ჩემი შეყვარებული (vol.5)

(ჯერ ეს სიმღერა ჩართეთ და კითხვის პარალელურად ისმინეთ)

რამდენიმე წამში კი… არა, უფრო სწორად როგორც კი ბაღში შევაბიჯე, მამაკაცთა უმეტესობამ შემომხედა. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შემოხედვა. გადამოწმების გარეშე ვიგრძენი მზერა. თან მზის სათვალე მეკეთა და შესაბამისად უფრო კარგად შემეძლო შემემჩნია ვინ მიყურებდა და ვინ არა ისე, რომ მათ ეს არ დაენახათ. მივედი ბაღის შუაგულში მდებარე მცირეოდენ შადრევანთან. შადრევანსაც ვერ უწოდებს კაცი, იმდენად პატარაა. მივედი და რათქმაუნდა ისე უნახავივით დავეწაფე წყალს. ზოგი ისევ თავისთვის საუბრობდა, ზოგი კი მე მიყურებდა. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ძალიან ლამაზი ვარ და მიყურებდნენმეთქი, ნამდვილად არა. მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია არის ხოლმე,რომ სულ რომ ჯმუხი შევიდეს, მაინც ეგრე შეხედავენ და დაიწყებენ მის შეფასებას.და ეს იმიტომ, რომ სულ ბიჭები სხედან. და გოგოები მხოლოდ მაშინ, როცა ბიჭები არ არიან. ასე რომ ჩემს შესვლასთან დაკავშირებით მათი რეაქცია საერთოდ არ გამკვირვებია. წყალს რამდენი ხანი ვსვამდი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გიორგის მზერას კი ვგრძნობდი, ისევე როგორც ოთოსა და თოკასას. დანარჩენები კი თითქოს ჩუმად და შეპარვით ანიშნებდნენ ერთმანეთს ეს ვინ არისო?

არავინაც არ ვიყავი. მე უბრალოდ ის ვიყავი, ვინც წყალს ვსვამდი. გიორგი სიგარეტს ეწეოდა და მორიგი დიდი ნაფაზიც დაარტყა. ოთო კი მომიახლოვდა, თუმცა საკმაოდ დაბნეული. სავარაუდოდ მან უკვე იცოდა, რომ დილით გიორგი ვალოდინე და შემდეგ კი ტელეფონი გამოვრთე და გარეთ არ გამოვედი. ასეთი საქციელის შემდეგ საერთოდ არ ელოდა, თუ მე მათ მივეკარებოდი. მაგრამ მაინც იქ ვიყავი. აი ეს მაგიჟებს, გიორგის მიერ სიგარეტის მოწევის მანერა. ეს მე მაგიჟებს… აი ისე ეწევა… მე რაც მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. სიგარეტი მარჯვენა ხელის საჩვენებელსა და შუათითს შორის მოქცეული… აუცილებლად მარჯვენა ხელი. და ყველა დანარჩენი თითი გაშლილი. უაზროდ გაშლილი. თითქოს თუ ამ ორი თითით ვერ შეძლო, მაშინ დანარჩენ სამსაც დაიხმარებსო.რამდენადაც მეზიზღება სიგარეტი, იმდენად ვგიჟდები, როცა გიორგის მოწევის მანერას ვხედავ. ის სულ არ იყო ის ადამიანი, რომელიც დილით მივაგდე ქუჩაში. ის სხვანაირი იყო. იჯდა იმაზე სიმპატიური, ვიდრე დილით. საერთოდ ვამჩნევ, რომ ეს უბნელი კრეტინები ისეთი გამოწკეპილები დასხდებიან ხოლმე ბირჟაზე, თითქოს რამეს წარმოადგენენ. ან თითქოს ქუჩაში კი არა, სადმე სტუმრად მიდიოდნენ. ესეც ეტყობა “კაიბიჭური” “პონტია”
შეიძლება ითქვას, რომ ჩუმად მაკვირდებოდა. ანუ მე წყალს დიდხანს ვსვამდი სპეციალურად. ოთო იქვე იდგა, გვერდით. მომენტს ელოდებოდა, რომ მოსულიყო და მომსალმებოდა. გადავკოცნე სველი პირით.
– რას შვრები, როგორ ხარ?
– რავიცი, შენ?
– მეც ძველებურად. უცნაურად მიღიმის. ვერ ვხვდები რატომ. მერე უცებ ვამჩნევ, რომ გიორგისკენ აპარებს თვალებს. მე კი ვცდილობ ოთოს საუბარი გავუგრძელო.
– როგორ არის შენი ძმა?
– ჩემი ძმა?? რრრავი, არის ნელნელა.
– ძმიშვილები?
– მაგათაც არაუშავთ. გიჟობს ორივე ერთად თუ ცალ–ცალკე.

უაზროდ ვიდექით. მე მანქანებს ვუყურებდი, ის – გიორგის.
– კარგი, აბა შენ იცი.
დაიბნა.
– კარგი. აბა ჰე.
წამოვედი ბაღიდან. “პოპულში” ჩამოვუხვიე. გიორგის კიდევ ერთხელ გავხედე. აი ეს ის მომენტი იყო, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეასკდნენ ჩვენი თვალები. არც არაფერი. წამით, რომელიც ისეთი გრძელი იყო, რომ გავშეშდით თითქოს. არადა მართლა 1 წამი იყო სულ, მეტი არა.
“პოპულში” შევედი და დავიწყე უაზროდ ბოდიალი. ხან შოკოლადებთან მივედი, ხან – წვენებთან, ხან – ჩიპსებთან. საბოლოო ჯამში 1ლ pepsi, 2 bounty და Millenium–ის ბურთულებიანი შოკოლადი. ჩემი საყვარელი შოკოლადია. რომ კვდებოდე, ვერ იშოვი ამ შოკოლადს სხვაგან. ბურთულებიანი ანუ რუსულად რომ ვთქვა “пористый”. ქართულად რატომღაც “ბურთულებიანი” ჰქვია. ნუ თარგმნაში ხომ ზე–ხალხი ვართ თეთრი, თეთრი, უთეთრესი შოკოლადი. დედაჩემი ვერ იტანს და რამდენჯერაც სახლში მივიტანე, იმდენჯერ “ფუ, ისევ ეს კარაქივით შოკოლადი მოიტანე?!” რეაქცია ჰქონდა. სანამ სალაროსთან ვიდექი, ბაღისკენ გავიხედე. გიორგი აქეთკენ სივრცეში იმზირებოდა, მაგრამ ვერ დამინახავდა. ეს ყველაფერი ჯიბეებში ჩავილაგე. გამოვედი და მორჩა! სახლისკენ არ გამიხვევია.
pepsi გავხსენი, დალევა დავიწყე და ამ მომენტში ქუჩაზე ვიდექი უკვე. კინაღამ მანქანა დამეჯახა. შორს დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც. წამოხტა გიორგი, მე უკვე ისეთი სახით შევხედე, რომ დავამშვიდე თითქოს. ცოცხალი ვარ, ნუ მიყურებმეთქი. მივიჭერი, ახლა უკვე მეორე ან სულაც მესამე ღერი სიგარეტი წავართვი, ნაგვის ყუთში მოვისროლე. ბიჭები დაიბნენ. ვიღაცის ხმა ზურგს უკან: “ეს ვინაა?” გიორგის ხელი მოვკიდე და ავზიდე. მართლა ავზიდე. არ ამყვა თავიდან. პროტესტის გრძნობა იყო ალბათ. არვიცი. მეკიდა. ავაყენე.
– წავედით.
– არა, მე ვრჩები.
– არა, შენ მოდიხარ.
– რა იყო? აღარ გეძინება?
გავშრი უცებ. არ ველოდი, თუ ამას იმათი თანდასწრებით მეტყოდა. ან ბოლომდე უნდა გამეკეთებინა, ან ამ სიტყვების მერე გამეშვა მისი ხელი და სახლში ამოვსულიყავი. წამით გავჩერდი კიდეც. ახლა უკვე ყველა მე მიყურებდა. რამე უნდა მექნა, ასე არ შეიძლებოდა არანაირად. ვუყურებდი თვალებში და არ ვიცოდი რა მეფიქრა. მიყურებდა ისიც და არ ვიცოდი, რას ფიქრობდა. უბრალოდ ასე გაშეშებულები სივრცეში. ფიზიკური ძალა მოვიკრიბე. ახლა უკვე ორივე ხელი ჩავჭიდე და მთელი ძალით ვექაჩებოდი. ბევრი არ გავუწვალებივარ. ადგა. მივათრევდი, როგორც პატარა ბავშვს მიათრევს დედა. ბავშვს, რომელსაც სხვა თავისნაირ ბავშვებთან უნდა ყოფნა, მაგრამ ამასთანავე დედაც უნდა და ფიქრობს ხოლმე რომელთან იყოს.
დაახლოებით ნახევარ საათში მივედით “მზიურში”, სულ ბოლომდე ქვევით ჩავედით და ბალახში დავჯექით. უფრო სწორად მე დავჯექი, ის იდგა ჯერ კიდევ გაბრაზებული.
– რამდენი ხანი სიცივეში გელოდე დღეს დილით.
– მე მეგონა გადამაგდებდი.
– მე თუ შენ?
– აუუ, კარგი რა.
– ტელეფონს რატომ არ იღებდი?
– შემეშინდა.
– რისი?
– არვიცი, უბრალოდ სიტუაციის. რომ ტელეფონი უნდა ამეღო. და მერე რა მოხდებოდა.
– და რა უნდა მომხდარიყო? თუ გეძინებოდა, ტელეფონში გექვა, რომ, იცი მეძინება და მოდი შენც ადი სახლში და დაიძინე. არ შეგეძლო?
– არა.

გავჩუმდით. კიარადა ის გაჩუმდა. მე ისედაც ჩუმად ვიყავი, იმან დაიწყო, თორემ მე რა. დაჯდა და ხეს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, თითქოს ინაზღაურებდა ძილს, რაც ჯერ იმით დაირღვა, რომ ოთოს დავარეკინე დილით, მერე კი მე ვაყურყუტე ჩემი სახლის წინ. ასე ვისხედით ცალ–ცალკე მობუზულები. ამოვიღე ჩემი ტკბილეულობა.
– ქალბატონებო და ბატონებო! თქვენს წინაშეა ბურთულებიანი, თეთრი შოკოლადი!!!
სიჩუმე.
– 11–ის ნახევრამდე შენი სადარბაზოს არ დამითვლია, მაგრამ ბევრჯერ ავუარე და ჩავუარე. 20 მეტრის რადიუსებით სულ.

– მთელი კოლოფი სიგარეტი ჩავათავე.

– მაინც რატომ არ ჩამოხვედი?
– აუუუუუუუ…
– ?
– აუ არვიცი, მართლა არვიცი. უბრალოდ ვერ ჩამოვედი.
– და რატომ?
– არვიცი, თითქოს გავითიშე.
– მერე დაგერეკა და გეთქვა, რომ გეძინება.
– ანგარიში ზუსტად მაშინ გამითავდა, როცა დილით ოთოს ვუთხარი გიორგი გააღვიძემეთქი.
– და მე რომ გირეკავდი, არ აიღე.
– აუუუუუუ… არვიცი. მართლა არვიცი. უბრალოდ რაღაც “ვერ” შემოიჭრა და მაგიტომ.
იჯდა ის გაბუტული თუ უფრო დაბნეული თუ უფრო უძინარი თუ უფრო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. რაღაცნაირად გაშტერებული. მე ვიჯექი ისევ ბალახში და ვჭამდი ჩემს სასუსნავებს. ყველაპერი მე შევჭამე. არაფერს მიეკარა. ერთი ცალი “ბაუნტი”–ღა მედო ჯიბეში.
ის იჯდა ისევ, თვალებდახუჭული და მზეს უყურებდა. თვალებდახუჭული მზეს უყურებდა. უნდოდა დაეძინა, მაგრამ ეს აშკარად არ იყო მისი თბილი ლოგინი. რაღაც მომენტში მართლა მეგონა ხომ არ ჩაეძინამეთქი. ჩუმად მივედი და გვერდით დავუჯექი. შეირხა, შეკრთა.
– ჩაგეძინა?
– მმმმ…
– თუ არა???
– მმმმ….
– კი თუ არა???
– მმმ…
გვერდით ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ ეძინა. უბრალოდ ვუყურებდი. მაგარი მომენტია ხოლმე. ვგიჟდები ისე მიყვარს, როდესაც მძინარე ადამიანს ვუყურებ. ძალიან საყვარელი სამზერია. საათობით შემიძლია ასე ვიჯდე. უცებ მომინდა შევხებოდი. არვიცი რა მოტივით. არადა ვიცოდი, რომ არც არაფერი მოხდებოდა შემდეგში, მაგრამ ახლა მინდოდა. უბრალოდ რომ შევხებოდი. ხელზე შევახე ხელი, მზით გამთბარი ჰქონდა. მერე ისევ ჩუმად მივუახლოვდი და ლოყაზე დავუტოვე შოკოლადის კვალი. ჩუმად ვაკოცე. ვერც გაიგო. შეიშმუშნა. მეტი არაფერი. რეაქცია არ ჰქონია. ასე რამდენიმეჯერ გავიმეორე. მას კი ეძინა. შუბლი, ლოყები, ყურები, ტუჩები, თვალები, კისერი. რამდენიმეჯერ. მერე დავიკიდე. რეაქცია არ ჰქონია არაფერზე. ხოდა მეც დავიკიდე. ეძინა და სულ არ აღელვებდა ვინ კოცნიდა და ვინ ეფერებოდა. ჯიბეში ავტობუსის ბილეთი მედო, ამოვიღე, ფანქრით დავაწერე: “აქ ვიყავით მე და შენ, მაგრამ ახლა შენ სადღაც ცაში დაფრინავ, თუმცა ვიცი რომ შენ მაინც ჩემთან ხარ”. “bounty” დავაჭირე ერთ ხელში, მეორეში ბილეთი. კიდევ ერთხელ ვაკოცე და წამოვედი.

Advertisements

21 thoughts on “ჩემი შეყვარებული (vol.5)

  1. დიდი მადლობა. მაგრამ ისა…მე ჩვეულებრივი ვარ. არ ვარ საინტერესო. დიდი მადლობა მაინც.

  2. :)მიყვარს საინტერესო ადამიანები გესტუმრები ხშირად

  3. wow (yes)ადრე ხანდახან შემოვდიოდი ხოლმე. ეხლა შენი მკითხველი ვხდები 🙂

  4. ქეთ ხომ იცი როგორ მიყვარხარ…იმედია ეს ისტორიები მირაჟია ან რამე ამდაგვარი…..თუნდაც სერიალივით მოსაყოლი ლამაზი ისტორია….ასე რომ ჩამითრია კითხვისას…მესმის ეს ყველაფერი მაგრამ არ ვიცი, ხო მართლა არ ვიცი რა გითხრა… შენ თვითო ნაც ხვდები ალბათ….გენაცვალე წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ბედნიერებას რაც ყველაზე მთავარია

  5. @mr.pikasso – გენაცვალე შენ. კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე.

  6. გენაცვალეთ ყველას. ძალიან საყვარლები ხართ და მადლობა კიდევ ერთხელ . ბია – გოგო შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა :მო:

  7. ქალო, რა რა უნდა მითხრა, ისე დანამდვილებით წერ შენ მგონიხარ და ლამის არის შევიშალო!!!!!!! 😦

  8. @m i r a m a x – რავიცი აბა, რა გითხრა?!@მარწყვი – ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემთან. @ჩორვენი¹³ – გოგო, რავიცი ვცდილობ ყველაფერს. ვნახოთ რა. @Anonymous – რომელი ხარ??? კი, მართლა მოუხდა. ახლა ვნანობ წინა ხუთ თავს რომ არ დავადე. @Bako – გენაცვალე, მალე დაიდება. მენატრები და შენი კომენტარებით გული მითბება. ველოდები შენს ჩამოსვლას. ხოო, ეგ არის ძალიან მაგარი გრძნობა, როცა მძინარეს დაჰყურებ. ვგიჟდები ისე მიყვარს ეგ პროცესი. თითქოს გასხივოსნება მემართება. ძალიან დიდი მადლობა, რომ არსებობთ!!!!!!!!!

  9. au ket sagool…velodebi shemdeg volume-s sulmoutqmenlad…p.s. auuu mzinares ro dahyureb magaze magari araperia boshyoo… aaaa mindaaa….

  10. ეს თავი მომეწონა :)საუნდტრეკი კარგი იყო, შემდეგებსაც დაადე 🙂

  11. მმმმმმმმ, ეხლა უკვე ისა, დავმშვიდდე თუ არა? მგონი დამშვიდება ღირს 🙂 არა და როგორ იკითხება?!:*

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s