ჩემი შეყვარებული (vol. 4)

სახლი. ჩუმად გადავატრიალე გასაღები. უკვე ათი ხდებოდა. დედაჩემის გაცეცხლებული სახე დავინახე. არ დაუკლია ყვირილი.
– სად იყავი ამ დილაუთენია?
– პურზე.
– აბა პური?
– ჯერ არ მოუტანიათ.
– ამდენი ხანი ელოდებოდი?
– რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი. ზოგან პური არ იყო, ზოგი კი ჯერ ღია არ იყო.
– “პოპული” 24 საათიანია.
– მანდ შეფუთული პური იყიდება. ეგ არ მიყვარს, მალე ხმება და მაგრდება.
– კარგი, მე წავედი სამსახურში.

ისეთი სახით მითხრა, თითქოს დამაყვედრა და თან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ პური არ მივიტანე. მე კი ისეთი ტანჯულის სახე მქონდა, რომ “პოხუიზმს” მივმართე და ვითომ აბაზანისკენ შევუხვიე. კარის გაჯახუნება გავიგე თუ არა, გიორგის “კურტკა” გავიხადე და მის შიგნით დამალული ნივთები გამოვიღე: მაწვნის ცარიელი ქილები და ყავიანი ჭიქა (რომლებიც ეგრევე ნიჟარაში ჩავდე გასარეცხად), ქუდი (რომელიც ჩანთაში ჩავიდე). მეტი არც არაფერი მქონია. “კურტკა” საკიდზე ჩამოვკიდე. თუმცა ვიცოდი, რომ დედაჩემის მოსვლამდე უნდა გამექრო სადმე. კიარადა შემენახა. კიარადა დამემალა. ან ყველაზე სამართლიან შემთხვევაში პატრონისთვის დამებრუნებინა.
აბაზანაში შევედი, ცივ წყალს უნახავივით ვეცი, ხელებში დავიგუბე რამდენიმეჯერ და მერე სახეზე შევისხი. მთქნარებამ მაინც არ გამიარა. თვალები ისე მეხუჭებოდა, აი “Tom & Jerry”–ში ტომს რომ ეხუჭება, ასანთის ღერებს რომ ჩაისვამს, არ დამეხუჭებაო და რომ გაუტყდება ეს ღერები. და ბოლოს დახუჭულ თვალებზე რომ მიიხატავს ვითომ გახელილ თვალებს. ასე კარგად ამ მულტფილმის მგონი არცერთი სერია არ მახსოვს. ჯიბეში ჟრიალი ვიგრძენი. ტელეფონი ამოვიღე.

გიორგის ნომერი ამოვიცანი. რამდენიმე წამი ასე ვუყურე. პირსახოციან ხელში მეჭირა მობილური ტელეფონი და სველი თვალებით დავყურებდი. წყლის რამდენიმე წვეთს კისრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. სახის გამშრალება დავიწყე. მერე იქვე, სარეცხ მანქანაზე დავდე ტელეფონი და ოთახებში დავიწყე სიარული. რომელ ოთახში არ მახსოვს, მგონი ყველაში სათითაოდ. და ყველაში ისმოდა ეს ჟრიალი, ყველა რომ ვიბრაციას ეძახის. რაღაცნაირად ამაძაგძაგა.აი ისე, მთელ ტანში რომ იცის ხოლმე უცებ. არ მინდოდა ამის სმენა, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ხმამაღლა დავიწყე სიმღერა, რომ არ გამეგონა. მერე გავჩუმდი და ისიც გაჩუმებული დამხვდა. “სისულელეა ეს ყველაფერი” – გავიფიქრე. ჩუმად , ოღონდ არვიცი რატომ ჩუმად, შევედი აბაზანაში, პირსახოცი ჩამოვკიდე, ტელეფონი გამოვრთე, ლინზები ამოვიღე, საძინებელში შევედი და პირდაპირ გველივით შევსრიალდი არეულ ლოგინში. როგორ არ მიყვარს ასეთი ცივი ლოგინი.

შევწექი და აღარც მახსოვს როგორ გავიპარე. მიყვარს, როცა ისე მეძინება, რომ პირდაპირ ასე ვიპარები ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნეტავ ჩემი აღსასრულის დრო რომ მოვა, ღმერთმა ისე ქნას ეს ამბავი, რომ ძილში გავიპარომეთქი. ანუ ერთხელაც დავიძინო და აღარ გავიღვიძო. რა სანატრებელია მართლა ძილში ჩუმად გაქრობა. აბა ადამიანი რომ ავადმყოფობს, იტანჯება, წამლები, მკურნალობა ესაა კარგი? ან თუნდაც საოპერაციო მაგიდა რომ არის მისი ბოლო “ლოგინი”? ან თუნდაც ტყვია რომ მოხვდება სისხლი აწითლებს მთელს მის არე–მარეს? ან თუნდაც მანქანა რომ ეჯახება? ესაა კარგი სიკვდილი? ან თუნდაც “კაიფში” რომ იპარება ეს??? აუ, ისევ იქ მივედი. ვიფიქრე, გიორგიზე არ ვიფიქრებ, დავიკიდებმეთქი და ისევ ნარკომანიას მივადექი.
რომ გავიღვიძე, დღის 3 საათი რომ გამხდარიყო, გრძელ ისარს არც თუ ისე პატარა მანძილი ჰქონდა გასავლელი,რომ 12–თან მისულიყო. დაახლოებით 3 ათეული წუთი. მზის სხივებს ვგრძნობდი საბანზე, ბალიშზე, თვალებს მჭრიდნენ ისინი. კარგად მეძინა. აი ისე მეძინა, არც კი დამსიზმრებია რამე. ასე მიცვალებულივით (ანუ გაპარვით) რომ მძინავს, მაშინ არაფერი მესიზმრება ხოლმე. საერთოდ არაფერი. და საერთოდ ასე გათიშულს რომ მძინავს, გაღვიძების მერე მგონია ხოლმე, რომ წინა დღეს საერთოდ არ ვარსებობდი და არაფერი ხდებოდა ჩემს თავს. მაინც რას უშვრება ძილი ადამიანს არა??? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძილი იმისთვისაა, რომ გაიპარო, გაითიშო და მეორე დღეს სხეულ– და სულდამშვიდებულმა “დაიწყო” ცხოვრება. თუმცა იმას ვერ აანალიზებ, რომ ეს “დაწყება” რეალურად გაგრძელებაა იმისა, რაც წინა დღეს ვერ მოასწარი და ვერ შესძელი.
გაღვიძებისას მეგონა, რომ უკვე სხვა დღე იყო და საერთოდ არ ავმდგარვარ დილით ადრე, არ გავსულვარ თხლად ჩაცმული გარეთ იმისთვის, რომ გიორგი მენახა, არ მივირთვი 2 ქილა მაწონი, შეფიცხული ყველი და პური, ვაშლი და ყავა. აღარ მეგონა, თუ ისევ შაბათი იყო. ავდექი. დიდ ოთახში გამოვედი. გამათბობელთან დავდექი, ჩემს წინ ქუჩას გავხედე, ბავშვები ხმაურობდნენ, მანქანები კანტი–კუნტად მიმოდიოდნენ. სულ ასე ხდება ხოლმე ჩემს ქუჩაზე. ალბათ ამიტომაც მიყვარს. სიმშვიდეა მუდამ. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ქუჩაა, თუ არ ჩავთვლით იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ ნარკომანებით სავსე უბანია. არა, სხვა უბნებშიც არიან და შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე აქ. მაგრამ აი აქ რაღაც სხვანაირი სიტუაციაა ხოლმე. მე ჩემს ქუჩაზე ყველა ახალგაზრდა ბიჭს ნარკომანს ვეძახი, ვინც “ქუჩას ამაგრებს”. რატომ? რადგან მეჩვენება, რომ დგანან იმ იმედით, რომ ან შესასუნთქი ან ვენაში შესაშვები საწამლავი იპოვნონ. არის ერთი ასეთი ბაღი კორპუსებს შორის, სადაც ძირითადად იკრიბებიან ხოლმე. ერთი ჩვენი გარდაცვლილი რა იყო და მოკლული ბიჭის საპატივსაცემოდ მოაპირკეთეს და მისი სახელობის ბაღი ეწოდება ახლა. თავის დროზე ის ბიჭიც ნარკომანობდა, მაგრამ მაშინ ბავშვი იყო. ბავშვი რა, 20–ის არ იყო და თუ დაახლოებით 16–17 წლის იყო, ბავშვს ვუწოდებ მე. თორემ მთლა 10 წლის ნამდვილად არ ყოფილა. ვისაც გადაბმულად 2–3 წელი მაინც უცხოვრია ჩემს ქუჩაზე, ეს ყველაფერი მისთვისაც ნაცნობია და დაინახავს, რომ ახალს არაფერს ვამბობ. ეს უბრალოდ კარგად დამახსოვრებული ძველი ამბავია.
ისევ დავიბანე ხელ–პირი, ლინზები ჩავისვი, სავარცხელი გადავისვი თმებზე და მოვემზადე სასაუზმოდ. ხოო, შაბათ დღეს საუზმე ნამდვილად 3 ან 4 საათზეა. შევედი სამზარეულოში, ნიჟარიდან მაწვნის ქილები და ყავიანი, დიდი ჭიქა მიყურებდნენ. ორივე სასწრაფოდ გავრეცხე, ქილები შევინახე, ჭიქა სათანადოდ შევფუთე და ჩანთაში ჩავიდე. საპურეს თავი ავხადე და რათქმაუნდა პური არ იდო.
– აუუუუუუუ
ჩავიცვი წითელი, გრძელი სვიტრი, “бутылка” ჯინსები და შავ–თეთრი კედები. ზემოდან საყვარელი ქუდი და წითელი, კუბოკრული პიჯაკი–”კურტკა”. ფული ავიღე და გავედი. პური მოვიტანე ისეთი, როგორიც მე მიყვარს. ანუ დაუჭრელი და შეუფუთავი. მოვიტანე და ჩავდე თავის ადგილას. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ანუ პურის მოტანა. კარაქიანი და თაფლიანი პურის რამდენიმე ნაჭერი გიორგის დიდ ჭიქაში ჩასხმულ რძესთან ერთად. ეს იყო სადილი…კიარადა “მამენტ” საუზმე. კიარადა “ხრენ ივო ზნაეტ”.
რამდენჯერაც რძეს ვსვამ, იმდენჯერ ის რეკლამა მახსენდება ხოლმე. ბოლბორდებზე რომ არის გამოკრული: “რძე მხოლოდ პაკეტში ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას”. ნუ აი რა მარაზმია რა. რატომ მე თუ ბოთლის რძე დავლიე, მაშინ ცუდ რძეს ვსვამ??? ნუ მოკლედ, გავატარეთ. უბრალოდ ნერვები მეშლება ამ რეკლამაზე. ჭიქა ისევ გავრეცხე და ისევ შევფუთე. ავდექი და სახლიდან გავედი. აი ისე გავედი, პატარა, აგრესიული ბავშვები რომ გადიან ეზოში გასართობად და სათამაშოდ.
მივედი ბაღთან, სადაც უამრავი უსაქმური ახალგაზრდა მამაკაცი ატარებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. აქეთ იქით მანქანა რამდენიმე. ვისი აზრზე არ ვარ. აი ასე მოდის ხოლმე ხან ვინ, ხან ვინ. მე მათ “მეზობელ ნარკომანებად” მოვიხსენიებ ხოლმე. აბა ნარკომანის ძმაკაცი თუ მეგობარი რატომ იქნება ნორმალური?! ხოდა ვიღაცის BMW იდგა. სადღაც 10 კაცი შეკრებილიყო და მიდიოდა ერთმანეთის მოკითხვები და ამბები. გიორგიც იქვე იჯდა და მათთან ერთად იცინოდა და მუსაიფობდა. უცებ ჩვენი მზერები ერთმანეთს შეასკდნენ. აი ისე რაღაცნაირად. პირველად ასე. ალბათ იმიტომ, რომ ადრე უფრო კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, ახლა კი რაღაც პროტესტის გრძნობა ჰქონდა სავარაუდოდ. მაგრამ მეც არანაკლები ბოროტი თვალები მქონდა. თოკამ (ერთ–ერთი ძმაკაცი) შენიშნა გიორგის ჩემსკენ მომართული მზერა, თუმცა ისეთი დაბნეული იყო, ვერც კი მიხვდა რაში იყო საქმე.

Advertisements

11 thoughts on “ჩემი შეყვარებული (vol. 4)

  1. ვაიმე ქეთ! არ „არა უშავს რომ ნარკომანია“ ქეთ.. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს შენ არ ხარ. ენიwეი ბედნიერებას გისურვებ სულით გულით და მთელი არსებით! :* მიყვარხარ, ოღონდ მართლა 🙂

  2. ვკითხულობ და.. გული მიჩერდება, იმიტომ რომ ძალიან ნაცნობია ეს დასაწყისიც და … 😦

  3. აუ რა საყვარლები ხართ ყველანი რა. დიდი მადლობა ყველას.ოღონდ მართლა დიდი მადლობა.

  4. გაფაციევბული ვკითხულობ პოსტებსაც და კომენტარებსაცდა ერთი-ორ ისეთ კომენტს მოვკარი თვალი :(ხოდაარ მეგონა თუ ამას ვიტყოდი მაგრამ მერე რა რომ ნარკომანია?შენ ხომ იმ მომენტში მასთან კარგად ხარ?ყოველ შემთხვევაში ნაწერიდან ასე ჩანსთანაც მე შორს ვარ იმ აზრისაგნ რომ ნარკომანს უკვე აღარაფერი ეშველება და ბლა ბლა ბლა, ყველას ეშველება თუ მოინდომებს.ხო ადვილია ლაპრაკი სხვის საქმეზე :Dვდუმვარ და ველოდები მეხუთეს

  5. აუ რა სერიალივით წყვიტავ ხოლმე ვცოფდებიიი!!!!! გაგრძელება!!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s