Der Ratschlag

მას შემდეგ რაც ღრმადპატივცემულმა და ვეტერანმა ბლოგერებმა თქვეს და გამოხატეს თუ როგორი არ უნდა იყოს ბლოგი, ვცდილობ მეც გავითვალისწინო აღნიშნული შენიშვნები. ვისაც არ უნახავს სანახავი, არ მოუსმენია მოსასმენი, აგერ ინებეთhttp://bigcrow.wordpress.com/2009/02/23/blogs_and_army/ თუ კითხვა გირჩევნიათ და მირიანისა და პრიკოლინოს ხმა არ მოგწონთ, მაშინ ინებეთ ხელწერილი ამის თაობაზე აგერ http://iasamani.wordpress.com/2009/02/23/რჩევები-და-კრიტიკა-ბლოგე/ მავანმა და მავანმა სხვადასხვანაირად მიიღეს აღნიშნული რჩევები. ზოგმა რატომ არ გკიდიათო, ზოგმა ვისი რა საქმეა როგორ და რანაირად დავწერო, ზოგმა კი (ამ შემთხვევაში მე)ეს ამბავი აბსოლუტურად მშვიდად მივიღე და ხელი მივყავი მის შესრულებას…
კიარადა…
რაც ვიდეოში ითქვა, იმის შესრულებას.ნუ, მე ვასრულებ და ვითვალისწინებ და სხვა რას შვრება, არ მანაღვლებს. ვისაც რა უნდა, ის უყოს თავის ბლოგს. უპირველესად კი ვასრულებ იმას, რომ ჩემი პოსტები უმეტესობას 3 წერტილი ადევს სათაურად. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაკლებობას მაუწყებდა, უპირველეს ყოვლისა, თავად მე. ხოდა ამიერიდან, I say NO to 3 dots. ნუ დეპრესიულ პოსტებსაც რომ NO ვუთხარი, ეს ალბათ შესამჩნევი გახდა უკანასკნელ პოსტებში. თუმცა აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ “მე რა ბედნიერი ვარ” პოსტები არ იქნება აქ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ბლოგზე მხოლოდ მაშინ არ შემოვალ, როცა ცუდად ვიქნები ან როცა კარგად ვიქნები. შემოვალ, როცა გამისწორდება. პრინციპში, შემოსვლით ხშირად შემოვდივარ, ყოველდღე, მაგრამ წერის რა მოგახსენოთ. კიდევ ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ უფრო მეტი დასაწერი მიჩნდება ქუჩაში, სიარულისას, და სანამ სახლში მოვდივარ, ის აზრები ქრება და მავიწყდება… ეს შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა ჩემი მეხსიერების. ამიტომაც რაც თავი მახსოვს, სულ თან დამაქვს ბლოკნოტი, აქაოდა საჭირო ინფორმაციის ჩასანიშნად ლექციებსა თუ სემინარებზე, მაგრამ რეალურად ეს ისევ მორიგი ბლოკნოტია, რომელიც ჩანაწერებისთვის არის ჩანთაში მოკალათებული.

P.S. ახლა გამახსენდა უცებ და შემთხვევით “კვალდაკვალ” როგორ იწერება ხომ არ იცის ვინმემ???

Advertisements

11 thoughts on “Der Ratschlag

  1. @zbaramidze @LadyCrow Sophie Golden არა ხო, რათქმაუნდა, მაშინ დავწერ, როცა მომინდება და მაგ პრინციპს არც ვუღალატებ. @hexe@თაკააუ, არადა აშკარად ჩავსვი ლინკად, მაგრამ დაპოსტვის შემდეგ გამქრალა. ჩავასწორებ პოსტს.

  2. აი ეს კარგი იყო, მაგრამ მთლად წესებს ნუ დაემორჩილები 😉 rules are for breaking :*

  3. მმ..როცა დეპრესია გაქვს და გეწერინება, მაშინაც უნდა წერო :დ ჩემს ბლოგზე ნახევარზე მეტი პმს-იან წუწუნიანი პოსტებია და ყველაზე პოპულარული და ტოპ პოსტები ეგენი მაქვს :დ

  4. მე ვფიქრობ, რომ მოშნად უნდა დაიკიდო. დაწერე, რაც გისწორდება, როგორც გისწორდება, რაზეც გისწორდება. ვისაც არ მოწონს, ნუ წაიკითხავს და მორჩა პესნია.

  5. Know the Italian language? I unfortunately have to use google translate to English, Hello Kate, quite apart from the good work, with this economic crisis …. and you?Conosci la lingua italiana? io purtroppo devo usare google translate anche per l’inglese,Ciao Kate,abbastanza bene a parte il lavoro,con questa crisi economica…. e tu?Marlow

  6. @moreira13 – ა ანუ სწორად დავწერე…დიდი მადლობა. @iasamani – ჩავასწორე 😀 პრიკოლინათი.ხოდა ისა, ხო რა, დავიღალე მეც. დიდი მადლობა, პრიკ…

  7. კაციშვილი ვერ მიხვდება ვინაა ნინო ))) ჩაასწორე მაინც )) ხო, დეპრესია ბლოგი რომ აღარ გაქვს ეგ ძაან მახარებს 😉 შემოსვლა მიხარია

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s