ახალი ბლოგები

ნუ სია რომ გავაკეთო, გამიჭირდება.
ამიტომაც რაღაც ისე დავწერ.
ანუ ზოგადად.
ხოდა Facebook-ში თუ ხართ, შეგიძლიათ თვალყური მოგვადევნოთ და შემოგვიერთდეთ.
ისე კი ვიტყოდი იმ ფაქტს, რაც საოცრად მესიამოვნა.
კიარადა…
ძალიან გამიხარდა.
ანუ შევედი Facebook–ის “ქართველი ბლოგერები”–ის გვერდზე და ბევრი ახალი და ჯერ კიდევ უცნობი ბლოგერი აღმოვაჩინე.
დღეს არ მცალია, მაგრამ ამ დღეებში რომ მოვიცლი, აუცილებლად შევივლი და დავათვალიერებ და დავამატებ მათ GR–სა და ბლოგში.


მიხარია, მართლა ძალიან მიხარია ამდენი ახალი ბლოგის არსებობა.
ჩემი დარეგისტრირება რომ მახსენდება, ეს იყო 2007 წლის 23 ოქტომბერი… მაშინ არც თუ ისე ბევრი ბლოგერი არსებობდა. ახლა შედარებაც არ არის.
ამ ბლოგების შინაარსზე საუბარს არ ვაპირებ და არც არასოდეს დავაპირებ იმ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა პოსტავს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა. იგივე ლოგიკით ანალოგიურს ვაკეთებ მეც. არავის აზრს საკუთარ აზრზე მაღლა არ ვაყენებ. ვპოსტავ რასაც მინდა და როგორც მინდა. არავის ვეხები. სხვა ამბავია, როცა ვინმე მირჩევს, რომ იქნებ ეს ასე გააკეთო, მაგრამ რჩევა სულ სხვა რამეა. მაგრამ მაშინ, როდესაც ერთ–ერთმა ბლოგერმა “ნამიოკი” ჩამიგდო, თუ რაოდენ დიდი მარაზმია და ნაგავია “ჩემი შეყვარებული”, გავიღიმე და ვუთხარი: ყოველ შემთხვევაში მე ეკლესიებს მაინც არ ვლანძღავ ბლოგზემეთქი. (აქვე შეგახსენებთ აივერონის ფრაზას, რომელიც ერთ დროს სიგნიჩარში ეწერა, ახლა კი მე მიწერია “უბრალოდ გაიღიმე, როცა *ლეობას გეუბნებიან.”) ხოდა მეც გავიღიმე პრინციპში.

ხოდა მიხარია რა ახლების გამოჩენა. უბრალოდ დროის სასწაული დეფიციტი მაქვს. ისეთი,როგორიც არასოდეს მქონია. ამის გამო, ბევრ რამეს ვერ ვასწრებ. მოვიცლი, მართლა მოვიცლი, უბრალოდ მართლა არ ვიცი, როდის. თან ჩემს ყოფილ დამრიგებელთან დავდივარ, ვემზადები და ნუ მოკლედ რა. ეს მაგისტრატურა გადამრევს მგონი.
კიარადა…
ვცდილობ არ მივცე იმის უფლება, რომ გადამრიოს.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s