ჩემი შეყვარებული (vol. 6)

გავიდა დღეები…
კვირები…
მგონი თვეც… არ ვიცი. არ დამითვლია. ისე ვიყავი და იმიტომ. შეგუებულივით რაღაცას, ოღონდ რას, არ ვიცი. ის ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით ალბათ, მე კი უამრავი საზრუნავით დატვირთული.

და გადიოდა საათები…
წუთები…
წამები.
იმას საერთოდ არ გავხსენებივარ. თითქოს ერთმანეთი არც კი გაგვიცნია. თითქოს. არ ვიცი იმას რა დაემართა. უფრო სწორად მე მქონდა ვარაუდი, რომ ისეთი გართულია ნარკოტიკების მიღებით, რომ საერთოდაც არ გავახსენდებიმეთქი. პრინციპში ეგაა რა. ეგაა ნარკომანის ცხოვრება; გეფიცება ეს მხოლოდ გასართობად არისო და ჰა, მთლიანად მოცულია ალბათ იმაზე ფიქრით, რა, როგორ და სად იშოვოს. მეც “ფეხებზე მკიდია” ტიპი გავხდი, აღარ ვფიქრობდი უკვე ამაზე.

ერთხელაც დავჯექი კომპიუტერთან, შევედი მეილში და ბრახ!!!!

უცბად წარბები შევკარი, მერე გავხსენი, მერე ისევ შევკარი, მერე ისევ გავხსენი. საერთოდ არ ვიცოდი, თუ მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა. რატომღაც გულმა რეჩხი მიყო. რა უცნაურია არა?! ადამიანის დავიწყებას რომ აპირებ და გეგმავ და ამ გეგმის განხორციელებისთვის ყველაფერს რომ აკეთებ, ზუსტად მაშინ რაღაც ისეთი ხდება, რაც უფრო მეტად გახსენებს ამ ადამიანს. რაღაც ლექსი რომ იყო ადრე ბავშვობაში ვიღაცის მოგონილი :
და ოდეს გადავწყვიტე დავიწყება შენი მე
წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენით დავიწყე.
მარაზმი გამოძახებით

დავიღალე. თითქოს დავიღალე ამ კატა–თაგვობანას თამაშით. არადა რომ დავფიქრდე, ვერ ვხვდები ვინ არის თავში და ვინ შუაში, ვისი ბრალია და ვისი არა. ან საერთოდ რა ხდება, რას ფიქრობს გიორგი ამ ყველაფერზე ან რას ვფიქრობ მე. ალბათ ასეთი არეულობა უნდა ყოფილიყო ადრეც. კიარადა ანუ თითქოს დაგეგმილი იყო თავიდანვე, რომ ასეთი არეული და გაუგებარი ურთიერთობა გვექნებოდა.
ერთხელაც ღამით, მეგობრებთან ერთად გავედი. გავედი ისე, რომ ის ახლა უკვე ცნობილი ბაღი უნდა გამეარა. მაგრამ რომ გავდიოდი, ამაზე არ ვფიქრობდი. კიარადა, ანუ იმაზე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა გიორგი იქ მჯდარიყო.
ხოდა მე გავედი, ბაღს მივუახლოვდი უკვე. ამ მიახლოებაში კი ნაცნობი ხმები მესმოდა. გიორგი, ოთო…თოკა…გოგა…და კიდევ სხვები, რომელთა სახეები ვიცი, მაგრამ სახელები არა. ძირითადად ეგაა ეგრეთწოდებული “სასტავი”, კიარადა “ნარკამნული სასტავი”. მაგრამ მე შევარქვი
“сброд особо одарённых”. არ შევიმჩნიე, გზა პირდაპირ გავნაგრძე. ქუდი ლამის პირამდე ჩამოვიფხატე, რომ “ვაა, რას შვრები?”–ები ამეცილებინა თავიდან. მაგრამ I was sadly disappointed.
– ქეთ! უცებ შემაჟრიალა მთელს ტანში. არვიცი სიცივისგან თუ ამ ძახილის გაგონებისგან. არ–მოტრიალებისა და ნაბიჯის გაგრძელების პერსპექტივა ნულს გაუტოლლდა.
– პრივეტ. ასეთი სიმპატიური ბოლოს როდის იყო, არვიცი. თმები დავარცხნილი რაც მთავარია. მაგრამ რატომღაც სათვალე ეკეთა.
– როგორ ხარ, ქეთ, რას შვრები?! აუ აი ზუსტად ამ “რას შვრები?”–ებს მინდოდა გავრიდებოდი და გავქცეოდი. იქიდან “ლოკატორა” თოკა გვიყურებს. “ბიჭო, ეს გოგო ევასება?” რომელიღაცა რომელიღაცას ეკითხება და ამ მომენტში ოთოს შევხედე, მაინტერესებდა რას უპასუხებდა. მაგრამ ოთოს რაღაცნაირად მოერიდა ჩემი და არაფერი უპასუხა, თოკო კი პასუხს ელოდა. ისეთი სასაცილო სიტუაცია იყო, ალბათ გამეცინებოდა კიდეც.
– კარგად. და არანაირი “შენ როგორ ხარ?” ალბათ უნდოდა ეკითხა სად მივდიოდი, მაგრამ არ გვქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ამის კითხვის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.
ცოტა ხანი ასე ვიდექით და სადღაც დაახლოებით 5–ჯერ მკითხა “რა ხდება შენსკენ ახალი?”, “რას შვრები?” ტიპის კითხვები. უცებ, რომ ვეღარ მოვითმინე, აგრესიულად ვაჯახე:
– სათვალე მოიხსენი.
უცბად თითქოს დაიბნა.
– რატომ???
– ისე უბრალოდ. ღამის 8 საათზე მგონი არ ბნელა იმდენად, რომ სათვალე გეკეთოს.
შეიშმუშნა. მე ისეთი “ნაგლი” სახის გამომეტყველებით ვუყურებდი, რომ მოიხსნა. მიუხედავად მთვარის სინათლისა და არა მზის, მაინც მოვახერხე მის თვალებში ჩახედვა. წამით თითქოს გავშეშდი კიდეც, მეორე წამში წარბები შევკარი და თვალებზე ცრემლები მომადგა. წითელი, წითელი, წითელი, საშინლად წითელი თვალები. ალბათ ეს დღეები არ დაუკლია.
– ფუ, მეზიზღები!
გამოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი.
– არა, მოიცადე ერთი წუთით. და უცებ ხელი წამავლო.
– გამანებე თავი, მეზიზღები! და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე, ვიდრე ოდესმე. გავიქეცი და ავტობუსში შევხტი. “წავედით” – ვუთხარი მძღოლს და კარებიც დაიხურა. დავჯექი და შინაგანად მაცახცახებდა. ღმერთო!!! ოდესმე თუ მიხვდება, რა საშინელებას უკეთებს საკუთარ თავს. როგორ ინგრევს ჯანმრთლობას, ცხოვრებას; როგორ უნგრევს ცხოვრებას თავის ოჯახს, თუნდაც მე. თუმცა ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად მე ალბათ, რადგან მე მაინც ყველაზე ადვილად შემიძლია მისი დავიწყება. მეორე საკითხია პრაქტიკულად რაოდენ მარტივად შევძლებ იმის განხორციელებას, რაც თეორიულად ასე მარტივი მგონია.
ამ დროს ტელეფონის ჟრიალი. ამოვიღე, გიორგი იყო. არ ავიღე. რომ ამეღო, უნდა მესმინა თავის მართლება და რატომ? შინაარსი იქნებოდა: “ხომ იცი ძალით არ მინდოდა” რას ჰქვია ძალით არ მინდოდა? კიარადა დავიკიდე, არ ავიღე. და ასე დაგროვდა დაახლოებით 4–5 გამოტოვებული ზარი. მე უკვე იმდენად რეაქცია აღარ მქონდა ჟრიალზე, რომ ანის ზარიც მოყვა ამ არეულობაში. შემთხვევით მესიჯი რომ არ მომსვლოდა: “რას შვრები ქეთ, გირეკავ და რატომღაც არ იღებ, მშვიდობაა??? არ მოდიხარ?”, “კი, გზაში ვარ, სად ხართ თქვენ?”, Acid-ში ვართ, გელოდებით.”
ნახევრად ჩაბნელებული “Acid”–ი, სადაც მუდამ ხალხია. თუმცა იმდენი არა, რამდენიც “ნიკალა”–ში, მაგრამ მაინც. “Acid”–ი მაინც სხვა ტიპისაა და უფრო პატარაც. თვალების ცეცებით ვიპოვე ჩემები. გადავკოცნე ყველა (ო, როგორ ვერ ვიტან ამ ჩამოვლას, მაგრამ რომ არ ჩმოვიარო, მერე “სწერვული” რეპლიკები არ დამაკლდება, როგორიცაა “რა იყო, მოგვესალმე მაინც” და ა. შ. ხოდა ჩამოვიარე ყველა სათითაოდ) მეგობრები…. ოოო, ეს ის მეგობრები ვართ, რომლებმაც კარგად ვიცით თუ როგორ ავუშალოთ ერთმანეთს ნერვები that’s what friends are for თუმცა მე ასე არ ვფიქრობ არანაირად, ანუ მათ ნერვებზე თამაში არასოდეს ყოფილა ჩემი სურვილი და მეტიც, ვცდილობ ამის გამო მათთან ხშირი კონტაქტი არ მქონდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ალექსანდრე გრიბოედოვის სიტყვები შუბლზე მაწერია ხოლმე: И дым отечества нам сладок и приятен” ანუ ვინც კარგად იცის რას ნიშნავს ეს ფრაზა, მიხვდება რაზეც მაქვს საუბარი. რადგან “მშობლიურები” არიან დაქალები, ჯანდაბას, იმასაც მოვითმენ, რომ “კვამლები და ჭვარტლები” არიან და არც თუ ისე იშვიათად “მჭვარტლავენ” თავისი საუბრებითა თუ საქციელებით, მაგრამ მიყვარს მაინც. აბა სადაცაა სახლში გამოშტერების გზას ვიყავი დამდგარი. ჯანდაბას მათი “კვამლობა”.
თუმცა იმ დღის საქციელი უკვე მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ ან მეც მათნაირი უნდა გავმხარიყავი, ან უნდა მოვშორებოდი მათ. იდიოტური საუბრები იმის თაობაზე, თუ “როგორ ცუდად ვგრძნობთ თავს მამაკაცის გარეშე” ან თუარადა “როგორ ნერვებს გვიშლის საყვარელი მამაკაცი” და ჩემს იდეაზე: “დაშორდი, თუ ცუდად ხარ მასთან” მოჰყვება ხოლმე: “მიყვარს და რა ვქნა?!” ან თუარადა რამე მწარე რეპლიკა ჩემს მიმართ წამოსროლილი. ამას ჰქვია მარაზმი გამოძახებით. რატომ უნდა იყო იმ ადამიანთან, რომელთან ურთიერთობის დროსაც ნერვები გეშლება მის ეგრეთწოდებულ “წიკებზე”. ან თუ გიყვარს, მაშინ რატომ გეშლება ნერვები?! მართლა არ მესმის ხოლმე. ვიღლები. ზოგადად ვიღლები ამ ძალითდეპრესიული ხალხით. არადა მე სრულიად სხვა რაღაცეების გამო ვარ ხოლმე დეპრესიაში:
ფული მინდა…
ცალკე ცხოვრება მინდა…
მანქანა მინდა…
მე რომ მინდა, ისეთი სამსახური მინდა… ნუ პრინციპში სამსახური ისეთი მაქვს, როგორიც მინდა, რომ მქონდეს…
ბევრი თავისუფალი დრო მინდა…
მინდა ვხატავდე, თუმცაღა მე–7 კლასის მერე საერთოდ აღარ ვხატავ. და ის ერთადერთი გრაფიკული ნატურმორტიც, ჩემს მიერ შექმნილი რომელიღაც უჯრაში არის შეტენილი. და ჩემი ჩუმი იდუმალი ოცნება იმის შესახებ, რომ როდესაც ჩემი საკუთარი, პირადი საცხოვრებელი მექნება, ამ ნახატს ჩარჩოში ჩავსვამ და კედელზე ჩამოვკიდებ.
ციფრული ფოტოაპარატი მინდა…
მინდა
ბევრი მოგზაურობა მინდა…
ბევრი ვარსკვლავის დათვლა მინდა…
რა კაცი, რის კაცი…
ვკვდები ალბათ იმ მომენტებში, როცა ყველაფერი ის მახსენდება, რაზეც რეალურად ვოცნებობ. რა შუაშია კაცი და სიყვარული???
მაგრამ ესენი მაინც მამაკაცის გამო ნერვებს იშლიან. და ისეთი რაღაცეები უნდათ ხოლმე, რაც ნერვების შლის გარეშე არ იქნება მაინც და მიდი რა, გინდოდეს. ჩემი ნერვები ხომ არ არის ბოლობოლო. შეასკდი კედელს შუბლით.
ვიჯექი დებილივით.

Advertisements

16 thoughts on “ჩემი შეყვარებული (vol. 6)

  1. უი ძალიან დიდი მადლობა :)იმედია ოდესმე გამოვიღებ მაგ ნატურმორტს და მართლა მივუჩენ კედელზე ადგილს. ბავშვებო! მალე გავაგრძელებ ამის წერას. პირობას გაძლებთ.

  2. და ის ერთადერთი გრაფიკული ნატურმორტიც, ჩემს მიერ შექმნილი რომელიღაც უჯრაში არის შეტენილი. და ჩემი ჩუმი იდუმალი ოცნება იმის შესახებ, რომ როდესაც ჩემი საკუთარი, პირადი საცხოვრებელი მექნება, ამ ნახატს ჩარჩოში ჩავსვამ და კედელზე ჩამოვკიდებ. <<<< ratomgac es nawili momewona gansakutrebit:) marto am nawilad migirda mteli chanaxatis wakitxva 🙂 respect 🙂

  3. რაღა მაინცდამაინც პაჩწი ჩემი მოსახელე/მოგვარე აირჩიე ნარკომანად 😀 😀

  4. გაგრძელებას ველოდები ძალიან, ძალიან.ხოდა რავი, მეც ვთვლი ცოტა სუსტია წინებთან შედარებით, მაგრამ მე მჯერა შენი 🙂 p.s. მევასები!

  5. არა ცუდი ნამდვილად არ იყო, just თითქოს შუაგზაში გაწყდა…)))მერე???

  6. ძლივს ვეღირსე ამ ნანატრ პოსტს მაგრამ გავბრაზდი იმიტომ რომ ისე წერ რო თითქოს გიორგი შენთვის არაფერს წარმოადგენდეს და აბა მაშინ რატომღა ქვია ამ შენ პოსტებს “ჩემი შეყვარებული” ? ცოტა დავიბენი . . . შენ რაა, არ გიყვარს? 😦 რაღაცნაირად მეწყინა ამ პოსტის ესეთი დაბოლოება.

  7. @ჩორვენი¹³ – აუ შენ წარმოიდგინე ვიცი. ზოგადად არეული ვარ და ბანძი გამოვიდა. @ mr.pikasso – ამდენი ხანი? საღოლ შენ.@Dv0rsky – უპს….შევასწორე, მადლობა. სხვა დანარჩენს კი მერე დავწერ. @female – რავი, ეს მეც არ მომწონს. @gvanci – აი ზუსტად ეგრე ვარ მეც.

  8. ძალიან კარგი პოსტია, რაღაც მომენტში მსგავსი სიტუაცია გამახსენდა. ჩვენი სურვილებიც ემთხვევა “კაცებთან” დაკავშირებით. ჩვეულებრივ კაცთან ურთიერთობის დროც აღარ მრჩება, ნარკომანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…

  9. მე არ ვთვლი რომ სუსტი იყო, პირიქით, მომეწონა ძალიან და ბოლო აბზაცი განსაკუთრებით 🙂

  10. დამეზარა კითხვა, მაგრამ ორი შენიშვნა მაქვს:1. И дым отечества უნდა იყოს.2. ეს სახელი და გვარი რომ გამოაჭენე იმ ადამიანის, არ გეუხერხულა? და რომ ამბობ, ნარკომანი არისო და ესაო და ისაო.პირადი ხელშეუხებლობის უფლებას რატომ არღვევ? 🙂

  11. 1st post:bis:xoda ukve dazinebas vapirebdiroca tvali movkariganaxlebasdidi interesit wavikitxe:)pesimisturad gawyviteda imedi maqvs rom aseti pesimitsuri bolo ar eqneba amabvs… :)romelic mgonia rom jer ar dasrulebula 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s