6 მარტი, დღე იგი პარასკევი

ხოდა ე. ი. ეს მოხდა 1987 წლის 6 მარტს.
როდესაც იდგა დღე იგი პარასკევი და ქვეყანას მოვევლინე მე…
აუ არა, ასე ბანძად არ მინდა რა…

უბრალოდ გავიდა 22 წელი უკვე 2009-1987=22 თურმე…
და მაშინაც პარასკევი იყო და დღესაც.
კიარადა უკვე გუშინ, რადგან დღეს უკვე 7 მარტია.

ჩემი დაბადების დღე…
ეს რაღაც “ისეთი” დღეა ჩემთვის.
კიარადა ალბათ ყველასთვის საკუთარი დაბადების დღე “ისეთი” არის.

ეს ის დღე იყო, როდესაც მამაჩემს საერთოდაც არ გაუგია, რომ დავიბადე.
რადგან დედაჩემმა, აქაოდა პირველი ბიჭი უნდოდა და გოგო გაჩნდა და ესეც ახლა გოგოაო, კარგა ხანი არ უთქვამს მისთვის.
კიარადა ნუ უთხრა, მაგრამ ეგრევე არა…
პირველი რომ გაჩნდა ჩემი და, მამაჩემი თურმე ირწმუნებოდა, ხომ არ გეშლებათო…

ხოდა მგონი პირველად დაემთხვა, რომ დღესაც პარასკევი და მაშინაც…
თუ ეს უკვე დავწერე…
არვიცი…
არც ვაედიტებ, არც ვკითხულობ ზევით რა დავწერე, პირდაპირ მივერეკები.

მერე არვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ათეული წლის მერე შემზიზღდა 6 მარტი.
იმიტომ, რომ ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა.
ისეთი არასდროს არ იყო, როგორიც მინდოდა…
და რამდენ 6 მარტს ვატარებდი ტირილში ამის გამო…
მერე 16 წლის რომ გავხდი იმ 6 მარტს ბაბუაჩემის დასაფლავება იყო.
ხო, ასეთიც დაბადების დღეც მქონდა.

მერე მამაჩემის გარდაცვალების მერე ყველა ერთი მეორეზე ცუდი 6 მარტები დგებოდა.
ძირითადად ასაკის მომატების დღე ერქვა და მეტი არაფერი.
და ასე მოდიოდა 6 მარტი და მიდიოდა.
და არც არაფერი….

წელს კი აი ისე…
ბედნიერი…
რომელიღაც სიმღერაში რომ არის,
აი იმ სიმღერაში, ახლა ძალიან პოპულარული რომ არის, ვიღაც გოგო რომ მღერის.
birthday, my super birthday.
ეგ სიმღერა მხოლოდ მაგ ფრაზას რომ დავაკვირდი, მაგიტომ მომწონს, თორემ სიმღერა მორიგი “მინდა ვიყო ბრიტნი სპირსი” არის და ანუ ბანძობაა.
მაგრამ კი ატრიალებენ რადიოში სულ მაგას და…

ხოდა გავხდი გუშინ 22 წლის.
პირველად ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
მართლაც super birthday იყო.
და ამის იმედი არ მქონდა საერთოდ თებერვალში, მაგრამ დედაჩემმა სადღაც 26–28 თებერვლისთვის დამამშვიდა, მითხრა როგორც გინდა, ისე გავაკეთოთ შენი დაბადების დღეო.

ნუ “როგორც შენ გინდა”–ში მეგობრების სახლში დაპატიჟება ან სულაც სადმე გარეთ გასვლაც იგულისხმებოდა. ნუ იმას აღარ ვამბობ, რომ მინდოდა თუ არ მინდოდა სამსახურში მივიტანე ტორტი და ძმანი მისნი. მაგრამ იმდენად მშვიდ ხასიათზე ვიყავი, რომ არ შემეძლო ზედმეტი მხიარულება. შესაბამისი განწყობა არ მქონდა. უბრალოდ მშვიდად შევხვდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი წელს 6 მარტს.

გახსოვს ქეთუნა, 3 წლის წინ საკუთარი ფულით, სტიპენდიებით, შეგროვებულით, მობილური რომ ვიყიდე???
მაისში 3 წელი ხდება…
ახალი მინდა, სესხს როგორც კი დამისვამენ, ეგრევე ახალს ვყიდულობ…
საკუთარ თავს ვჩუქნი…
შეიძლება ძალიან ეგოისტური და ნარცისული არგუმენტია, მაგრამ მაინც ვიტყვი:
“ვიმსახურებ და იმიტომ.”

(ნუ იმ ფაქტს არ მივეცი დაგრუზვის საშუალება, რაც დაფიქსირდა დღეს. ანუ ის, რომ ჩემი სესხის განაცხადი ელექტრონულ სივრცეში დაიკარგა. ანუ გავუგზავნე ვიღაცას, იმანაც ვიღაცას, იმანაც ვიღაცას თუ რაღაც ამდაგვარი მოხდა რა. ხოდა ასე დაიკარგა ელექტრონულ სივრცეში. ამიტომაც დღეს ვერ მოვახერხე ყიდვა. დღეს ახალი განაცხადი შევავსე და ისევ გავუშვი

Advertisements

12 thoughts on “6 მარტი, დღე იგი პარასკევი

  1. ქეთუს დღემდე მცხვენია გვიან რომ გამახსენდა მაგრამ რა ვქნა თარიგებს ვერ ვიმახსოვრებ….

  2. ვაი, რა ძალიან დავიგვიანე! :წით:გილოცავ, ქეთ! ბედნიერი იყავი!!!:):**

  3. @spacecrusader – დიდი მადლობა. ვიყიდე უკვე.@Spieler – ხო, მეც პრინციპში ეგრე ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც ვღელავ და ვნერვიულობ ხოლმე. არვიცი რატომ.

  4. გილოცავ მოგვიანებით 🙂 იხარე და იბედნერე…”ეს რაღაც “ისეთი” დღეა ჩემთვის.კიარადა ალბათ ყველასთვის საკუთარი დაბადების დღე “ისეთი” არის.”აი ჩემთვის ძალიან აბიჩნი დღეა… 🙂

  5. ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის.@ana – სახელფასო.

  6. სესხს დაგისვამენ რას ნიშნავს?ოვერდრაფტი თუ საკრედიტო ბარათი თუ კრედიტის აღებას გულისხმობ?

  7. gilocav , gaixare !თიტქმის იგივე განწყობა მქონდა წელს ცემს დაბ.დღეზესაოცარი სიმშვიდისდა ასე ჯობდა : )

  8. გილოცავ და ბედნიერი დღეების სიმრავლეს გისურვებ 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s