მირჩიეთ რა

მოკლედ ე. ი. ღრმად პატივცემულო ბლოგერებო და არა მხოლოდ!!!
მესაჭიროება თქვენი რჩევა.
განსაკუთრებით კი მათი, ვინც ერკვევა ამ საკითხში.
მოგეხსენებათ…
და თუ არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ,რომ არ მაქვს ფოტოაპარატი.
ისიც მოგეხსენებათ…
და თუ ესეც არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ, რომ ძალიან მიყვარს სურათი.
არ აქვს მნიშვნელობა ჩემი იქნება, სხვისი, ბალახის თუ მტვრის.
ზოგადად სურათები მიყვარს.
ხოდა იქნებ თქვენ მირჩიოთ რომელი ფოტოაპარატი შევიძინო.

ჩემს პირობებს ჩამოვწერ, რომ უფრო მარტივად მიხვდეთ როგორი მინდა.
როგორი მინდა: გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მთლა უზარმაზარი არ მინდა, რადგან მოუხერხებელი იქნება სატარებლად. მაგრამ თუ ჩემს ყველა დანარჩენ სურვილსა თუ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯანდაბას იყოს დიდი. ანუ გარეგნულად როგორია, ეს არ არის ჩემთვის მთავარი.
რისთვის მინდა: ზოგადად გადასაღებად. ნებისმიერი რამისა და ვინმესი.
როგორ: night mode რომ ჰქონდეს და negative. აგრეთვე შავ–თეთრ სურათებსაც რომ იღებდეს.
ნუ ზოგ აპარატს აქვს აგრეთვე ვიდეოს ფუნქციაც. ესეც კარგი იქნებოდა, თუმცა არ არის აუცილებელი.მეხსიერებებში საერთოდ ვერ ვერკვევი და არვიცი როგორი მინდა. მაგრამ რაც მეტ სურათი შეინახება,მით უკეთესი.
არ უნდა იყოს ძალიან ძვირი. ვარ მოყვარული და შესაბამისად მინდა სამოყვარულო. ულტრა–ნავაროჩენი და პრადვინუტი აპარატზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ რაც ზევით ჩამოვთვალე ის პირობები მინდა რომ დააკმაყოფილოს.

ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აგერ ჩამოვწერ ზოგადად რა მირჩიეს.
1) Panasonic Lumix Lx3

2) Canon EOS 1000D შესაბამისი ლინკი

3) Canon PowerShot SX200 IS შესაბამისი ლინკი

4) Nikon COOLPIX P90 შესაბამისი ლინკი

5) Nikon COOLPIX L100 შესაბამისი ლინკი

ანუ ძირითადად ამათ შორის ვარ გაჭედილი.
თუ კიდევ რამე სხვა suggestion–ები გაქვთ, you’re welcome.

გარდა ამისა ამ საიტსაც ვათვალიერებ და რავიცი აბა.

Advertisements

12 thoughts on “მირჩიეთ რა

  1. ქეთ, არ ვიცი, უკვე იყიდე თუ არა, მაგრამ მაინც დავწერ ჩემ აზრს. Canon–ს (2) გირჩევ, მეორე ადგილზე – ნიკონს.მე Canon მაქვს, გაცილებით უბრალო, ვიდრე ესენი და ძალიან კმაყოფილი ვარ. როცა ვყიდულობდი, გამოცდილ ხალხს ვკითხე (შენს მსგავსად განვიცდიდი:) ) , ჰოდა, ყველამ ასე მირჩია…აბა, წარმატებები! 🙂

  2. ♥ Mary ♥ – სავარაუდოდ Nikon COOLPIX L100–ს ანუ მე–5–ს ვაპირებ, რადგან ქენონი საკმაოდ ძვირია. @utvino – ყველაზე მეკითხები? ფასები ჯერ არ გამიგია. ჯერ ფული არ მაქვს, ჯერ უნდა ვიცოდე რომელი მაკმაყოფილებს, რომ იმისთვის შევაგროვო ფული.

  3. ერთმნიშვნელოვნად ნიკორა :ბის:არანაირ შემთხვევაში არ შეიძინო ლუმიქსი ან ბრტყელი ქენონი.უთოები ისედაც გექნება სახლში 🙂

  4. აუ აი რასაც ჰქვია, ტვინი მეჭყლიტება რა. აზრზე არ ვარ, რომელი მაწყობს ყველაფრით. რომ ფულიც შესაბამისად შევაგროვო.

  5. სამწუწუხაროდ ვერაფერს გირჩევ. ფოტოაპარატი ჩემთვისაცაა საინტერესო, მეც მინდა ვიყიდო. ყველაფერ სიკეთესთან ერთად მინდა რომ მცორეზომიანი იყოს და მძიმე არ იყოს.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s