დიდე

არ მესმის ადამიანების, რომლებიც თვლიან რომ თუ ადამიანი მოხუცებულია და ანუ ე. ი. რომ გარდაიცვალოს, ამით დიდი არაფერი დანაკლისია. ხშირად გამიგია საკუთარ ბებია–ბაბუებზე ფრიად დამცინავი ტონითა და განწყობით ნათქვამი: “ნეტავ მალე მოკვდეს” ან თუნდაც “ხო, მოკვდა, რამდენი წლის იყო, აღარ იყო სიკვდილის დრო?!” და დასცინიან სხვების თანდასწრებითაც და თითქოს, ეთაკილებათ რომ ახალგაზრდა ბებია არ ჰყავთ. ასეთი ადამიანების მიმართ შეცოდებისა და შებრალების გრძნობა მეუფლება. თითქოს კომპლექსებს მალავენ, სინამდვილეში კი პირიქით ხდება. ზოგადად იმდენად მიყვარს მოხუცები, რომ არასოდეს არცერთ მათგანზე არ მითქვამს, ამ ქვეყნიდან წასვლის დრო იყო უკვე, არათუ საკუთარ ბებიებსა და ბაბუებზე. საბოლოოდ ახლა მხოლოდ ერთადერთიღა შემომრჩა. ის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს მთელი ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების განმავლობაში.

და ეს არის ჩემი დიდედა…
ანუ დიდი დედა
ანუ დედის დედა. მთელი ცხოვრება ასე ვეძახი..
ეს არის ადამიანი, რომელმაც სპეციალურად იმორიგევა სამშობიაროში, რომ ჩემს დაბადებას დასწრებოდა.
ადამიანი, რომელიც არის ჩემი პირველი ექიმი, ჩემი მიკროპედიატრი. რამდენიმე დღის წინ მითხრა ყველა ექიმს შორის მე ყველაზე საყვარელი პაციენტები მყავსო და მართლაც ასეა. რამდენჯერ სამშობიაროში მივდიოდი ბავშვობაში, ექიმები და ექთნები შემიყვანდნენ ბავშვთა პალატაში და ხელში მაჭერინებდნენ დღეების, საათების წინ მოვლენილ პირმშოებს. პირველად თოთო ბავშვი რომ დავიჭირე, 6–7 წლის ვიქნებოდი. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო იმ წუთებში. მეჭირა სრულიად უცხო ადამიანების შვილი და სულ ფეხებზე მეკიდა ეს ფაქტორი. წელზე ლენტი აქვთ ხოლმე შემოხვეული და აწერიათ ჩემდეგი რეკვიზიტები: წონა, დაბადების თარიღი და საათი, დედისა და მამის გვარი და სქესი. ამას მე ვინ გამაბედინებდა, რომ არა დიდე. თუმცა თვითონ სულ ფრთხილად იყო, არ დაგივარდესო. ამიტომაც ჩემი ბავშვზე მოხვეული ხელების ირგვლივ ყოველთვის იყო ჰაერში გამაგრებული ხელები, იმ შემთხვევაში, თუ მართლა ბავშვი ხელიდან გამივარდებოდა. მის სამსახურში საოცრად მიყვარდა მისვლა. ვიცოდი, რომ რომელიმეს დავიჭერდი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბებიაჩემი იქ მუშაობს.

დიახ, დიდე ისევ სამშობიაროში მუშაობს და ისევ მიკროპედიატრი არის. დღეს რა ხდება? დღეს უბრალოდ მორიგი 28 თებერვალია. დიდე 80 წლის გახდა. ეს ისე, ხალხში გავრცელებული რაც არის, ის თარიღია, თორემ რეალურად არავინ იცის ბებიაჩემის დაბადების დღე როდისაა. რატომ? იმიტომ, რომ მისი დედა მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. ბებიაჩემი მაშინ 3 წლის იყო. ხოდა ბიძასთან გაიზარდნენ დიდე და მისი უმცროსი ძმა. დღეს მისი პირადობის მოწმობით დავინტერესდი აღნიშნული მიზეზის გამო, 30/12/1928 უწერია.
– არ დაიჯერო დიდე, არ ვარ მე 28 წლის 30 დეკემბერს დაბადებული. ეს იმიტომ დაწერეს, რომ პირადობა ამეღო. არავინ არ იცის როდის დავიბადე. უდედოდ გავიზარდე და არვიცი…

ახსოვს ყოველი ჩემი მასთან გატარებული წუთი, ყოველი სიხარული, ყოველი ტირილი, ყველაფერი….
რომ ვიცი, რომ ჩემგან კილომეტრების დაშორებით ცხოვრობს, მენატრება. დღეს დილით მატარებლით გაემართა მშობლიური ქალაქისკენ.

კიდევ ძალიან ბევრი რამე მინდა დავწერო, მაგრამ ვიცი ემოციურად გამიჭირდება და იყოს, ასე დავტოვებ.
ალბათ იმას ვიტყვი, რომ მის წასვლას ვერასოდეს გადავიტან… მოვკვდები, მას რამე რომ დაემართოს. დედასავით მიყვარს.

Advertisements

8 thoughts on “დიდე

  1. Pingback: Mother’s Day | Universe

  2. @mr.pikasso – კი ლალა ჰქვია. კი, ნამდვილად უზომოდ მიყვარს… და ზოგადად ყველა მოხუცებული ძალიან მიყვარს…

  3. ქეთ გენაცვალე დარწმუნებული ვარ ძალიან საყვარელი ბებო გყავს.ლალა ქვია ხომ ?ადრე მიყვებოდი მასზე. მეც უზომოდ მიყვარს მოხუცები და განსაკუთრებით გამზრდელი ბებია…ისიც დიდედაა ჩემთვის…გენაცვალე ასე მოხუცებზე მხოლოდ გონებაშეზღუდულები ფიქრობენ სიცოცხლე 100 წლის მერეც სასურველი და სანატრელია

  4. @ m i r a m a x -გაიხარე, მირ, არა, რა უნდა მწყენოდა. კიდევ ვერ დავწერე ის ყველაფერი, რაც მთელი თებერვალი თავში მიტრიალებდა. ვერ გადმოვეცი სათანადოდ.@utvino – ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ბებიები დიდხანს კარგად იყვნენ. @Keti – ვაიმე ქეთ, უდიდესი მადლობა. როგორც მირას ვუთხარი, იმაზე მეტი მინდოდა დამეწერა, მაგრამ ვეღარ შევძელი. მთელი თებერვალი მასზე ვფიქრობდი. დიდი მადლობა, გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს.

  5. ქეთ! ისეთი უთბილესი წერილია, ვერ გადმოგცემ, როგორი გრძნობით წავიკითხე და ახლა დედაჩემს ვუყვები (შემოესწრო – როგორი სახით ვკითხულობდი და მკითხა).ძალიან კარგი ადამიანი ხარ , ქეთ!და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს შენი დიდედა – შენი წარმატებების სანახავად.:*:*

  6. ბებიაჩემი ჩემთან ცხოვრობს ბოლო რამდენიმე დღეა და მასთან ურთიერთობის თითოეული წუთით ვტკბებიმეც ის ერთადერთი დამრჩა და კიდევ ძალიან დიდ ხანს მინდა ჩემთან იყოს.შენთანაც იყოს დიდხანს, ძალიან ძალიან ძალიან

  7. ქეთ, უბრალოდ ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი. ეს პოსტი შედევრია შენ პოსტებს შორის, არ გეწყინოს, მაგრამ ეგრეა 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s