შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანები თვითონ, ძალით ეძებენ პრობლემებს.
და ამის ნათელი მაგალითი ვარ მე
ხოდა დავიღალე რა სულ ცუდად ყოფნით და თან,გარდა ამისა არის ის ფაქტორი, რომ ცხოვრება მიხარია.
რაღაც პოზიტივები დავინახე, ცხოვრებისეული.
თუნდაც ის, რომ სამსახურში შტატში ჩამსვეს, მართალია ხელფასის მატება ივლისამდე არ იქნება, მაგრამ ამასაც მწარე, თუმცა მაინც ღიმილით შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეძენა აღნიშნული ფაქტორის გამო გადაიდო, მაგრამ ვცდილობ გავიღიმო. სამაგიეროდ, უკვე თანამშრომელი ვარ და უკვე თავაწეული დავდივარ. ადრეც არ ვიყავი დაჩაგრული, მაგრამ ახლა უფრო სხა სიტუაციაა. დღითიდღე მიყვარდება ყველა, ვისაც ჩემს ცხოვრებაში სტატუსი “თანამშრომელი” აწერია იარლიყად. თან აი მიყვარდება ისე, პირდაპირ. იმიტომ, კი არა, რომ “უი ეს თანამშრომელია და ასე და ასე”, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომელია. ვესალმები ყველას, ვიცნობ/არვიცნობ. დღეს ისეთი ადამიანის მიმართ ვიგრძენი საკუთარი თავისგან სიმპათია, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. ადრე სხვანაირი რეაქცია მეუფლებოდა მის დანახვაზე, დღეს კი, ეს ცუდი გრძნობა სადღაც გამიქრა. არვიცი, ალბათ თვითონაც სხვანაირად მიყურებს იმის გამო, რომ შტატში ვარ. ან შეიძლება მე მქონდა რაღაც ფუჭი და ყოვლად უსაფუძვლო შიშები. ყველა უკვე ისე მიყურებს, როგორც ტოლს და სწორს. “ზევიდან ყურების” მომენტი არავისგან მიგრძვნია. და ვისგანაც მიგრძვნია, დღეიდან უკვე აღარ ვგრძნობ.
კარგად ვარ.
“პროსტა” ის არის, რომ ფული არ მყოფნის. დედაჩემის ვალებიდან ვერ ამოვდივარ. ტანსაცმელსა ფეხსაცმელს მყიდულობს და მეც ნუ типа ბედნიერი აზრით, რომ “უი, ესეც მიყიდე??? ” და მაღაზიიდან სახლში მოსვლის შემდეგ მეუბნება: “ხელფასს რომ აიღებ, ამის, ამის, ამის და ამის ფული მომეცი
” და მეც ვრჩები ხახამშრალი
მაგრამ მართლა კარგი რაღაცეები ვიყიდე და მიხარია რა…
მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარგად ვარ. საერთოდ აღარ ვარ მოწყენილი…
ძალიან კარგი, რომ მოწყენილი აღარ ხარ:)დ რომ – შტატში… გილოცავ! 🙂
@Anonymous – ok@ცუცა – ეგ თქვენი გადასაწყვეტია, გეზიზღებით თუ არა. just as you wish :bis:@iasamani – აუ აბა რა საშინელებაა რა. მეც ეგრე ლოგოებად ვხედავ. არადა ჩემი საყვარელი სმაილია. დიდი მადლობა, პიკ. ჩემი ემოობა დასასრულს უახლოვდება. :bis:
აიაი შენთანაც ფორუმის ლოგოებად ჩანს სმაილიკები :მო: თუ მარტო მე ვხედავ ლოგოებად? მოკლედ, მიხარია რომ გაპოზიტივდი, დროა თავი დაანებო იმოობას და ცხოვრებით დატკვე ))) :2კისს: (ბევრი ცალი)
ჰეჰ გიო დაგლიჯე :))
ანუ აღარ გვეზიზღები ?
mmmm ise, sheni blogis anonymous reader 🙂
დიდი მადლობა, რომელი ხარ?
:happy: :happy: :happy: :jump:
😀 😀 😀 😀 :Dქეთუნას უყვარს ვინი პუხა. :love: :love:
ღმერთმანი :ბოლი: