ბიძინა კვერნაძე – 80

გუშინწინ მე, დედაჩემი და მისი რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბიძინა კვერნაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე. ეს იყო საოცარი მუსიკის შერწყმა იმ გრძნობებთან, რასაც ადამიანი განიცდის ამ ჰანგების სმენისას. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ წამოსვლა არ მინდოდა.
ეს არის ადამიანი – ნიჭი…
იჯდა ოპერაში აივანზე და თავმდაბლობისგან არ იცოდა რა ექნა…
ისეთი საყვარელი…
ისეთი მორიდებული…
ჩუმად იჯდა თავისთვის და უსმენდა თავის მიერ ათეული წლების წინ დაწერილ ჰანგებს.
ჰანგებს, რომელიც სამუდამოდ შემორჩება მეხსიერებას.
მოხუცებული… ისეთი მოხუცებული, რომ ძლივს ადგა, რომ ხალხისთვის მადლობა გადაეხადა ამ დაფასებისთვის.
და გოგი ჭიჭინაძე სცენაზე….
ისედაც მუდამ დიდი და უაზროდ დიდი სიმპათიით ვიყავი მის მიმართ და ამ კონცერტის შემდეგ, ხომ საერთოდ. ადამიანი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მთლიანად და მთლიანადზე მეტად იყო შესული თითოეულ ბგერაში, მთელი ემოციით… KateKateKate

ბიძინა კვერნაძე:
“ჩემმა იუბილემ ზაფხულში ჩაიარა , არანაირ კონცერტზე არ მიფიქრია, მხოლოდ აგვისტოს ომის საშინელებამ და ამაოებამ განაპირობა ახალი ოპუსის შექმნა, ეს იყო ჩემი მეგობრის მერაბ ბერძენიშვილის იდეაც და დაკვეთაც. ნაწილობრივ ძველი და ასევე ახალი მუსიკალური მასალა გააერთიანა სიტყვამ, ხალხური პოეზია, ლეონიძის “რაინდის ეპიტაფია”, გალაკტიონის “წყარო ჩანს წყალი არსად არის!” ან თუნდაც “ყველაფერი არის ძლიერ კარგად – ყველაფერი ძლიერ ცუდად არის!”. ამ განწყობილებით შეპყრობილმა მივმართე ბატონ დავით წერედიანს, რომლის არაჩვეულებრივი სტროფები “რჩება სიმღერის ხმა”, რეფრენად დაედო და გააერთიანა ნაწარმოების ფილოსოფიური კონცეფცია.
მადლობას ვუხდი თანადგომისთვის ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს – გოგი ჭიჭინაძესა და ნიკა ნიკვაშვილს ამ კონცერტის ხორცშესხმისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპერის თეატრის დირექციას, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურს, ყველა მონაწილეს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ მიიღეს მონაწილეობა ამ საღამოში და მთელს საზოგადოებას ყურადღებისა და დაფასებისთვის.”


გია ყანჩელი:
“მე არ მიყვარს ხოლმე პარალელების გავლება, მაგრამ ქართულ პოეზიაში, ლიტერატურაში, საერთოდ ხელოვნებაში, ჩემთვის მიუღებელთან ერთად არსებობს ის პოეზია და ის ლიტერატურა, რომელსაც მე განსაკუთრებულ თაყვანს ვცემ. ჩემთვის ასეთივე სიმაღლეებს აღწევს ბიძინა კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება, რომელიც ერთნაირად სათაყვანებელი გახდა აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნებისა და შეხედულებების ადამიანებისთვის.”

ჯანსუღ კახიძე:
“მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მას მელოდიკის შეგრძნების უნიკალური ნიჭი აქვს, რომელიც მუდამ გამოსჭვივის მის მუსიკაში, იქნება ეს სიმღერა თუ სიმფონიური ნაწარმოები. ბატონი ბიძინა ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთების კომპოზიტორია და მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ეტაპია. მე მჯერა, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკა ოცდამეერთე საუკუნეშიც იცოცხლებს, როგორც სცენაზე, ისე ქართველი ხალხის გულებში, მის სიმღერებს კი კიდევ ბევრი თაობა იმღერებს.”

ვახუშტი კოტეტიშვილი:
“დავადგინე: ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთების აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო ხანს ბოლო დროს ფრენა უჭირს. ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია. ამიტომ ზეცის საუფლოდან მას ჩიტების ნისკარტებით ყოველთვიურად ეგზავნება ღვთაებრივი თითო–თითო ნოტი, ბიძინა თავისებურად ალაგებს და ასე მარტივად ჩნდება ის საოცარი სიმღერები, ჩვენ რომ ვერა და ვერ აგვიხსნია. ეს ყველაფერი ვინ მითხრა? ვერ გეტყვით. ეს ჩემი საიდუმლოა. თუმცა, თქვენც ჩემსავით ხშირად ისმინეთ ეს სიმღერები და, იქნებ, თავადაც მიხვდეთ. ოღონდ წინასწარ გამორთეთ რადიო და ტელევიზორი, რომ თანამედროვე ქართული ე. წ. “გოიმური” ესტრადის ჯოჯოხეთურმა ხმებმა არ დაგიფრთხოთ ბიძინას ჰაეროვანი ანგელოზები.”

ელდარ შენგელაია:
“ბიძინა კვერნაძე უდავოდ მიეკუთვნება ქართულ მუსიკალურ კოჰორტას. ბიძინას პიროვნებაში შერწყმულია უზადო ნიჭიერება, შესანიშნავი ადამიანური თვისებები და განუმეორებელი კვერნაძისეული იუმორი. ბიძინა კვერნაძე – ეს არის ჩემი თაობის მელოდია, ჰარმონია, ლირიკა და სინაზე. მისმა შემოქმედებამ საოცრად საოცრად დიდი პოპულარობა მოუტანა მას და გახადა ხალხის საყვარელი კომპოზიტორი.”

გიგა ლორთქიფანიძე:
“ბიძინა სპექტაკლს ან ფილმს კი არ აფორმებს, ნაწარმოების სრულფასოვანი თანაავტორი ხდება. როგორ შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე წარმოიდგინოს დათას (ფილმი “დათა თუთაშხია”)ტრაგიკული ცხოვრება. ესაა მთელი ფილმის ძირითადი მიზანდასახულობის მუსიკალური გამოხატვის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩასწვდა კომპოზიტორი ავტორის, რეჟისორის თუ მსახიობის სულს”.

თემურ ჩხეიძე:
“ბიძინა კვერნაძე მაღალი რანგის შემოქმედია. მის მუსიკას აქვს ის თვისება, რომ თუ ერთხელ მოისმინე ესა თუ ის თემა, მერე აღარ განებებს თავს, გუნებაში სულ ვმღერი მის თემებს, სულ თან მდევს მისი მუსიკა. ერთი შეხედვით როგორი ნათელი თემაც არ უნდა ჰქონდეს, თან სდევს ფარული სევდა, ნაღველი. ეს ისეთი სევდააა, რომელიც გენატრება.”

აგერ ბიძინას ნამუშევრები
http://corifeebi.sangu.ge/Bidzina_Kvernadze/index.php?kod=sh

Advertisements

4 thoughts on “ბიძინა კვერნაძე – 80

  1. ძალიან საყვარელი ვინმეა ! წყნარი , მშვიდი , ბავშური : )მიყვარს ასეთი ხალხი! მეც მინდოდა ეგ კონცერტი და ვერ მოვახერხე 😦

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s