კლეპტომანკა

ე. ი. დიდხანს ვფიქრობდი რა დამერქვა ამ პოსტისთვის…
ნუ იდეები კი იყო ჯერ ეს, მერე – ის, მაგრამ მას შემდეგ რაც პრანკსას მოვუყევი და “კლეპტომანია? ” <<<< ეს მითხრა, გადავწყვიტე ასე დამესათაურებინა ეს პოსტი.
დიახაც მეტაკა კლეპტმანია…
კიარადა რა კლეპტომანია კაცო უf
არ ვარ მე ეგეთი

როცა სამსახურში საქმე არ მაქვს ხოლმე, ძირითადად კოლეგებთან ჩეთაობით თუ არის დროის მოკვლის საშუალება. ხშირ შემთხვევაში ეგეც “ისეთი” პონტია ხოლმე, მაგრამ როცა ამდენი საათი კომპიუტერს ესხივები და თან უმუსიკოსა და უინტერნეტოს, დამემოწმებით, რომ ჩეთაობა დიდი ბედენაა ხოლმე. თან მხოლოდ კოლეგებთან არის შესაძლებელი და მეტი არავისთან.
ხოდა, ე. ი. თქვენი მონა–მორჩილი მე, ვიჯექი გუშინ უსაქმოდ და ბაასი გავაბი ერთ თანამშრომელთან. კარგი ადამიანია და ზოგადად კარგი ადამიანი იმდენად იშვიათობა არის უკვე, რომ როცა პოულობ, ცდილობ არ გაუშვა მიუხედავად ასაკისა/სქესისა/სოციალური მდგომარეობისა/რელიგიური მრწამსისა/ეროვნებისა/სქესობრივი ორიენტაციისა და ა. შ. და ა. შ. თუ რამე გამომრჩა, დაამატეთ ხო ნუ რავი, მე ასე ვარ და სხვა როგორ არის, ფეხებზე მკიდია პრინციპში.
ნუ ბლა–ბლა–ბლა ვუსაუბრეთ და რამდენჯერმე საქმის გამო რომ მომიწია მის სართულზე ასვლა, შევუარე. “რას შვრები?/რავი, შენ როგორ ხარ?”–ის ჩვეული სიტუაციები. უკვე ჩემს წასვლის დრო მოვიდა და კიდევ შევუარე, თან რაღაც აინტერესებდა მაგისტრატურასთან დაკავშირებით. მე დამარეკინა გამოცდების ეროვნულ ცენტრში და ამბები გამაგებინა, თვითონ “უტყდებოდა” მაგიდაზე ედო 2 დიდი გასაღები, ერთმანეთის იდენტური. ნუ რაღაც განსხვავება კი იქნებოდა. რომ ვკითხე რისიამეთქი, მანქანისო. ნუ კარგი. ხელში ვათამაშებდი ამ გასაღებებს. ამ დროს სამსახურის ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, მე ამასობაში ეს ერთი გასაღები მოვხსენი და უკვე კარებთან რომ ვიდექი, დავანახე გასაღები. მან მანიშნა, დამიბრუნეო, მაგრამე მე გიჟივით დავეშვი კიბეებზე და გარეთ გამოვვარდი. ლიფტთან რომ მივედი, მოვტრიალდი დავინახე რომ მანაც ჩამოირბინა, მაგრამ ჩემი სამუშაო ადგილისკენ გაიქცა, ამასობაში მე ლიფტში შევვარდი და ზევით დავიძარი. ზევით ავედი, I.T.-ს ოთახში შევვარდი, მარის შევუარე, ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მოვკდით სიცილისგან და ზარი:
– სად ხარ?
– გამოვედი უკვე, გაჩერებაზე ვარ.
– აუ შენ რა ხარ, ვინც არ გიცნობს.

– აუ შენ რა ხარ
– კარგი, წავედი, არ მცალია.
მანაც ხელი ჩაიქნია გუშინ ჩემს დაჭერაზე და შემეშვა. მარიამთან ერთად კიდევ ერთხელ ვიცინე და გულდამშვიდებული დავეშვი პირველ სართულზე. ლიფტში კი ვფიქრობდი, ვაიმე ახლა აქ არ დამხდესმეთქი, მაგრამ ლიფტის კარები გაიღო და მეც მშვიდად წამოვედი სახლისკენ. მთელი გზა ხელში მეჭირა გასაღები, თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, სადმე არ გაქრესმეთქი. საგულდაგულოდ შევინახე და არის თავისთვის. არ აწუხებს პატრონი.
საღამოს 2 ძალიან კარგი ადამიანისგან გავიგე მისი მობილური და ახლა ჩვენი მესიჯები:
მე – როგორ ხარ??? ნუ რა ძნელია უმანქანოდ ყოფნა
ის – კარგად ვარ, რომელი ხარ?
მე – უმანქანოდ დვიჟენიობდი დღეს ხო?
ის – არა რა უმანქანოდ. აუუუუუ, შენ იცი რაზ გიზამ. ბაუნტის ყიდვას ვაპირებდი და გადამაფიქრებინე.
მე – მოიცა ბაუნტი რა შუაშია??? მე იმედი მქონდა, რომ უმანქანოდ იქნებოდი და გამიხარდა.
ის – ხო აბა სახლში მეტროთი წავედი ნასესხები ჟეტონით. და რატომ გაგიხარდა ჩემი უმანქანობა? რამ გაგაბოროტა?
მე – პროსტა, რა იყო? გაგეხუმრე, გეწყინა? მართლა უმანქანოდ იყავი სამსახურის შემდეგ?
ის – ხო, ფეხით წავედი. კიდევ კარგი ახლოს ვცხოვრობ და არ დავღლილვარ. არ მწყენია არაფერი, საიდან მოიტანე? მე ნაწყენი არ ვრჩები ხოლმე არავიზე .
მე – ვაიმე…საყვარელი. რახან არ გეწყინა, მაშინ იმედია ისიც არ გეწყინება, თუ გასაღებს რამდენიმე დღე არ მოგიტან.
ის – :)))))) რას ამბობ??? 🙂 და ძალიან მაინტერესებს რად გინდა შენ ეგ გასაღები?
მე – მართლა არ ვაპირებ ცოტახანი მოტანას. რად უნდა მინდოდეს? ისიც კი არვიცი შენი მანქანა რომელი. პროსტა ჩემთან იქნება რა.
ის – ხო კაი. ოღონდ ერთი პირობით… პეხით სიარულისთვის და მორალური ზიანისთვის ფულის გადახდა მოგიწევს 🙂
მე– და თუ ახლოს ცხოვრობ, რა პრობლემაა ფეხით სიარული??? (ნუ აქ მთელი ტექსტები, თუ როგორი გაჭირვებული ვარ ფინანსურად და ვკვდები უფულობისგან და მსგავსი ამბები )ხოდა რამდენს ითხოვ? (ოღონდ არვიცი რაში ითხოვ)
ის – ჯერ ეს ერთი მიუჩვეველი ვარ ფეხით სიარულს 🙂 არც მე ვარ კარგ დღეში (ნუ აქ მთელი ტექსტები, თუ როგორი გაჭირვებული არის ფინანსურად და კვდება უფულობისგან და მსგავსი ამბები )ამიტომაც ერთი კვირის მანძილზე 50 ლარს გამოხვალ 🙂
მე – რაა??? რა ამბავია 50 ლარი…
ის – ხო კაი კაი. 20 ლარი გამოდი.
მე – ok
ის – ok-ი? :)) კიდევ 20 ლარი მომეცი და მეორე გასაღებიც წაიღე არ გინდა?
მე – ამას უყურე რა :))))))))) მეორე გასაღები+საფულე+საკრედიტო ბარათი.
ის – მოიცა და ჩემი საფულე რად გინდა? ბარათი წაიღე თუ გინდა, ოღონდ ჯერ შემივსე და მერე 🙂 50 ლარი მომეცი და გასაღებს მოგცემ +ჩემს პადძელნიკ ნოდარს გაგატან.
მე – აუ შეგივსო და მილიონს ჩაგირიცხავ კიდე ჩემი მაქვს შესავსები, რაღა შენი ვავსო. აუ ეგ ნოდარა რა ჯანდაბად მინდა. კაროჩე არ იცი შენ კლიენტთან საუბარი. არც ამ გასაღებს მოგიტან და არც ამის 20 ლარს მოგცემ. იყავი ისე. ფეხით სიარული კი ჯანმრთელობაა 😉
ის – კლიენტი შენ ხარ?
მე – ნუ ეს ზოგადად ვთქვი, მაგრამ პრინციპში კი.
ის – ანუ მე არვიცი კლიენტებთან საუბარი? ოოო, აი აქ მაგრად შეგეშალა 🙂 ნოდარს კი რაც შეეხება, მაგას უკომენტაროდ დავტოვებ.
მე – კაი ხო, ნოდარზე ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს.
ის – :)) აბა რაა 🙂 მაგარი კაცია ნოდარა, ძმაა.. ხვალ შენ გეტყობა გვიან მოდიხარ სამსახურში, ჩემგან განსხვავებით. იქ დაგელაპარაკები.
მე – რაზე დამელაპარაკები ნეტავ? გასაღების მოტანას მაინც არ ვაპირებ.
ის – დაგელაპარაკები სხვა რა გზა მაქვს.
მე – ისე მართლა მითხარი ხომ არ გაგიტყდა, გასაღები რომ ავიღე?
ის – 🙂 არამეთქი ხომ გითხარი, ოღონდ მართლა.
მე – აუ გაიხარე. კარგია, რომ იუმორის გრძნობა გაქვს ზოგ–ზოგიერთებისგან განსხვავებით 🙂
ის – ზოგ–ზოგიერთებში ვის გულისხმობ? რა ცნობისმოყვარე ვარ ხედავ? :))
მე – დედაა, ძალიან. ვის და რავი. შენს სართულზე 2 ადამიანი კი არის ეგეთი და შეიძლება მეტიც.
ის – ვაიმე დაიძაბა სიტუაცია, შენ ახლა გაქვს ორი ვარიანტი – ან ითანამშრომლო გამოძიებასთან და გვარები დაასახელო, ან დუმილის უფლება გამოიყენო. 🙂
მე – :))))))))))))))))))) და გამომძიებელი რამდენ ხანში მიაწვდის დასახელებულ პირებს იმას, რომ მე ისინი დავასახელე?
ის – ეგ ყველაფერი კონფიდენციალურია და საიდუმლოდ ინახება.
მე – არა იყოს.
დღეს დილის 10 საათსა და რაღაც წუთებზე:
მე – სამსახურში ხარ ხო??? მე ამწამს გავახილე თვალი :მთქნარებისსმაილიკი:
ის – ხო, გუშინ ჩამეძინა.

ნუ დღეს სრულიად შემთხვევით შევეფეთე ისევ მის სართულზე. დაჟე არც კი შემეფეთა, ძალიან შორიდან დავინახეთ ერთმანეთი და ისე გაუფართოვდა თვალები, რომ გამეცინა.
ისევ ჩეთში საუბრები, დამიბრუნე გასაღები/არ დაგიბრუნებ”–ისეული. მერე ისევ ავედი და დავაფიქსირე, რომ ის მეორე ცალი საგულდაგულოდ შეუნახავს. სამაგიეროდ უდევს მობილური
ხოოდა…. დავტაცე ხელი და გამოვვარდი
ნუ ესე იგი…..ჯერ ხო ჩეთში ამწია რასაც ქვია, მერე ჩამოვიდა და ტვინი წამიღო, რასაც ჰქვია “მომეცი მობილური”–ს ძახილით.
მე – არა
ის – ტელეფონი რატომ გამორთე? ჩართე.
მე –არა
ის – მნიშვნელოვან ზარებს ველოდები. ჩართე.
მე – სამსახურის ნომრიდან დარეკე
ის – რა სამსახურის ნომრიდან? ჩართე ტელეფონი და რომ დარეკავს ვინმე, ამომიტანე. კეთილს ინებებ და ამომიტან.
მე – არა
ის – რა არა?? ნუ ამაწევინე აქ პანიკა
მე – კარგი რა იყო? ასე გაბრაზდი?
ის – არა,მე არ ვარ ეგეთი, არ მწყინს ხოლმე ეგეთი რაღაცეები.
ამ დროს ჩემმა უფროსმა გამოიარა და ამან ჯინაზე ხმამაღლა გააგრძელა: ხოოოოოდა, ისაააააა….
მე – ეე, კარგი რა, რა პონტია? არ გვინდა უფროსობის ჩარევა.
ის – ტელეფონი
მე – არა
ის – ამომიტან!!!
მე – ხო, კარგი.
ის – რომელზე ამთავრებ შენ?
მე – 6–ის ნახევრამდე ვარ დღეს.
ის – ძალიან კარგი! 6–ის ნახევარზე ნახავ შენ შენს სეირს.
მე – კარგი, ამოგიტან ხო.

ძლივს მოვიშორე, ავიდა და ისევ ჩეთაობა დამიწყო. “ამომიტანე/ამომიტანე”–ს წერით.
მე – ხო, ამოგიტან .
ის – რას ელოდები?
მე – რა იყო? იუმორის გრძნობა არ გაქვს?
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – მაქვს
მე – არა
ის – ამომიტანე!
მე – დამაცადე, რაღაცას მოვრჩები საქმეს და ამოგიტან. ნუ შემაღონე.
საათს არ ვაცილებდი თვალს. ბოლო–ბოლო ძლივს შესრულდა 4 საათი, ქურთუკი ჩავიცვი, ნივთები მივალაგე და ბოლოს რაც გავაკეთე კომპიუტერის გამორთვა იყო. რომ ბოლო წუთებამდე ეფიქრა, რომ 6–ის ნახევრამდე ვრჩები.

წამოვედი და წამოვიღე.
უკვე კარგა ხნის გამოსული ვიყავი, რომ ისევ ზარი:
აუუუუუუუ, შენ რა უსინდისო ხარ!!!!!!!!!!!

მერე საიდანღაც დავურეკე – უსინდისო რომ მიწოდე, ცუდად მომხვდა და კიდევ ერთხელ გეკითხები ხომ არ გეწყინამეთქი.
არა, უბრალოდ offline რომ გაიჩითე, მაგან დამაეჭვა და გიჟივით ჩამოვედი. და უკვე გაპარული იყავიო.

ხოოო…
მესიჯებში არ შევსულვარ, მართლა არა.
თუმცა ჩემს მესიჯებში ვინმე რომ შევიდეს, ჩემი რეაქცია – 0!!!
უბრალოდ მხოლოდ ის ერთი –ორი ვნახე, რაც მას შემდეგ მოუვიდა, რაც მე მაქვს ტელეფონი.
ნუ შინაარსი ასეთი:
1) ეეეე, სად ხარ შეჩემა, კანცელარიასთან გელოდები რამდენი ხანია.
2) შეჩემა, ტელეფონს რატომ არ იღებ?
3) ბიჭო, წამო რა დროზე, მერე ამ კაცს ვეღარ შევაწუხებ მეორეჯერ.
4) ერთის ზარსაც ვუპასუხე და საყვარელი ხმით მივუგე, რომ ამა და ამ პიროვნებას ტელეფონი ჩემთან, ანუ ბიძაშვილთან დარჩა და ხვალ დავუბრუნებდი პატრონს.
– “აუ, მაშინ გადაეცით, რომ ამან და ამან დავრეკე.
– დიახ, აუცილებლად გადავცემ. სახლში დაურეკოთ იქნებ.
– არა, სახლში არ არის. აუ იქნებ გადასცეთ, რომ მე დავურეკე.
– დიახ, აუცილებლად.
– ძალიან დიდი მადლობა.

მე საყვარლად გავუგზავნე მესიჯები რომელიღაცას, რომ პატრონს ბიძაშვილთან დარჩა მობილური და იქნებ სახლის ნომერზე დაუკავშირდეთ.

Gallery–ში შევისეირნე. სურათები, ვიდეოები და სიმღერები.
სიმღერებიდან ეს გადმოვიწერე : http://www.link.ge/file/248264/Miles-Davis—Mystery.mp3.html ძალიან მომეწონა.
ვიდეოებიდან კი ეს: მაგრად ვიცინე. აი რასაც ჰქვია, მოვკვდი რა…
აგერ ინებეთ

ტელეფონი დავტენე ჩემი ძველი ტელეფონის დამტენით და ხვალ პატრონს ვუბრუნებ…
გასაღები კი –

Advertisements

14 thoughts on “კლეპტომანკა

  1. მდააააჰ…რა კარგია, რომ მე არ ვარ შენი თანამშრომელი.- არა, არ მეწყინება, იუმორის გრძნობაც მაქვს, but…oooo

  2. მაგარი ხუმრობაა :დ საკუთარ ქმარს ვერ ვუზამ მაგას, არათუ ვიღაც თანამშრომელს

  3. რავი ისე გავეხუმრე. თუმცა ისე გაწვალდა, რომ სინდისმა შემაწუხა, რომ კარგი მობილური ხომ მოგიტანე და გასაღებსაც მოგიტანმეთქი.

  4. რავიცი ქეთ რავიცი, ჩემთვის მიუღებელია ასეთი საქციელი, შეიძლება ის არ იმჩევს მარა ადამიანის ნერვებზე რატომ მოქმედებ ეგ მაინტერესებს..

  5. და დღეს რომ ვუთხარი მესიჯები არ წამიკითხავსმეთქი, ასე მიპასუხა აუF, რომც წაგეკითხა, მერე რაო.

  6. დღეს დავუბრუნე და დღის ბოლოს ისევ მოვპარე. ქუჩაში ვარბენინე საწყალი და ორშაბათს მე თუ არ წაგართვი შენი საკუთარი, აგერ ნახეო.@unaamarga – აუ მართლა??? რა მაგარია. უი რა ცუდია, რომ აღარ არის შენთან. მე პირადად მაგრად ვიხალისე და ვიცი, რომ იმანაც იხალისა. @ana – ეეე, კარგი რა. @mr.pikasso – :D:D 😀 😀 😀 მერე რა. უf. @ჩორვენი¹³ – აუ შენს ნერვებზე მოვკვდებოდი. სად მაქვს შენი თავი. ეს შენნაირი რთული რომ იყოს, არც გავეხუმრებოდი ასე. 😀 😀 😀

  7. vai patrons shensas gasagebi kide kai da ai mobiluris gamo gaggcecavdi!!kak minimum misi piradi covrebaa da yvelafers rom tavi daanebo arc mesijebi unda naxo da upasuxo da arc zarebi!!da vafshe ra ubedurebaa telefonis camogeba!!

  8. კაი ნერვები ჰქონია იმ შენს თანამშრომელს :დიუმორის გრძნობა ნამდვილად არ მაქვს ესეთ რაღაცეებში

  9. აუ, რა მაგარია! მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით ეგრე, რასაც მოვიხელთებდით ვპარავდით ერთმანეთს და ვუმალავდით. ერთხელ ჩემს ოთახში ქალაქის ტელეფონი მოხსნა, დაშალა და ყველა ნაწილი ცალ-ცალკე დამალა შენობაში! მოვკვდი ძებნით. 😀 ეეეჰ, სამწუხაროდ სხვა სამსახურში გადავიდა და დავრჩი ესე მოწყენილი!

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s