უბრალოდ გუშინ 13 რიცხვი იყო და თან პარასკევი….
კვირის დღე, როდესაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას…
რიცხვი სხვა არის, მაგრამ დღე იგი იყო პარასკევი…
მიყვარს პარასკევი…
“ჩემი” დღეა..
მეტი არაფერი…
გარდა იმისა, რომ სამსახურში კაგი დღე მქონდა. მერე გოეთეში წავედი და იქიდან ბიძაშვილთან. მის შვილს პატალა ძინსის სარვალუკა მივუტანე. მამიდა ვარ რა ფაქტიურად. გვარს მიგრძელებს ნიკუშა თან ყველაზე “პრიკოლი” ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილი მამაჩემს ჰგავს ძალიან, და ნიკუშა კი ბიძაჩემს (ანუ ბაბუამისს) ანუ მამას არცერთი ჰგავს.
გოეთედან თითქმის ყოველთვის მათთან ჩავდივარ ხოლმე. მერე მეგუნამ დამირეკა, ჩვენთან მოდიო და მეც წამოვედი. უკვე იშლებოდნენ. თუმცა მეგუნამ მაინც დაგელოდები, შენთან საუბარი მინდაო…
მეგუნა – ადამიანი პოზიტივი. მის ბლოგსაც ასე ეწოდება ჩემთან. ალბათ მე სიტყვები არასოდეს მეყოფა იმის გადმოსაცემად, თუ როგორი სათნო და თბილი ადამიანია ის. საკმარისია ერთხელ შევხედო და ეგრევე გული მითბება. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ვიყო, შეხედვით ვმშვიდდები.
ბუზღუნისა და წუწუნის მიუხედავად, მაინც წავყევი “Теремок”-ში. ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ, მერე ჩემი კლიენტიც გავჩითეთ, რომელმაც ყველაფერზე დაგვპატიჟა. მერე (და მანამდეც) პეკინის ქუჩაზე არსებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც ვათვალიერეთ (რამდენი ყოფილან, გავგიჟდი )მერე ვიღაც ტიპები. ასეთ ისტორიას უყვებოდა ერთი მეორეს: კაროჩე, სიმონ გლდანში რომ არის ახალი ზავეძენია, იქ ერთი ქალი ვნახე და ასე ვუთხარი, ქუჩაში რომ მენახე, უეჭველი გაგიცნობდი და შემიყვარდებოდიო… იმდენი ვიცინეთ მე და მეგუნამ, იმდენი, მოვკვდით…
მერე ვიდექით და ბარემ ავტობუსი არ მოდიოდა, ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ…
დედაააააააა…
მერე კი ფრიად ნასიამოვნები სიცილისგან
კიარადა…
ძალიან ბევრი სიცილისგან, მე და ერთი პატრული ბიძია ტაქსით ამოვედით 50-50 თეთრად.
ღამის 12 საათზე ტაქსით 50 თეთრად!!!!
არა რა… ხომ ვამბობდი გენიალური ამბები ხდება პარასკევის 13 რიცხვშიმეთქი…
ვგიჟდები მეგუნაზე…
და რა თქმა უნდა PRIMA EMPORIO PRIMA EMPORIOPRIMA EMPORIO
ხომ ვიცოდი და ვამბობდი, რომ პარასკევი და თან 13 რიცხვი უმაგრესი იქნებოდა….
მთლად ჩემი დღე ვერ იყო ისე ეგ დღე.. “კატა ვერ შესწვდა ძეხვსა” მომივიდა :დ
სულ ვამბობ რომ 13 პარასკევი.. შესანიშნავი დღეა 🙂 მეც კარგად დავასრულე ეგ დღე 🙂
gilocav mogvianebit :*
@Sophie Golden – ეგ არაფერი. ხდება ხოლმე 🙂
Oops!
@ Summer – ხო, მართლაც ძალიან კარგი დღე იყო…@Sophie Golden – აჰ არა, დაბადების დღე არ მაქვს. “გააგრძელეთ კითხვა”–ს უნდა დააჭირო. მე სულ ვამოკლებ ხოლმე პოსტებს. დანარჩენი იქ წერია ხოლმე.
Then – HAPPY BIRTHDAY!!!
აი მართლა ზალიან მაგარი დღე იყო გუსინ 🙂 სხვანაირი დღე 🙂