კოშმარი

აი ნუ აი….
ნუ აი იცი…
აი, აი ისე…
მაგრამ თან ასე…
მაგრამ მერე მაინც არანაირად არც…
უბრალოდ აი უცაბედად…
მერე თითქოს არაფერი…
მერე ისევ ისეა ყველაფერი, როგორც ადრე იყო…
და მეც ისევე მკიდია ყველაფერი…
და იმას ორმაგად ჰკიდია…
და მე სამმაგად მკიდია…
და იმას ოთხმაგად ჰკიდია…
და მე კი ხუთმაგად დავიკიდებ…
მერე ისევ მე, ნერვებმოშლილი…
და მერე ისევ ის, გაღიზიანებული, სევდიანი, დადარდიანებული …


მერე ისევ ის, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, “მინდა ვიყო პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე რაღაც მოპარული, სულიდან ამოღებული და შორს, ძალიან შორს წაღებული…
მერე ისევ მე, “ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპი…
მერე ისევ მე, სევდიანი, იმედგაცრუებული, ნაღველით აღსავსე…
მერე ისევ მე, “ამასაც გადავიტან და მე ძალიან ძლიერი ვარ” ტიპი…

და ის, ანუ შენ…

მერე თითქოს შენ, ჩემთან მოსული, მოცინარი.
ვსხედვართ შენს სამეგობროში და ბევრს ვიცინით.
მერე ჩემი გაღვიძება და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება, სადაც შენ უკვე აღარ ხარ…
და რომც იყო, უკვე ადგილი დაკარგე ჩემს ცხოვრებაში, თითქოს არასოდეს ყოფილხარ.

მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემთან.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ იყავი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დაივიწყე ეს ყველაფერი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გამიცრუე იმედები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ დამემუქრე.
მერე ამბავი იმისა, როგორ შეგეშინდა ამდენ უცხო ხალხში გაბანძების და იძულებული გამხადე მოვსულიყავი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ გიფიქრია იმაზე, თუ რას ვფიქრობდი მე.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორი დიდი მონდომებით გაითქვიფე უმეცართა შორის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ გაქრი და აორთქლდი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა შენი ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აორთქლდა ჩემი ნივთები.
საბნები, ჭიქები, ვაზა, სამურაბე, პატარა და სიმბოლური ნივთები…
ნუთუ ქოხში მიდიოდი საცხოვრებლად???
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ხდება ნელნელა იმის აღმოჩენა, რომ გამქრალია სხვა ნივთები.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ საერთოდ უკრიტიკო გახდი უმეცრების მიმართ მაშინ, როცა ადრე……..
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ვიქეცი “პოხუისტი და ყველაფერი ფეხებზე მკიდია” ტიპად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ თამამი გავხდი “გაპოხუისტობის” შედეგად.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ ინდიფერენტულად შემიძლია ყოველდღე ფეხით ჩავუარო შენს სამსახურს.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები შენი სამსახურის ვიტრინაში.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ არ ვიყურები ამ ვიტრინაში, რომ შენ არ მოგკრა თვალი.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვარსებობთ ჩვენ ერთმანეთისთვის.
მერე ამბავი იმისა, თუ როგორ აღარ ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს.

კოშმარი იყო ეს ყველაფერი.
ახლა ფხიზელი ვარ.
ახლა ძლიერი ვარ.
ახლა კარგად ვარ.
ახლა კარგად ვიქნები.

Advertisements

11 thoughts on “კოშმარი

  1. მოვახდენდი ფასეულობების გადაფასებას. და ანუ დავფიქრდებოდი, რომელი ვინ არის ჩემთვის ძვირფასი.

  2. და ის რომ მოგცეოდა ისე,როგორც შენ მას ექცევი ან ინდეფერენტულობით, რას იზამდი?

  3. აღრ ღირს დარდი. ყველაფერმა ჩაიარა უკვე. ახლა მხოლოდ კარგი განწყობა.

  4. მგონი მხოლოდ შენ მიხვდი რაზეც დავწერე ხო??? ვსო, უკვე კარგად ვარ მართლა…

  5. @hexe – მთელი გული ჩავდე. რაღაც ამ ბოლო დროს უცხოელები მსტუმრობენ ხშირად. თან მაინცდამაინც იმ ეროვნების წარმომადგენლები, რომლებზეც ვგიჟდები: ჯერ იტალიელი, ახლა პორტუგალიელი. მე კი მადლობის გარდა არაფერი ვიცი მათ ენაზე 😦

  6. ასეთი გულიანი პოსტი კაი ხანია არ წამიკითხიასავითხოდა ისა+1 just მეტი არაფერი

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s