more than words

რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს, ინგლისურ ენაში ძალიან მიყვარს სიტყვა “cemetery”. ეს რომ დაახლოებით 7–8 წლის წინ ინგლისურის კერძო მასწავლებელს ვუთხარი, კაცმა გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა და ენა ჩაუვარდა. ნუ იმან, რა თქმა უნდა, მნიშვნელობას მიაქცია ყურადღება და არა თავად სიტყვას.
დაკვირვებული ვარ ანუ იმას, რომ ინგლისურში ძირითადად მიყვარს ისეთი, სიტყვები, რომლებიც შეიცავენ “T” და “R” ასოებს.. თუ “S”–იც იქვეა, მთლად უკეთესი.
cemetery
tutor (tutorial)
translation
inspiration
strangulation
და ა. შ.

გერმანულ ენაში მიყვარს იმ სიტყვების უმეტესობა, სადაც არის “შ”. ნუ გერმანულში ეს ასო სამნაირად მიიღება.
1) და ყველაზე ხშირი არის “S”–ს, “C”-სა “H”–ის შეჯვარებით მიღებული “sch”.
2)”S”სა და “P”–ის კომბინაციით მიღებული “sp”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შპ”.
3)”S”სა და “T”–ის კომბინაციით მიღებული “st”, რომელიც გამოითქმის, როგორც “შტ”.
და ეს რატომ ავხსენი…
იმიტომ, რომ მიყვარს ის სიტყვები, სადაც არის “შ”.
Spass (ჩემი უსაყვარლესი სიტყვა ყველაზე მრავალი და უნივერსალური მნიშვნელობით)
spazieren
stehen
stellen
sprechen
schmerzen
schlagen
schlaffen
და ა. შ.
რუსულში ასე უცებ ვერ გავიხსენე საყვარელი სიტყვები.
ქართულში – “აღსანიშნავი”, “გასაოცარი”, “შთამბეჭდავი” და ა. შ.
სიტყვა, რომლებიც მიყვარს არაერთ ენაში:
ღირსშესანიშნაობა – достопримечательность – Sehenswürdigkeit…
შთაგონება – вдохновение – inspiration…

ფრაზები:
ღმერთო ჩემო (ყველა დანარჩენ ენაზეც)
გამოიყენება წარბის აწევით, ძირითადად ირონიის თანხლებით. და ანუ სმაილის თანხლებით, რაც სახეზე გამოიხატება წარბის აწევით.
это меня забавляет.
it’s driving me insane.
Das macht mir Spass (ან წარსულ დროში Das hat mir viel Spass gemacht)

p.s. რა თქმა უნდა ამათ გარდა კიდევ ბევრი სიტყვა თუ ფრაზა შეიძლება მომწონდეს, უბრალოდ ახლა არ მახსენდება მეტი და რომ მახსენდებოდეს, ჯერ არ მაქვს გააზრებული,რომ ისინი მომწონს.

Advertisements

13 thoughts on “more than words

  1. მე სამედიცინო ტერმინები მიყვარს ^^ჰიპოპიტუიტარიზმიდისლიპოპროტეინემიაგლუკოკორტიკოსტეროიდებიუი პ-ები და ტ-ები მყვარებია 😛

  2. მიყვარს სიტყვა lantern და იგივე გერმანულად die Laterne …კიდევ გერმანულად მიყვარს ზმნა bringen -ის ფორმები bringen, brachte, gebracht )))))ქართულად მიყვარს დასახელება “ჩხოროწყუ” :))) გენიალური გამოსათქმელია ))კიდევ ბევრი ასოთაშეთანხმებები მიყვარს, მაგრამ ეს ისინია რაც პირველ რიგში მახსენდება.

  3. @Keti – კი, გექნება, უბრალოდ დაკვირვების ამბავია…ხო, ბევრ სიტყვას აქვს ბოლოში “იჰ”. და მარტო “იჰ” “მე”–ს ნიშნავს.

  4. მე ალბათ ვერასდროს ვერ ვისწავლი გერმანულს. “იჰ” მესმის სულ, როცა საუბრობენ :))უცებ ვერ გავიხსენე საყვარელი სიტყვები (ანეგდოტების არ იყოს), მაგრამ მეც მაქვს ასეთები 🙂

  5. @Sophie Golden -ჰაჰა, ჩაგეთვალა , კარგი იყო…დამტანჯა ამ სპამმა.

  6. მე მიყვარს ბერძნული ენა უზომოდ, შესაბამისად ყველა ანტიკური სიტყვა მიყვარს :ლოლ: განსაკუთრებით “ღამო ტო”, ისე საყვარლად გამოითქმის. გერმანული არ ვიცი, მაგრამ ეს შლაფენ, შლახენები მევასება 😀 რუსული, ისევე, როგორც ბერძნული, უტკბილეს ენად მიმაჩნია, ვდახნავენიე – მეც ძალიან მიყვარს და გამიხარდა, რომ შენც ახსენე. Душа моя – საკმარისია ეს ვინმემ მითხრას და მზად ვარ, ცხრა მთა გადავლახო მისი გულისთვის. სიტყვებს რა ძალა აქვთ!!! მთებს გადადგამენ.

  7. omg, ერთი სიტყვაც კი არაა რომელიც მიყვარს ინგლისურად. საერთოდ ინგლისური ჩემთვის აუღებელი ციხესიმაგრეა.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s