ჩემი შეყვარებული (vol. 2)

საერთოდ აღარ ვფიქრობდი ამაზე. მალევე მეც სახლისკენ გამოვეშურე. ეს ამბავი არ ჩავთვალე რამე განსაკუთრებულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უბანი საკმაოდ ცნობილია ნაკომანებით. უბრალოდ ასე ახლოდან პირველად დავინახე კოკაინი და მისი მიღების პროცესი. ადამიანი ზის ჩაბნელებულ და ხალხით სავსე დარბაზში და ფილტვების ერთი მოძრაობით ისუნთქავს იმას, რაც ასე დამანგრეველია მისი ჯანმრთელობისთვის.
გავიდა რამდენიმე დღე. მე ჩემებურად გავაგრძელე ცხოვრება და დიდად არც მეცალა კიდევ დისკოთეკაზე წასასვლელად. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტის შემდეგ თითქოს ამის სურვილიც გვარიანად დაქვეითებული მქონდა. მან კი ალბათ ისევ ისე გააგრძელა თავისი ცხოვრება. საწამლავით ან შეიძლება მის გარეშეც. ფაქტი ის იყო, რომ არსად შემხვედრია, არსად შემფეთებია.
რამდენიმე დღის შემდეგ, დღისით და მზისით ჩემმა ერთმა მეზობელმა გამაცნო სრულიად შემთხვევით. ხოლო უფრო სწორად თუ გავიხსენებ, მე ჩემს მეზობელს შევხვდი და ერთმანეთი უბრალოდ მოვიკითხეთ. ესეც განგებ მოიწია ჩვენსკენ და საუბარში ჩაგვერთო. ხუმრობით დაიწყო ამ ჩემი მეზობლის გაშარჟება.
– ისე თუ გინდა გამაცანი ეს გოგო.
საერთო ნაცნობმა ფრიად დაბნეული სახე მიიღო.
– ა, უი, გაიცანი ეს გიორგია, ეს კი ქეთი.
– სასიამოვნოა ქეთი.
– ჩემთვისაც. (ვცოფდები, როცა ვამბობ რაღაცაზე სასიამოვნოამეთქი, როცა აშკარად არ არის. აი კიდევ ერთი დეგენერატი ადამიანი შეემატა ჩემს ნაცნობებს )
მერე ყურადღების გამოჩენის მისეული ვერსიები და ფაქტები. ძირითადად ოთოს (ჩვენი საერთო ნაცნობი)მიერ ორგანიზებული “შემთხვევითი” შეხვედრები. რათქმაუნდა გიორგის ინიციატივითა და სურვილით. such as…
– უი, როგორ ხარ?
ჩემი ინდიფერენტული სახე და ფრაზა: კარგად, შენ?
და ასე შემდეგ–ები.
რამდენიმე დღეში უკვე ვიცოდი, რომ ესეც ჩემი მეზობელი იყო სხვა კორპუსიდან, ჰყავდა გათხოვილი და, თავად კი დედ–მამასთან ცხოვრობდა და უსაქმურობდა. ძირითადი საქმიანობა – უბანში “ქუჩის გამაგრება უფრო მარტივად კი ბირჟაობა .
მეზიზღებოდა თითოეული მისი “ვაა, რას შვრები, რა ხდება შენსკენ?”
აღვიქვამდი როგორც ავადმყოფს, რომელსაც ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნია.
მეზიზღებოდა უკვე ქუჩაში გასვლაც. სახლიდან რომ გავდიოდი, მას ალბათ, როგორც უსაქმურობის ეტალონს, ეძინა თავის ოთახში (ანუ ბუნაგში). მოსვლისას კი ვცდილობდი შემოვლითი გზებით მესარგებლა.ტრანსპორტიდან სახლიდან მოშორებით ჩამოვდიოდი, რომ გიორგი არ მენახა. ვლანძღავდი ოთოსთან უშვერი ლექსიკონით, ოთოსაც ეცინებოდა და ამასთანავე უხერხულად მეუბნებოდა: არადა გულით კარგი ტიპია.
რამდენიმე ხანში მივხვდი, რომ გიორგისთან ურთიერთობა მენატრებოდა. თუმცა არავისთან კრინტი არ დამიძრავს, მათ შორის ოთოსთან. მერე ისევ დავიწყე გარეთ გასვლები. პურის საყიდლად დღეში ორჯერ გავდიოდი. სახლში ვამბობდი: გვანცა უნდა ვნახო 5 წუთით. და მინიმუმ 30 წუთით ვიჯექით ბაღში. ვსაუბრობდით ხან რაზე, ხან რაზე, მაგრამ არასოდეს იმაზე, რაზეც მინდოდა. ვესაუბრებოდი და მინდოდა ხმა ამომეღო, მაგრამ თან მეშინოდა.
მალევე მითხრა, რომ ვუყვარვარ. არც გამკვირვებია. არა იმიტომ, რომ “მე ძალიან მაგარი გოგო ვარ და რატომ არ უნდა ვუყვარდე” ტიპი გამოვედი, არამედ იმიტომ, რომ ერთად კარგად ვიყავით და დიდ მიზიდულობას ვგრძნობდი მის მიმართ.
მერე ისევ ჩემი დაკარგვები. სახლიდან არ გავდიოდი. ტყუილად და უმიზეზოდ ვბრაზდებოდი თითოეულ წვრილმანზე, მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი. ერთხელაც, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მივხვდი რაც უნდა მექნა, დილის 8 საათზე მასთან სახლში მივედი. უფრო სწორად კი სადარბაზოს წინ დავუდექი. მაგის მერე არ ვიცოდი რა მექნა. ვიდექი მარტის სიცივეში და სიგიჟეში ახალგაღვიძებული, ხელ–პირდაუბანელი, უჭმელი, ძლივს ვიდექი. მინდოდა დამერეკა, მეთქვა შენ მანდ მეასე სიზმარზე ხარ და კიდევ ასის ნახვას აპირებ და მე აქ შენი გულისთვის ჩემს სხეულზე არსებულ თითოეულ ბეწვში საშინელ სუსხსა და ჟრჟოლას ვგრძნობ, მაგრამ მომერიდა. რაღაცნაირად მომერიდა. აი ისე მომერიდა, როგორც თავის დროზე ქუჩაში მისალმება რომ მომერიდა.
უკან დავბრუნდი… თავჩაქინდრული უკან მოვდიოდი. მაგრამ ვგრძნობდი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვიქცეოდი. თუმცა მაინც მოვდიოდი სახლში. თან არ მინდოდა სახლში 9–ის წუთებზე შესვლა, არადა რა მექნა. მეხსიერებაში აღვიდგინე ოთოს ტელეფონის ნომერი… 899 5801 და მერე??? მერე კარგად იყავი. ბოლოს გონება სასწაულად დავძაბე და დავრეკე.
ვიღაც გაბღენძილი კაცის ხმა – შვილო შენ კარგად ხარ? დილის 8 საათია, ოთო არა სილიბისტრო. Kate ჯანდაბა და გადაშენება… ახლა უკვე ჩემს კორპუსამდეც მცირდება მანძილი. მერე უკვე დედუქციის მეთოდს მივმართე, ასე ძლიერ რომ უყვარდა მისტერ ჰოლმსს. ბოლოს, რამდენიმე ერთეული ადამიანის გაღვიძების შემდეგ, მივაგენი ოთოს. ისეთი ხმა ჰქონდა, ჯერ შემოწმება დავიწყე ნამდვილად ის იყო თუ არა.
– ხო ქეთ, რა ხდება? მშვიდობაა???
– არვიცი, მგონი არა..
– ეე, რა ხდება??? ხმა გაისწორა და შეეცადა გამოფხიზლებულიყო.
– არაფერი, უბრალოდ…ისე…კიარადა…ხო რავი აბა… ისე…
– რა ხდება მითხარი დროზე!!! რამე შეგემთხვა??? სად ხარ ამ დილაუთენია?
– გარეთ… ხოდა სად შევიდე, არვიცი.
– მოიცა და სად უნდა შეხვიდე? სახლში რატომ არ ხარ?
– რავიცი, ისე…
– სადაც ხარ, იქ იყავი… გამოვალ 2 წუთში…
– არა, იყავი, იძინე.
– არა… გამოვალ…
უცბად სიჩუმე.
– იცი იმის ნომერი?
– ვისი?
– კაი, არაფერი, დაიკიდე.
– ააა, უი, გიორგი, მოიცა მობილურში მიწერია, მაგრამ რა ხდება?
– არაფერი, ისე უბრალოდ. თუ გინდა დაურეკე
– ახლა? დილის 9 საათზე რომ დავურეკო, მაგინებს.
– მერე რა? პირველად უნდა გაგინოს?
აააარა, მაგრამ რავი.
– ხომ არ გაგიტყდება რომ გაგინოს?
– ოკ, მოიცა.
ანგარიში ამომეწურა. ჯანდაბა. ქარი გაძლიერდა სულ უფრო მეტად. თმები ისედაც არ მქონდა დავარცხნილი, ასე რომ სადარდებელიც არაფერია. მაგრამ მცივა სასტიკად. ვიღაცის ზარი…
– (სიჩუმე)
– (სიჩუმე)
– ეეე, კარგი რა, რა პონტია?!
– რა ხდება??
– რატომ ბრუნდები უკან?
– არა, რა სისულელეა.
აივნიდან გხედავ, ასე რომ უარყოფას აზრი არ აქვს.

Advertisements

7 thoughts on “ჩემი შეყვარებული (vol. 2)

  1. აუ რა ცუდი იყო კახელოს კომენტარი 😦 მეც რაღაც შენ დღეში ვარსავით და უცებ რაღაც საშინლად ჩამწყდა გული რო წავიკითხე ეს კომენტი 😦

  2. უკვე დავწერე ჩემი აზრი ამთემაზე და იგივე აზზრზე ვრჩეწბი … ვიცი რაა… თან უცხო ხლი არაა ეს ჩემთვის …დანნი მამენტ ერთ ლომკაზე გაიცვლები ყველა ვარიანტში! თან ბეზპრაბლემ !

  3. გაგრძელებას ვითხოვ!!!!!დავინტერესდი და დავინტრიგდი…

  4. ეს მართლა ხდება???:უსერ:მე მეგონა რაღაც მოთხრობა იყო :ბლაშ:კიარადა, გაგრძელება დაიდოს!

  5. ეეეჰრა სერიალივით გაწყვიტე :user:ერთი ამოსუნთქით ჩავიკითხედა მოკლედ გაგრძელებას მოვითხოვთ … :tan:პ.ს. ხომ ვამბობდი შეყვარებულია ეს ბავშვი და იმიტომ აღარ წერს მეთქი :2kiss: :chups:

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s