ალბათ მიხვდებოდით

მაგრამ მაინც…
რაღაც მცირეოდენი ინფორმაცია მაქვს მათთვის, ვინც ჩემს ბლოგს აქტიურად სტუმრობს.
როგორც უკვე შეამჩნევდით, ბლოგში არის გარკვეული ცვლილება.
ანუ პრიმიტიულად რომ ავხსნა, გაჩნდა ახალი ღილაკები და მათში ახალი ლინკები.

ცვლილება N1

ანუ ეს არის უმეტესად ახალი წევრებისთვის.. ერთგვარი გაცნობა, ანუ როგორი ვარ მე.
აქ ერთი პოსტი დევს უკვე და მეტი აღარ დაიდება.
ერთი პოსტი გასაგებია ჩემს გასაცნობად.
მერე შეიძლება წავშალო კიდეც ეგ პოსტი, მაგრამ ჯერ იდოს.

ცვლილება N2

ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესოა უმეტესობითვის . ანუ აქ იქნება მოქცეული ყველა ის ნოველა, რომელსაც ვქმნი (მათ შორის “ჩემი შეყვარებული”, “ჩემი მეზობლის საყვარელი” და არამარტო). ნუ ნოველა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მგონი, მაგრამ სხვა სახელი ვერ მოვუფიქრე ამ მოთხრობებს თუ რაც არის რა.

რაც შეეხება “home” ღილაკს, იქ იქნება ყველაფერი. ანუ “გარეთ აგური დამეცა და ჩიტმა გადამიფრინა” პოსტიც და “ჩემი შეყვარებული”–ც. მინდოდა “home”–ში მხოლოდ “გარეთ აგური დამეცა და ჩიტმა გადამიფრინა” (კიარადა ანუ ყოველდღიური პოსტები) ყოფილიყო, მაგრამ ტექნიკურად ასე არ გამოვიდა.
ასე რომ, რაც არის ეგ არის.

ეს ძირითადად იმიტომ მოვიფიქრე, რომ შეიძლება არსებობდეს მკითხველთა ჯგუფი, რომელსაც მხოლოდ ნოველები აინტერესებს და არა ჩემი ყოველდღიური ბოდვები, ხოდა ახლა უკვე შეეძლებათ მხოლოდ ნოველების კითხვა. გარდა ამისა, მე ძალიან ბევრი ყოველდღიური პოსტი ვერ გამოვაქვეყნე იმის გამო, რომ “ჩემი შეყვარებული”–ს ძაფი არ გამეწყვიტა. არადა “ჩემი შეყვარებული”–ს გაგრძელება და დამთავრება არ შემეძლო, ხოდა ნუ მოკლედ. ანუ ახლა ეს პრობლემაც მოგვარებულია.

ხოდა მოკლედ აბა თქვენ იცით.
რაც გაგიხარდებათ, ის იკითხეთ.
თან მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კიდევ სხვა ნოველების დაწერასაც ვაპირებ მომავალში. არქივში დალექილების გაცოცხლებას და ა. შ.

დიდი მადლობა სვითის ტექნიკური სამუშაოს შესრულებისთვის. მის გარეშე სად შევძლებდი?!


Advertisements

11 thoughts on “ალბათ მიხვდებოდით

  1. კი კი მალე დაიდება უკვე…მადლობა ყველას კიდევ ერთხელ.

  2. ქეთ, კარგია სიახლეები :)გასაცნობი პოსტიც ამომწურავი იყო…

  3. კარგია სიახლეები მომწონს ;)და მოუთმენლად ველოდები “ჩემს შეყავრებულს”

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s