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვსმეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. სამსახურში 10–ის ნახევარზე უნდა ვიყო, მაგრამ ჯერ 7 საათია. და ესეც იმიტომ, რომ საშინლად 1 საათიანი ვარ. ჯერ დიდ ოთახში ვდგავარ გამათბობელთან ცხელი, ღუნღულა ლოგინიდან გამოსულმა სითბო და სიმხურვალე რომ შევინარჩუნო და გამოვფხიზლდე, ხოლო მერე კი აბაზანაში, რომ იქაც გამოვფხიზლდე. მეზარება ყოველი დილა.


ხოდა, დილის 7 საათზე ავდექი. პიჟამოთი გამოვედი დიდ ოთახში და დავდექი ჩემს მუდმივ სადგომ ადგილზე. რაღაცნაირად მშვიდი დილაა. ცივა, თან ძალიან. მაგრამ თითქოს ეს არაფერში მაგრძნობინებს დაბრკოლებას. არ მეზარება არც ადგომა და არც იქ დგომა. რადგან საოცრად ფხიზელი ვარ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძილიც მეყო და დასვენებაც.
აი ბატონი ირაკლიც აბრძანებულა. ისიც ჩემი არ იყოს, დილით იწყებს მუშაობას. მაგრამ ჩემგან განსხვავებით დილის პროცედურებს გაცილებით ჩქარა ახერხებს. ყველას სძინავს და გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ჯერ კიდევ ზამთარია და შესაბამისად, ჯერ კიდევ ზამთრის დროზე ვართ. ისეთი უკუნეთია, რომ თითქოს ღამის 2–3–4 საათი არისო. ასე ჩუმად შემოვიდა ირაკლი ოთახში და ასევე ჩუმი სიმშვიდით თუ მშვიდი სიჩუმით ამომიდგა გვერდში. ისიც პიჟამოთი გამოსულა და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც მხნედ გამოიყურება.
– რას შვრები?
– რავი, შენ. ვპასუხობ მთქნარებით.
– აუ ამის დედა ვატირე. სამსახურია ახლა ეს. სახლში მინდა, ლოგინში მინდა. ბალიში მინდა.
– აუ აბა. თან რა მშვიდი ღამეა.
– რა ღამე? დილაა უკვე.
– ნუ კალენდარულად კია დილა, მაგრამ ვერ ხედავ, როგორი სიბნელეა.
– ნუ ეგრე ხო. თან აი მაგარი ისეთი მომენტია რა. იმენა ჯიგრულად ჩახუტებული ხარ ბალიშს და თითეული კუნთს, ძვალს, სახსარს, ხრტილს… ყველაფერს რომ სძინავს. ოღონდ აი ისე ჯიგრულად რა.
წამით თვალები დავხუჭე და ეს ყველაფერი წარმოვიდგინე. მაგარია. მაგრამ ახლა არა. ახლა ისეთი ფხიზელი ვარ, რომ საერთოდაც არ მინდა ლოგინი.
– არა აი ახლა ირინას რომ შევუგორდე, რა მოხდება?
– ჩემს ლოგინში არ შეწვე და ირას ლოგინს საიდანაც გინდა, იქიდან მოუარე.
– ოცნებასაც არ მაცდი რა…
– ბიჭო, რა ოცნება? დაგიშალე ცოლთან წოლა თუ რა, ვერ გავიგე? გადაიყვანე ირინა შენს საძინებელში და გინდა ჩაეხუტეთ და გინდა წიგნები უკითხეთ ერთმანეთს.
– ახლა მაგას წიგნების კითხვა ჰქვია?
– ნუ ვაფშეტა მე მართლა წიგნების კითხვა ვიგულისხმე, მაგრამ კაჟდი პანიმაეტ…ასე რომ no comment.უბრალოდ შენ და ირინას ცალკე–ცალკე რომ გძინავთ, ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ შენ მართლა საშინელ ლოგინზე წევხარ. ირინას ძვლები ტკივა ხოლმე მანდ წოლისგან, ასე რომ ისევ იქ ურჩევნია, სადაც გათხოვებამდე იწვა. და რაც შეეხება თქვენს სქესობრივ ცხოვრებას, ეგ მე არ მაინტერესებს. და რომ მაინტერესებდეს, არ მეხება. და რომც მეხებოდეს, არ მაინტერესებს. და რომც მაინტერესებდეს…
– არ გეხება! გამოვიცანი ??? კარგი რა იყო, რას ავარდი და რა საჭიროა ეს ახსნა–განმარტებები??? თითქოს არ ვიცოდე, რატომ სძინავს ირინას შენთან. ამ ეტაპზე მართლა ეგრე სჯობს. თუ ირინა გადმოვიდა ჩემს ოთახში, მას უნდა მოყვეს დუკა, ლიზი და გიორგი. 3 ბავშვის გაძლება კი ჩემთვისაც რთული იქნება.
– ხო, ნუ რას იზამ, ყველას ჩემნაირად კი არ შეუძლია ირინას და 3 ბავშვის გაძლება
– შენ პელე ხარ…
– აუ რა აიჩემა ყველამ ეგ “პელე”–დ ყოფნა. მთელი თბილისი მაგას იძახის.
– ანუ მაგარი ხარმეთქი რა.
– მაშინ მითხარი, ქეთ მაგარი ხარ. პელე და ჩილავერტი…
– არა რა, აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი ხო??? მაგრამ ეგ არაფერი, ხომ იცი, მაინც გიძლებ.
– და ღირს რო???
– რა?
– ჩემი გაძლება.
– no comment.
– არა მართლა. რა საჭიროა მიძლებდე?