დილით…

დილის 7 საათზე ავდექი, ანუ იმ წამშივე, როგორც კი მაღვიძარამ დარეკა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვსმეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. სამსახურში 10–ის ნახევარზე უნდა ვიყო, მაგრამ ჯერ 7 საათია. და ესეც იმიტომ, რომ საშინლად 1 საათიანი ვარ. ჯერ დიდ ოთახში ვდგავარ გამათბობელთან ცხელი, ღუნღულა ლოგინიდან გამოსულმა სითბო და სიმხურვალე რომ შევინარჩუნო და გამოვფხიზლდე, ხოლო მერე კი აბაზანაში, რომ იქაც გამოვფხიზლდე. მეზარება ყოველი დილა.


ხოდა, დილის 7 საათზე ავდექი. პიჟამოთი გამოვედი დიდ ოთახში და დავდექი ჩემს მუდმივ სადგომ ადგილზე. რაღაცნაირად მშვიდი დილაა. ცივა, თან ძალიან. მაგრამ თითქოს ეს არაფერში მაგრძნობინებს დაბრკოლებას. არ მეზარება არც ადგომა და არც იქ დგომა. რადგან საოცრად ფხიზელი ვარ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძილიც მეყო და დასვენებაც.
აი ბატონი ირაკლიც აბრძანებულა. ისიც ჩემი არ იყოს, დილით იწყებს მუშაობას. მაგრამ ჩემგან განსხვავებით დილის პროცედურებს გაცილებით ჩქარა ახერხებს. ყველას სძინავს და გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ჯერ კიდევ ზამთარია და შესაბამისად, ჯერ კიდევ ზამთრის დროზე ვართ. ისეთი უკუნეთია, რომ თითქოს ღამის 2–3–4 საათი არისო. ასე ჩუმად შემოვიდა ირაკლი ოთახში და ასევე ჩუმი სიმშვიდით თუ მშვიდი სიჩუმით ამომიდგა გვერდში. ისიც პიჟამოთი გამოსულა და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც მხნედ გამოიყურება.
– რას შვრები?
– რავი, შენ. ვპასუხობ მთქნარებით.
– აუ ამის დედა ვატირე. სამსახურია ახლა ეს. სახლში მინდა, ლოგინში მინდა. ბალიში მინდა.
– აუ აბა. თან რა მშვიდი ღამეა.
– რა ღამე? დილაა უკვე.
– ნუ კალენდარულად კია დილა, მაგრამ ვერ ხედავ, როგორი სიბნელეა.
– ნუ ეგრე ხო. თან აი მაგარი ისეთი მომენტია რა. იმენა ჯიგრულად ჩახუტებული ხარ ბალიშს და თითეული კუნთს, ძვალს, სახსარს, ხრტილს… ყველაფერს რომ სძინავს. ოღონდ აი ისე ჯიგრულად რა.
წამით თვალები დავხუჭე და ეს ყველაფერი წარმოვიდგინე. მაგარია. მაგრამ ახლა არა. ახლა ისეთი ფხიზელი ვარ, რომ საერთოდაც არ მინდა ლოგინი.
– არა აი ახლა ირინას რომ შევუგორდე, რა მოხდება?
– ჩემს ლოგინში არ შეწვე და ირას ლოგინს საიდანაც გინდა, იქიდან მოუარე.
– ოცნებასაც არ მაცდი რა…
– ბიჭო, რა ოცნება? დაგიშალე ცოლთან წოლა თუ რა, ვერ გავიგე? გადაიყვანე ირინა შენს საძინებელში და გინდა ჩაეხუტეთ და გინდა წიგნები უკითხეთ ერთმანეთს.
– ახლა მაგას წიგნების კითხვა ჰქვია?
– ნუ ვაფშეტა მე მართლა წიგნების კითხვა ვიგულისხმე, მაგრამ კაჟდი პანიმაეტ…ასე რომ no comment.უბრალოდ შენ და ირინას ცალკე–ცალკე რომ გძინავთ, ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ შენ მართლა საშინელ ლოგინზე წევხარ. ირინას ძვლები ტკივა ხოლმე მანდ წოლისგან, ასე რომ ისევ იქ ურჩევნია, სადაც გათხოვებამდე იწვა. და რაც შეეხება თქვენს სქესობრივ ცხოვრებას, ეგ მე არ მაინტერესებს. და რომ მაინტერესებდეს, არ მეხება. და რომც მეხებოდეს, არ მაინტერესებს. და რომც მაინტერესებდეს…
– არ გეხება! გამოვიცანი ??? კარგი რა იყო, რას ავარდი და რა საჭიროა ეს ახსნა–განმარტებები??? თითქოს არ ვიცოდე, რატომ სძინავს ირინას შენთან. ამ ეტაპზე მართლა ეგრე სჯობს. თუ ირინა გადმოვიდა ჩემს ოთახში, მას უნდა მოყვეს დუკა, ლიზი და გიორგი. 3 ბავშვის გაძლება კი ჩემთვისაც რთული იქნება.
– ხო, ნუ რას იზამ, ყველას ჩემნაირად კი არ შეუძლია ირინას და 3 ბავშვის გაძლება
– შენ პელე ხარ…
– აუ რა აიჩემა ყველამ ეგ “პელე”–დ ყოფნა. მთელი თბილისი მაგას იძახის.
– ანუ მაგარი ხარმეთქი რა.
– მაშინ მითხარი, ქეთ მაგარი ხარ. პელე და ჩილავერტი…
– არა რა, აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი ხო??? მაგრამ ეგ არაფერი, ხომ იცი, მაინც გიძლებ.
– და ღირს რო???
– რა?
– ჩემი გაძლება.
– no comment.
– არა მართლა. რა საჭიროა მიძლებდე?

Advertisements

5 thoughts on “დილით…

  1. @ana – http://k84u.blogspot.com/2008/07/blog-post_22.html დაhttp://k84u.blogspot.com/2009/01/blog-post_10.html პოსტები არ წაგიკითხავს შენ გეტყობა. @CheshireCat – აააააააააააააააააააა, ცვეტშიიიი!!!!!@თაკა – ხო ალბათ.@LadyCrow – მადლობა, თიკ.

  2. ღმერთო ურო ჩამცხე :გივი:ადამიანები ერთმენთს არ უძლებენ ქეთ..ადამიანებს ან უყვართ ერთმანეთი ან ეთამაშებიან..ტაკ შტო რილექს 😉

  3. ყველაზე გენიალური ფენომენი მაინც ისაა, დილით ასე გასათბობად რომ მიდიხარ, ღუმელთან აუცილებლად ზურგით და რბილი ადგილებით დგები ))))) ხო ასეა? )))

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s